აშშ-ის ხელისუფლება ავიაკომპანიებს, რომლებიც სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში შეასრულებენ რეისებს, აფრთხილებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შესაძლოა კბილის პასტის ტუბში ინახებოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
ამერიკული სპეცსამსახურიების ცნობით, კბილის პასტის ტუბში შესაძლოა ასაფეთქებელი ნივთიერება იყოს მოთავსებული, რომლის დახმარებითაც ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება პირდაპირ ბორტზე იქნება შესაძლებელი.
როგორც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა "ბიბისის" განუცხადა, ისინი რეგულარულად უზიარებენ ინფორმაციას შიდა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამასთან, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ამ დროისთვის მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია კონკრეტული საფრთხის შესახებ ამერიკის მოქალაქეებისთვის.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.