სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქოლგოსანმა" ავთო ბერიძემ ჯიპი მაინც იყიდა?
"ქოლგოსანმა" ავთო ბერიძემ ჯიპი მაინც იყიდა?

აჭა­რის მთავ­რო­ბი­დან გა­მო­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ავთო ბე­რი­ძემ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ჯიპი მა­ინც იყი­და. რო­გორც "ალი­ას" წყა­რო უყ­ვე­ბა, ბე­რი­ძის მო­თხოვ­ნა ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ ორ­ჯერ გა­ა­უქ­მა, ანუ გა­მო­ყო­ფილ თან­ხას ორ­ჯერ და­ა­დო "ყა­და­ღა", მაგ­რამ მას ახლა მან­ქა­ნის ყიდ­ვა ერთ-ერთი ფონ­დის გავ­ლით მა­ინც მო­უ­ხერ­ხე­ბია. რო­გორც ჩანს, ეს პრინ­ცი­პის ამ­ბა­ვი უფრო გა­მოდ­გა, დუმ­ბა­ძე-ბე­რი­ძის დუ­ე­ტი ვერ შე­ე­გუა ჯი­პთან და­კავ­ში­რე­ბულ მარ­ცხს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, "რე­ვან­ში" აიღო. ას­ლან აბა­ში­ძის ყო­ფი­ლი პრესმდივ­ნის, თა­მაზ ბა­კუ­რი­ძის თქმით, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ მის ყუ­რამ­დეც მი­აღ­წია. თურ­მე უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ბევ­რმა დე­პუ­ტატ­მა ავთო ბე­რი­ძეს ურ­ჩია, ამას ნუ იზამ, დიდი სკნა­და­ლი ატყდე­ბაო, მაგ­რამ თა­ვი­სი მა­ინც "გა­ის­წო­რა":

"მე ბოლო დღე­ებ­ში ბე­რი­ძე რამ­დენ­ჯერ­მე და­ვი­ნა­ხე, ისევ ძვე­ლი მან­ქა­ნით და­დის. რო­გორც ჩანს, მო­მენტს ელო­დე­ბა. კი, ნამ­დვი­ლად ამ­ბო­ბენ, რომ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა რამ­დენ­ჯერ­მე დაბ­ლო­კა გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა, მაგ­რამ ათას­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, ათას­ნა­ი­რი ფონ­დი გახ­სნეს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ძველ მან­ქა­ნას ცოტა ხან­ში რა­ღა­ცა და­ე­მარ­თოს, მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს და გა­დაჯ­დეს ახალ­ზე. სხვა­თა შო­რის, ამ დღე­ბე­ში ერთი ახ­ლო­ბე­ლი კაცი შემ­ხვდა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად არის მურ­მან დუმ­ბა­ძეს­თან და მი­თხრა - შენ იცი, რა სა­უ­ბა­რი შედ­გა დუმ­ბა­ძე­სა და კა­ლა­ძეს შო­რის მაგ ჯი­პთან და­კავ­ში­რე­ბი­თო? თუ მე­ტყვი, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი. მურ­მან­მა კა­ლა­ძეს და­უ­რე­კა და პირ­და­პირ მი­ა­ხა­ლა: შენ ხომ არა­ფე­რი გეშ­ლე­ბა, შენ რომ შვი­დი მან­ქა­ნით და­სე­ირ­ნობ­დი და რვა ქალი გეჯ­და გვერ­დით, მე და ავთო ბე­რი­ძეს "დუ­ბინ­კებს" გვირ­ტყამ­დნენ, დავგვდევ­დნენ და გვი­ჭერ­დნენ. შენ. რა უფ­ლე­ბა გაქვს, ავთო ბე­რი­ძეს ჭკუა ას­წავ­ლო, შენს თავს მი­ხე­დე, შენს სა­მი­ნის­ტრო­ში რომ უფრო მე­ტად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი გაქვს ნა­ყი­დი, მა­გა­ზე იდარ­დეო. თურ­მე მა­ნამ­დე დუმ­ბა­ძემ კახი პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ბა­რა, მაგ­რამ ეს არ მი­სუ­ლა".

ხე­დავთ, რა "მა­გა­რი" კა­ცია მურ­მან დუმ­ბა­ძე? ის პრე­მი­ე­რებს და ვიცე-პრე­მი­ე­რებს ისე იბა­რებს თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში, რო­გორც სოფ­ლის გამ­გებ­ლებს. არა, თვი­თონ კი გახ­ლავთ რა­ტომ­ღაც პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი, მაგ­რამ რა უფ­ლე­ბა აქვს, პი­როვ­ნუ­ლი მო­ტი­ვით ვინ­მე და­ი­ბა­როს? ისე, თუ მარ­თლაც ასე იყო და კა­ლა­ძემ "და­ი­კი­და", კარ­გა­დაც მოქ­ცე­უ­ლა. სხვა­თა შო­რის, ბოლო დროს ერთი მავ­ნე ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა: რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტარს ან რო­მე­ლი­მე ჩი­ნოვ­ნიკს ვაკ­რი­ტი­კებთ, ისი­ნი კუ­სა­ვით ბა­კან­ში შეჰ­ყო­ფენ ხოლ­მე თავს და სულ სხვე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლას ჰყავს თა­ვი­სი "მრევ­ლი". ერთი პა­ტივ­სა­ცე­მი პი­როვ­ნე­ბა გვიმ­ტკი­ცებს, მურ­მან დუმ­ბა­ძე სუფ­თა პი­როვ­ნე­ბაა, ის მხო­ლოდ აჭა­რის კე­ით­ლდღე­ო­ბის­თვის იბ­რძვი­სო. შე­კი­თხვა: რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა აჭა­რის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ბრძო­ლა? ამას წი­ნათ მას­თან მი­ვე­დი საქ­მე­ზე, მის მი­სა­ღებ­ში ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, ისე­თი რიგი იდგა, ნემ­სი არ ჩა­ვარ­დე­ბო­და, ნუთუ დღეს ასე რო­მე­ლი­მე დე­პუ­ტა­ტი მუ­შა­ობ­სო? ჰოოო... თუკი დუმ­ბა­ძის მი­სა­ღებ­ში რიგი იდგა, მა­შინ აშე­ნე­ბუ­ლა აჭა­რა და ეგაა, მაგ­რამ ამას წი­ნათ იგი­ვე აჭა­რის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად მისი ნა­თე­სა­ვი ბე­რი­ძე რომ და­ი­ნიშ­ნა, ამას რა ვუ­ყოთ? ესე იგი, ას­ლან აბა­ში­ძის დროს სულ გო­გი­ტი­ძე­ე­ბი და აბა­ში­ძე­ე­ბი იყ­ვნენ "გე­ნი­ო­სე­ბი", ახლა კი­დევ მარ­ტო ბე­რი­ძე­ე­ბი და დუმ­ბა­ძე­ე­ბი არი­ან "ზე­გე­ნი­ო­სე­ბი". რო­გორც თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე ამ­ბობს, რა­ტომ­ღაც ისე ხდე­ბა, რომ აჭა­რის ყვე­ლა წამ­ყვან სტრუქ­ტუ­რებ­ში მურ­მან დუმ­ბა­ძი­სა და ავთო ბე­რი­ძის ნა­თე­სა­ვე­ბი ინიშ­ნე­ბი­ან.

"დუმ­ბა­ძემ თქვა კი­დეც, აბა რა ვქნა, თუ ჩემს ნა­თე­სავს ჭკუა აქვს, გა­ნათ­ლე­ბა აქვს, არ უნდა და­ი­ნიშ­ნო­სო? ბიჭო, რაღა მარ­ტო შენი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან ასე­თი ჭკვი­ა­ნე­ბი და გე­ნი­ო­სე­ბი, იქ­ნებ სხვა­საც მო­ე­კი­თხე­ბა ჭკუა? მე პი­რა­დად მურ­მან დუმ­ბა­ძეს­თან არა­სო­დეს მქო­ნია და­პი­რის­პი­რე­ბა, მაგ­რამ რა­საც ვხე­დავ, იმას ვლა­პა­რა­კობ, ამ ადა­მი­ანს უნდა აჭა­რის მარ­თვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მმარ­თვე­ლი უნდა იყოს სხვა და ყველ­გან ინიშ­ნე­ბოდ­ნენ მისი კად­რე­ბი - სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში, დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში უნდა იყოს მისი ხალ­ხი, რომ, როცა ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვა, რო­გორც სჩ­ვე­ვია, თავი იგ­რძნოს კომ­ფორ­ტუ­ლად. სხვა­თა შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს მურ­მა­ნი ხელ­ვა­ჩა­უ­რის საკ­რე­ბუ­ლო­ში და­ნიშ­ნეს, მაგ­რამ მერე გა­იქ­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით ერთ ად­გილ­ზე ვერ ჩერ­დე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ყო­ველ­თვის გა­ურ­ბის. გე­უბ­ნე­ბი, აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს, არ­ჩილ ხა­ბა­ძეს კა­ბი­ნეტ­ში შე­უ­ვარ­და და პირ­და­პირ უთხრა: შენ თავი მარ­თლა აჭა­რის მმარ­თვე­ლი ხომ არ გგო­ნი­აო?! ჯერ იმ მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს რა ვუ­თხა­რი, დუმ­ბა­ძე რომ შე­მო­გი­ვარ­დე­ბა კა­ბი­ნეტ­ში, გაგ­ლან­ძღავს და ამას ისე და­ტო­ვებ. ეს ჩემი მო­გო­ნი­ლი არ არის, ბა­თუ­მი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და არა­ფე­რი იმა­ლე­ბა. აჭა­რის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სტრუქ­ტუ­რაა, იქ მო­იყ­ვა­ნა თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვი, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, და­ა­კომ­პლექ­ტებს ამ სამ­სა­ხურს დუმ­ბა­ძი­სა და ბე­რი­ძის კად­რე­ბით".

მე კახი კა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტი არ გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ მო­დით, მა­ინც ვთქვათ სი­მარ­თლე: რა გან­სხვა­ვე­ბაა მურ­მან დუმ­ბა­ძე­სა და მას შო­რის? რო­გორც ვი­ცით, კა­ლა­ძემ ფული და მან­ქა­ნე­ბი ბურ­თის გა­გო­რე­ბით, ანუ თა­ვის ფე­ხე­ბის წყა­ლო­ბით იშო­ვა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ის ხელ­ფასს სა­ერ­თოდ არ იღებს, რო­მე­ლი­ღა­ცა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში რი­ცხავს და მის­თვის იმის წა­მო­ძა­ხე­ბა, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა გყავ­სო, ან მი­ა­მი­ტო­ბაა, ან სიბ­რიყ­ვე. ჰოდა, დას­კვნა თქვენ გა­ა­კე­თეთ, პა­ტივ­ცე­მუ­ლო მკი­თხვე­ლე­ბო.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ქოლგოსანმა" ავთო ბერიძემ ჯიპი მაინც იყიდა?

"ქოლგოსანმა" ავთო ბერიძემ ჯიპი მაინც იყიდა?

აჭარის მთავრობიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთო ბერიძემ ძვირადღირებული ჯიპი მაინც იყიდა. როგორც "ალიას" წყარო უყვება, ბერიძის მოთხოვნა ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ ორჯერ გააუქმა, ანუ გამოყოფილ თანხას ორჯერ დაადო "ყადაღა", მაგრამ მას ახლა მანქანის ყიდვა ერთ-ერთი ფონდის გავლით მაინც მოუხერხებია. როგორც ჩანს, ეს პრინციპის ამბავი უფრო გამოდგა, დუმბაძე-ბერიძის დუეტი ვერ შეეგუა ჯიპთან დაკავშირებულ მარცხს და როგორც ამბობენ, "რევანში" აიღო. ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივნის, თამაზ ბაკურიძის თქმით, ამ ინფორმაციამ მის ყურამდეც მიაღწია. თურმე უმაღლესი საბჭოს ბევრმა დეპუტატმა ავთო ბერიძეს ურჩია, ამას ნუ იზამ, დიდი სკნადალი ატყდებაო, მაგრამ თავისი მაინც "გაისწორა":

"მე ბოლო დღეებში ბერიძე რამდენჯერმე დავინახე, ისევ ძველი მანქანით დადის. როგორც ჩანს, მომენტს ელოდება. კი, ნამდვილად ამბობენ, რომ ფინანსთა მინისტრმა რამდენჯერმე დაბლოკა გამოყოფილი თანხა, მაგრამ ათასნაირი საშუალება არსებობს, ათასნაირი ფონდი გახსნეს. არ არის გამორიცხული, ძველ მანქანას ცოტა ხანში რაღაცა დაემართოს, მწყობრიდან გამოვიდეს და გადაჯდეს ახალზე. სხვათა შორის, ამ დღებეში ერთი ახლობელი კაცი შემხვდა, რომელიც ძალიან კარგად არის მურმან დუმბაძესთან და მითხრა - შენ იცი, რა საუბარი შედგა დუმბაძესა და კალაძეს შორის მაგ ჯიპთან დაკავშირებითო? თუ მეტყვი, ძალიან კარგი იქნება, მაინტერესებს-მეთქი. მურმანმა კალაძეს დაურეკა და პირდაპირ მიახალა: შენ ხომ არაფერი გეშლება, შენ რომ შვიდი მანქანით დასეირნობდი და რვა ქალი გეჯდა გვერდით, მე და ავთო ბერიძეს "დუბინკებს" გვირტყამდნენ, დავგვდევდნენ და გვიჭერდნენ. შენ. რა უფლება გაქვს, ავთო ბერიძეს ჭკუა ასწავლო, შენს თავს მიხედე, შენს სამინისტროში რომ უფრო მეტად ძვირადღირებული მანქანები გაქვს ნაყიდი, მაგაზე იდარდეო. თურმე მანამდე დუმბაძემ კახი პარლამენტში დაიბარა, მაგრამ ეს არ მისულა".

ხედავთ, რა "მაგარი" კაცია მურმან დუმბაძე? ის პრემიერებს და ვიცე-პრემიერებს ისე იბარებს თავის კაბინეტში, როგორც სოფლის გამგებლებს. არა, თვითონ კი გახლავთ რატომღაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მაგრამ რა უფლება აქვს, პიროვნული მოტივით ვინმე დაიბაროს? ისე, თუ მართლაც ასე იყო და კალაძემ "დაიკიდა", კარგადაც მოქცეულა. სხვათა შორის, ბოლო დროს ერთი მავნე ტენდენცია შეინიშნება: როდესაც პარლამენტარს ან რომელიმე ჩინოვნიკს ვაკრიტიკებთ, ისინი კუსავით ბაკანში შეჰყოფენ ხოლმე თავს და სულ სხვები აქტიურდებიან... მოგეხსენებათ, ყველას ჰყავს თავისი "მრევლი". ერთი პატივსაცემი პიროვნება გვიმტკიცებს, მურმან დუმბაძე სუფთა პიროვნებაა, ის მხოლოდ აჭარის კეითლდღეობისთვის იბრძვისო. შეკითხვა: რაში გამოიხატება აჭარის კეთილდღეობისთვის ბრძოლა? ამას წინათ მასთან მივედი საქმეზე, მის მისაღებში ისეთი ამბავი იყო, ისეთი რიგი იდგა, ნემსი არ ჩავარდებოდა, ნუთუ დღეს ასე რომელიმე დეპუტატი მუშაობსო? ჰოოო... თუკი დუმბაძის მისაღებში რიგი იდგა, მაშინ აშენებულა აჭარა და ეგაა, მაგრამ ამას წინათ იგივე აჭარის სასაზღვრო პოლიციის უფროსად მისი ნათესავი ბერიძე რომ დაინიშნა, ამას რა ვუყოთ? ესე იგი, ასლან აბაშიძის დროს სულ გოგიტიძეები და აბაშიძეები იყვნენ "გენიოსები", ახლა კიდევ მარტო ბერიძეები და დუმბაძეები არიან "ზეგენიოსები". როგორც თამაზ ბაკურიძე ამბობს, რატომღაც ისე ხდება, რომ აჭარის ყველა წამყვან სტრუქტურებში მურმან დუმბაძისა და ავთო ბერიძის ნათესავები ინიშნებიან.

"დუმბაძემ თქვა კიდეც, აბა რა ვქნა, თუ ჩემს ნათესავს ჭკუა აქვს, განათლება აქვს, არ უნდა დაინიშნოსო? ბიჭო, რაღა მარტო შენი ნათესავები არიან ასეთი ჭკვიანები და გენიოსები, იქნებ სხვასაც მოეკითხება ჭკუა? მე პირადად მურმან დუმბაძესთან არასოდეს მქონია დაპირისპირება, მაგრამ რასაც ვხედავ, იმას ვლაპარაკობ, ამ ადამიანს უნდა აჭარის მართვა, ფაქტობრივად, მმართველი უნდა იყოს სხვა და ყველგან ინიშნებოდნენ მისი კადრები - სამინისტროებში, დეპარტამენტებში უნდა იყოს მისი ხალხი, რომ, როცა ოპოზიციაში გადავა, როგორც სჩვევია, თავი იგრძნოს კომფორტულად. სხვათა შორის, "ნაციონალების" დროს მურმანი ხელვაჩაურის საკრებულოში დანიშნეს, მაგრამ მერე გაიქცა, სააკაშვილივით ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბის. გეუბნები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს კაბინეტში შეუვარდა და პირდაპირ უთხრა: შენ თავი მართლა აჭარის მმართველი ხომ არ გგონიაო?! ჯერ იმ მთავრობის თავმჯდომარეს რა ვუთხარი, დუმბაძე რომ შემოგივარდება კაბინეტში, გაგლანძღავს და ამას ისე დატოვებ. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ბათუმი პატარა ქალაქია და არაფერი იმალება. აჭარის სასაზღვრო პოლიცია ძალიან სერიოზული სტრუქტურაა, იქ მოიყვანა თავისი ნათესავი, რომელიც, თავის მხრივ, დააკომპლექტებს ამ სამსახურს დუმბაძისა და ბერიძის კადრებით".

მე კახი კალაძის ადვოკატი არ გახლავართ, მაგრამ მოდით, მაინც ვთქვათ სიმართლე: რა განსხვავებაა მურმან დუმბაძესა და მას შორის? როგორც ვიცით, კალაძემ ფული და მანქანები ბურთის გაგორებით, ანუ თავის ფეხების წყალობით იშოვა. იმასაც ამბობენ, რომ ის ხელფასს საერთოდ არ იღებს, რომელიღაცა საქველმოქმედო ფონდში რიცხავს და მისთვის იმის წამოძახება, ძვირადღირებული მანქანა გყავსო, ან მიამიტობაა, ან სიბრიყვე. ჰოდა, დასკვნა თქვენ გააკეთეთ, პატივცემულო მკითხველებო.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა