პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი გაჩეჩილაძე შეყვარებულს დაშორდა
გიგი გაჩეჩილაძე შეყვარებულს დაშორდა

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე­სა და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ, გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" ნინი წიკ­ლა­ურ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი დადო. ფო­ტო­ე­ბი­დან ჩან­და, რომ წყვი­ლი ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს ატა­რებ­და. თუმ­ცა გი­გი­სა და ნი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა და წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. შეყ­ვა­რე­ბულ­თან და­შო­რე­ბის ამ­ბა­ვი თა­ვად გი­გის­გან შე­ვი­ტყვეთ.

- არც ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში არ მით­ქვამს, ნინი მიყ­ვარს და ცო­ლად მომ­ყავს-მეთ­ქი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჟურ­ნა­ლებ­მა და­მა­ქორ­წი­ნეს. მეს­მის, ასე რა­ტომ მოხ­და. ჯერ მე და სა­ლო­მე დავ­შორ­დით, მერე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ გი­ორ­გი­სა და სა­ლო­მეს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ და ჩემ­ზეც რომ გა­ი­გეს, სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვეს, მაგ­რამ ეს იყო მხო­ლოდ ახალ­და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და ის ისე არ გა­მი­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბია, რო­გორც ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­სა და შო­უ­ებ­ში ჩან­და. ჩვენ რა­ღა­ცებ­ში ვერ გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს და დავ­შორ­დით. ამით არა­ნა­ი­რი კა­ტას­ტრო­ფა არ მომ­ხდა­რა, ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად დამ­თავ­რდა.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ნი­ნის და­შორ­დი?

- ზუს­ტი დრო ნამ­დვი­ლად არ ვიცი, მაგ­რამ უკვე დიდი ხა­ნია. რო­გორ სწრა­ფა­დაც და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა, ისე­ვე სწრა­ფად დამ­თავ­რდა.

- მას­თან მე­გობ­რო­ბას ახერ­ხებ?

- თუ ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბით, ჩვე­უ­ლებ­რივ ვურ­თი­ერ­თობთ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად არ გვი­წევს შეხ­ვედ­რა. ის სხვა სფე­რო­შია, მე სულ სხვა სფე­რო­ში ვარ.

- ნინი რა საქ­მი­ა­ნობს?

- სწავ­ლობს, ორი­ვეს სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი გვაქვს.

- იცი, რა ხდე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამის გა­გე­ბას არ ვცდი­ლობ. ალ­ბათ, ხდე­ბა რამე. მე ჩემი ცხოვ­რე­ბით უფრო ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ვიდ­რე სხვი­სი ცხოვ­რე­ბით. წარ­სულს არ მივ­ტი­რი და არ მა­ინ­ტე­რე­სებს.

- და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი რა იყო?

- ალ­ბათ ის, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მალე და­ი­წყო სა­ლო­მეს­თან და­შო­რე­ბის მერე. ალ­ბათ კი არა, მარ­თლა ასე იყო. სა­ლო­მეს­თან და­შო­რე­ბის მერე ძა­ლი­ან სწრა­ფად ჩა­ვერ­თე სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ისე, რომ რა­საც ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, იმ რა­ღა­ცებს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე. სა­ბო­ლო­ოდ ვერ გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს.

- რა არის შენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- ძა­ლი­ან ბევ­რი პრინ­ცი­პი მაქვს, მაგ­რამ ისე­თი არა­ფე­რი, რაც სხვას არ აქვს. მინ­და, ჩემი ნათ­ქვა­მი მკი­თხველ­მა კარ­გად გა­ი­გოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფერ შუ­ა­ში არაა ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი.

- გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა სალომე ჭა­ჭუ­ას­თან? გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს შეხ­ვედ­რი­ხარ?

- მათ­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. სა­ლო­მეს მხო­ლოდ ერთხელ შევ­ხვდი, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახლა შე­იძ­ლე­ბა, უფრო მოგ­ვი­წი­ოს ურ­თი­ერ­თო­ბამ, რად­გან მისი კლუ­ბი ჩვენს ფე­დე­რა­ცი­ა­ში შე­მო­დის. ფე­დე­რა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი ჯერ­ჯე­რო­ბით მე ვარ და არ­ჩევ­ნებ­ზე რა მოხ­დე­ბა, არ ვიცი. გი­ორ­გის­თან კი არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

გიგი გაჩეჩილაძე შეყვარებულს დაშორდა

გიგი გაჩეჩილაძე შეყვარებულს დაშორდა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი ვარდოსანიძესა და სალომე ჭაჭუას ერთმანეთი უყვარდათ, გიგი გაჩეჩილაძემ ''ფეისბუქზე'' ნინი წიკლაურთან ერთად გადაღებული ფოტოები დადო. ფოტოებიდან ჩანდა, რომ წყვილი ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებდა. თუმცა გიგისა და ნინის ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. შეყვარებულთან დაშორების ამბავი თავად გიგისგან შევიტყვეთ.

- არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, ნინი მიყვარს და ცოლად მომყავს-მეთქი. შეიძლება ითქვას, ჟურნალებმა დამაქორწინეს. მესმის, ასე რატომ მოხდა. ჯერ მე და სალომე დავშორდით, მერე გახდა ცნობილი, რომ გიორგისა და სალომეს ერთმანეთი უყვარდათ და ჩემზეც რომ გაიგეს, სერიოზულად აღიქვეს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ახალდაწყებული ურთიერთობა და ის ისე არ გამისერიოზულებია, როგორც ჟურნალ-გაზეთებსა და შოუებში ჩანდა. ჩვენ რაღაცებში ვერ გავუგეთ ერთმანეთს და დავშორდით. ამით არანაირი კატასტროფა არ მომხდარა, ყველაფერი ჩვეულებრივად დამთავრდა.

- რამდენი ხანია, რაც ნინის დაშორდი?

- ზუსტი დრო ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ უკვე დიდი ხანია. როგორ სწრაფადაც დაიწყო ურთიერთობა, ისევე სწრაფად დამთავრდა.

- მასთან მეგობრობას ახერხებ?

- თუ ერთმანეთს ვხვდებით, ჩვეულებრივ ვურთიერთობთ, მაგრამ ძირითადად არ გვიწევს შეხვედრა. ის სხვა სფეროშია, მე სულ სხვა სფეროში ვარ.

- ნინი რა საქმიანობს?

- სწავლობს, ორივეს სხვადასხვა ინტერესი გვაქვს.

- იცი, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში?

- სიმართლე გითხრათ, ამის გაგებას არ ვცდილობ. ალბათ, ხდება რამე. მე ჩემი ცხოვრებით უფრო ვარ დაკავებული, ვიდრე სხვისი ცხოვრებით. წარსულს არ მივტირი და არ მაინტერესებს.

- დაშორების მიზეზი რა იყო?

- ალბათ ის, რომ ურთიერთობა ძალიან მალე დაიწყო სალომესთან დაშორების მერე. ალბათ კი არა, მართლა ასე იყო. სალომესთან დაშორების მერე ძალიან სწრაფად ჩავერთე სხვა ურთიერთობაში, ისე, რომ რასაც ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, იმ რაღაცებს ყურადღება არ მივაქციე. საბოლოოდ ვერ გავუგეთ ერთმანეთს.

- რა არის შენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი?

- ძალიან ბევრი პრინციპი მაქვს, მაგრამ ისეთი არაფერი, რაც სხვას არ აქვს. მინდა, ჩემი ნათქვამი მკითხველმა კარგად გაიგოს. ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არაა ქართული მენტალიტეტი.

- გაქვს ურთიერთობა სალომე ჭაჭუასთან? გიორგი ვარდოსანიძეს შეხვედრიხარ?

- მათთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. სალომეს მხოლოდ ერთხელ შევხვდი, საქმესთან დაკავშირებით. ახლა შეიძლება, უფრო მოგვიწიოს ურთიერთობამ, რადგან მისი კლუბი ჩვენს ფედერაციაში შემოდის. ფედერაციის დირექტორი ჯერჯერობით მე ვარ და არჩევნებზე რა მოხდება, არ ვიცი. გიორგისთან კი არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება