გიგი უგულავას სიდედრი ნინო კილაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნაგავს უწოდებს.
"მატყუარა, დაამტკიცე მერე, რას ელოდები, ნაგავო", - წერს კილაძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამ ყოფილი ხელისუფლების ბიზნესწილებზე ისაუბრა და კონკრეტული ციფრები დაასახელა. სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა ნინო კილაძე.
როგორც ბესელიამ განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ლიდერთა ბიზნესწილები მილიონობით ლარის მოგებით გამოირჩეოდა.
"მე მაქვს გიგი უგულავასთან დაკავშირებული ფაქტები, რომელსაც მიღებული აქვს 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი. ასევე გიორგი ბარამიძეს მოგების სახით მიღებული აქვს 23 მილიონი ლარი, 25 მილიონი ლარი გივი თარგამაძემ მიიღო და აღსანიშნავია მერაბიშვილის ბიზნეშემოსავლები, ესენია 22-მდე ბიზნესკომპანია, საიდანაც მილიონობით ლარის მოგებას ნახულობდა. გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც საუბარია გიგა ბოკერიას ბიზნესწილებზე და ამ ფირმებს მილიონობით ლარი აქვს მიღებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.