მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ონი­სე ონი­ა­ნი - "კუ­ლი­ნა­რი­ას ალ­ღო კარ­გად ავუ­ღე"
ონი­სე ონი­ა­ნი - "კუ­ლი­ნა­რი­ას ალ­ღო კარ­გად ავუ­ღე"

მსა­ხი­ო­ბი ონი­სე ონი­ა­ნი წლე­ბია, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მა­ყუ­რე­ბელს სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟით ანე­ბივ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს კი - გემ­რი­ე­ლი და "სა­ფირ­მო" კერ­ძე­ბით. კუ­ლი­ნა­რია მი­სი ერთ-ერ­თი გა­ტა­ცე­ბაა და აღ­ნიშ­ნავს, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო ის ად­გი­ლია, სა­დაც ადა­მი­ანს მე­ტი ფიქ­რი­სა და კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს.

რომ არა მსა­ხი­ო­ბო­ბა...

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ჩე­მი ჰო­ბია და ერ­თი პე­რი­ო­დი ისიც ვი­ფიქ­რე, სად­მე კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კურ­სე­ბიც ხომ არ გა­ვი­ა­რო-მეთ­ქი. თა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლა ძა­ლი­ან მო­დუ­რი გახ­და. თუ კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ხარ და გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებ, შე­გიძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ლი დო­ნის სას­ტუმ­რო-რეს­ტო­რან­ში კარგ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე იმუ­შაო. თუმ­ცა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩე­მი პრო­ფე­სია და მის­და­მი ჩე­მი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი პა­რა­ლე­ლუ­რად მსგავს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელს შე­მიშ­ლი­და. თუ ოდეს­მე ვინ­მეს თე­ატ­რ­ში აღარ დავ­ჭირ­დე­ბი, ავ­დ­გე­ბი და სად­მე შეფმ­ზა­რე­უ­ლად ვი­მუ­შა­ვებ (ი­ცი­ნის). მას შემ­დეგ, რაც დე­და სა­ცხოვ­რებ­ლად ჩვენ­თან გად­მო­ვი­და, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა აღარ მი­წევს, ად­რე კი მე­გობ­რე­ბი განე­ბივ­რე­ბუ­ლი მყავ­და ჩე­მი გა­კე­თე­ბუ­ლი გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბით. ახ­ლა დე­და ზრუ­ნავს ჩვენ­ზეც და ჩემს მე­გობ­რებ­ზეც, - შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რია. ასე რომ, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ცო­ტა ხნით გვერ­დ­ზე გა­დავ­დე, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და იმა­საც ვიტყ­ვი, რომ რო­ცა რა­ღა­ცას ამ­ზა­დებ, ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვს და გო­ნე­ბა­ში ბევრ რა­მეს ალა­გებ, კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი ხარ. საჭ­მ­ლის კე­თე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, ერ­თ­გ­ვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია და კარ­გია, რო­ცა ამის უნა­რი გაქვს. სხვა­თა შო­რის, ჩე­მი შვი­ლე­ბი გიჟ­დე­ბი­ან ჩემს მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებ­ზე და მა­შინ­ვე ხვდე­ბი­ან - ეს მა­მამ გა­ა­კე­თაო? მოკ­ლედ, კუ­ლი­ნა­რი­ას კარ­გად ავუ­ღე ალ­ღო.

უგემ­რი­ე­ლე­სი სო­კოს სა­ცი­ვი

- სა­ფირ­მო კერ­ძიც მაქვს, მე მო­ვი­ფიქ­რე და ყვე­ლას უკ­ვირს, რო­ცა იგე­ბენ. ეს არის სო­კოს სა­ცი­ვი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­დის. ოღონდ აუცი­ლებ­ლად ხის სო­კო უნ­და იყოს. ერ­თხელ, მარ­ხ­ვის პე­რი­ოდ­ში, ჩე­მი მოძღ­ვა­რი ოჯახ­ში დავ­პა­ტი­ჟე, ამ კერ­ძით გა­ვუ­მას­პინ­ძ­ლ­დი და მე­რე ხუმ­რობ­და, - მგო­ნი, ონი­სე გვა­ტყუ­ებს და ძვალ­გა­მოც­ლილ ინ­და­უ­რის ხორცს გვაჭ­მევ­სო (ი­ცი­ნის).

მომ­ზა­დე­ბის წე­სი:

წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხახ­ვი მოვ­შუ­შოთ, სო­კო ცალ­კე შევ­წ­ვათ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც მა­გა­ლი­თად, კარ­ტო­ფი­ლი, და­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი. ხახ­ვ­ში ცალ­კე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ცი­ვის მა­სა ჩა­ვას­ხათ, წა­მო­ვა­დუ­ღოთ, ცო­ტა ძმა­რი და­ვუ­მა­ტოთ, რო­გორც კეთ­დე­ბა სა­ერ­თოდ სა­ცი­ვი და ბო­ლოს ხორ­ცის ნაც­ვ­ლად ეს შემ­წ­ვა­რი სო­კო ჩა­ვუშ­ვათ. მერ­წ­მუ­ნეთ, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცხელ ლა­ვაშ­თან ერ­თად.

ტე­ლე­ფო­ნით ნას­წავ­ლი კუ­ლი­ნა­რია

- 16 წლის ასაკ­ში რა­ტომ­ღაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა მინ­დო­და და ცალ­კე გა­და­ვე­დი. ჯა­რი­დან რომ დავ­ბ­რუნ­დი, თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი, ჩე­მე­ბი - ქუ­თა­ის­ში და რო­ცა საჭ­მ­ლის გა­კე­თე­ბა მო­მინ­დე­ბო­და, დე­დას ვუ­რე­კავ­დი და რე­ცეპ­ტებს მა­წე­რი­ნებ­და. კუ­ლი­ნა­რი­ა­ში მას და­ვემ­ს­გავ­სე. რად­გან მე­უბ­ნე­ბი­ან, გემ­რი­ე­ლი ხე­ლი გაქ­ვ­სო, ეტყო­ბა, ჩემ­ში იმე­რულ­მა ჰა­ვამ დაჰ­ბე­რა (ი­ცი­ნის). მაგ­რამ წარ­მო­შო­ბით სვა­ნი ვარ, ლენ­ტე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­შა­ში­ა­რი­დან, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე, რა­ჭა­ში გა­ვი­ზარ­დე, 35 წე­ლია თბი­ლის­ში ვარ და მა­ინც იმერ­ლო­ბას მაბ­რა­ლე­ბენ (ი­ცი­ნის).

სვა­ნუ­რი სუფ­რის ტრა­დი­ცია

- ყვე­ლა კუ­თხეს თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს. სვა­ნებს ძი­რი­თა­დად, ხორ­ცი­ა­ნი საჭ­მე­ლე­ბი უყ­ვართ და სტუ­მარ­საც ამას სთა­ვა­ზო­ბენ. ვინც სვა­ნურ სუფ­რა­ზე მოხ­ვედ­რი­ლა, ყო­ველ­თ­ვის უკ­ვირს, - გემ­რი­ელ ხორ­ცი­ან საჭ­მე­ლებ­თან რა­ტომ მო­აქვთ მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლიო, მაგ­რამ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი არ არის. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ღო­რის შაშ­ხ­ში იყოს მო­ხარ­შუ­ლი, რო­მე­ლიც მე­რე დაჭ­რი­ლი სა­ხით გვერ­დ­ზე აქვს შე­მო­ლა­გე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, ხორ­ცი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბია და აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა. სვა­ნეთ­ში ძი­რი­თა­დად, ხორ­ცი, სი­მინ­დი, კარ­ტო­ფი­ლი, რძის პრო­დუქ­ტია, უგემ­რი­ე­ლე­სი ყვე­ლი, ასე­ვე, გამ­ხ­მა­რი სულ­გუ­ნი - ცხი­მი­ა­ნი და ნო­ყი­ე­რი, გა­და­სა­რე­ვია.

სვა­ნუ­რი თაშ­მი­ჯა­ბი

- ალ­ბათ ბევ­რს და­უ­გე­მოვ­ნე­ბია კერ­ძი, რო­მელ­საც ზე­მო სვა­ნეთ­ში შუ­შას ეძა­ხი­ან, ქვე­მოთ - თაშ­მი­ჯაბს. კარ­ტო­ფი­ლი იხარ­შე­ბა და კარ­გად რომ ჩა­ი­ზი­ლე­ბა, ძა­ლი­ან ჭყინტ ყველს ურე­ვენ, თით­ქ­მის უმა­რი­ლოს და გემ­რი­ე­ლი რამ გა­მო­დის, მაგ­რამ სვა­ნეთ­ში რომ კეთ­დე­ბა, ისე­თი გემ­რი­ე­ლი არ­სა­დაა.

კუბ­და­რი

- ჩემს მე­გობ­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ კუბ­და­რი და მეტყ­ვი­ან ხოლ­მე - კუბ­და­რის დღე არ მო­ვა­წყო­თო? მსი­ა­მოვ­ნებს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი ჩემ­თან რა­ი­მეს მი­ირ­თ­მევს და მე­რე აღ­ნიშ­ნავს - ოჰ, რა გემ­რი­ე­ლიაო. თვა­ლებ­ში შევ­ცი­ცი­ნებ ხოლ­მე, ამ სიტყ­ვებს რო­დის იტყ­ვის (ი­ცი­ნის). კუბ­დარს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცო­მი უნ­და. ისე­თი, რო­გო­რიც ხა­ჭა­პუ­რის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ფარ­ში - და­კე­პი­ლი, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხორ­ცი, ხახ­ვი, დაჭყ­ლე­ტი­ლი ნი­ო­რი, უცხო სუ­ნე­ლი, ხმე­ლი ქინ­ძი, წი­თე­ლი და შა­ვი პილ­პი­ლი, ცო­ტა­ო­დე­ნი დაფ­ქუ­ლი კა­მის კა­კა­ლი, რო­მელ­საც "გიც­რუ­ლის" მა­გი­ერ ვი­ყე­ნებთ, რად­გან ეს სუ­ნე­ლი მხო­ლოდ სვა­ნეთ­შია და აქ არ იყი­დე­ბა. ეს არის გა­რე­უ­ლი კა­მა, რო­მელ­საც სვა­ნე­ბი ტყე­ში მო­ი­პო­ვე­ბენ, ფქვა­ვენ და იქ ყვე­ლა ოჯახს აქვს. მსგავ­სი გე­მო აქვს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­მის კა­კალს, ამი­ტომ აქ ამას ვი­ყე­ნებთ. ამ ინ­გ­რე­დი­ენ­ტებს რომ შე­ვა­ზა­ვებთ, ნა­ხე­ვარ ჭი­ქა კარგ თეთრ ღვი­ნოს და ერთ ჭი­ქა წყალს ერ­თ­მა­ნეთ­ში ავუ­რევთ, ფარ­შ­ში გა­ვუ­რევთ და ცომ­ში გა­ვახ­ვევთ. კუბ­და­რი აუცი­ლებ­ლად ღუ­მელ­ში უნ­და გა­მო­ვა­ცხოთ და არ გე­გო­ნოთ, რომ ხორ­ცი მო­შუშ­ვას ვერ მო­ას­წ­რებს, მშვე­ნივ­რად ას­წ­რებს და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­დის.

რა­ჭუ­ლი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბი

- ლო­რი, წი­თე­ლი ღვი­ნო, ხვან­ჭ­კა­რა, ლო­ბი­ა­ნი, ლო­ბიო თა­ვი­სი კარ­გი მწნი­ლით, მწვა­ნი­ლე­უ­ლით, კიტ­რით, პო­მიდ­ვ­რით და ა.შ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უგემ­რი­ე­ლე­სია. შარ­შან ზა­ფხულს, ეკა ნი­ჟა­რა­ძე იყო ჩემ­თან რა­ჭა­ში სტუმ­რად თა­ვის ჯე­ჯი­კოს­თან ერ­თად, ირ­მა ბე­რი­ა­ნი­ძე, ნა­თია კუ­პა­ტა­ძე და ჩე­მი და ჩე­მი მე­უღ­ლის სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი. ძა­ლი­ან ისი­ა­მოვ­ნეს და კარ­გი დრო გა­ა­ტა­რეს. გა­სულ წლებ­ში, მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა იყო თა­ვის თი­ნა­თინ­თან ერ­თად, ქე­თი ცხა­კაია თა­ვის ვაჟ­თან ერ­თად, მე­რე ლე­ვა­ნი და ზუ­რი­კოც ჩა­მო­ვიდ­ნენ და შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრო გა­ვა­ტა­რეთ. რა­ჭუ­ლი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბიც და­ა­გე­მოვ­ნეს.

ბა­ჟე ტო­მა­ტი­თა და ცხე­ლი მჭა­დით

- სა­შო­ბაო მარ­ხ­ვის დროს მო­ვი­გო­ნე: ზეთ­ში ალ­ყა-ალ­ყა დაჭ­რი­ლი ბლო­მად ხახ­ვი მოვ­შუ­შე, შე­ვა­ოქ­როს­ფ­რე, ერ­თი სუფ­რის კოვ­ზი ტო­მა­ტი და­ვა­მა­ტე, ცო­ტა სუ­ნე­ლე­ბიც და ბა­ჟე და­ვას­ხი. რო­ცა წა­მო­დუღ­და, ოდ­ნავ შეს­ქელ­და კი­დეც და ცხელ მჭად­თან ერ­თად დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თ­ვი, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­და.

ქათ­მის სა­ლა­თა

- ქათ­მის სა­ლა­თას ნიგ­ვ­ზი­თა და წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლით ვა­კე­თებ, არა­ნა­ი­რი მა­ი­ო­ნე­ზი. გა­ტა­რე­ბუ­ლი ნი­გო­ზი, პლუს წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, მო­შუ­შუ­ლი ხახ­ვი, პილ­პი­ლი და შე­გიძ­ლი­ათ, ბო­ლოს სა­ლა­თის ფურ­ც­ლე­ბით გა­ა­ფორ­მოთ.

100-დო­ლა­რი­ა­ნი გო­ზი­ნა­ყი

- ყო­ველ წე­ლი­წადს, ახალ წელს ოჯახ­ში გო­ზი­ნაყს მე ვა­კე­თებ და ყო­ველ­თ­ვის ელო­დე­ბი­ან, ამ პრო­ცესს რო­დის შე­ვუდ­გე­ბი, რად­გან თან ნი­გოზს მპა­რა­ვენ ხოლ­მე (ი­ცი­ნის). თა­ვი­დან არ გა­მომ­დი­ო­და და ახ­ლა ისე "და­ვამ­ხე­ცე", რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­დის. სხვა­თა შო­რის, ერ­თი პრო­ექ­ტი იყო, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი გო­ზი­ნა­ყე­ბი გა­სა­ყი­დად გა­ი­ტა­ნეს და ჩე­მი გო­ზი­ნა­ყი 100 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. პრო­პორ­ცი­ებ­ზე არ ვფიქ­რობ ხოლ­მე, ყო­ველ­თ­ვის თვა­ლის ზო­მით ვხვდე­ბი, რამ­დენ გრამ თაფ­ლ­ზე რამ­დე­ნი ნი­გო­ზი ჩა­ვუშ­ვა. სა­ერ­თოდ, გურ­მა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ და კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლიც აქე­დან წა­მო­ვი­და.

კულ­ტუ­რუ­ლი მსმე­ლი

- სას­მელ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, მე მი­სი და­გე­მოვ­ნე­ბა უფ­რო მომ­წონს, ამი­ტომ ხში­რი მსმე­ლი არ ვარ. შე­იძ­ლე­ბა, ცო­ტა დავ­ლიო, მაგ­რამ გემ­რი­ე­ლად. ჩემს თავს კულ­ტუ­რულ მსმელს ვე­ძა­ხი. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ 1-2 ჭი­ქა კარგ ღვი­ნოს სა­დილ­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თ­მევ. კარ­გი კო­ნი­ა­კი და ვის­კიც მომ­წონს. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ბევ­რიც და­მი­ლე­ვია, ვიწ­რო წრე­ში თა­მა­დაც ვყო­ფილ­ვარ და კარ­გი თა­მა­დო­ბა გა­მი­წე­ვია (ი­ცი­ნის).

გეგ­მე­ბი თე­ატ­რ­ში

- "მთვრა­ლი ალუ­ბა­ლი" ისე­თი ან­შ­ლა­გით მი­დის, ბი­ლე­თე­ბი თით­ქ­მის არ იშო­ვე­ბა ხოლ­მე. კარ­გი სპექ­ტაკ­ლი გა­მო­ვი­და და მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­ბა­ზი­დან აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი რომ გა­მო­დის, მსა­ხი­ო­ბის­თ­ვის ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ჩვენც უფ­რო გვი­ხა­რია თა­მა­ში. "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის" თე­მა­ზე მო­ნოს­პექ­ტაკლს ვა­კე­თებ რე­ჟი­სორ ბე­სო კუპ­რე­იშ­ვილ­თან ერ­თად, ოღონდ "თი­თე­ბის თე­ატ­რი­დან" დამ­ხ­მა­რე მსა­ხი­ო­ბე­ბიც იქ­ნე­ბი­ან.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ონი­სე ონი­ა­ნი - "კუ­ლი­ნა­რი­ას ალ­ღო კარ­გად ავუ­ღე"

ონი­სე ონი­ა­ნი - "კუ­ლი­ნა­რი­ას ალ­ღო კარ­გად ავუ­ღე"

მსა­ხი­ო­ბი ონი­სე ონი­ა­ნი წლე­ბია, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მა­ყუ­რე­ბელს სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟით ანე­ბივ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს კი - გემ­რი­ე­ლი და "სა­ფირ­მო" კერ­ძე­ბით. კუ­ლი­ნა­რია მი­სი ერთ-ერ­თი გა­ტა­ცე­ბაა და აღ­ნიშ­ნავს, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო ის ად­გი­ლია, სა­დაც ადა­მი­ანს მე­ტი ფიქ­რი­სა და კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს.

რომ არა მსა­ხი­ო­ბო­ბა...

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ჩე­მი ჰო­ბია და ერ­თი პე­რი­ო­დი ისიც ვი­ფიქ­რე, სად­მე კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კურ­სე­ბიც ხომ არ გა­ვი­ა­რო-მეთ­ქი. თა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლა ძა­ლი­ან მო­დუ­რი გახ­და. თუ კარ­გი კუ­ლი­ნა­რი ხარ და გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებ, შე­გიძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ლი დო­ნის სას­ტუმ­რო-რეს­ტო­რან­ში კარგ ანაზღა­უ­რე­ბა­ზე იმუ­შაო. თუმ­ცა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩე­მი პრო­ფე­სია და მის­და­მი ჩე­მი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი პა­რა­ლე­ლუ­რად მსგავს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელს შე­მიშ­ლი­და. თუ ოდეს­მე ვინ­მეს თე­ატ­რ­ში აღარ დავ­ჭირ­დე­ბი, ავ­დ­გე­ბი და სად­მე შეფმზა­რე­უ­ლად ვი­მუ­შა­ვებ (ი­ცი­ნის). მას შემ­დეგ, რაც დე­და საცხოვ­რებ­ლად ჩვენ­თან გად­მო­ვი­და, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა აღარ მი­წევს, ად­რე კი მე­გობ­რე­ბი განე­ბივ­რე­ბუ­ლი მყავ­და ჩე­მი გა­კე­თე­ბუ­ლი გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბით. ახ­ლა დე­და ზრუ­ნავს ჩვენ­ზეც და ჩემს მე­გობ­რებ­ზეც, - შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რია. ასე რომ, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ცო­ტა ხნით გვერ­დ­ზე გა­დავ­დე, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და იმა­საც ვიტყ­ვი, რომ რო­ცა რა­ღა­ცას ამ­ზა­დებ, ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვს და გო­ნე­ბა­ში ბევრ რა­მეს ალა­გებ, კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი ხარ. საჭ­მ­ლის კე­თე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, ერ­თ­გ­ვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია და კარ­გია, რო­ცა ამის უნა­რი გაქვს. სხვა­თა შო­რის, ჩე­მი შვი­ლე­ბი გიჟ­დე­ბი­ან ჩემს მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებ­ზე და მა­შინ­ვე ხვდე­ბი­ან - ეს მა­მამ გა­ა­კე­თაო? მოკ­ლედ, კუ­ლი­ნა­რი­ას კარ­გად ავუ­ღე ალ­ღო.

უგემ­რი­ე­ლე­სი სო­კოს სა­ცი­ვი

- სა­ფირ­მო კერ­ძიც მაქვს, მე მო­ვი­ფიქ­რე და ყვე­ლას უკ­ვირს, რო­ცა იგე­ბენ. ეს არის სო­კოს სა­ცი­ვი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­დის. ოღონდ აუცი­ლებ­ლად ხის სო­კო უნ­და იყოს. ერ­თხელ, მარ­ხ­ვის პე­რი­ოდ­ში, ჩე­მი მოძღ­ვა­რი ოჯახ­ში დავ­პა­ტი­ჟე, ამ კერ­ძით გა­ვუ­მას­პინ­ძ­ლ­დი და მე­რე ხუმ­რობ­და, - მგო­ნი, ონი­სე გვატყუ­ებს და ძვალ­გა­მოც­ლილ ინ­და­უ­რის ხორცს გვაჭ­მევ­სო (ი­ცი­ნის).

მომ­ზა­დე­ბის წე­სი:

წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხახ­ვი მოვ­შუ­შოთ, სო­კო ცალ­კე შევ­წ­ვათ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც მა­გა­ლი­თად, კარ­ტო­ფი­ლი, და­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი. ხახ­ვ­ში ცალ­კე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ცი­ვის მა­სა ჩა­ვას­ხათ, წა­მო­ვა­დუ­ღოთ, ცო­ტა ძმა­რი და­ვუ­მა­ტოთ, რო­გორც კეთ­დე­ბა სა­ერ­თოდ სა­ცი­ვი და ბო­ლოს ხორ­ცის ნაც­ვ­ლად ეს შემ­წ­ვა­რი სო­კო ჩა­ვუშ­ვათ. მერ­წ­მუ­ნეთ, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცხელ ლა­ვაშ­თან ერ­თად.

ტე­ლე­ფო­ნით ნას­წავ­ლი კუ­ლი­ნა­რია

- 16 წლის ასაკ­ში რა­ტომ­ღაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა მინ­დო­და და ცალ­კე გა­და­ვე­დი. ჯა­რი­დან რომ დავ­ბ­რუნ­დი, თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი, ჩე­მე­ბი - ქუ­თა­ის­ში და რო­ცა საჭ­მ­ლის გა­კე­თე­ბა მო­მინ­დე­ბო­და, დე­დას ვუ­რე­კავ­დი და რე­ცეპ­ტებს მა­წე­რი­ნებ­და. კუ­ლი­ნა­რი­ა­ში მას და­ვემ­ს­გავ­სე. რად­გან მე­უბ­ნე­ბი­ან, გემ­რი­ე­ლი ხე­ლი გაქ­ვ­სო, ეტყო­ბა, ჩემ­ში იმე­რულ­მა ჰა­ვამ დაჰ­ბე­რა (ი­ცი­ნის). მაგ­რამ წარ­მო­შო­ბით სვა­ნი ვარ, ლენ­ტე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­შა­ში­ა­რი­დან, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში და­ვი­ბა­დე, რა­ჭა­ში გა­ვი­ზარ­დე, 35 წე­ლია თბი­ლის­ში ვარ და მა­ინც იმერ­ლო­ბას მაბ­რა­ლე­ბენ (ი­ცი­ნის).

სვა­ნუ­რი სუფ­რის ტრა­დი­ცია

- ყვე­ლა კუთხეს თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს. სვა­ნებს ძი­რი­თა­დად, ხორ­ცი­ა­ნი საჭ­მე­ლე­ბი უყ­ვართ და სტუ­მარ­საც ამას სთა­ვა­ზო­ბენ. ვინც სვა­ნურ სუფ­რა­ზე მოხ­ვედ­რი­ლა, ყო­ველ­თ­ვის უკ­ვირს, - გემ­რი­ელ ხორ­ცი­ან საჭ­მე­ლებ­თან რა­ტომ მო­აქვთ მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლიო, მაგ­რამ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი არ არის. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ღო­რის შაშ­ხ­ში იყოს მო­ხარ­შუ­ლი, რო­მე­ლიც მე­რე დაჭ­რი­ლი სა­ხით გვერ­დ­ზე აქვს შე­მო­ლა­გე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, ხორ­ცი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბია და აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა. სვა­ნეთ­ში ძი­რი­თა­დად, ხორ­ცი, სი­მინ­დი, კარ­ტო­ფი­ლი, რძის პრო­დუქ­ტია, უგემ­რი­ე­ლე­სი ყვე­ლი, ასე­ვე, გამ­ხ­მა­რი სულ­გუ­ნი - ცხი­მი­ა­ნი და ნო­ყი­ე­რი, გა­და­სა­რე­ვია.

სვა­ნუ­რი თაშ­მი­ჯა­ბი

- ალ­ბათ ბევრს და­უ­გე­მოვ­ნე­ბია კერ­ძი, რო­მელ­საც ზე­მო სვა­ნეთ­ში შუ­შას ეძა­ხი­ან, ქვე­მოთ - თაშ­მი­ჯაბს. კარ­ტო­ფი­ლი იხარ­შე­ბა და კარ­გად რომ ჩა­ი­ზი­ლე­ბა, ძა­ლი­ან ჭყინტ ყველს ურე­ვენ, თით­ქ­მის უმა­რი­ლოს და გემ­რი­ე­ლი რამ გა­მო­დის, მაგ­რამ სვა­ნეთ­ში რომ კეთ­დე­ბა, ისე­თი გემ­რი­ე­ლი არ­სა­დაა.

კუბ­და­რი

- ჩემს მე­გობ­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ კუბ­და­რი და მეტყ­ვი­ან ხოლ­მე - კუბ­და­რის დღე არ მო­ვაწყო­თო? მსი­ა­მოვ­ნებს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი ჩემ­თან რა­ი­მეს მი­ირ­თ­მევს და მე­რე აღ­ნიშ­ნავს - ოჰ, რა გემ­რი­ე­ლიაო. თვა­ლებ­ში შევ­ცი­ცი­ნებ ხოლ­მე, ამ სიტყ­ვებს რო­დის იტყ­ვის (ი­ცი­ნის). კუბ­დარს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცო­მი უნ­და. ისე­თი, რო­გო­რიც ხა­ჭა­პუ­რის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ფარ­ში - და­კე­პი­ლი, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ხორ­ცი, ხახ­ვი, დაჭყ­ლე­ტი­ლი ნი­ო­რი, უცხო სუ­ნე­ლი, ხმე­ლი ქინ­ძი, წი­თე­ლი და შა­ვი პილ­პი­ლი, ცო­ტა­ო­დე­ნი დაფ­ქუ­ლი კა­მის კა­კა­ლი, რო­მელ­საც "გიც­რუ­ლის" მა­გი­ერ ვი­ყე­ნებთ, რად­გან ეს სუ­ნე­ლი მხო­ლოდ სვა­ნეთ­შია და აქ არ იყი­დე­ბა. ეს არის გა­რე­უ­ლი კა­მა, რო­მელ­საც სვა­ნე­ბი ტყე­ში მო­ი­პო­ვე­ბენ, ფქვა­ვენ და იქ ყვე­ლა ოჯახს აქვს. მსგავ­სი გე­მო აქვს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­მის კა­კალს, ამი­ტომ აქ ამას ვი­ყე­ნებთ. ამ ინ­გ­რე­დი­ენ­ტებს რომ შე­ვა­ზა­ვებთ, ნა­ხე­ვარ ჭი­ქა კარგ თეთრ ღვი­ნოს და ერთ ჭი­ქა წყალს ერ­თ­მა­ნეთ­ში ავუ­რევთ, ფარ­შ­ში გა­ვუ­რევთ და ცომ­ში გა­ვახ­ვევთ. კუბ­და­რი აუცი­ლებ­ლად ღუ­მელ­ში უნ­და გა­მო­ვაცხოთ და არ გე­გო­ნოთ, რომ ხორ­ცი მო­შუშ­ვას ვერ მო­ას­წ­რებს, მშვე­ნივ­რად ას­წ­რებს და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­დის.

რა­ჭუ­ლი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბი

- ლო­რი, წი­თე­ლი ღვი­ნო, ხვან­ჭ­კა­რა, ლო­ბი­ა­ნი, ლო­ბიო თა­ვი­სი კარ­გი მწნი­ლით, მწვა­ნი­ლე­უ­ლით, კიტ­რით, პო­მიდ­ვ­რით და ა.შ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უგემ­რი­ე­ლე­სია. შარ­შან ზაფხულს, ეკა ნი­ჟა­რა­ძე იყო ჩემ­თან რა­ჭა­ში სტუმ­რად თა­ვის ჯე­ჯი­კოს­თან ერ­თად, ირ­მა ბე­რი­ა­ნი­ძე, ნა­თია კუ­პა­ტა­ძე და ჩე­მი და ჩე­მი მე­უღ­ლის სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი. ძა­ლი­ან ისი­ა­მოვ­ნეს და კარ­გი დრო გა­ა­ტა­რეს. გა­სულ წლებ­ში, მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა იყო თა­ვის თი­ნა­თინ­თან ერ­თად, ქე­თი ცხა­კაია თა­ვის ვაჟ­თან ერ­თად, მე­რე ლე­ვა­ნი და ზუ­რი­კოც ჩა­მო­ვიდ­ნენ და შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრო გა­ვა­ტა­რეთ. რა­ჭუ­ლი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბიც და­ა­გე­მოვ­ნეს.

ბა­ჟე ტო­მა­ტი­თა და ცხე­ლი მჭა­დით

- სა­შო­ბაო მარ­ხ­ვის დროს მო­ვი­გო­ნე: ზეთ­ში ალ­ყა-ალ­ყა დაჭ­რი­ლი ბლო­მად ხახ­ვი მოვ­შუ­შე, შე­ვა­ოქ­როს­ფ­რე, ერ­თი სუფ­რის კოვ­ზი ტო­მა­ტი და­ვა­მა­ტე, ცო­ტა სუ­ნე­ლე­ბიც და ბა­ჟე და­ვას­ხი. რო­ცა წა­მო­დუღ­და, ოდ­ნავ შეს­ქელ­და კი­დეც და ცხელ მჭად­თან ერ­თად დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თ­ვი, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­და.

ქათ­მის სა­ლა­თა

- ქათ­მის სა­ლათას ნიგ­ვ­ზი­თა და წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლით ვა­კე­თებ, არა­ნა­ი­რი მა­ი­ო­ნე­ზი. გა­ტა­რე­ბუ­ლი ნი­გო­ზი, პლუს წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, მო­შუ­შუ­ლი ხახ­ვი, პილ­პი­ლი და შე­გიძ­ლი­ათ, ბო­ლოს სა­ლა­თის ფურ­ც­ლე­ბით გა­ა­ფორ­მოთ.

100-დო­ლა­რი­ა­ნი გო­ზი­ნა­ყი

- ყო­ველ წე­ლი­წადს, ახალ წელს ოჯახ­ში გო­ზი­ნაყს მე ვა­კე­თებ და ყო­ველ­თ­ვის ელო­დე­ბი­ან, ამ პრო­ცესს რო­დის შე­ვუდ­გე­ბი, რად­გან თან ნი­გოზს მპა­რა­ვენ ხოლ­მე (ი­ცი­ნის). თა­ვი­დან არ გა­მომ­დი­ო­და და ახ­ლა ისე "და­ვამ­ხე­ცე", რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­დის. სხვა­თა შო­რის, ერ­თი პრო­ექ­ტი იყო, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი გო­ზი­ნა­ყე­ბი გა­სა­ყი­დად გა­ი­ტა­ნეს და ჩე­მი გო­ზი­ნა­ყი 100 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. პრო­პორ­ცი­ებ­ზე არ ვფიქ­რობ ხოლ­მე, ყო­ველ­თ­ვის თვა­ლის ზო­მით ვხვდე­ბი, რამ­დენ გრამ თაფ­ლ­ზე რამ­დე­ნი ნი­გო­ზი ჩა­ვუშ­ვა. სა­ერ­თოდ, გურ­მა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ და კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლიც აქე­დან წა­მო­ვი­და.

კულ­ტუ­რუ­ლი მსმე­ლი

- სას­მელ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, მე მი­სი და­გე­მოვ­ნე­ბა უფ­რო მომ­წონს, ამი­ტომ ხში­რი მსმე­ლი არ ვარ. შე­იძ­ლე­ბა, ცო­ტა დავ­ლიო, მაგ­რამ გემ­რი­ე­ლად. ჩემს თავს კულ­ტუ­რულ მსმელს ვე­ძა­ხი. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ 1-2 ჭი­ქა კარგ ღვი­ნოს სა­დილ­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თ­მევ. კარ­გი კო­ნი­ა­კი და ვის­კიც მომ­წონს. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ბევ­რიც და­მი­ლე­ვია, ვიწ­რო წრე­ში თა­მა­დაც ვყო­ფილ­ვარ და კარ­გი თა­მა­დო­ბა გა­მი­წე­ვია (ი­ცი­ნის).

გეგ­მე­ბი თე­ატ­რ­ში

- "მთვრა­ლი ალუ­ბა­ლი" ისე­თი ან­შ­ლა­გით მი­დის, ბი­ლე­თე­ბი თით­ქ­მის არ იშო­ვე­ბა ხოლ­მე. კარ­გი სპექ­ტაკ­ლი გა­მო­ვი­და და მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­ბა­ზი­დან აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი რომ გა­მო­დის, მსა­ხი­ო­ბის­თ­ვის ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ჩვენც უფ­რო გვი­ხა­რია თა­მა­ში. "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის" თე­მა­ზე მო­ნოსპექ­ტაკლს ვა­კე­თებ რე­ჟი­სორ ბე­სო კუპ­რე­იშ­ვილ­თან ერ­თად, ოღონდ "თი­თე­ბის თე­ატ­რი­დან" დამ­ხ­მა­რე მსა­ხი­ო­ბე­ბიც იქ­ნე­ბი­ან.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება