პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქოს მაღაზიაში ფალსიფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინეს
საპატრიარქოს მაღაზიაში ფალსიფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინეს

"ბა­რა­ქა, გოგი, ბა­რა­ქა", ეს ფრა­ზა ხში­რად მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ ის, რაც აღ­მოჩ­ნდა სი­ო­ნის ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ის მიმ­დე­ბა­რედ სა­ეკ­ლე­სიო მა­ღა­ზია "ბა­რა­ქა­ში", ამას რბი­ლად და­ვარ­ქმევ­დით მომ­ხმა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მომ­ხმა­რე­ბელ­მა" აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სა­ეკ­ლე­სიო მა­ღა­ზია მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის კა­რაქს "კა­რა­ქის" სა­ხელ­წო­დე­ბით ყი­დის. რაც შე­ე­ხე­ბა აქ გან­თავ­სე­ბულ ხა­ჭო­სა და არა­ჟანს, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ არა­ჟან­ში რძის ცხი­მის მა­სი­უ­რი წილი 2,5%-ია, ხა­ჭო­ში კი - 1%. ანუ, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით ირ­კვე­ვა, რომ არც ერთი ამათ­გა­ნი ნამ­დვი­ლი რძის პრო­დუქ­ტი არ არის და ამ დროს მომ­ხმა­რე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­ლო­დი­ნი სა­ეკ­ლე­სიო მა­ღა­ზი­ე­ბი­სად­მი ნამ­დვი­ლად მა­ღა­ლია, რად­გა­ნაც, რო­გორც წესი, ეს პრო­დუქ­ტის ნა­ტუ­რა­ლუ­რო­ბა­სა და ნამ­დვი­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

საქ­მე­ში უკეთ გარ­კვე­ვის მიზ­ნით, "ალია" არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მომ­ხმა­რებ­ლის" წარ­მო­მად­გე­ნელს ლია თო­დუ­ას და­უ­კავ­შირ­და.

- ჩვენ მოგ­ვმარ­თა მომ­ხმა­რე­ბელ­მა და გვი­თხრა, რომ სი­ო­ნის გვერ­დით, მა­ღა­ზია "მო­ნას­ტრის ბა­რა­ქა­ში" სულ ყი­დუ­ლობ­და ამ პრო­დუქ­ტებს, რად­გა­ნაც მის შვილს ძა­ლი­ან მოს­წონ­და და მო­ქა­ლა­ქე, უბ­რა­ლოდ, შემ­ცვე­ლო­ბით და­ინ­ტე­რეს­და. ჩვენც მი­ვა­კი­თხეთ 15 იან­ვარს მა­ღა­ზი­ას და გამ­ყიდ­ველ­მა გვი­თხრა, რომ აქ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტი იყი­დე­ბა, რა­ზეც სა­პატ­რი­არ­ქომ მის­ცა კურ­თხე­ვაო. მა­ცი­ვარ­ში გუნ­დე­ბად იდო და­ფა­სო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი წარ­წე­რით "კა­რა­ქი", შე­ძე­ნის დო­კუ­მენ­ტშიც "კა­რა­ქი" დაგ­ვი­წე­რეს. ჩვენ ეს პრო­დუქ­ტი ვი­ყი­დეთ, შემ­დეგ კი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რეთ და შე­მოწ­მე­ბი­სას გა­ირ­კვა, რომ ამა­ში რძის ცხი­მი იყო ზოგ­ში 0% და ზოგ­ში - 10%. წე­სით, უნდა იყოს 100% რძის ცხი­მი, რომ პრო­დუქ­ტი ჩა­ით­ვა­ლოს კა­რა­ქად, ასე­თია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი.

- კვლე­ვის შე­დე­გად რა გა­ირ­კვა? მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მია თუ ცხო­ვე­ლუ­რი?

- ჩვენ არ ვი­ცით, ეს რა არის, რა ცხი­მია, მაგ­რამ ზუს­ტად ვი­ცით, რომ ეს არ არის კა­რა­ქი. გარ­და ამი­სა, აქ შე­ვი­ძი­ნეთ ხაჭო და არა­ჟა­ნი, ესე­ნიც ჩა­ვა­ბა­რეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას და მათ­ში რძის ცხი­მი იყო ისე­თი და­ბა­ლი, რომ, შე­იძ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, რომ ეს არ იყო რძის ცხი­მი. თა­ვად შე­მოწ­მე­ბა ჩა­ტარ­და სამ სხვა­დას­ხვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ესაა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი "ნორ­მა" და "მო­მა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნე". ჩვენ მიერ შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შეს­ყიდ­ვის დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან შე­უძ­ლე­ბე­ლია დად­გინ­დეს იუ­რი­დი­უ­ლი პირი, რო­მე­ლიც გა­ნა­გებს სი­ო­ნის ტაძ­რის ეზო­ში მდე­ბა­რე "მო­ნას­ტრის ბა­რა­ქას", რად­გა­ნაც ასე­თი იუ­რი­დი­უ­ლი პირი სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში არ იძებ­ნე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ამ ფაქტს ფალ­სი­ფი­კა­ცია ვუ­წო­დოთ?

- საქ­მე ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ არის დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბი, ამ დროს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი ითხოვს, რომ ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბი რძის და­სა­ხე­ლე­ბით არ იყი­დე­ბო­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კი ასეთ ნორ­მას არ ად­გენს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ფაქ­ტი კა­ნონ­დარ­ღვე­ვას არ წარ­მო­ად­გენს. ერ­თა­დერ­თი შე­მიძ­ლია, ის გი­თხრათ, რომ ეს ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია და იმე­დი გვაქვს, ამას ეკ­ლე­სია მი­ხე­დავს და გა­მო­ას­წო­რებს, რად­გა­ნაც ნდო­ბის ღა­ლა­ტი ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა.

- და ეს რძის ნა­წარ­მი კონ­კრე­ტუ­ლად ვინ ჩა­ა­ბა­რა, ეს იკი­თხეთ მა­ღა­ზი­ა­ში?

- იქ აგ­ვიხ­სნეს, რომ ეს არის დმა­ნი­სი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ნა­კურ­თხი რძის პრო­დუქ­ტიო. გამ­ყიდ­ველ­მაც მეტი არა­ფე­რი იცო­და. გა­და­ვა­მოწ­მეთ სამ­ჯერ, ჩავ­თვა­ლეთ, რომ პირ­ველ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას შე­ე­შა­ლა და სა­მი­ვეს ხომ არ შე­ეშ­ლე­ბო­და? ეს მა­ღა­ზია გან­თავ­სე­ბუ­ლია ისეთ ად­გი­ლას, ტაძ­რის გვერ­დით და ჰქვია ისე­თი სა­ხე­ლი, ადა­მი­ანს ექ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მარ­თლაც მო­ნას­ტრის წარ­მო­ე­ბაა.

- და­ბო­ლოს, ეს პრო­დუქ­ტი, რაც თქვენ შე­ა­მოწ­მეთ, ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ზი­ა­ნოა?

- გა­აჩ­ნია, რა ცხი­მია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ ნა­რევ ცხი­მებ­ში, ანუ სპრედ­ში, ხში­რად არის მავ­ნე ცხი­მე­ბი, ანუ ტრან­სცხი­მე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს არც რე­გუ­ლირ­დე­ბა და არც იზო­მე­ბა. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ სულ ერთხელ გაგ­ვეგ­ზავ­ნა უცხო­ეთ­ში ნი­მუ­ში და ვნა­ხეთ, რომ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი, 8%-იანი შე­მად­გენ­ლო­ბა იყო ქარ­თულ ცხიმ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, არის საფრ­თხე, რომ იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ასე­თი სპრე­დი და ამ შემ­თხვე­ვა­ში ის ნამ­დვი­ლად მავ­ნეა. ჩვენ თხოვ­ნით მივ­მარ­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ არ და­უშ­ვას მსგავ­სი მა­ღა­ზი­ე­ბის მიერ მომ­ხმა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, ეს ისე­თი­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია მათ­თვის, რო­გორც ჩვენ­თვის, ამი­ტომ, წე­სით, სა­პატ­რი­არ­ქოს რე­აქ­ცია აღ­წე­რილ ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მი­სი უნდა იყოს.

ახლა ვნა­ხოთ, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა "სა­პატ­რი­არ­ქოს აღ­წე­რილ ფაქ­ტზე". ვი­საც ერთხელ მა­ინც ჰქო­ნია სა­პატ­რი­არ­ქოს­გან კო­მენ­ტა­რის მი­ღე­ბის მცდე­ლო­ბა, ის მიხ­ვდე­ბა, რამ­დე­ნი ბა­რი­ე­რი უნდა გა­ი­ა­როს, რომ მი­ზანს მი­აღ­წი­ოს. მოკ­ლედ, ვრე­კავთ სა­პატ­რი­არ­ქოს პი­არ­თან, რო­მე­ლიც გვა­მი­სა­მარ­თებს პატ­რი­არ­ქის მდი­ვან, მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­თან.

- ეგ სა­ი­დან უნდა ვი­ცო­დე, მე პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი ვარ და რა ვიცი კა­რა­ქი და რძე?

- კი, მაგ­რამ ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო მა­ღა­ზი­აა და არ გე­ხე­ბათ? ვის ვკი­თხოთ, აბა?

- არ ვიცი. სა­პატ­რი­არ­ქოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, ალ­ბათ.

ვრე­კავთ სა­იტ­ზე მი­თი­თე­ბულ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში და იქაც უა­რით გვის­ტუმ­რე­ბენ. ამის შემ­დეგ ვრე­კავთ სა­პატ­რი­არ­ქოს კან­ცე­ლა­რი­ა­ში, სა­დაც გვე­უბ­ნე­ბი­ან, კახა მა­ხა­თა­ძე გაგ­ცემთ პა­სუხ­სო.

კახა მა­ხა­თა­ძე:

- ამ ფაქ­ტის გამო ჩვენც უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით, მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით. ვე­რა­ვის ენ­დო­ბი. შე­იძ­ლე­ბა, ერთ დღეს მარ­თლაც იყო ასე­თი რამ. შე­იძ­ლე­ბა, ხვალ რომ ნა­ხოთ, არა­ფე­რი არ იყოს.

- ხვალ, ვა­ი­და, სა­ერ­თოდ ამ მა­ღა­ზი­ა­ში სუ­ლაც ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი მომ­ყი­დონ?

- მანდ ვა­და­გა­სულს ვერ გა­ყი­დი­ან, რად­გა­ნაც ყო­ველ­დღე მო­დის ახა­ლი. მაგ­რამ ეს პრო­დუქ­ტი შე­მო­დის ისე­თი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, რომ ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია. რაც მი­თხა­რით, ისე და­ვინ­ტე­რეს­დით, ხვალ რომ მოვა ეს პრო­დუქ­ტი, უკვე ჩვენ გავ­სინ­ჯავთ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე.

- ამ მა­ღა­ზი­ას სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ხე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას­თან? და რა­ტომ ხვდე­ბა იქ ასე­თი პრო­დუქ­ტი?

- ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი და ამი­ტო­მაც არის ეს მა­ღა­ზი­ე­ბი გახ­სნი­ლი. მაგ­რამ ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ეს მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნას და მრევ­ლის­გან ხან­და­ხან მა­მა­ოს კურ­თხე­ვით ვი­ღებთ პრო­დუქტს და მა­გი­ტომ გა­მოგ­ვე­პა­რა.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საპატრიარქოს მაღაზიაში ფალსიფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინეს

საპატრიარქოს მაღაზიაში ფალსიფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინეს

"ბარაქა, გოგი, ბარაქა", ეს ფრაზა ხშირად მახსენდება, მაგრამ ის, რაც აღმოჩნდა სიონის ტაძრის ტერიტორიის მიმდებარედ საეკლესიო მაღაზია "ბარაქაში", ამას რბილად დავარქმევდით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. არასამთავრობო ორგანიზაცია "მომხმარებელმა" აღმოაჩინა, რომ საეკლესიო მაღაზია მცენარეული ცხიმის კარაქს "კარაქის" სახელწოდებით ყიდის. რაც შეეხება აქ განთავსებულ ხაჭოსა და არაჟანს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არაჟანში რძის ცხიმის მასიური წილი 2,5%-ია, ხაჭოში კი - 1%. ანუ, მიღებული შედეგებით ირკვევა, რომ არც ერთი ამათგანი ნამდვილი რძის პროდუქტი არ არის და ამ დროს მომხმარებელთა უმრავლესობის მოლოდინი საეკლესიო მაღაზიებისადმი ნამდვილად მაღალია, რადგანაც, როგორც წესი, ეს პროდუქტის ნატურალურობასა და ნამდვილობას უკავშირდება.

საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით, "ალია" არასამთავრობო ორგანიზაცია "მომხმარებლის" წარმომადგენელს ლია თოდუას დაუკავშირდა.

- ჩვენ მოგვმართა მომხმარებელმა და გვითხრა, რომ სიონის გვერდით, მაღაზია "მონასტრის ბარაქაში" სულ ყიდულობდა ამ პროდუქტებს, რადგანაც მის შვილს ძალიან მოსწონდა და მოქალაქე, უბრალოდ, შემცველობით დაინტერესდა. ჩვენც მივაკითხეთ 15 იანვარს მაღაზიას და გამყიდველმა გვითხრა, რომ აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მეურნეობებიდან ჩამოტანილი პროდუქტი იყიდება, რაზეც საპატრიარქომ მისცა კურთხევაო. მაცივარში გუნდებად იდო დაფასოებული პროდუქტი წარწერით "კარაქი", შეძენის დოკუმენტშიც "კარაქი" დაგვიწერეს. ჩვენ ეს პროდუქტი ვიყიდეთ, შემდეგ კი ლაბორატორიაში ჩავაბარეთ და შემოწმებისას გაირკვა, რომ ამაში რძის ცხიმი იყო ზოგში 0% და ზოგში - 10%. წესით, უნდა იყოს 100% რძის ცხიმი, რომ პროდუქტი ჩაითვალოს კარაქად, ასეთია საერთაშორისო სტანდარტი.

- კვლევის შედეგად რა გაირკვა? მცენარეული ცხიმია თუ ცხოველური?

- ჩვენ არ ვიცით, ეს რა არის, რა ცხიმია, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ეს არ არის კარაქი. გარდა ამისა, აქ შევიძინეთ ხაჭო და არაჟანი, ესენიც ჩავაბარეთ ლაბორატორიას და მათში რძის ცხიმი იყო ისეთი დაბალი, რომ, შეიძლება პრაქტიკულად ჩაითვალოს, რომ ეს არ იყო რძის ცხიმი. თავად შემოწმება ჩატარდა სამ სხვადასხვა ლაბორატორიაში. ესაა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო, ლაბორატორიები "ნორმა" და "მომავალი საუკუნე". ჩვენ მიერ შეძენილი პროდუქტების შესყიდვის დოკუმენტებიდან შეუძლებელია დადგინდეს იურიდიული პირი, რომელიც განაგებს სიონის ტაძრის ეზოში მდებარე "მონასტრის ბარაქას", რადგანაც ასეთი იურიდიული პირი სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება.

- შეიძლება თუ არა, ამ ფაქტს ფალსიფიკაცია ვუწოდოთ?

- საქმე ისაა, რომ ქვეყანაში არ არის დადგენილი ნორმები, ამ დროს საერთაშორისო სტანდარტი ითხოვს, რომ ასეთი პროდუქტები რძის დასახელებით არ იყიდებოდეს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა კი ასეთ ნორმას არ ადგენს. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტი კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ერთადერთი შემიძლია, ის გითხრათ, რომ ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო ფაქტია და იმედი გვაქვს, ამას ეკლესია მიხედავს და გამოასწორებს, რადგანაც ნდობის ღალატი ნამდვილად არ შეიძლება.

- და ეს რძის ნაწარმი კონკრეტულად ვინ ჩააბარა, ეს იკითხეთ მაღაზიაში?

- იქ აგვიხსნეს, რომ ეს არის დმანისიდან ჩამოტანილი ნაკურთხი რძის პროდუქტიო. გამყიდველმაც მეტი არაფერი იცოდა. გადავამოწმეთ სამჯერ, ჩავთვალეთ, რომ პირველ ლაბორატორიას შეეშალა და სამივეს ხომ არ შეეშლებოდა? ეს მაღაზია განთავსებულია ისეთ ადგილას, ტაძრის გვერდით და ჰქვია ისეთი სახელი, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მართლაც მონასტრის წარმოებაა.

- დაბოლოს, ეს პროდუქტი, რაც თქვენ შეამოწმეთ, ორგანიზმისთვის საზიანოა?

- გააჩნია, რა ცხიმია გამოყენებული. სამწუხაროდ, ასეთ ნარევ ცხიმებში, ანუ სპრედში, ხშირად არის მავნე ცხიმები, ანუ ტრანსცხიმები. საქართველოში ეს არც რეგულირდება და არც იზომება. ჩვენ მოვახერხეთ, რომ სულ ერთხელ გაგვეგზავნა უცხოეთში ნიმუში და ვნახეთ, რომ საკმაოდ მაღალი, 8%-იანი შემადგენლობა იყო ქართულ ცხიმში. შესაბამისად, არის საფრთხე, რომ იყოს გამოყენებული ასეთი სპრედი და ამ შემთხვევაში ის ნამდვილად მავნეა. ჩვენ თხოვნით მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს, რომ არ დაუშვას მსგავსი მაღაზიების მიერ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, დარწმუნებულები ვართ, ეს ისეთივე მიუღებელია მათთვის, როგორც ჩვენთვის, ამიტომ, წესით, საპატრიარქოს რეაქცია აღწერილ ფაქტზე შესაბამისი უნდა იყოს.

ახლა ვნახოთ, რა რეაქცია ექნება "საპატრიარქოს აღწერილ ფაქტზე". ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია საპატრიარქოსგან კომენტარის მიღების მცდელობა, ის მიხვდება, რამდენი ბარიერი უნდა გაიაროს, რომ მიზანს მიაღწიოს. მოკლედ, ვრეკავთ საპატრიარქოს პიართან, რომელიც გვამისამართებს პატრიარქის მდივან, მამა მიქაელ ბოტკოველთან.

- ეგ საიდან უნდა ვიცოდე, მე პატრიარქის მდივანი ვარ და რა ვიცი კარაქი და რძე?

- კი, მაგრამ ტაძრის ტერიტორიაზე არსებული საეკლესიო მაღაზიაა და არ გეხებათ? ვის ვკითხოთ, აბა?

- არ ვიცი. საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, ალბათ.

ვრეკავთ საიტზე მითითებულ სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრში და იქაც უარით გვისტუმრებენ. ამის შემდეგ ვრეკავთ საპატრიარქოს კანცელარიაში, სადაც გვეუბნებიან, კახა მახათაძე გაგცემთ პასუხსო.

კახა მახათაძე:

- ამ ფაქტის გამო ჩვენც უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მართალი ბრძანდებით. ვერავის ენდობი. შეიძლება, ერთ დღეს მართლაც იყო ასეთი რამ. შეიძლება, ხვალ რომ ნახოთ, არაფერი არ იყოს.

- ხვალ, ვაიდა, საერთოდ ამ მაღაზიაში სულაც ვადაგასული პროდუქტი მომყიდონ?

- მანდ ვადაგასულს ვერ გაყიდიან, რადგანაც ყოველდღე მოდის ახალი. მაგრამ ეს პროდუქტი შემოდის ისეთი მცირე რაოდენობით, რომ ანალიზის გაკეთება რთულია. რაც მითხარით, ისე დავინტერესდით, ხვალ რომ მოვა ეს პროდუქტი, უკვე ჩვენ გავსინჯავთ ექსპერტიზაზე.

- ამ მაღაზიას სამართლებრივი შეხება აქვს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან? და რატომ ხვდება იქ ასეთი პროდუქტი?

- ჩვენ გვაქვს ჩვენი მეურნეობები და ამიტომაც არის ეს მაღაზიები გახსნილი. მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ეს მეურნეობები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას და მრევლისგან ხანდახან მამაოს კურთხევით ვიღებთ პროდუქტს და მაგიტომ გამოგვეპარა.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია