საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი შაშკინის 20 შეკითხვა განათლების მინისტრს
დიმიტრი შაშკინის 20 შეკითხვა განათლების მინისტრს

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ამ­ჟა­მინ­დელ მი­ნისტრს, თა­მარ სა­ნი­კი­ძეს 20 შე­კი­თხვით მი­მარ­თავს. შაშ­კინ­მა შე­კი­თხვე­ბი ორ ნა­წი­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"10 შე­კი­თხვა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს:

1. რა­ტომ არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა დვა­ლის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია? კონ­ცეფ­ცია, რომ­ლის­თვი­საც პრე­მი­ერ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა მას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

2. რა­ტომ გა­უქ­მდა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ფონ­დე­ბი, რომ­ლი­თაც იგეგ­მე­ბო­და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა?

3. რა­ტომ გა­უქ­მდა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სკო­ლებ­ში გა­და­ტა­ნა? ( 8+1 მო­დე­ლი)

4. რა­ტომ და­ი­თხო­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან პროგ­რა­მის "ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად" (TLG) პერ­სო­ნა­ლი და ბოლო 15 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი ახა­ლი უცხო­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ჩა­მო­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

5. რა­ტომ ან­გრევთ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მან­და­ტუ­რის ინ­სტი­ტუტს?

6. რა­ტომ არ არის ნორ­მა­ლუ­რი გათ­ბო­ბა თბი­ლი­სის სკო­ლე­ბის 50%-ში? და 15 თვე­ში არ­ცერ­თი ახა­ლი სკო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ აშენ­და?

7. რა­ტომ აგ­რო­ვე­ბენ სკო­ლებ­ში ფულს დამ­ლა­გებ­ლე­ბის­თვის, ფარ­დე­ბის­თვის და ა.შ.? თქვენ ხომ ბრძა­ნეთ, რომ სკო­ლებს მო­ე­მა­ტათ და­ფი­ნან­სე­ბა.

8. რა­ტომ აქამ­დე არ ამუ­შავ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა? თქვენ ხომ ჯერ კი­დევ 2013 წლის ივ­ლის­ში ბრძა­ნეთ ამის თა­ო­ბა­ზე.

9. რა­ტომ გა­ი­ზარ­და ორ­ჯერ იმ სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი?

10. რა­ტომ არის პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი ნა­ხევ­რად ცა­რი­ე­ლი, ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლია და კო­ლე­ჯებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის თან­ხის გა­დახ­დაც უჭირთ?

კი­დევ 10 კი­თხვა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს:

1. რა­ტომ არ და­დი­ან მა­სი­უ­რად სკო­ლებ­ში XI-XII კლა­სე­ლე­ბი?

2. რა­ტომ არ შე­უ­ძე­ნია სა­მი­ნის­ტროს არა­ნა­ი­რი ახა­ლი ინ­ვენ­ტა­რი სკო­ლე­ბის­თვის 15 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში?

3. რა­ტომ აპი­რებთ პირ­ველკ­ლა­სელ­თა ნეთ­ბუ­კე­ბის პროგ­რა­მის გა­უქ­მე­ბას?

4. რა­ტომ შე­წყდა სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა?

5. რა­ტომ არ დას­რულ­და ინ­კლუ­ზი­უ­რი სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 2013 წელს, რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო?

6. რა­ტომ არ მი­ე­ცა, 15 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­ცერთ მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ე­ღო ათას­ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სი?

7. რა­ტომ გა­ჩერ­და მულ­ტი­ლინგვუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თვის?

8. რა­ტომ გინ­დათ 5 წლის ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში მი­ღე­ბის აკ­რძალ­ვა? არ ჯო­ბია, მშო­ბელ­მა თა­ვად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თქვენ მის ნაც­ვლად რა­ტომ წყვეტთ?

9. რა­ტომ გა­ჩერ­და "მო­მავ­ლის კლა­სე­ბის" მო­წყო­ბა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში?

10. რა­ტომ არ გა­იხ­სნა აქამ­დე ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი?", - წერს შაშ­კი­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

დიმიტრი შაშკინის 20 შეკითხვა განათლების მინისტრს

დიმიტრი შაშკინის 20 შეკითხვა განათლების მინისტრს

განათლების ყოფილი მინინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამჟამინდელ მინისტრს, თამარ სანიკიძეს 20 შეკითხვით მიმართავს. შაშკინმა შეკითხვები ორ ნაწილად გამოაქვეყნა.

"10 შეკითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:

1. რატომ არ ხორციელდება დვალის მიერ შემუშავებული მეცნიერების განვითარების კონცეფცია? კონცეფცია, რომლისთვისაც პრემიერმა ივანიშვილმა მას მადლობა გადაუხადა.

2. რატომ გაუქმდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული ფონდები, რომლითაც იგეგმებოდა სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსება?

3. რატომ გაუქმდა ეროვნული გამოცდების სკოლებში გადატანა? ( 8+1 მოდელი)

4. რატომ დაითხოვეს სამსახურიდან პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" (TLG) პერსონალი და ბოლო 15 თვის განმავლობაში არცერთი ახალი უცხოელი მასწავლებელი არ ჩამოსულა საქართველოში?

5. რატომ ანგრევთ მიზანმიმართულად მანდატურის ინსტიტუტს?

6. რატომ არ არის ნორმალური გათბობა თბილისის სკოლების 50%-ში? და 15 თვეში არცერთი ახალი სკოლა საქართველოში არ აშენდა?

7. რატომ აგროვებენ სკოლებში ფულს დამლაგებლებისთვის, ფარდებისთვის და ა.შ.? თქვენ ხომ ბრძანეთ, რომ სკოლებს მოემატათ დაფინანსება.

8. რატომ აქამდე არ ამუშავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა? თქვენ ხომ ჯერ კიდევ 2013 წლის ივლისში ბრძანეთ ამის თაობაზე.

9. რატომ გაიზარდა ორჯერ იმ სტუდენტების რაოდენობა, ვისაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი?

10. რატომ არის პროფესიული კოლეჯები ნახევრად ცარიელი, ვაუჩერული დაფინანსება გაუქმებულია და კოლეჯებს ელექტროენერგიის თანხის გადახდაც უჭირთ?

კიდევ 10 კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:

1. რატომ არ დადიან მასიურად სკოლებში XI-XII კლასელები?

2. რატომ არ შეუძენია სამინისტროს არანაირი ახალი ინვენტარი სკოლებისთვის 15 თვის განმავლობაში?

3. რატომ აპირებთ პირველკლასელთა ნეთბუკების პროგრამის გაუქმებას?

4. რატომ შეწყდა საზღვარგარეთ წასული ჩვენი სტუდენტების სახელმწიფო დაფინანსება?

5. რატომ არ დასრულდა ინკლუზიური სკოლების რეაბილიტაცია 2013 წელს, როგორც დაგეგმილი იყო?

6. რატომ არ მიეცა, 15 თვის განმავლობაში, არცერთ მასწავლებელს საშუალება, მიეღო ათასლარიანი ხელფასი?

7. რატომ გაჩერდა მულტილინგვური სახელმძღვანელოების შექმნა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლებისთვის?

8. რატომ გინდათ 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვა? არ ჯობია, მშობელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება და თქვენ მის ნაცვლად რატომ წყვეტთ?

9. რატომ გაჩერდა "მომავლის კლასების" მოწყობა საჯარო სკოლებში?

10. რატომ არ გაიხსნა აქამდე ამერიკული უნივერსიტეტი?", - წერს შაშკინი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს