საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ჩრდილი შევარჩიოთ კონკრეტული თვალის ჭრილის მიხედვით?
როგორი ჩრდილი შევარჩიოთ კონკრეტული თვალის ჭრილის მიხედვით?

ყვე­ლა ქალ­მა იცის, რომ მი­უ­ხე­და­ვად ბუ­ნებ­რი­ვად ლა­მა­ზი ნაკ­ვთე­ბი­სა, მა­კი­ა­ჟი სას­წა­უ­ლებს ახ­დენს. ფე­რუ­მა­რილს, ტუშ­სა თუ პო­მა­დას ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის ჩან­თა­ში მი­აგ­ნებთ. თუმ­ცა, არას­წო­რად შერ­ჩე­ულ მა­კი­აჟს ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ნაკ­ვთე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბაც შე­უძ­ლია. გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, რო­მე­ლიც თვა­ლის ჭრი­ლის მი­ხედ­ვით არის შერ­ჩე­უ­ლი.

მრგვა­ლი თვა­ლე­ბი: ლა­ი­ნე­რის წას­მა თვა­ლის კუ­თხე­ე­ბი­დან და­ი­წყეთ. შემ­დეგ წარ­ბის ქვე­მოთ, ძვალ­ზე კუ­თხე­ე­ბი ღია ფე­რის ჩრდი­ლით და­ფა­რეთ. კონ­ტრას­ტი მკვეთ­რი რომ იყოს, თვა­ლის შე­ღე­ბილ ნა­წი­ლებს შო­რის ასე­თი რამ გა­ა­კე­თეთ: აი­ღეთ შე­და­რე­ბით სა­შუ­ა­ლო ტო­ნის ჩრდი­ლი და მსუ­ბუ­ქად და­დეთ ქუ­თუ­თოს ზე­მოთ, შემ­დეგ მუქი ფე­რის ჩრდი­ლის სქე­ლი ფენა თვა­ლის გას­წვრივ წა­ის­ვით. შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­ში აუ­რი­ეთ ჩრდი­ლე­ბი - ფუნ­ჯის მოძ­რა­ო­ბა შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყეთ: კუ­თხე­ე­ბი­დან ცენ­ტრის­კენ, ამ ხერ­ხით ქუ­თუ­თოს უფრო მკვეთრ ფორ­მას მის­ცემთ.

ნუ­ში­სებ­რი თვა­ლე­ბი: მსგავ­სი ჭრი­ლის თვა­ლე­ბი ყვე­ლა­ზე სი­მეტ­რი­უ­ლია. ერ­თა­დერ­თი, რაც მო­გე­თხო­ვე­ბათ ისაა, რომ რო­გორც ქვე­და ისე­ვე ზედა ფენა ხე­ლის ერთი მოს­მით, ზუს­ტად ჭრი­ლის შე­სა­ბა­მი­სად წრი­უ­ლად შე­მო­სა­ზღვროთ.

"და­წე­უ­ლი" თვა­ლის ჭრი­ლი: ვი­საც მსგავ­სი ჭრი­ლის თვა­ლე­ბი აქვს, ჩრდი­ლის გა­კე­თე­ბი­სას სპე­ცი­ა­ლუ­რი შტრი­ხე­ბი სჭირ­დე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, გო­გო­ნამ უპი­რა­ტე­სო­ბა ლა­ი­ნერს მი­ა­ნი­ჭოს. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩრდი­ლე­ბით ჭრი­ლის ზედა და ქვე­და ფენა და­ფა­როს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ლა­ი­ნე­რი უფრო მკვეთ­რი ფე­რის უნდა იყოს. თვა­ლის შიდა მხა­რეს კუ­თხე­ე­ბი ჩა­ა­მუ­ქეთ და შემ­დეგ ფუნ­ჯი ჭრი­ლის ბო­ლომ­დე გა­ა­ცუ­რეთ.

ღრმად ჩამ­ჯდა­რი თვა­ლე­ბი: ამ შემ­თხვე­ვა­შიც ისე­ვე უნდა მო­იქ­ცეთ, რო­გორც მრგვა­ლი ჭრი­ლის მქო­ნე გო­გო­ნე­ბი, თუმ­ცა, თქვენ გე­ვა­ლე­ბათ, რომ მუქი ჩრდი­ლი ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად და­ფი­ნოთ. თვა­ლე­ბის გა­მო­ნა­თე­ბულ ნა­წი­ლებს მი­ე­ცით სიმრგვა­ლის ილუ­ზია, მაგ­რამ არ ჩა­ახ­შოთ მუქი ჩრდი­ლით.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Elle-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

როგორი ჩრდილი შევარჩიოთ კონკრეტული თვალის ჭრილის მიხედვით?

როგორი ჩრდილი შევარჩიოთ კონკრეტული თვალის ჭრილის მიხედვით?

ყველა ქალმა იცის, რომ მიუხედავად ბუნებრივად ლამაზი ნაკვთებისა, მაკიაჟი სასწაულებს ახდენს. ფერუმარილს, ტუშსა თუ პომადას ნებისმიერი ქალის ჩანთაში მიაგნებთ. თუმცა, არასწორად შერჩეულ მაკიაჟს ყველაზე ლამაზი ნაკვთების დამახინჯებაც შეუძლია. გთავაზობთ რჩევებს, რომელიც თვალის ჭრილის მიხედვით არის შერჩეული.

მრგვალი თვალები: ლაინერის წასმა თვალის კუთხეებიდან დაიწყეთ. შემდეგ წარბის ქვემოთ, ძვალზე კუთხეები ღია ფერის ჩრდილით დაფარეთ. კონტრასტი მკვეთრი რომ იყოს, თვალის შეღებილ ნაწილებს შორის ასეთი რამ გააკეთეთ: აიღეთ შედარებით საშუალო ტონის ჩრდილი და მსუბუქად დადეთ ქუთუთოს ზემოთ, შემდეგ მუქი ფერის ჩრდილის სქელი ფენა თვალის გასწვრივ წაისვით. შემდეგ ერთმანეთში აურიეთ ჩრდილები - ფუნჯის მოძრაობა შემდეგი მიმართულებით დაიწყეთ: კუთხეებიდან ცენტრისკენ, ამ ხერხით ქუთუთოს უფრო მკვეთრ ფორმას მისცემთ.

ნუშისებრი თვალები: მსგავსი ჭრილის თვალები ყველაზე სიმეტრიულია. ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ ისაა, რომ როგორც ქვედა ისევე ზედა ფენა ხელის ერთი მოსმით, ზუსტად ჭრილის შესაბამისად წრიულად შემოსაზღვროთ.

"დაწეული" თვალის ჭრილი: ვისაც მსგავსი ჭრილის თვალები აქვს, ჩრდილის გაკეთებისას სპეციალური შტრიხები სჭირდება. უმჯობესია, გოგონამ უპირატესობა ლაინერს მიანიჭოს. თავდაპირველად ჩრდილებით ჭრილის ზედა და ქვედა ფენა დაფაროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაინერი უფრო მკვეთრი ფერის უნდა იყოს. თვალის შიდა მხარეს კუთხეები ჩაამუქეთ და შემდეგ ფუნჯი ჭრილის ბოლომდე გააცურეთ.

ღრმად ჩამჯდარი თვალები: ამ შემთხვევაშიც ისევე უნდა მოიქცეთ, როგორც მრგვალი ჭრილის მქონე გოგონები, თუმცა, თქვენ გევალებათ, რომ მუქი ჩრდილი ძალიან მსუბუქად დაფინოთ. თვალების გამონათებულ ნაწილებს მიეცით სიმრგვალის ილუზია, მაგრამ არ ჩაახშოთ მუქი ჩრდილით.

მომზადებულია Elle-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს