პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჩიკო სოლოღაშვილი: ''არც ერთ მეუღლეს არ ვურჩევ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას''
აჩიკო სოლოღაშვილი: ''არც ერთ მეუღლეს არ ვურჩევ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას''

მსა­ხი­ობ აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვილს მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლის" თე­ატ­რა­ლუ­რი პრე­მი­ე­რის დღეს შევ­ხვდით... გარ­და მსა­ხი­ო­ბო­ბი­სა, ამ სპექ­ტაკლში აჩი­კო მომ­ღერ­ლის რან­გში მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა, უნდა შე­ას­რუ­ლოს ის სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძემ და ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძემ ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ტე­ლე­მი­უ­ზიკლში იმ­ღე­რეს. რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, პრე­მი­ე­რის წინ სი­ტყვა­ძუნ­წო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა ეს ინ­ტერ­ვი­უს სა­ერ­თოდ არ ეტყო­ბა და მის­თვის საყ­ვა­რელ საქ­მე­ზე გახ­სნი­ლად გვე­სა­უბ­რა. გე­ტყვით იმა­საც, რომ აჩი­კოს მე­უღ­ლე ჟურ­ნა­ლის­ტი და "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ნუცა ქავ­თა­რა­ძე გახ­ლავთ.

- სა­უ­ბა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნით და­ვი­წყოთ, "ბე­რი­კე­ბი" ამ მხრივ გა­დამ­წყვე­ტი იყო?

- "ბე­რი­კებ­მა" ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში, მაგ­რამ როცა იქ მი­ვე­დი, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნით. სა­ნამ სტუ­დი­ა­ში სი­ა­რულს და­ვი­წყებ­დი, ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხე სი­უ­ჟე­ტი "ბე­რი­კებ­ზე", მო­ვი­ხიბ­ლე და მივ­ხვდი, რომ ეს იყო ად­გი­ლი, სა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი. 90-იანი წლე­ბი გახ­ლდათ, ოჯახ­ში არა­ვინ მუ­შა­ობ­და და ეს გა­საკ­ვი­რი არ არის. ჩემი ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ბა­ტო­ნი იგორ გი­თო­ლენ­დია, "ბე­რი­კებ­ში" ას­წავ­ლი­და, მან ბა­ტონ გოგი თო­და­ძეს უთხრა, რომ არ­სე­ბობ­და ბიჭი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად ცეკ­ვავ­და, მაგ­რამ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და არ შე­ეძ­ლო. "ბე­რი­კებ­მა" მომ­ცა იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ უფა­სოდ მეს­წავ­ლა და ამას ვე­რას­დროს და­ვუ­კარ­გავ.

- რო­გო­რია აჩი­კო, თუნ­დაც დღეს, პრე­მი­ე­რის წინ?

- ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ და ვარ ჩუ­მად, სი­ტყვა­ძუნ­წი ვხდე­ბი, თუმ­ცა იმავდრო­უ­ლად ვარ კონ­ტაქ­ტუ­რი. მშვი­დად ვემ­ზა­დე­ბი იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე მაქვს.

- გმირ­ზე მუ­შა­ო­ბის რა ხერ­ხი და ტაქ­ტი­კა გაქვს?

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, სა­კუ­თა­რი თავი ჩემი პერ­სო­ნა­ჟის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნო, ვმოქ­მე­დებ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და აჩი­კო ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ეს კი მი­ნარ­ჩუ­ნებს იმ სი­მარ­თლეს, რი­თაც კარ­გად ვა­ტყუ­ებთ მა­ყუ­რე­ბელს, ეს პრო­ფე­სია ხომ ტყუ­ი­ლია, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ვიყო მარ­თა­ლი, რომ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად კარ­გად მო­ვი­ტყუო.

გმი­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბის დროს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კოს­ტი­უმს. რაც უნდა გა­ა­კე­თო, თუ კოს­ტი­უ­მი არ ერ­გე­ბა შენს პერ­სო­ნაჟს, შე­დეგს ვერ მი­აღ­წევ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვენ­თან მუ­შა­ობს ანა­ნო მო­სი­ძე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი.

- სპექ­ტაკლ "მარ­კი­ზა დე სად­ში" თა­მა­შობ მე­ძავ ქალ კონ­ტე­სას, რო­მე­ლიც, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, დგას მა­ღალ ქუს­ლებ­ზე...

- 11-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ქუს­ლი მეც­ვა, რო­გორ? არ ვიცი... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ სპექ­ტაკლში კა­ცე­ბი ვთა­მა­შობ­დით ქა­ლებს, ყვე­ლა გმი­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ჩემი გმი­რი ამ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­გან რა­ღა­ცით უნდა გა­მო­მე­ყო. ჩავ­თვა­ლე, რომ ქუსლზე ასუ­ლი, გამ­ხდა­რი და გვე­ლი­ვით მოქ­ნი­ლი მე­ძა­ვი კარ­გად ასა­ხავ­და კონ­ტე­სას ხა­სი­ათს. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, რად­გან ქუს­ლებ­ზე შემ­დგა­რი ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნეთს ვე­ყუ­დე­ბო­დით. ეს პრო­ფე­სია სა­ინ­ტე­რე­სო სწო­რედ ამი­თაა, არ იცი, ხვალ რისი გა­კე­თე­ბა მო­გი­წევს.

- 2013 წელს მო­გა­ნი­ჭეს თე­ატ­რა­ლუ­რი პრე­მია "დუ­რუ­ჯი" სპექ­ტაკ­ლის­თვის "(შუა) ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მა­რი", სა­დაც ორ გმირს ასა­ხი­ე­რებ. ელო­დი ამ ჯილ­დოს?

- მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რია, როცა დო­ის­თან მუ­შა­ობ, მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არის სა­კუ­თა­რი თა­ვის მუდ­მი­ვი გა­მოც­და. როცა დოიმ ორი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, დავ­თან­ხმდი, ბევ­რი კი­თხვა და­ვუს­ვი სა­კუ­თარ თავს, იქვე გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, დავ­ფიქ­რდი, ვი­მუ­შა­ვე და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ამ გმი­რებ­მა მო­მი­ტა­ნა ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა - "დუ­რუ­ჯი". სა­ქარ­თვე­ლო­ში მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის სხვა არა­ფე­რი კეთ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ჩვე­ნი "ოს­კა­რია".

- რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნო­რო­ლებს, მხო­ლოდ სან­დრო მახ­სენ­დე­ბა "ოც­ნე­ბის ქა­ლა­ქი­დან"...

- მეტი არ გა­გახ­სენ­დე­ბა. ამას გარ­და იყო გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ოთხსე­რი­ი­ა­ნი ფილ­მი, ნო­დარ დუმ­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­დაც ერთ-ერთ სე­რი­ა­ში ეპი­ზო­დუ­რი როლი მქონ­და. ვერ ვხსნი, რა­ტომ არ ვარ კი­ნო­ში, არ გა­მოვ­რი­ცხავ, ეს იყოს ტე­ლე­ვი­ზი­ის ბრა­ლი, რო­მე­ლიც ცვეთს მსა­ხი­ობს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

აჩიკო სოლოღაშვილი: ''არც ერთ მეუღლეს არ ვურჩევ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას''

აჩიკო სოლოღაშვილი: ''არც ერთ მეუღლეს არ ვურჩევ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას''

მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილს მუსიკისა და დრამის თეატრში ''ლურჯი ფრინველის'' თეატრალური პრემიერის დღეს შევხვდით... გარდა მსახიობობისა, ამ სპექტაკლში აჩიკო მომღერლის რანგში მოგვევლინება, უნდა შეასრულოს ის სიმღერა, რომელიც ლუკა ზაქარიაძემ და ქეთი ორჯონიკიძემ ამავე სახელწოდების ტელემიუზიკლში იმღერეს. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, პრემიერის წინ სიტყვაძუნწობით გამოირჩევა, თუმცა ეს ინტერვიუს საერთოდ არ ეტყობა და მისთვის საყვარელ საქმეზე გახსნილად გვესაუბრა. გეტყვით იმასაც, რომ აჩიკოს მეუღლე ჟურნალისტი და ''იმედის'' საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ნუცა ქავთარაძე გახლავთ.

- საუბარი პროფესიული არჩევანით დავიწყოთ, ''ბერიკები'' ამ მხრივ გადამწყვეტი იყო?

- ''ბერიკებმა'' ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიაში, მაგრამ როცა იქ მივედი, ზუსტად ვიცოდი, რომ მსახიობობა მინდოდა და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი არჩევანით. სანამ სტუდიაში სიარულს დავიწყებდი, ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი ''ბერიკებზე'', მოვიხიბლე და მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა მივსულიყავი. 90-იანი წლები გახლდათ, ოჯახში არავინ მუშაობდა და ეს გასაკვირი არ არის. ჩემი ცეკვის მასწავლებელი, ბატონი იგორ გითოლენდია, ''ბერიკებში'' ასწავლიდა, მან ბატონ გოგი თოდაძეს უთხრა, რომ არსებობდა ბიჭი, რომელიც ძალიან კარგად ცეკვავდა, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო. ''ბერიკებმა'' მომცა იმის ფუფუნება, რომ უფასოდ მესწავლა და ამას ვერასდროს დავუკარგავ.

- როგორია აჩიკო, თუნდაც დღეს, პრემიერის წინ?

- ძალიან ვნერვიულობ და ვარ ჩუმად, სიტყვაძუნწი ვხდები, თუმცა იმავდროულად ვარ კონტაქტური. მშვიდად ვემზადები იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მაყურებლის წინაშე მაქვს.

- გმირზე მუშაობის რა ხერხი და ტაქტიკა გაქვს?

- ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი თავი ჩემი პერსონაჟის მდგომარეობაში ჩავაყენო, ვმოქმედებ იქიდან გამომდინარე, როგორი იქნებოდა აჩიკო ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს კი მინარჩუნებს იმ სიმართლეს, რითაც კარგად ვატყუებთ მაყურებელს, ეს პროფესია ხომ ტყუილია, ამიტომ ვცდილობ, ვიყო მართალი, რომ შეძლებისდაგვარად კარგად მოვიტყუო.

გმირის განსახიერების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოსტიუმს. რაც უნდა გააკეთო, თუ კოსტიუმი არ ერგება შენს პერსონაჟს, შედეგს ვერ მიაღწევ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან მუშაობს ანანო მოსიძე, შესანიშნავი კოსტიუმების მხატვარი.

- სპექტაკლ ''მარკიზა დე სადში'' თამაშობ მეძავ ქალ კონტესას, რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დგას მაღალ ქუსლებზე...

- 11-სანტიმეტრიანი ქუსლი მეცვა, როგორ? არ ვიცი... მოგეხსენებათ, ამ სპექტაკლში კაცები ვთამაშობდით ქალებს, ყველა გმირი განსხვავებული იყო, მაგრამ ჩემი გმირი ამ ქალბატონებისგან რაღაცით უნდა გამომეყო. ჩავთვალე, რომ ქუსლზე ასული, გამხდარი და გველივით მოქნილი მეძავი კარგად ასახავდა კონტესას ხასიათს. არასდროს დამავიწყდება რეპეტიციები, რადგან ქუსლებზე შემდგარი ბიჭები ერთმანეთს ვეყუდებოდით. ეს პროფესია საინტერესო სწორედ ამითაა, არ იცი, ხვალ რისი გაკეთება მოგიწევს.

- 2013 წელს მოგანიჭეს თეატრალური პრემია ''დურუჯი'' სპექტაკლისთვის ''(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი'', სადაც ორ გმირს ასახიერებ. ელოდი ამ ჯილდოს?

- მოულოდნელი არაფერია, როცა დოისთან მუშაობ, მასთან თანამშრომლობა არის საკუთარი თავის მუდმივი გამოცდა. როცა დოიმ ორი როლის შესრულება შემომთავაზა, დავთანხმდი, ბევრი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს, იქვე გავეცი პასუხი, დავფიქრდი, ვიმუშავე და საბოლოო ჯამში ამ გმირებმა მომიტანა ძალიან დიდი წარმატება - ''დურუჯი''. საქართველოში მსახიობებისთვის სხვა არაფერი კეთდება და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ''ოსკარია''.

- რაც შეეხება კინოროლებს, მხოლოდ სანდრო მახსენდება ''ოცნების ქალაქიდან''...

- მეტი არ გაგახსენდება. ამას გარდა იყო გიგა ლორთქიფანიძის ოთხსერიიანი ფილმი, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, სადაც ერთ-ერთ სერიაში ეპიზოდური როლი მქონდა. ვერ ვხსნი, რატომ არ ვარ კინოში, არ გამოვრიცხავ, ეს იყოს ტელევიზიის ბრალი, რომელიც ცვეთს მსახიობს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება