პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ნაჩუქარი ოქროს ყელსაბამის გამო, ხატია ბრაჭულს გული ატკინეს
სააკაშვილის ნაჩუქარი ოქროს ყელსაბამის გამო, ხატია ბრაჭულს გული ატკინეს

მსა­ხი­ობ ხა­ტია ბრა­ჭულს დედა მე­ა­თე კლა­სამ­დე ფრჩხი­ლის ლა­ქის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა­საც არ აძ­ლევ­და. კოს­მე­ტი­კას ნელ-ნელა "მი­ე­პა­რა", დღეს კი უმა­კი­ა­ჟოდ იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ. თა­ვი­სუ­ფალ დროს ქა­ლაქ­გა­რეთ ატა­რებს. მოს­წონს მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა. უცხო ქა­ლაქ­ში ყოფ­ნი­სას კულ­ტუ­რულ ძეგ­ლებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ეც­ნო­ბა და გა­სარ­თობ ად­გი­ლებ­საც სტუმ­რობს.

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- მა­კი­ა­ჟის ყო­ველ­დღი­უ­რად გა­კე­თე­ბა მიყ­ვარს და მგო­ნი, კარ­გა­დაც გა­მომ­დის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ღა­მოს მა­კი­ა­ჟი მომ­წონს. ახლა უკვე ჩემი სტი­ლის­ტი მყავს - მას იმ­ხე­ლა ფან­ტა­ზია აქვს, რომ ბრმად ვენ­დო­ბი.

- მა­კი­ა­ჟის გა­სა­კე­თებ­ლად ყო­ველ­დღე სა­ლონ­ში და­დი­ხარ?

- კი. ეს სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ სულ ფორ­მა­ში ვიყო. რა თქმა უნდა, აუზ­ზე უმა­კი­ა­ჟოდ მივ­დი­ვარ. გარ­და ამი­სა, ზოგ­ჯერ ისე­თი გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე ვარ, რომ მინ­და, მეც და­ვის­ვე­ნო და ჩემ­მა სხე­ულ­მაც, ასეთ დროს კოს­მე­ტი­კა­ზე უარს ვამ­ბობ.

- სა­ხის კანს რო­გორ უვლი?

- ზო­გა­დად, სა­ხე­ზე პრობ­ლე­მე­ბი არ მაქვს. დი­ლით და სა­ღა­მოს მხო­ლოდ მკვე­ბავ კრემს ვის­ვამ.

ვარ­ცხნი­ლო­ბა და თმის ფერი

- გა­სულ ზა­ფხუ­ლამ­დე ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რის თმა მქონ­და, მერე გავ­რის­კე და მე­ლი­რე­ბა გა­ვი­კე­თე. სარ­კე­ში რომ ჩა­ვი­ხე­დე, თავ­და­პირ­ვე­ლად - მე­უ­ცხო­ვა, მერე - თვა­ლი მი­ეჩ­ვია, მო­ვიხ­დი­ნე, "ჩემი" გახ­და. მგო­ნი, ყვე­ლას მო­ე­წო­ნა. ახ­ლა­ხან თმის ქე­რად შე­ღებ­ვა­ზე ვფიქ­რობ­დი. პა­რი­კიც მო­ვირ­გე - მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მო­მიხ­დე­ბო­და თუ არა. მაგ­რამ თმის ფე­რის შეც­ვლას ჯერ მა­ინც ვერ ვრის­კავ.

- ორი­გი­ნა­ლუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბი მოგ­წონს?

- დიახ, და ჩემი სტი­ლის­ტი ამა­ზეც ზრუ­ნავს. სხვა­თა შო­რის, ორი­გი­ნა­ლუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, უბ­რა­ლოდ სა­სა­დი­ლოდ ან სა­ვახ­შმოდ წას­ვლის დრო­საც კი მიყ­ვარს, წვე­უ­ლე­ბა­ზე - მით უმე­ტეს. თმა სწრა­ფად მეზ­რდე­ბა. მახ­სოვს, სე­რი­ალ­ში - "დე­ტექ­ტი­ვე­ბი" ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის როლი უნდა მე­თა­მა­შა. რო­ლის გამო თმა მოკ­ლედ შე­ვი­ჭე­რი, მაგ­რამ გული არ დამ­წყვე­ტია, რად­გან საქ­მეს სჭირ­დე­ბო­და. თან, ვი­ცო­დი, მალე გა­მეზ­რდე­ბო­და. იმი­ჯის ხში­რად ცვლა მიყ­ვარს.

- თმას რო­გორ უვლი?

- მას მერე, რაც მე­ლი­რე­ბა გა­ვი­კე­თე, თმას მეტი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ, აღ­მდგენ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- სამ­წუ­ხა­როდ, ტკბი­ლე­უ­ლი და ზო­გა­დად, ჭამა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ახლა წო­ნა­ში ცოტა მო­მა­ტე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ "მა­ტყუ­ა­რა" ტანი მაქვს: ზოგ ტან­საც­მელ­ში გამ­ხდა­რი ვჩან­ვარ, ზოგ­ში - პი­რი­ქით, შე­და­რე­ბით მსუ­ქა­ნი... ცურ­ვა­ზე ყო­ველ­თვის არ დავ­დი­ვარ, მაგ­რამ რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, ვცდი­ლობ, სხე­უ­ლის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­ვი­ტა­რო. დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მის გამო, ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე ვარ­ჯი­შის­თვის ენერ­გია აღარ მყოფ­ნის.

- ოდეს­მე დი­ე­ტა და­გი­ცავს?

- არას­დროს! დე­და­ჩე­მი ყო­ველ­თვის მკაც­რად მი­კონ­ტრო­ლებ­და წო­ნას. ერთხელ ბრინ­ჯი მო­მი­ხარ­შა და მი­თხრა, რომ 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ბრინ­ჯი უნდა მე­ჭა­მა. სა­ღა­მოს მა­ცი­ვარ­თან მი­ვი­პა­რე, მერე კი დე­დას გა­ვუმ­ხი­ლე, - დი­ე­ტა ცო­ტა­თი და­ვარ­ღვიე-მეთ­ქი. დი­ე­ტის დაც­ვა არ შე­მიძ­ლია. მირ­ჩევ­ნია, საკ­ვე­ბი ულუ­ფა ნელ-ნელა შე­ვამ­ცი­რო. სუს­ტი ორ­გა­ნიზ­მი მაქვს და ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი უნდა მი­ვი­ღო, მაგ­რამ - ზო­მი­ე­რად. ჩემს წო­ნას არ ვუ­ჩი­ვი. ახლა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის შეს­წავ­ლას ვა­პი­რებ.

სა­მო­სი

- შო­პინ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს - დეპ­რე­სი­ი­დან გა­მოვ­ყა­ვარ. ყო­ველ 3 დღე­ში ერთხელ რა­ღა­ცას ვყი­დუ­ლობ, კვი­რა­ში ერთხელ კი დიდ შო­პინგს ვა­წყობ. მა­გა­ლი­თად, დღეს ფეხ­საც­მე­ლი შე­ვი­ძი­ნე... მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი­სას, ვცდი­ლობ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­მო­სი შე­ვი­ძი­ნო. ყო­ველ­დღი­უ­რად "ელას­ტი­კებს", ჯინ­სის შარ­ვალს ვიც­ვამ.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რი

- სადა ტან­საც­მელ­ზე მბზინ­ვა­რე, დიდი ყელ­სა­ბა­მე­ბის გა­კე­თე­ბა მომ­წონს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი მიყ­ვარს.

- საყ­ვა­რე­ლი სამ­კა­უ­ლი თუ გაქვს?

- ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი ყელ­სა­ბა­მი ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან დიდ­მა ადა­მი­ან­მა მა­ჩუ­ქა. ძო­წის თვლით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ოქ­როს ყელ­სა­ბა­მია. ბი­ჟუ­ტე­რი­აც რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­ინც ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ნა­ჩუ­ქა­რია.

- ხში­რად გი­კე­თია?

- გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში ვა­ტა­რებ... ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე საყ­ვა­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რი მაქვს. მა­გა­ლი­თად, გვი­რი­ლის ფორ­მის თვლი­ა­ნი ყელ­სა­ბა­მი და კი­დევ, რამ­დე­ნი­მე ბე­ჭე­დი და სა­ყუ­რე მაქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი... შო­პინგს ისე არ და­ვას­რუ­ლებ, სათ­ვა­ლე რომ არ ვი­ყი­დო. სახ­ლში უამ­რა­ვი სათ­ვა­ლე მაქვს, მაგ­რამ მათი გა­კე­თე­ბა მა­ვი­წყდე­ბა ხოლ­მე (იცი­ნის).

საქ­მე

- ამ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­სზე ვარ. თა­მაზ ჭი­ლა­ძის პი­ე­სა­ზე - "ჭა­ლას ჩიტი მომ­კვდა­რი­ყო" და­ვით ან­დღუ­ლა­ძეს­თან ვმუ­შა­ობთ. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შედ­გე­ბა. ამ­ჟა­მად ჩემი უმ­თავ­რე­სი საქ­მე ეს არის. პა­რა­ლე­ლუ­რად, "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის არხთან - "ტვ11"-თან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ. ახ­ლა­ხან პრო­ექ­ტის­თვის - "ხალ­ხის აზრი" გა­და­მი­ღეს, რო­მელ­შიც ჩემი გმი­რი მო­დე­ლია.

- ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლის ფილმში - "სახ­ლი, რო­მე­ლიც ფან­ჯრი­დან გა­ი­პა­რა" ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან ერ­თად თა­მა­შობ. თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბე.

- ფილმში რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტის როლს ვას­რუ­ლებ. ჩემს გმირს ძალ­ზე უხე­ში ხა­სი­ა­თი აქვს, თავ­ხე­დია. ნი­ნოს დიდ პა­ტივს ვცემ და ვა­მა­ყობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი შე­მოქ­მე­დი გვყავს. მი­ხა­რია, რომ მისი ახ­ლოს გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. მარ­თა­ლია, მსა­ხი­ო­ბი არ არის, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ისე­თი ბუ­ნებ­რი­ვი იყო, რომ გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი ძალ­ზე გა­მარ­ტივ­და.

ოჯა­ხი

- მშობ­ლებ­თან და და-ძმას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. ჩემი და 26 წლის არის, ბან­კი­რია. ჩემი 22 წლის ძმა კი, ოჯა­ხურ ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩემს პრო­ფე­სი­ას პა­ტივს სცე­მენ და ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გა­ნან. "შეკ­რუ­ლი", ტკბი­ლი ოჯა­ხი გვაქვს. ერ­თად ვვახ­შმობთ, ვსა­დი­ლობთ... შა­ბა­თი დე­და­ჩე­მის დღეა - მისი მე­გობ­რე­ბი გვსტუმ­რო­ბენ და სხვა­დას­ხვა თე­მას გა­ნი­ხი­ლა­ვენ. დე­დის მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ერ­თოდ, სტუმ­რი­ა­ნი ოჯა­ხი მაქვს.

ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი ხდე­ბა - თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ.

ჭო­რე­ბი

- ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებ­მა სე­რი­ა­ლი­დან - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" გა­მიც­ნეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩემ შე­სა­ხებ რა­ი­მე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ჭორი არ გა­მი­გო­ნია, მაგ­რამ მერე ისე­თი რა­ღა­ცე­ბი თქვეს, რა­მაც გული ცო­ტა­თი მატ­კი­ნა.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ლან­ჩის მერე გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს გუ­ლის­ხმობ?

- დიახ. ჩემს ინ­ტერ­ვი­უ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბი რომ ვნა­ხე და ჩემ მი­მართ ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­ვე­ცა­ნი, შევ­შინ­დი. ვთქვი კი­დეც, - ინ­ტერ­ვი­უს არა­სო­დეს არა­ვის მივ­ცემ-მეთ­ქი. და­ვით­რგუ­ნე. ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი მყავს. მარ­თა­ლია, ისი­ნი მიც­ნო­ბენ, მაგ­რამ უსი­ა­მოვ­ნოა, როცა უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ღა­ცებ­ში ტყუ­ი­ლად გდე­ბენ ბრალს. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, ადა­მი­ა­ნებს სწო­რად არ ვა­ფა­სებთ.

- მას შემ­დეგ ბა­ტონ მი­ხე­ილს თუ შეხ­ვედ­რი­ხარ?

- ამა­ზე ლა­პა­რა­კიც არ მინ­დო­და, რად­გან ვიცი, ისევ ჭო­რე­ბი აგორ­დე­ბა. პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ... დღეს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს. თუნ­დაც მისი პი­რა­დად გაც­ნო­ბა ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და. ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბაა... ლან­ჩის მერე, ბა­ტონ მი­ხე­ილს კი­დევ ერთხელ შევ­ხვდი: თა­ვის სა­სახ­ლე­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მო­ვი­და. იქ იყ­ვნენ გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი...

- ახალ პრე­ზი­დენ­ტსაც ხომ არ შეხ­ვედ­რი­ხარ?

- აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ. უბ­რა­ლოდ, ერთხელ მო­მე­ცა შან­სი და აწ უკვე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გა­ვი­ცა­ნი, მას­თან ვი­სა­უბ­რე... ახალ პრე­ზი­დენ­ტთან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს. ზო­გა­დად, არც ტე­ლე­ეკ­რან­ზე მომ­ხვედ­რია თვალ­ში. ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტის ყოფ­ნას ვერც ვგრძნობ... პო­ლი­ტი­კა­ში არ ვე­რე­ვი. მთა­ვა­რია, ქვეყ­ნის­თვის კარ­გი გა­ა­კე­თონ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სააკაშვილის ნაჩუქარი ოქროს ყელსაბამის გამო, ხატია ბრაჭულს გული ატკინეს

სააკაშვილის ნაჩუქარი ოქროს ყელსაბამის გამო, ხატია ბრაჭულს გული ატკინეს

მსახიობ ხატია ბრაჭულს დედა მეათე კლასამდე ფრჩხილის ლაქის გამოყენების უფლებასაც არ აძლევდა. კოსმეტიკას ნელ-ნელა "მიეპარა", დღეს კი უმაკიაჟოდ იშვიათად ნახავთ. თავისუფალ დროს ქალაქგარეთ ატარებს. მოსწონს მეგობრებთან ერთად მოგზაურობა. უცხო ქალაქში ყოფნისას კულტურულ ძეგლებსაც სიამოვნებით ეცნობა და გასართობ ადგილებსაც სტუმრობს.

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- მაკიაჟის ყოველდღიურად გაკეთება მიყვარს და მგონი, კარგადაც გამომდის. განსაკუთრებულად საღამოს მაკიაჟი მომწონს. ახლა უკვე ჩემი სტილისტი მყავს - მას იმხელა ფანტაზია აქვს, რომ ბრმად ვენდობი.

- მაკიაჟის გასაკეთებლად ყოველდღე სალონში დადიხარ?

- კი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სულ ფორმაში ვიყო. რა თქმა უნდა, აუზზე უმაკიაჟოდ მივდივარ. გარდა ამისა, ზოგჯერ ისეთი განწყობილებაზე ვარ, რომ მინდა, მეც დავისვენო და ჩემმა სხეულმაც, ასეთ დროს კოსმეტიკაზე უარს ვამბობ.

- სახის კანს როგორ უვლი?

- ზოგადად, სახეზე პრობლემები არ მაქვს. დილით და საღამოს მხოლოდ მკვებავ კრემს ვისვამ.

ვარცხნილობა და თმის ფერი

- გასულ ზაფხულამდე ბუნებრივი ფერის თმა მქონდა, მერე გავრისკე და მელირება გავიკეთე. სარკეში რომ ჩავიხედე, თავდაპირველად - მეუცხოვა, მერე - თვალი მიეჩვია, მოვიხდინე, "ჩემი" გახდა. მგონი, ყველას მოეწონა. ახლახან თმის ქერად შეღებვაზე ვფიქრობდი. პარიკიც მოვირგე - მაინტერესებდა, მომიხდებოდა თუ არა. მაგრამ თმის ფერის შეცვლას ჯერ მაინც ვერ ვრისკავ.

- ორიგინალური ვარცხნილობები მოგწონს?

- დიახ, და ჩემი სტილისტი ამაზეც ზრუნავს. სხვათა შორის, ორიგინალური ვარცხნილობების გაკეთება, უბრალოდ სასადილოდ ან სავახშმოდ წასვლის დროსაც კი მიყვარს, წვეულებაზე - მით უმეტეს. თმა სწრაფად მეზრდება. მახსოვს, სერიალში - "დეტექტივები" ტყუპი გოგონების როლი უნდა მეთამაშა. როლის გამო თმა მოკლედ შევიჭერი, მაგრამ გული არ დამწყვეტია, რადგან საქმეს სჭირდებოდა. თან, ვიცოდი, მალე გამეზრდებოდა. იმიჯის ხშირად ცვლა მიყვარს.

- თმას როგორ უვლი?

- მას მერე, რაც მელირება გავიკეთე, თმას მეტი მოვლა სჭირდება. დამატენიანებელ, აღმდგენ საშუალებებს ვიყენებ.

ვარჯიში და დიეტა

- სამწუხაროდ, ტკბილეული და ზოგადად, ჭამა ძალიან მიყვარს. ახლა წონაში ცოტა მომატებული ვარ, მაგრამ "მატყუარა" ტანი მაქვს: ზოგ ტანსაცმელში გამხდარი ვჩანვარ, ზოგში - პირიქით, შედარებით მსუქანი... ცურვაზე ყოველთვის არ დავდივარ, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, სხეულის გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩავიტარო. დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ტრენაჟორებზე ვარჯიშისთვის ენერგია აღარ მყოფნის.

- ოდესმე დიეტა დაგიცავს?

- არასდროს! დედაჩემი ყოველთვის მკაცრად მიკონტროლებდა წონას. ერთხელ ბრინჯი მომიხარშა და მითხრა, რომ 3 დღის განმავლობაში მხოლოდ ბრინჯი უნდა მეჭამა. საღამოს მაცივართან მივიპარე, მერე კი დედას გავუმხილე, - დიეტა ცოტათი დავარღვიე-მეთქი. დიეტის დაცვა არ შემიძლია. მირჩევნია, საკვები ულუფა ნელ-ნელა შევამცირო. სუსტი ორგანიზმი მაქვს და ვფიქრობ, ყველაფერი უნდა მივიღო, მაგრამ - ზომიერად. ჩემს წონას არ ვუჩივი. ახლა სამეჯლისო ცეკვების შესწავლას ვაპირებ.

სამოსი

- შოპინგი ძალიან მიყვარს - დეპრესიიდან გამოვყავარ. ყოველ 3 დღეში ერთხელ რაღაცას ვყიდულობ, კვირაში ერთხელ კი დიდ შოპინგს ვაწყობ. მაგალითად, დღეს ფეხსაცმელი შევიძინე... მაღაზიებში სიარულისას, ვცდილობ, განსხვავებული სამოსი შევიძინო. ყოველდღიურად "ელასტიკებს", ჯინსის შარვალს ვიცვამ.

სამკაული და აქსესუარი

- სადა ტანსაცმელზე მბზინვარე, დიდი ყელსაბამების გაკეთება მომწონს. განსაკუთრებულად ოქროს სამკაულები მიყვარს.

- საყვარელი სამკაული თუ გაქვს?

- ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი ყელსაბამი ჩემთვის უმ­ნიშვნელოვანესია, რადგან დიდმა ადამიანმა მაჩუქა. ძოწის თვლით გა­ფორმებული ოქროს ყელსაბამია. ბიჟუტერიაც რომ ყოფილიყო, მაინც ძვირფასი იქნებოდა, რადგან ნაჩუქარია.

- ხშირად გიკეთია?

- განსაკუთრებულ შემთხვევებში ვატარებ... ასევე, რამდენიმე საყვარელი აქსესუარი მაქვს. მაგალითად, გვირილის ფორმის თვლიანი ყელსაბამი და კიდევ, რამდენიმე ბეჭედი და საყურე მაქვს ამოჩემებული... შოპინგს ისე არ დავასრულებ, სათვალე რომ არ ვიყიდო. სახლში უამრავი სათვალე მაქვს, მაგრამ მათი გაკეთება მავიწყდება ხოლმე (იცინის).

საქმე

- ამჟამად უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე ვარ. თამაზ ჭილაძის პიესაზე - "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო" დავით ანდღულაძესთან ვმუშაობთ. სპექტაკლის პრემიერა თეატრალურ უნივერსიტეტში შედგება. ამჟამად ჩემი უმთავრესი საქმე ეს არის. პარალელურად, "ღამის შოუს" სტუდიის არხთან - "ტვ11"-თან აქტიურად ვთანამშრომლობ. ახლახან პროექტისთვის - "ხალხის აზრი" გადამიღეს, რომელშიც ჩემი გმირი მოდელია.

- ავთო ვარსიმაშვილის ფილმში - "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა" ნინო ქათამაძესთან ერთად თამაშობ. თქვენი თანამშრომლობის შესახებ გვიამბე.

- ფილმში რეჟისორის ასისტენტის როლს ვასრულებ. ჩემს გმირს ძალზე უხეში ხასიათი აქვს, თავხედია. ნინოს დიდ პატივს ვცემ და ვამაყობ, რომ საქართველოში ასეთი შემოქმედი გვყავს. მიხარია, რომ მისი ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა. მართალია, მსახიობი არ არის, მაგრამ მუშაობის პროცესში ისეთი ბუნებრივი იყო, რომ გადაღების პროცესი ძალზე გამარტივდა.

ოჯახი

- მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი და 26 წლის არის, ბანკირია. ჩემი 22 წლის ძმა კი, ოჯახურ ბიზნესშია ჩართული. ოჯახის წევრები ჩემს პროფესიას პატივს სცემენ და ყოველთვის მხარში მიდგანან. "შეკრული", ტკბილი ოჯახი გვაქვს. ერთად ვვახშმობთ, ვსადილობთ... შაბათი დედაჩემის დღეა - მისი მეგობრები გვსტუმრობენ და სხვადასხვა თემას განიხილავენ. დედის მეგობრები ძალიან მიყვარს. საერთოდ, სტუმრიანი ოჯახი მაქვს.

ჩემს პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება - თავისუფალი ვარ.

ჭორები

- ტელემაყურებლებმა სერიალიდან - "გოგონა გარეუბნიდან" გამიცნეს. თავდაპირველად, ჩემ შესახებ რაიმე გამაღიზიანებელი ჭორი არ გამიგონია, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები თქვეს, რამაც გული ცოტათი მატკინა.

- მიხეილ სააკაშვილთან ლანჩის მერე გავრცელებულ ჭორებს გულისხმობ?

- დიახ. ჩემს ინტერვიუზე კომენტარები რომ ვნახე და ჩემ მიმართ ხალხის დამოკიდებულებას გავეცანი, შევშინდი. ვთქვი კიდეც, - ინტერვიუს არასოდეს არავის მივცემ-მეთქი. დავითრგუნე. ოჯახი, მეგობრები მყავს. მართალია, ისინი მიცნობენ, მაგრამ უსიამოვნოა, როცა უცხო ადამიანები რაღაცებში ტყუილად გდებენ ბრალს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაძაბული ურთიერთობებია, ადამიანებს სწორად არ ვაფასებთ.

- მას შემდეგ ბატონ მიხეილს თუ შეხვედრიხარ?

- ამაზე ლაპარაკიც არ მინდოდა, რადგან ვიცი, ისევ ჭორები აგორდება. პრეზიდენტთან შეხვედრაში ცუდს ვერაფერს ვხედავ... დღეს ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუნდაც მისი პირადად გაცნობა ძალიან კარგი იქნებოდა. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ბედნიერებაა... ლანჩის მერე, ბატონ მიხეილს კიდევ ერთხელ შევხვდი: თავის სასახლეში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა. იქ იყვნენ გოჩა ჩერტკოევი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოცეკვავეები...

- ახალ პრეზიდენტსაც ხომ არ შეხვედრიხარ?

- აპოლიტიკური ვარ. უბრალოდ, ერთხელ მომეცა შანსი და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი გავიცანი, მასთან ვისაუბრე... ახალ პრეზიდენტთან არანაირი შეხება არ მაქვს. ზოგადად, არც ტელეეკრანზე მომხვედრია თვალში. ქვეყანაში პრეზიდენტის ყოფნას ვერც ვგრძნობ... პოლიტიკაში არ ვერევი. მთავარია, ქვეყნისთვის კარგი გააკეთონ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება