პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მაჭავარიანი - საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ მიემგზავრება არც ერთი ფორმით
ვანო მაჭავარიანი - საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ მიემგზავრება არც ერთი ფორმით

სა­ქარ­თვე­ლო სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე სპორ­ტუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა რუ­სულ მე­დი­ა­ში დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა სოჭ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს შეხ­ვდეს.

რო­გორც ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სოჭ­ში არ მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან. "სა­ქარ­თვე­ლო სოჭ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპორ­ტუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ით და ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტით, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. სხვა და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, პუ­ტი­ნის პრესმდივ­ნის გან­ცხა­დე­ბებ­ზე, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მიგ­ვაჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მისი თქმით, ინ­ფორ­მა­ცია სოჭ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ რუ­სულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს, თუმ­ცა ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას სოჭ­ში გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ცვლის.

"ჩვე­ნი პო­ზი­ცია ცალ­სა­ხაა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დე­ლე­გა­ცია სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე არ მი­ემ­გზავ­რე­ბა არც ერთი ფორ­მით. პრე­ზი­დენ­ტსაც ამ თე­მა­ზე ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცია აქვს. ჩვენ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ ქარ­თველ სპრტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავრნენ", - აღ­ნიშ­ნა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ვანო მაჭავარიანი - საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ მიემგზავრება არც ერთი ფორმით

ვანო მაჭავარიანი - საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ მიემგზავრება არც ერთი ფორმით

საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე სპორტული დელეგაციით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ვანო მაჭავარიანმა რუსულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შესაძლოა სოჭში ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.

როგორც ვანო მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭში არ მიემგზავრებიან. "საქართველო სოჭში წარმოდგენილი იქნება სპორტული დელეგაციით და ოლიმპიური კომიტეტით, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთება, პუტინის პრესმდივნის განცხადებებზე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ინფორმაცია სოჭში ვლადიმერ პუტინის და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრის შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, თუმცა ეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სოჭში გამგზავრებასთან დაკავშირებით არ ცვლის.

"ჩვენი პოზიცია ცალსახაა. საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ მიემგზავრება არც ერთი ფორმით. პრეზიდენტსაც ამ თემაზე ძალიან კონკრეტული პოზიცია აქვს. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპრტსმენებს, რომლებიც ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"