სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდერს ფოგ რასმუსენი - XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის
ანდერს ფოგ რასმუსენი - XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი აფხა­ზეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის შიგ­ნით ე.წ სა­სა­ზღვრო ზო­ნის დრო­ე­ბი­თი გა­ფარ­თო­ე­ბით ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა ნა­ტოს შტა­ბ­ბი­ნა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ალი­ან­სი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და რუ­სეთს აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ჩვენ შევ­ნიშ­ნეთ უკა­ნას­კნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ე.წ სა­სა­ზღვრო ზო­ნის დრო­ე­ბი­თი გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ აფხა­ზეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის შიგ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ჩვენ ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში და მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, შე­ას­რუ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში აღე­ბუ­ლი ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ღო­ბე­ე­ბის და სხვა დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს და რუ­სე­თის მიერ აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ეს ხელს უშ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას და ცხოვ­რე­ბას და ეს უნდა შე­იც­ვა­ლოს. XXI სა­უ­კუ­ნე­ში ღო­ბე­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დრო არ არის", - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თქმით, 2008 წელს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე გა­და­წყდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უც­ვლე­ლი რჩე­ბა. "იმ სა­მუ­შა­ო­თი, რა­საც ახორ­ცი­ე­ლებთ, თქვენ ნა­ტოს­თან სულ უფრო ახ­ლოს მი­დი­ხართ და ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ თქვენ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბას, რათა მი­აღ­წი­ოთ ჩვენს სა­ერ­თო მიზ­ნებს", - მი­მარ­თა რას­მუ­სენ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ანდერს ფოგ რასმუსენი - XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის

ანდერს ფოგ რასმუსენი - XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის

ნატოს გენერალური მდივანი აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის შიგნით ე.წ სასაზღვრო ზონის დროებითი გაფართოებით ძალიან შეშფოთებულია, - ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს შტაბბინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ შევნიშნეთ უკანასკნელი გადაწყვეტილება ე.წ სასაზღვრო ზონის დროებითი გაფართოების შესახებ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის შიგნით საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში აღებული ყველა ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღობეების და სხვა დაბრკოლებების მშენებლობა მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ეს ხელს უშლის მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და ცხოვრებას და ეს უნდა შეიცვალოს. XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის", - განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო, საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნატოს წევრი გახდება და ეს გადაწყვეტილება უცვლელი რჩება. "იმ სამუშაოთი, რასაც ახორციელებთ, თქვენ ნატოსთან სულ უფრო ახლოს მიდიხართ და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად მუშაობას, რათა მიაღწიოთ ჩვენს საერთო მიზნებს", - მიმართა რასმუსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა