პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Moscow Times - სოჭში 60 ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის ლეონიდ თიბილოვიც იქნება
The Moscow Times - სოჭში 60 ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის ლეონიდ თიბილოვიც იქნება

სო­ჭის ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გახ­სნას 60 ქვეყ­ნის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ეს­წრე­ბა, მათ შო­რის იქ­ნე­ბა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ლი­დე­რი ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "The Moscow Times" ავ­რცე­ლებს.

"ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სოჭ­ში ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვის გა­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა, სამ­ხრეთ ოსე­თის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის ლი­დე­რის. რე­გი­ო­ნის, რო­მე­ლიც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მწვა­ვე უთან­ხმო­ე­ბის წყა­როა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ. რო­გორც თი­ბი­ლო­ვის პრესმდი­ვან­მა გა­ნა­ცხა­და, თი­ბი­ლოვ­მა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დას­წრე­ბის მიწ­ვე­ვა თა­ვად პუ­ტი­ნის­გან მი­ი­ღო. რა თქმა უნდა, ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, ბო­ი­კო­ტი არ გა­ე­წია სო­ჭის თა­მა­შე­ბის­თვის", - წერს "The Moscow Times".

ამას­თან, გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი, მი­უ­ხე­და­ვად მის ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­სა.

სოჭ­ში ჩა­სულ სტუ­მარ­თა შო­რის ასე­ვე იქ­ნე­ბი­ან გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ბან გი მუნი, ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი, ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შინ­ზო აბე, თურ­ქე­თის პრე­მი­ე­რი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი, ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი, ყირ­გი­ზე­თის პირ­ვე­ლი პირი ალ­მაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვი, იტა­ლი­ის პრე­მი­ე­რი ენ­რი­კე ლეტა და სხვა ლი­დე­რე­ბი.

სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დეს და ოლიმ­პი­ა­დას არ და­ეს­წრე­ბი­ან აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაქ ობა­მა, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი, გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი ია­ხიმ გა­უ­კი და კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი, ასე­ვე ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტი და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტე.

2014 წლის სო­ჭის ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი ხვალ გა­იხ­სნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

The Moscow Times - სოჭში 60 ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის ლეონიდ თიბილოვიც იქნება

The Moscow Times - სოჭში 60 ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის ლეონიდ თიბილოვიც იქნება

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნას 60 ქვეყნის მაღალჩინოსანი დაესწრება, მათ შორის იქნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, - ინფორმაციას ამის შესახებ "The Moscow Times" ავრცელებს.

"ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სოჭში ლეონიდ თიბილოვის გამოჩენა იქნება, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის ლიდერის. რეგიონის, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის მწვავე უთანხმოების წყაროა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. როგორც თიბილოვის პრესმდივანმა განაცხადა, თიბილოვმა სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრების მიწვევა თავად პუტინისგან მიიღო. რა თქმა უნდა, ამას ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ბოიკოტი არ გაეწია სოჭის თამაშებისთვის", - წერს "The Moscow Times".

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მიუხედავად მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა.

სოჭში ჩასულ სტუმართა შორის ასევე იქნებიან გაერო-ს გენერალური მდივანი ბან გი მუნი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე, თურქეთის პრემიერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ყირგიზეთის პირველი პირი ალმაზბეკ ატამბაევი, იტალიის პრემიერი ენრიკე ლეტა და სხვა ლიდერები.

სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს და ოლიმპიადას არ დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის პრეზიდენტი იახიმ გაუკი და კანცლერი ანგელა მერკელი, ასევე ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ხვალ გაიხსნება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა