Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წვრილი მაღაზიები სავაჭრო ობიექტების რიგებიდან საბოლოოდ გაქრება
წვრილი მაღაზიები სავაჭრო ობიექტების რიგებიდან საბოლოოდ გაქრება

დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­ში წვრი­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი ზე­დი­ზედ იხუ­რე­ბა. ზო­გი­ერ­თი მე­წარ­მე იძუ­ლე­ბუ­ლია სა­ვაჭ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­როს. პრობ­ლე­მა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო ქსე­ლი, დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის შემ­დეგ, გა­რე­უბ­ნებ­საც მო­ე­დო. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა, ეს ტენ­დენ­ცია მზარ­დია.

ახა­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კამ და მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ წვრი­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი თა­მა­შ­გა­რე­შე და­ტო­ვა. მათი მფლო­ბე­ლე­ბი "რე­ზო­ნანსთან" გა­მოთ­ქვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რომ უზარ­მა­ზარ­მა მა­ღა­ზი­ებ­მა მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­და­ი­ბი­რა და უკონ­კუ­რენ­ტო გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდნენ.

სულ ახ­ლა­ხან რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია და­ი­ხუ­რა გლ­დან­სა და ვარ­კე­თილ­ში. მათი ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რე­ა­ლი­ზა­ცია მი­ნი­მუ­მამ­დე შე­უმ­ცირ­დათ და მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აზრი აღარ ჰქონ­და.

ცნო­ბილ­მა სუ­პერ­მარ­კეტ­მა "ფრეშ­მა" გლ­დან­ში ახ­ლომ­დე­ბა­რე წვრი­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­და­რე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბით მი­ი­ზი­და. სულ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც გა­რე­უ­ბან­ში "ფრე­ში" გა­მოჩ­ნდა და მას­თან ბაზ­რის წვრილ მო­თა­მა­შე­ებს კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა უჭირთ.

ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ვა­ზი­სუ­ბან­სა და ვარ­კე­თილ­ში, სა­დაც "სმარ­ტის", "ფრე­შის", "ფრეს­კოს", "იო­ლის", "ნი­კო­რას" და "ვე­ჯი­ნის" სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გა­იხ­სნა. "სმარტთან" კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში და­მარ­ცხდა "პო­პუ­ლიც".

რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ე­ბის გარ­და, პრობ­ლე­მე­ბი აქვთ სა­შუ­ა­ლო დო­ნის სუ­პერ­მარ­კე­ტებ­საც, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი ბრენ­დის კომ­პა­ნი­ე­ბის გვერ­დით საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა უჭირთ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, წვრი­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ბედი მა­თაც გა­ი­ზი­ა­რონ.

გლ­დან­ში, მე­ექ­ვსე მიკ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სუ­პერ­მარ­კე­ტის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი ზურა ზა­ქა­რი­ა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი 10 წლის წინ გახ­სნა და ბოლო დრომ­დე მა­ღა­ზი­ას შე­უ­ფერ­ხებ­ლად ამუ­შა­ვებ­და. შარ­შან ახ­ლო­მახ­ლო ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტი "გუდ­მარ­კი" გა­იხ­სნა. ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას კი­დევ ერთი სუ­პერ­მარ­კე­ტი და­ე­მა­ტა, გვერ­დიგ­ვერდ სამი მა­ღა­ზი­ის არ­სე­ბო­ბა მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი უბ­ნის­თვი­საც ზედ­მე­ტი აღ­მოჩ­ნდა. ორი მათ­გა­ნი და­ი­კე­ტა.

"მომ­ხმა­რებ­ლის დე­ფი­ცი­ტი არას­დროს ყო­ფი­ლა, კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­შიც კი. რაც ახა­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი გა­მოჩ­ნდა, ყვე­ლა მყიდ­ვე­ლი ერ­თბა­შად შე­მო­მე­ცა­ლა. ბო­ლოს ის კა­ტე­გო­რია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე, რო­მელ­საც არ აქვს შე­მო­სა­ვა­ლი და თვი­დან თვემ­დე ნი­სი­ე­ბით გა­აქვს თავი. ასეთ პი­რო­ბებ­ში მა­ღა­ზი­ამ ვერ იმუ­შა­ვა", - ამ­ბობს მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი.

ანა­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ ვარ­კე­თილ­ში, კა­ლო­უბ­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი. მას შემ­დეგ, რაც აქ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრი "ფრეს­კო" გა­იხ­სნა, ახ­ლო­მახ­ლო ტე­რი­ტო­რი­ი­დან წვრი­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გაქ­რა.

"ობი­ექ­ტი და­ბალ ფას­ზე მუ­შა­ობს. მას­თან კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, პრობ­ლე­მა "ფრეს­კოს" გახ­სნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში­ვე და­ი­წყო. ორი თვის შემ­დეგ კი მა­ღა­ზია დავ­ხუ­რე. სხვებ­მაც მა­ლე­ვე მომ­ბა­ძეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბა თუ არ შე­მუ­შავ­და, თბი­ლის­ში წვრი­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის სი­ი­დან სა­ბო­ლო­ოდ გაქ­რე­ბა", - ამ­ბობს ვახო ბარ­ქა­ია, მი­ნი­მარ­კე­ტის ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნე.

მო­ნი­ტო­რინ­გის, შე­ფა­სე­ბი­სა და და­გეგ­მვის, მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სულ­ტან­ტი ნო­დარ კა­პა­ნა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ წვრი­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის სრუ­ლი გა­კოტ­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვაჭ­რო სფე­როს ახალ მო­თა­მა­შე­ებს, კა­პა­ნა­ძის აზ­რით, ქარ­თულ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს ამ­დე­ნი ახა­ლი მა­ღა­ზია არ სჭირ­დე­ბა, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვი­თი უნა­რი ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ და­ბა­ლია.

"დიდი მა­ღა­ზი­ე­ბის ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი ამუ­შა­ვე­ბა პა­ტა­რა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის გა­კოტ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ეს გარ­და­უ­ვა­ლი პრო­ცე­სია, რო­მელც მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის­თვის ტენ­დენ­ცი­ად იქცა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და კი­დეც და ასეც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ებს პი­რო­ბი­თად წვრილ და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სად თუ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ", - აცხა­დებს კა­პა­ნა­ძე.

მისი შე­ფა­სე­ბით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და ვაჭ­რო­ბის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბის ხვედ­რი­თი წონა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია. ჯამ­ში, ამ ორ სფე­რო­ზე, სა­ერ­თო და­საქ­მე­ბის 2/3 მო­დის.

"ვაჭ­რო­ბის დარ­გში გრძელ­ვა­დი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი არ იკ­ვე­თე­ბა, ეს არის სწრაფ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი. პა­ტა­რა მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბან­ში უამ­რა­ვი გა­იხ­სნა, გა­კოტ­რე­ბის პი­რა­საა. ზოგი უკვე და­ი­კე­ტა და ამ პრო­ცესს ვერ გა­ვექ­ცე­ვით. ფაქ­ტია, რომ ქარ­თულ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს ამ­დე­ნი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი არ სჭირ­დე­ბა. ამ­დე­ნად, წვრი­ლი ვაჭ­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ქარ­თუ­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს არ აქვს შე­მო­სა­ვა­ლი იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბით ისარ­გებ­ლონ. ეს ეტა­პი ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ გა­ი­ა­რა, დიდი მო­თა­მა­შე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნას პა­ტა­რე­ბი ყო­ველ­თვის ეწი­რე­ბი­ან", - გან­მარ­ტავს კა­პა­ნა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, პრობ­ლე­მე­ბი ამით არ ამო­ი­წუ­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ მსხვილ მა­ღა­ზი­ებ­საც გა­უ­ჭირ­დე­ბათ, მათ შო­რის, ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­საც, რომ­ლე­ბიც დღეს აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.

"ოკე­ა­ნის ვე­შა­პი თუ შე­ვი­და პა­ლი­ას­ტო­მის ტბა­ში, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მა­საც არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. ამით იმის თქმა მინ­და, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, პრობ­ლე­მე­ბი მსხვილ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­სა და ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­საც შე­ექ­მნე­ბათ. მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვი­თი უნა­რი და­ბა­ლია და ეს ფაქ­ტო­რი სა­ვაჭ­რო სექ­ტორ­ზე გავ­ლე­ნას უსა­თუ­ოდ მო­ახ­დენს. პირ­ველ ეტაპ­ზე, მცი­რე მა­ღა­ზი­ებს ექ­მნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი და მათი გა­კოტ­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

ზუს­ტად ამ წლი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა, რამ­დე­ნად უღირთ მა­ღა­ზი­ებს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ვფიქ­რობ, დარ­ჩე­ბა ის მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­დაც ჰყავთ კარ­გი მე­ნე­ჯე­რე­ბი და მო­მა­რა­გე­ბის კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­წო­ნი­ლი, კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი", - აცხა­დეს კა­პა­ნა­ძე.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

წვრილი მაღაზიები სავაჭრო ობიექტების რიგებიდან საბოლოოდ გაქრება

წვრილი მაღაზიები სავაჭრო ობიექტების რიგებიდან საბოლოოდ გაქრება

დედაქალაქის გარეუბნებში წვრილი მაღაზიები ზედიზედ იხურება. ზოგიერთი მეწარმე იძულებულია სავაჭრო საქმიანობა დროებით შეაჩეროს. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მსხვილი სავაჭრო ქსელი, დედაქალაქის ცენტრალური უბნების შემდეგ, გარეუბნებსაც მოედო. ბოლო რამდენიმე თვეა, ეს ტენდენცია მზარდია.

ახალი მაღაზიების საფასო პოლიტიკამ და მომსახურების გაუმჯობესებამ წვრილი მაღაზიები თამაშგარეშე დატოვა. მათი მფლობელები "რეზონანსთან" გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ უზარმაზარმა მაღაზიებმა მომხმარებელი გადაიბირა და უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდნენ.

სულ ახლახან რამდენიმე მაღაზია დაიხურა გლდანსა და ვარკეთილში. მათი ყოფილი მფლობელები ამბობენ, რომ რეალიზაცია მინიმუმამდე შეუმცირდათ და მუშაობის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.

ცნობილმა სუპერმარკეტმა "ფრეშმა" გლდანში ახლომდებარე წვრილი მაღაზიების მომხმარებელი მომსახურების შედარებით კომფორტული პირობებით მიიზიდა. სულ რამდენიმე თვეა, რაც გარეუბანში "ფრეში" გამოჩნდა და მასთან ბაზრის წვრილ მოთამაშეებს კონკურენციის გაწევა უჭირთ.

ანალოგიური მდგომარეობაა ვაზისუბანსა და ვარკეთილში, სადაც "სმარტის", "ფრეშის", "ფრესკოს", "იოლის", "ნიკორას" და "ვეჯინის" სუპერმარკეტები ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა. "სმარტთან" კონკურენციაში დამარცხდა "პოპულიც".

რამდენადაც ცნობილია, პატარა მაღაზიების გარდა, პრობლემები აქვთ საშუალო დონის სუპერმარკეტებსაც, რომლებსაც მაღალი ბრენდის კომპანიების გვერდით საქმიანობის გაგრძელება უჭირთ. არ არის გამორიცხული, წვრილი სუპერმარკეტების ბედი მათაც გაიზიარონ.

გლდანში, მეექვსე მიკროს ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტის ყოფილი მფლობელი ზურა ზაქარიაძე ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტი 10 წლის წინ გახსნა და ბოლო დრომდე მაღაზიას შეუფერხებლად ამუშავებდა. შარშან ახლომახლო ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტი "გუდმარკი" გაიხსნა. ცოტა მოგვიანებით მას კიდევ ერთი სუპერმარკეტი დაემატა, გვერდიგვერდ სამი მაღაზიის არსებობა მჭიდროდ დასახლებული უბნისთვისაც ზედმეტი აღმოჩნდა. ორი მათგანი დაიკეტა.

"მომხმარებლის დეფიციტი არასდროს ყოფილა, კრიზისის პერიოდშიც კი. რაც ახალი სუპერმარკეტები გამოჩნდა, ყველა მყიდველი ერთბაშად შემომეცალა. ბოლოს ის კატეგორია შევინარჩუნე, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და თვიდან თვემდე ნისიებით გააქვს თავი. ასეთ პირობებში მაღაზიამ ვერ იმუშავა", - ამბობს მაღაზიის მფლობელი.

ანალოგიურ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე მაღაზიების მფლობელები. მას შემდეგ, რაც აქ მრავალფუნქციური ცენტრი "ფრესკო" გაიხსნა, ახლომახლო ტერიტორიიდან წვრილი მაღაზიები, შეიძლება ითქვას, გაქრა.

"ობიექტი დაბალ ფასზე მუშაობს. მასთან კონკურენციის გაწევა შეუძლებელია, პრობლემა "ფრესკოს" გახსნიდან რამდენიმე დღეშივე დაიწყო. ორი თვის შემდეგ კი მაღაზია დავხურე. სხვებმაც მალევე მომბაძეს. ხელისუფლების მხრიდან რაღაც ღონისძიება თუ არ შემუშავდა, თბილისში წვრილი მაღაზიები სავაჭრო ობიექტების სიიდან საბოლოოდ გაქრება", - ამბობს ვახო ბარქაია, მინიმარკეტის ყოფილი მეპატრონე.

მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის, მონაცემთა ანალიზისა და განვითარების კონსულტანტი ნოდარ კაპანაძე ვარაუდობს, რომ წვრილი სავაჭრო ობიექტების სრული გაკოტრება გარდაუვალია. რაც შეეხება სავაჭრო სფეროს ახალ მოთამაშეებს, კაპანაძის აზრით, ქართულ სამომხმარებლო ბაზარს ამდენი ახალი მაღაზია არ სჭირდება, რადგან მოსახლეობის მსყიდვითი უნარი ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია.

"დიდი მაღაზიების ქსელის აქტიური ამუშავება პატარა სავაჭრო ობიექტების გაკოტრებას გამოიწვევს. ეს გარდაუვალი პროცესია, რომელც მრავალი ქვეყნისთვის ტენდენციად იქცა, მათ შორის, საქართველოსთვისაც. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კიდეც და ასეც იყო მოსალოდნელი. პატარა მაღაზიებს პირობითად წვრილ და საშუალო ბიზნესად თუ მოვიხსენიებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ", - აცხადებს კაპანაძე.

მისი შეფასებით, სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობის სექტორში დასაქმების ხვედრითი წონა ყველაზე მაღალია. ჯამში, ამ ორ სფეროზე, საერთო დასაქმების 2/3 მოდის.

"ვაჭრობის დარგში გრძელვადიანი პერსპექტივები არ იკვეთება, ეს არის სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი. პატარა მაღაზია, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში უამრავი გაიხსნა, გაკოტრების პირასაა. ზოგი უკვე დაიკეტა და ამ პროცესს ვერ გავექცევით. ფაქტია, რომ ქართულ სამომხმარებლო ბაზარს ამდენი სავაჭრო ობიექტი არ სჭირდება. ამდენად, წვრილი ვაჭრობის პერსპექტივას ვერ ვხედავ საქართველოში.

ქართული სამომხმარებლო ქცევიდან გამომდინარე, შემოსავლიანი მოქალაქეები აქტიური მომხმარებლები არიან, თუმცა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს შემოსავალი იმ რაოდენობით, რომ სამომხმარებლო ბაზარზე არსებული შემოთავაზებებით ისარგებლონ. ეს ეტაპი ყველა ქვეყანამ გაიარა, დიდი მოთამაშეების გამოჩენას პატარები ყოველთვის ეწირებიან", - განმარტავს კაპანაძე.

მისივე თქმით, პრობლემები ამით არ ამოიწურება და საბოლოოდ მსხვილ მაღაზიებსაც გაუჭირდებათ, მათ შორის, ჰიპერმარკეტებსაც, რომლებიც დღეს აქტიურად მუშაობენ.

"ოკეანის ვეშაპი თუ შევიდა პალიასტომის ტბაში, ეს არ ნიშნავს, რომ მასაც არ გაუჭირდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბოლოს და ბოლოს, პრობლემები მსხვილ სავაჭრო ობიექტებსა და ჰიპერმარკეტებსაც შეექმნებათ. მოსახლეობის მსყიდვითი უნარი დაბალია და ეს ფაქტორი სავაჭრო სექტორზე გავლენას უსათუოდ მოახდენს. პირველ ეტაპზე, მცირე მაღაზიებს ექმნებათ პრობლემები და მათი გაკოტრება გარდაუვალია.

ზუსტად ამ წლიდან გამოჩნდება, რამდენად უღირთ მაღაზიებს მუშაობის გაგრძელება. ვფიქრობ, დარჩება ის მაღაზიები, სადაც ჰყავთ კარგი მენეჯერები და მომარაგების კარგი სპეციალისტები. ძალიან სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით შეწონილი, კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი", - აცხადეს კაპანაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია