პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დამცირებებს გაუძლო მარკუს მეტრეველმა - მარკუსი მარკუსზე ანუ ამბები "ამბებისთვის"
რა დამცირებებს გაუძლო მარკუს მეტრეველმა - მარკუსი მარკუსზე ანუ ამბები "ამბებისთვის"

მარ­კუს მეტ­რე­ველს მისი ცხოვ­რე­ბი­დან "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბის მო­ყო­ლა ვთხო­ვე. დავ­ფიქ­რდე­ბიო, - მი­თხრა და მერე ასე მხატ­ვრუ­ლად და­ი­წყო თხო­ბა:

- და­ი­ბა­და თბი­ლი­სის ერთ-ერთ გამ­წვა­ნე­ბულ უბან­ში... თა­ვი­დან­ვე ექ­სცენ­ტრი­კუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და უბ­ნის ბავ­შვე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და, ამი­ტომ ხში­რად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის დაძ­ლე­ვა უწევ­და. უყ­ვარ­და ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად - ერთი...

სკო­ლა­შიც ხში­რად ქა­ო­სურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ხოლ­მე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან სულ სა­დღაც გარ­ბო­და, პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა აწუ­ხებ­და, თა­ვი­სუფ­ლე­ბა სწყუ­რო­და... სი­ლა­მა­ზის აღ­ქმის სა­ო­ცა­რი უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და... ცოტა რომ წა­მო­ი­ზარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი და­ი­წყო. ამი­ტომ სა­ბერ­ძნეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს, მე­გობ­რებს და იმ ადა­მი­ა­ნებს მოს­წყვი­ტეს, ვის­გა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რად სით­ბოს იღებ­და. ჩა­ვი­და ქა­ლაქ­ში, სა­დაც არა­ვინ იც­ნობ­და. მათ­თვის ის უცხო იყო. ეუ­ხე­შე­ბოდ­ნენ, დას­ცი­ნოდ­ნენ. მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლი 1-ელ კლას­ში დას­ვეს. ამან სულ გა­ა­გი­ჟა. მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­ცი­რებ­დნენ. ამ ყვე­ლაფ­რის­გან დათ­რგუნ­ვილ­მა ერთხე­ლაც სა­კუ­თარ თავს უთხრა: სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე გავ­ხდე­ბიო! მარ­თლაც 6 თვე­ში, გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტორ­მა მე-3 კლას­ში გა­დას­ვა, ხოლო ახალ სე­ზონ­ზე კი - მე-5-ში. მალე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ფა­ზე მისი სა­პა­ტიო ვარ­სკვლა­ვი ჩა­მო­კი­დეს. იმის მერე ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩაგ­რავ­დნენ, და­უ­მე­გობ­რდნენ, ას­წავ­ლიდ­ნენ ხატ­ვას, ძერ­წვას, სიმ­ღე­რას, ჩოგ­ბურთს... გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტორ­მა გიმ­ნა­ზი­ის გა­სა­ღე­ბი ჩა­ა­ბა­რა: დღე­ი­დან გიმ­ნა­ზი­ის კარს შენ გახ­სნი და და­ხუ­რავ! თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მით სას­წავ­ლე­ბე­ლი 10-ია­ნებ­ზე და­ამ­თავ­რა. შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პის გა­და­ლახ­ვა უნდა და­ე­წყო, მაგ­რამ მშობ­ლებ­მა თბი­ლის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს.

მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "უცხო­ე­ლი" აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც აქ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, ოღონდ, არ იცო­და, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­დო­და. ამას­თან, უთხრეს, თუ მშობ­ლი­ურ ენა­ზე წე­რას და აზ­როვ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ, ვერ ჩა­ი­რი­ცხე­ბიო. ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში შექ­მნი­ლი უკვე მე­ო­რე დაბ­რკო­ლე­ბა იყო. რას იზამ­და? საგ­ნებ­ში სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გებ­თან და­ი­წყო. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში კი დე­დას უთხრა, გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნ­დო­და. დიდი კონ­კუ­რენ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე (ბერ­ძნუ­ლი ენის გან­ხრით) ჩა­ი­რი­ცხა. რად­გან ხატ­ვის ნი­ჭიც ჰქონ­და და დე­დას თხოვ­ნით მი­მარ­თა, - ახლა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის­კენ წა­ვი­დე­თო. დაბ­ნე­ულ­მა მშო­ბელ­მა თხოვ­ნა აუს­რუ­ლა. ბიჭ­მა ლექ­ტორს ჰკი­თხა, - დი­ზა­ი­ნე­რი რო­გორ გავ­ხდეო? აუხ­სნეს, რაც იყო ამის­თვის სა­ჭი­რო... ერთ კვი­რა­ში სა­ჭი­რო საგ­ნე­ბი მო­ამ­ზა­და და გა­მოც­დებ­ზე გა­ვი­და. სა­ო­ცა­რი შე­დე­გი ჰქონ­და, - მე-2 კურ­სზე დას­ვეს. მაგ­რამ რაც დრო გა­დი­ო­და, არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სულ უფრო უცხოვ­დე­ბო­და და თა­ვი­სი ნო­ვა­ტო­რუ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბით მი­უ­ღე­ბე­ლი ხდე­ბო­და...

თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია მე­ო­თხე კურ­სი­დან მი­ა­ტო­ვა და ისევ სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვი­და. ათენ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი იქი­რა­ვა და იქ და­ბი­ნავ­და. ბინა ისე­თი პა­ტა­რა იყო, მხო­ლოდ ერთი სა­წო­ლი ეტე­ო­და. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­ში ისევ მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა. ისევ დაბ­ნე­უ­ლი, არე­უ­ლი, თა­ვის იდე­ებ­თან გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი ... დე­დამ იქ იმ მიზ­ნით ჩა­იყ­ვა­ნა, რომ სა­ბერ­ძნე­ში პრეს­ტი­ჟულ მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში ეს­წავ­ლა. აღ­ნიშ­ნულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ყვე­ლა ვერ მოხ­ვდე­ბო­და და თან, მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დიც იყო. ერთი სე­ზო­ნი (3 თვე სწავ­ლა) 1.500 ევრო ღირ­და და სულ 4-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა იყო. მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში გა­მოც­დე­ბის­თვის მო­ემ­ზა­და (12 გა­მოც­და) და ჩა­ი­რი­ცხა კი­დეც. აკა­დე­მი­ა­შიც გა­მო­ი­ჩე­ო­და, არა­ო­რი­დი­ნა­რუ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი ჰქონ­და (გრძე­ლი თმა, უკან ნაწ­ნა­ვი, გვერ­დებ­ში აპარ­სუ­ლი, ჩა­შა­ვე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი, მუხ­ლამ­დე ჩექ­მა, უამ­რა­ვი აქ­სე­სუ­ა­რი). ნამ­დვილ უცხოპ­ლა­ნე­ტელს ჰგავ­და.

მე­ო­რე წელს დე­რე­ფან­ში თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას მისი სიდი, სინ­გლი და­კი­დეს და 6000 სტუ­ტენ­ტში გა­მო­არ­ჩი­ეს. ხმით, მო­ნა­ცე­მე­ბით, იმი­ჯით და აკა­დე­მი­ის ხუთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ სტუ­ტენტს შო­რის აღ­მოჩ­ნდა და მის დიპ­ლომს ბო­ლოს სა­მა­გა­ლი­თოდ დე­რე­ფან­ში მი­უ­ჩი­ნეს ად­გი­ლი. ჰქონ­და უამ­რა­ვი გას­ტრო­ლი, კონ­ცერ­ტი, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მისი მიწ­ვე­ვა ყვე­ლას უყ­ვარ­და. ლექ­ტო­რე­ბი მი­სით ამა­ყობ­დნენ. კონ­ცერ­ტე­ბი ჰქონ­და უცხო­ეთ­ში, მაგ­რამ ყო­ველ­თვის აკ­ლდა და ენატ­რე­ბო­და სამ­შობ­ლო. გა­ვი­და დრო და სამ­შობ­ლო­ში ისევ დაბ­რუნ­და.

იგი­ვე გან­მე­ორ­და, - კრი­ტი­კა, ცი­ნიზ­მი, შუ­რი­ა­ნი, ბოღ­მი­ა­ნი თვა­ლე­ბი და ისევ უტაქ­ტო კო­მენ­ტა­რე­ბი... აკ­რი­ტი­კებ­დნენ ყვე­ლა­ფერ­ზე (ჩაც­მა, იმი­ჯი, სიმ­ღე­რის სტი­ლი, გე­მოვ­ნე­ბა, სა­უ­ბა­რი). მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, გა­და­წყვი­ტა, კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ზრდა და­ი­წყო, 3 ვი­დე­ორ­გო­ლი გა­და­ი­ღო, 12 ახა­ლი სიმ­ღე­რა ჩა­წე­რა, მათ შო­რის, რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი დუ­ე­ტიც. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით უამ­რა­ვი კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რა, იყო უცხო­ეთ­შიც. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ხალ­ხის აგ­რე­სი­აც მო­ი­პო­ვა და სიყ­ვა­რუ­ლიც. წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. დღეს კვლა­ვაც შემ­დგო­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ზრდის­თვის აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ წუხს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნო­ბის დიდი დე­ფი­ცი­ტია.

მე­გობ­რე­ბო, ეს მე ვარ - მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი! სიყ­ვა­რუ­ლით გე­ფე­რე­ბით და გპირ­დე­ბით, რომ მო­მა­ვალ­შიც ბევრ ლა­მაზ სიმ­ღე­რას გა­ჩუ­ქებთ. გირ­ჩევთ, არას­დროს და­ნებ­დეთ თქვენს პრობ­ლე­მებს, სატ­კი­ვარს, იბ­რძო­ლეთ, იშ­რო­მეთ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და მო­გე­ცე­მათ!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა დამცირებებს გაუძლო მარკუს მეტრეველმა - მარკუსი მარკუსზე ანუ ამბები "ამბებისთვის"

რა დამცირებებს გაუძლო მარკუს მეტრეველმა - მარკუსი მარკუსზე ანუ ამბები "ამბებისთვის"

მარკუს მეტრეველს მისი ცხოვრებიდან "ამბები.გე"-სთვის რაიმე მნიშვნელოვანი ამბის მოყოლა ვთხოვე. დავფიქრდებიო, - მითხრა და მერე ასე მხატვრულად დაიწყო თხობა:

- დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გამწვანებულ უბანში... თავიდანვე ექსცენტრიკულობით გამოირჩეოდა და უბნის ბავშვებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ამიტომ ხშირად წინააღმდეგობების დაძლევა უწევდა. უყვარდა ყველა და ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებულად - ერთი...

სკოლაშიც ხშირად ქაოსურ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა ხოლმე. საზოგადოებისგან სულ სადღაც გარბოდა, პროტესტის გრძნობა აწუხებდა, თავისუფლება სწყუროდა... სილამაზის აღქმის საოცარი უნარით გამოირჩეოდა... ცოტა რომ წამოიზარდა, საქართველოში ომი დაიწყო. ამიტომ საბერძნეთში წაიყვანეს, მეგობრებს და იმ ადამიანებს მოსწყვიტეს, ვისგანაც ყოველდღიურად სითბოს იღებდა. ჩავიდა ქალაქში, სადაც არავინ იცნობდა. მათთვის ის უცხო იყო. ეუხეშებოდნენ, დასცინოდნენ. მეოთხეკლასელი 1-ელ კლასში დასვეს. ამან სულ გააგიჟა. მოსწავლეები ამცირებდნენ. ამ ყველაფრისგან დათრგუნვილმა ერთხელაც საკუთარ თავს უთხრა: სკოლაში ყველაზე წარმატებული მოსწავლე გავხდებიო! მართლაც 6 თვეში, გიმნაზიის დირექტორმა მე-3 კლასში გადასვა, ხოლო ახალ სეზონზე კი - მე-5-ში. მალე წარჩინებული მოსწავლეების დაფაზე მისი საპატიო ვარსკვლავი ჩამოკიდეს. იმის მერე ბავშვები, რომლებიც ჩაგრავდნენ, დაუმეგობრდნენ, ასწავლიდნენ ხატვას, ძერწვას, სიმღერას, ჩოგბურთს... გიმნაზიის დირექტორმა გიმნაზიის გასაღები ჩააბარა: დღეიდან გიმნაზიის კარს შენ გახსნი და დახურავ! თავდადებული შრომით სასწავლებელი 10-იანებზე დაამთავრა. შემდგომ ცხოვრებაში ახალი ეტაპის გადალახვა უნდა დაეწყო, მაგრამ მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს.

მაგრამ საქართველოში ერთი ჩვეულებრივი "უცხოელი" აღმოჩნდა, რომელსაც აქ უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინა, ოღონდ, არ იცოდა, განათლების მიღება რა მიმართულებით უნდოდა. ამასთან, უთხრეს, თუ მშობლიურ ენაზე წერას და აზროვნებას ვერ ახერხებ, ვერ ჩაირიცხებიო. ეს მის ცხოვრებაში შექმნილი უკვე მეორე დაბრკოლება იყო. რას იზამდა? საგნებში საფუძვლიანი მომზადება საუკეთესო პედაგოგებთან დაიწყო. წელიწად-ნახევარში კი დედას უთხრა, გამოცდების ჩაბარება სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდოდა. დიდი კონკურენციის მიუხედავად, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე (ბერძნული ენის განხრით) ჩაირიცხა. რადგან ხატვის ნიჭიც ჰქონდა და დედას თხოვნით მიმართა, - ახლა სამხატვრო აკადემიისკენ წავიდეთო. დაბნეულმა მშობელმა თხოვნა აუსრულა. ბიჭმა ლექტორს ჰკითხა, - დიზაინერი როგორ გავხდეო? აუხსნეს, რაც იყო ამისთვის საჭირო... ერთ კვირაში საჭირო საგნები მოამზადა და გამოცდებზე გავიდა. საოცარი შედეგი ჰქონდა, - მე-2 კურსზე დასვეს. მაგრამ რაც დრო გადიოდა, არსებულ სიტუაციაში სულ უფრო უცხოვდებოდა და თავისი ნოვატორული და განსხვავებული აზრებით მიუღებელი ხდებოდა...

თბილისის სამხატვრო აკადემია მეოთხე კურსიდან მიატოვა და ისევ საბერძნეთში წავიდა. ათენში გაემგზავრა, სადაც ერთი პატარა ოთახი იქირავა და იქ დაბინავდა. ბინა ისეთი პატარა იყო, მხოლოდ ერთი საწოლი ეტეოდა. მილიონობით ადამიანში ისევ მარტო აღმოჩნდა. ისევ დაბნეული, არეული, თავის იდეებთან განმარტოებული ... დედამ იქ იმ მიზნით ჩაიყვანა, რომ საბერძნეში პრესტიჟულ მუსიკალურ აკადემიაში ესწავლა. აღნიშნულ სასწავლებელში ყველა ვერ მოხვდებოდა და თან, მაღალი გადასახადიც იყო. ერთი სეზონი (3 თვე სწავლა) 1.500 ევრო ღირდა და სულ 4-წლიანი სწავლება იყო. მუსიკალურ აკადემიაში გამოცდებისთვის მოემზადა (12 გამოცდა) და ჩაირიცხა კიდეც. აკადემიაშიც გამოიჩეოდა, არაორიდინარული და განსხვავებული იმიჯი ჰქონდა (გრძელი თმა, უკან ნაწნავი, გვერდებში აპარსული, ჩაშავებული თვალები, მუხლამდე ჩექმა, უამრავი აქსესუარი). ნამდვილ უცხოპლანეტელს ჰგავდა.

მეორე წელს დერეფანში თვალსაჩინო ადგილას მისი სიდი, სინგლი დაკიდეს და 6000 სტუტენტში გამოარჩიეს. ხმით, მონაცემებით, იმიჯით და აკადემიის ხუთ ყველაზე წარმატებულ სტუტენტს შორის აღმოჩნდა და მის დიპლომს ბოლოს სამაგალითოდ დერეფანში მიუჩინეს ადგილი. ჰქონდა უამრავი გასტროლი, კონცერტი, ტელევიზიებში მისი მიწვევა ყველას უყვარდა. ლექტორები მისით ამაყობდნენ. კონცერტები ჰქონდა უცხოეთში, მაგრამ ყოველთვის აკლდა და ენატრებოდა სამშობლო. გავიდა დრო და სამშობლოში ისევ დაბრუნდა.

იგივე განმეორდა, - კრიტიკა, ცინიზმი, შურიანი, ბოღმიანი თვალები და ისევ უტაქტო კომენტარები... აკრიტიკებდნენ ყველაფერზე (ჩაცმა, იმიჯი, სიმღერის სტილი, გემოვნება, საუბარი). მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყვიტა, კარიერა საქართველოში გაეგრძელებინა. შემოქმედებითად ზრდა დაიწყო, 3 ვიდეორგოლი გადაიღო, 12 ახალი სიმღერა ჩაწერა, მათ შორის, რამდენიმე წარმატებული დუეტიც. საქართველოს მასშტაბით უამრავი კონცერტი ჩაატარა, იყო უცხოეთშიც. ამ ყველაფრის შემდეგ ხალხის აგრესიაც მოიპოვა და სიყვარულიც. წარმატებას მიაღწია. დღეს კვლავაც შემდგომი შემოქმედებითი ზრდისთვის აგრძელებს მუშაობას, მაგრამ წუხს, რომ საქართველოში ადამიანობის დიდი დეფიციტია.

მეგობრებო, ეს მე ვარ - მარკუს მეტრეველი! სიყვარულით გეფერებით და გპირდებით, რომ მომავალშიც ბევრ ლამაზ სიმღერას გაჩუქებთ. გირჩევთ, არასდროს დანებდეთ თქვენს პრობლემებს, სატკივარს, იბრძოლეთ, იშრომეთ მიზნის მისაღწევად და მოგეცემათ!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება