უახლოეს ხანებში იმქვეყნად წასული ახალგაზრდების რიგს 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილიც მიემატა, - გოგონა, 31-ე ქარხანასთან ახლოს, რკინიგზის ლიანდაგზე გაყინული იპოვეს თოვლზე. თუ როგორ და რა ვითარებაში გამოემშვიდობა სიცოცხლეს ეს ულამაზესი გოგონა, გამოძიება ალბათ მალე დაადგენს. ის სტრესი კი, რომელიც მარიამის ოჯახმა მიიღო, სამუდამო და აღმოუფხვრელია.
მარიამი მამიდის ბინიდან გადაასვენეს მშობლიურ ჩოხატაურში. დაკრძალვაზე ახალგაზრდობის სიჭარბე იყო, - ტრაგედია, რომლის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, მარიამის მეგობრების თვალწინ ისე განვითარდა, ვერც კი გააცნობიერეს, რა ხდებოდა.
რამაზ ლ; მარიამის ნათესავი:
- დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. მარიამს მშობლები ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ ამ უბედურებიდან ვერასოდეს გამოვლენ, უზარმაზარ დაღს დაასვამთ, - სიმწრით გაზრდილი შვილის დაკარგვას ვერაფერი ვერ აანაზღაურებს. რომ იტყვიან, გონს ვერ მოვსულვართ.
- მაინც რა მოხდა, მარიამის სიკვდილზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს. როგორც ამბობენ, გოგონას ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, მაგრამ არის სხვა ვერსიებიც.
- ენა ყველაფერს იტყვის, იმასაც ამბობენ, რომ გაუპატურესო, არა? ასე არ ყოფილა, ექსპერტიზის პირველი პასუხებით, მარიამისთვის ხელი არავის უხლია.
- ცნობილია, რომ ლიანდაგებზე, სადაც გოგონა დაიღუპა, ხშირად იკრიბებიან საეჭვო პირები, რომლებიც ხშირად სვამენ კიდეც. იქნებ მარიამის თანატოლებმაც სასმელი წაიღეს იქ და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გადაადგილება ვერ შეძლო და დაიღუპა? როგორ მოხდა, რომ 16 წლის გოგონა ასეთ ადგილზე აღმოჩნდა?
- სკოლა "დავითიანი", სადაც მარიამი სწავლობდა, იმ ადგილთან ძალიან ახლოს არის. იმ დღეს ბავშვმა უცხო ენის საგნის ჩათვლა ჩააბარა და სკოლიდან რამდენიმე ამხანაგთან ერთად გამოვიდა. რადგან ახლა ძალიან ცივა, ეტყობა ბავშვს გზაში ტუალეტი მოუნდა და იმიტომ გადაუხვია ლიანდაგებზე. თუმცა რა "ეტყობა" უნდა, ასე გვითხრეს მისმა ამხანაგებმა, - ლიანდაგებს რომ მივუახლოვდით, მარიამმა გვითხრა, - ტუალეტი მინდაო და ლიანდაგებისკენ წავიდაო. მარტო გადასულა და ჩანთაც თან წაუღია. ეს ჩანთაც იქვე იდო, როცა იპოვეს.
- გამორიცხულია, რომ ასეთ დროს მეგობრები არ დაგელოდონ. მარიამის მეგობრებმა ასე როგორ დაადეს თავი გაუგონარ ყინვაში და ისე როგორ წავიდნენ სახლში, რომ მარიამს არ დაელოდნენ. ან მერე როგორ არ მოიკითხეს და არ დაურეკეს, როცა შინ მივიდნენ, ეს უცნაური არ არის? იქნებ მარიამი ვინმეს უნდა შეხვედროდა, ბავშვებმა ეს იცოდნენ და ამიტომ აღარ დაელოდნენ?!
- მარიამის მეგობრების საქციელი კითხვებს მართლაც ბადებს, მაგრამ ბავშვი ნამდვილად არ ყოფილა გაუპატიურებული და არც ძალადობის კვალი აჩნია...