მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულინარული ნიჩაბი, რომლის გამოყენება საშიშია ჯანმრთელობისთვის
კულინარული ნიჩაბი, რომლის გამოყენება საშიშია ჯანმრთელობისთვის

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აფრ­თხი­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას, არ გა­მო­ი­ყე­ნოს ფირ­მა ALJUAN S.L. -ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს დამ­ხმა­რე ე.წ. კუ­ლი­ნა­რუ­ლი ნი­ჩა­ბი. რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ა­გენ­ტო­ში ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის (DG SANCO) ევ­რო­პის კო­მი­სი­ის RASFF-ის სწრა­ფი სა­გან­გა­შო შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მით, შე­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ეს­პა­ნეთ­ში, ფირ­მა ALJUAN S.L.- ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს დამ­ხმა­რე ე.წ. კუ­ლი­ნა­რუ­ლი ნიჩ­ბი­დან ფიქ­სირ­დე­ბა (ფე­რა­დი) არო­მა­ტუ­ლი ამი­ნე­ბის მიგ­რა­ცი­ის ფაქ­ტი. სურ­სათ­თან შე­ხე­ბი­სას აღიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლი ნივ­თის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექ­სის მე-10 და 22-ე მუხ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აფრ­თხი­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას, არ გა­მო­ი­ყე­ნოს ე.წ. სამ­ზა­რე­უ­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი კუ­ლი­ნა­რუ­ლი ნი­ჩა­ბი.

"სა­ა­გენ­ტო­ში შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ შე­მო­ვი­და 48 ცალი სამი ფე­რის ნი­ჩა­ბი (Artikel #45459). მისი შე­მომ­ტა­ნია შ.პ.ს. "ევრო პლი­უ­სი". კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის, და­ვით კვი­ნი­ხი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი თბი­ლის­ში პე­კი­ნის #27-სა და ჭავ­ჭა­ვა­ძის #22-ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზია "ჩი­ბოს", ქსელ­ში გა­ი­ყი­და. სა­ა­გენ­ტო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, ყუ­რა­დღე­ბით გა­ეც­ნონ ინ­ფორ­მა­ცი­ას და არ გა­მო­ი­ყე­ნონ ე.წ სამ­ზა­რე­უ­ლოს კუ­ლი­ნა­რუ­ლი ნი­ჩა­ბი სურ­სა­თის მომ­ზა­დე­ბის დროს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

კულინარული ნიჩაბი, რომლის გამოყენება საშიშია ჯანმრთელობისთვის

კულინარული ნიჩაბი, რომლის გამოყენება საშიშია ჯანმრთელობისთვის

სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ გამოიყენოს ფირმა ALJUAN S.L. -ის მიერ წარმოებული სამზარეულოს დამხმარე ე.წ. კულინარული ნიჩაბი. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოში ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით, შევიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ესპანეთში, ფირმა ALJUAN S.L.- ის მიერ წარმოებული სამზარეულოს დამხმარე ე.წ. კულინარული ნიჩბიდან ფიქსირდება (ფერადი) არომატული ამინების მიგრაციის ფაქტი. სურსათთან შეხებისას აღიშნული ნივთიერების შემცველი ნივთის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-10 და 22-ე მუხლების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ გამოიყენოს ე.წ. სამზარეულოს აღნიშნული კულინარული ნიჩაბი.

"სააგენტოში შემოსული შეტყობინების თანახმად, საქართველოში სულ შემოვიდა 48 ცალი სამი ფერის ნიჩაბი (Artikel #45459). მისი შემომტანია შ.პ.ს. "ევრო პლიუსი". კომპანიის დირექტორის, დავით კვინიხიძის თქმით, აღნიშნული ნივთები თბილისში პეკინის #27-სა და ჭავჭავაძის #22-ში მდებარე მაღაზია "ჩიბოს", ქსელში გაიყიდა. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ყურადღებით გაეცნონ ინფორმაციას და არ გამოიყენონ ე.წ სამზარეულოს კულინარული ნიჩაბი სურსათის მომზადების დროს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია