პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა და აფხაზეთმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პროტოკოლი გააფორმეს
რუსეთმა და აფხაზეთმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პროტოკოლი გააფორმეს

მიმ­დი­ნა­რე წლის 6 თე­ბერ­ვალს, რუ­სე­თის და აფხა­ზე­თის დე­ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა, ერ­თი­ა­ნი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ტო­კოლს მო­ა­წე­რეს ხელი. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოთ კი გუ­და­უ­თა­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი მე-7 სამ­ხედ­რო ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ორი­ვე მხა­რის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­დე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რუ­სე­თის თავ­და­ცის უწყე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვან­ლის, სერ­გეი კო­შე­ლო­ვის თქმით, "მო­ცე­მუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბით, სამ­ხედ­რო სფე­რო­ში რუ­სულ-აფხა­ზუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მო­რი­გი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა". მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დო­კუ­მენ­ტი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ეფექ­ტუ­რი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის შექ­მნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მას­ში­ვეა გა­წე­რი­ლი ყვე­ლა სა­რეგ­ლა­მენ­ტო სა­კი­თხი და საბ­რძო­ლო მო­რი­გე­ო­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ანა­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის დო­კუ­მენ­ტი სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, მიმ­დი­ნა­რე წლის 28 იან­ვარს გა­ფორმ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სულ­მა მე-7 სამ­ხედ­რო ბა­ზამ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა რუ­სე­თის და აფხა­ზე­თის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის - მედ­ვე­დე­ვი­სა და ბა­ღაფ­შის მიერ, 2009 წლის 1 თე­ბერ­ვალს ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო. ბა­ზის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა 49 წე­ლია. მისი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა 4 000 სამ­ხედ­როს ით­ვლის.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ armstrade.org-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რუსეთმა და აფხაზეთმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პროტოკოლი გააფორმეს

რუსეთმა და აფხაზეთმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პროტოკოლი გააფორმეს

მიმდინარე წლის 6 თებერვალს, რუსეთის და აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებმა, ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროტოკოლს მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტი, აფხაზეთში, კერძოთ კი გუდაუთაში დისლოცირებული რუსული მე-7 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ორივე მხარის ჰაერსაწინააღდეგო საშუალებების ერთიან სისტემაში გაერთიანებას ითვალისწინებს.

რუსეთის თავდაცის უწყების, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანლის, სერგეი კოშელოვის თქმით, "მოცემული ხელშეკრულების გაფორმებით, სამხედრო სფეროში რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის განვითარებისთვის მორიგი ნაბიჯი გადაიდგა". მისივე განმარტებით, დოკუმენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნას ემსახურება. მასშივეა გაწერილი ყველა სარეგლამენტო საკითხი და საბრძოლო მორიგეობის თანმიმდევრობა.

რუსეთის თავდაცვის უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან, მიმდინარე წლის 28 იანვარს გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულმა მე-7 სამხედრო ბაზამ ფუნქციონირება რუსეთის და აფხაზეთის მაშინდელი პრეზიდენტების - მედვედევისა და ბაღაფშის მიერ, 2009 წლის 1 თებერვალს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე დაიწყო. ბაზის ფუნქციონირების ხანგრძლივობა 49 წელია. მისი პირადი შემადგენლობა 4 000 სამხედროს ითვლის.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ armstrade.org-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?