სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რისკებსა და შეტევას უნდა ელოდეს ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში
რა რისკებსა და შეტევას უნდა ელოდეს ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში

"ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი ყუ­რა­დღე­ბა თქვენ­კე­ნაა მო­მარ­თუ­ლი", - ასე მი­მარ­თა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ ჟურ­ნა­ლის­ტებს პო­ლი­ტი­კი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­და­ბარ­გე­ბულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. "ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" პირ­ვე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ის, რომ მე­დი­ას ტრე­ნინ­გე­ბით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და სხვა ტი­პის გა­დამ­ზა­დე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. და­მა­ტე­ბით გა­ვარ­კ­ვევთ, ვის რო­გო­რი ფორ­მით სჭირ­დე­ბა ეს და ვის ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

რო­გორც ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ახა­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის მომ­ზა­დე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. მი­სი თქმით, "მო­ქა­ლა­ქე", რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის ჩათ­ვ­ლით, 7 თა­ნამ­შ­რო­მელს ით­ვ­ლის, ამ პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, მი­სი ჯან­სა­ღად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის. "მე­დი­ას­თან შე­თან­ხ­მე­ბით, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, და­ვეხ­მა­რე­ბით სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის გრან­ტე­ბით, რა­თა სრულ­ყო­ფი­ლი ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­დეს. დრო­უ­ლად, ობი­ექ­ტუ­რად, ხა­რის­ხი­ა­ნად და, რა თქმა უნ­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, თუ რო­გორ უნ­და ავირ­ჩი­ოთ და შემ­დეგ რო­გორ ვა­კონ­ტ­რო­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა".

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე კარ­გი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ტყუ­ი­ან, ამი­ტომ მე­დი­ის ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­სად­გე­ნად "მო­ქა­ლა­ქე" პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ჩა­ა­ტა­რებს კვლე­ვებ­სა და მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და­ე­ვა­ლე­ბათ, თუმ­ცა საზღ­ვარ­გა­რე­თი­და­ნაც მო­იწ­ვე­ვენ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სე­ბობს იდეა, ფონდ "ქარ­თუს" მეშ­ვე­ო­ბით სიმ­ბო­ლუ­რად, 50 ათას ლა­რამ­დე თან­ხის ოდე­ნო­ბით, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ფი­ნან­ს­დეს. "გა­მო­ვა­ცხა­დებთ და­ხუ­რულ კონ­კურსს, ან რა­ღაც მსგავსს და მის პი­რო­ბებს გა­ი­გებთ. სა­ჭი­როა, რომ რამ­დე­ნი­მე, არა ბევ­რი, არა­სამ­თავ­რო­ბო და­ფუძ­ნ­დეს შე­და­რე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბოე­ბის­გან, რა­მე­თუ, რო­გორც იცით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ფი­ნან­ს­დე­ბა და მა­თი შე­მო­სავ­ლე­ბის ძი­რი­თად წყა­როს ეს წარ­მო­ად­გენს... ახალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში კი თა­ვად არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი არ უნ­და იყოს მა­თი მთა­ვა­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო, აქ მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბა, ხო­ლო ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბის შე­მო­სავ­ლის წყა­რო პრო­ფე­სია და ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა უნ­და იყოს. გვინ­და, რომ ასე­თი ხალ­ხის­გან შე­იქ­მ­ნას რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენს წეს­დე­ბა­ში მო­ცე­მულ მრა­ვალ­მ­ხ­რივ მი­მარ­თუ­ლე­ბებს გა­ნა­ვი­თა­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა, რა­საც ჩვენ ვერ შევ­ძ­ლებთ. მო­მა­ვალ­ში თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სწო­რედ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ევ­რო­პულ სივ­რ­ცე­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და და­ი­ცა­ვენ სტან­დარ­ტებს, იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად სწ­რა­ფად გან­ვი­თარ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად, ან რა­ღაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერ­თი მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია ყო­ფილ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა უკ­ვე და­ა­ფუძ­ნა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­მარ­თ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ასე­ვე იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კა, "რად­გან სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხერ­ხე­მა­ლი მა­ღალ­პ­რო­ფე­სი­უ­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქეა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით ღირ­სე­უ­ლად არ­ჩი­ნოს ოჯა­ხი".

ის, რომ ას­პა­რეზ­ზე ჩნდე­ბა ახა­ლი და ძლი­ე­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც მკვეთ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი აქვს და რაც მთა­ვა­რია, აქვს და­ფი­ნან­სე­ბის ძლი­ე­რი წყა­რო, ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ზრდის ის, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლია. თუმ­ცა ისიც უნ­და ვთქვათ, რომ "მო­ქა­ლა­ქეს" სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის ფლან­გ­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა ელო­დე­ბა.

დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორი ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­ი­ცავს. რო­დე­საც ივა­ნიშ­ვილ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში წას­ვ­ლის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბევრ მათ­გან­ში გაჩ­ნ­და მო­ლო­დი­ნი, რომ მათ­თ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი წყა­რო გაჩ­ნ­დე­ბო­და. რო­გორც პირ­ვე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან გა­მოჩ­ნ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს მოქ­მე­დ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბთან არ გეგ­მავს ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. გარ­და ამი­სა, უკ­ვე მოქ­მედ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მი­ი­ღეს მძლავ­რი კონ­კუ­რენ­ტი "მო­ქა­ლა­ქის" სა­ხით და მი­ი­ღე­ბენ მო­მა­ვალ­ში იმ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის სა­ხით, რო­მელ­თა და­­არ­სე­ბა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი ხელს შე­უწყობს. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამან უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და შე­საძ­ლოა,

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­თი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტად იქ­ც­ნენ ­(ა­მის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი მა­შინ გაჩ­ნ­და, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ივა­ნიშ­ვილ­მა არა­სამ­თავ­რო­ბოს შექ­მ­ნა და­აა­ნონ­სა).

კი­დევ ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა ორ­განი­ზა­ცი­ამ უნ­და და­იც­ვან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დის­ტან­ცია და იქ­ც­ნენ მთავ­რო­ბის ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტურ და პი­რუთ­ვ­ნელ კრი­ტი­კო­სე­ბად, რა­საც ელის სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბიც ნამ­დ­ვი­ლად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე. სხვა­თა შო­რის, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მას ლა­მის კვლავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის როლ­ში მო­უხ­და ყოფ­ნა და პა­სუ­ხის გა­ცე­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კითხ­ვებ­ზე იმ პე­რი­ოდ­ში მომ­ხ­დარ ამ­ბებ­ზეც, რო­დე­საც ის უკ­ვე აღარ იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. საქ­მე ისაა, რომ დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მოხ­ვედ­რა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. შე­სა­ბა­მი­სად, იმა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა ობი­ექ­ტუ­რი "მო­ქა­ლა­ქე" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გეგ­მავს.

ერ­თი სა­კი­თხიც: რო­დე­საც ჯე­რი ახალ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფუძ­ნე­ბა­ზე, მათ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მმარ­თ­ვე­ლი რგო­ლის შერ­ჩე­ვა­ზე თუ სხვა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე მიდ­გე­ბა, ალ­ბათ, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, გაჩ­ნ­დეს ეჭ­ვე­ბი და­ფი­ნან­სე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბა­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ივა­ნიშ­ვი­ლის ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა გა­რან­ტია, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით კითხ­ვე­ბი არ გაჩ­ნ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინგს - ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ობი­ექ­ტუ­რო­ბას­თან და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით "მო­ქა­ლა­ქეს" კითხ­ვე­ბი ექ­ნე­ბა, გა­ააქ­ტი­უ­რე­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მი­სი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კრი­ტი­კას. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას ექ­ს­პერ­ტ­თა ნა­წილ­ზეც, რო­მ­ლე­ბიც ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ წა­სა­ხა­ლი­სე­ბელ­თა სი­ა­ში არ აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან.

ასე­ვე, ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, შე­ტე­ვას პო­ლი­ტი­კუ­რი ფლან­გი­და­ნაც უნ­და ელო­დოს. კერ­ძოდ, ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თ­ნა­ი­რად აკ­რი­ტი­კებს რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ისე სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რ პარ­ტი­ებს. ასე რომ, "მო­ქა­ლა­ქის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი უნ­და ელო­დოს, რომ თი­თო­ე­ულ მის ნა­ბიჯს რბი­ლად რომ ვთქვათ, კრი­ტი­კა მოჰ­ყ­ვე­ბა რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან", ისე სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან.

კი­დევ მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვის ჩა­მოთ­ვ­ლა შეგ­ვიძ­ლია, თუმ­ცა მათ­გან უმ­თავ­რე­სი, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბაა. თუ "მო­ქა­ლა­ქე" ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას გა­უმ­კ­ლავ­და, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნამ­დ­ვი­ლად მოხ­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო ევო­ლუ­ცია, რაც ქვე­ყა­ნას ნამ­დ­ვი­ლად წა­ად­გე­ბა.

სან­დ­რო თვალ­ჭ­რე­ლი­ძე, ექ­ს­პერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში: ჩე­მი აზ­რით, პირ­ვე­ლად ქარ­თულ სივ­რ­ცე­ში გა­მოჩ­ნ­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გრან­ტებს კი არ იღებს, არა­მედ თვი­თონ გას­ცემს, გარ­კ­ვე­ულ პრო­ექ­ტებს და­ა­ფი­ნან­სებს სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით; ამ თვალ­საზ­რი­სით, ეს არის პირ­ვე­ლი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გა­ა­კე­თებს არა იმას, რა­საც დო­ნო­რი უკ­ვე­თს, არა­მედ იმას, რა­საც თვი­თონ ჩათ­ვ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, სა­ჭი­როდ. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის, ვინც თავს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, ვა­ლია, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მხარ­ში ამო­ვუდ­გეთ.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე­ (ექ­ს­პერ­ტი): წი­ნას­წარ უფ­რო დი­დი მო­ლო­დი­ნი მქონ­და, ვიდ­რე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი იდე­ე­ბი იყო, ამ იდე­ებ­ზე ივა­ნიშ­ვილს ად­რეც უსა­უბ­რია. Aასე­ვე ვე­ლო­დი, რომ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ჯგუ­ფის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გე­ბო­და და არა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რაც მე­ტი პროგ­ნო­ზი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და. გა­მო­იკ­ვე­თა გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მარ­თ­ლაც პრობ­ლე­მუ­რია, მათ შო­რის მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინ­გ­თან, ექ­ს­პერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეს. ჩე­მი აზ­რით, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია მე­დია ნაკ­ლე­ბად ყვი­თე­ლი იყოს, შე­უძ­ლია თვი­თონ შექ­მ­ნას გა­ზე­თი თუ სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­ვე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გაზ­რ­დას შე­უწყოს ხე­ლი, ეს ექ­ს­პერ­ტებ­საც ეხე­ბა. თუ ახა­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის გაზ­რ­და სურთ, შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, სტი­პენ­დი­ე­ბის და­ნიშ­ვ­ნაა სა­ჭი­რო ან ეგებ სას­წავ­ლო ცენ­ტ­რის გახ­ს­ნა იგეგ­მე­ბა? Mმი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ივა­ნიშ­ვი­ლის შე­მოს­ვ­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში ახა­ლი იმ­პულ­სის მიმ­ცე­მი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, გა­უ­ჭირ­დე­ბა აქ ისე­თი­ვე უპი­რო­ბო ლი­დე­რი იყოს, რო­გორც პო­ლი­ტი­კა­ში.

კახა კა­ხიშ­ვი­ლი: კარ­გია, რომ რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ე­მა­ტე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს; იქ­ნე­ბა თუ არა "მო­ქა­ლა­ქე" ქმე­დი­თი, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ობი­ექ­ტუ­რად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად შე­ა­ფა­სოს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორ ანა­ლიზს, ხედ­ვას შეს­თა­ვა­ზებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვილს უნ­და კარ­გი გა­ა­კე­თოს ქვეყ­ნის­თ­ვის, თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­სას გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რა რისკებსა და შეტევას უნდა ელოდეს ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში

რა რისკებსა და შეტევას უნდა ელოდეს ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში

"ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი ყუ­რადღე­ბა თქვენ­კე­ნაა მო­მარ­თუ­ლი", - ასე მი­მარ­თა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ ჟურ­ნა­ლის­ტებს პო­ლი­ტი­კი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­და­ბარ­გე­ბულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. "ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" პირ­ვე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ის, რომ მე­დი­ას ტრე­ნინ­გე­ბით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და სხვა ტი­პის გა­დამ­ზა­დე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. და­მა­ტე­ბით გა­ვარ­კ­ვევთ, ვის რო­გო­რი ფორ­მით სჭირ­დე­ბა ეს და ვის ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი", - გა­ნაცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

რო­გორც ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ახა­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის მომ­ზა­დე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. მი­სი თქმით, "მო­ქა­ლა­ქე", რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის ჩათ­ვ­ლით, 7 თა­ნამ­შ­რო­მელს ით­ვ­ლის, ამ პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, მი­სი ჯან­სა­ღად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის. "მე­დი­ას­თან შე­თან­ხ­მე­ბით, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, და­ვეხ­მა­რე­ბით სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის გრან­ტე­ბით, რა­თა სრულ­ყო­ფი­ლი ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­დეს. დრო­უ­ლად, ობი­ექ­ტუ­რად, ხა­რის­ხი­ა­ნად და, რა თქმა უნ­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, თუ რო­გორ უნ­და ავირ­ჩი­ოთ და შემ­დეგ რო­გორ ვა­კონ­ტ­რო­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა".

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ზოგ­ჯერ ყვე­ლა­ზე კარ­გი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ტყუ­ი­ან, ამი­ტომ მე­დი­ის ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­სად­გე­ნად "მო­ქა­ლა­ქე" პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ჩა­ა­ტა­რებს კვლე­ვებ­სა და მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და­ე­ვა­ლე­ბათ, თუმ­ცა საზღ­ვარ­გა­რე­თი­და­ნაც მო­იწ­ვე­ვენ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. მან­ვე გა­ნაცხა­და, რომ არ­სე­ბობს იდეა, ფონდ "ქარ­თუს" მეშ­ვე­ო­ბით სიმ­ბო­ლუ­რად, 50 ათას ლა­რამ­დე თან­ხის ოდე­ნო­ბით, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ფი­ნან­ს­დეს. "გა­მო­ვაცხა­დებთ და­ხუ­რულ კონ­კურსს, ან რა­ღაც მსგავსს და მის პი­რო­ბებს გა­ი­გებთ. სა­ჭი­როა, რომ რამ­დე­ნი­მე, არა ბევ­რი, არა­სამ­თავ­რო­ბო და­ფუძ­ნ­დეს შე­და­რე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რობოე­ბის­გან, რა­მე­თუ, რო­გორც იცით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ფი­ნან­ს­დე­ბა და მა­თი შე­მო­სავ­ლე­ბის ძი­რი­თად წყა­როს ეს წარ­მო­ად­გენს... ახალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში კი თა­ვად არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი არ უნ­და იყოს მა­თი მთა­ვა­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო, აქ მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აქ­ტი­უ­რო­ბა, ხო­ლო ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბის შე­მო­სავ­ლის წყა­რო პრო­ფე­სია და ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა უნ­და იყოს. გვინ­და, რომ ასე­თი ხალ­ხის­გან შე­იქ­მ­ნას რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენს წეს­დე­ბა­ში მო­ცე­მულ მრა­ვალ­მ­ხ­რივ მი­მარ­თუ­ლე­ბებს გა­ნა­ვი­თა­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა, რა­საც ჩვენ ვერ შევ­ძ­ლებთ. მო­მა­ვალ­ში თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სწო­რედ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ევ­რო­პულ სივ­რ­ცე­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და და­ი­ცა­ვენ სტან­დარ­ტებს, იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად სწ­რა­ფად გან­ვი­თარ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად, ან რა­ღაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ", - გა­ნაცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერ­თი მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია ყო­ფილ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა უკ­ვე და­ა­ფუძ­ნა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­მარ­თ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ასე­ვე იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კა, "რად­გან სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხერ­ხე­მა­ლი მა­ღალ­პ­რო­ფე­სი­უ­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქეა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით ღირ­სე­უ­ლად არ­ჩი­ნოს ოჯა­ხი".

ის, რომ ას­პა­რეზ­ზე ჩნდე­ბა ახა­ლი და ძლი­ე­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც მკვეთ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი აქვს და რაც მთა­ვა­რია, აქვს და­ფი­ნან­სე­ბის ძლი­ე­რი წყა­რო, ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ზრდის ის, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლია. თუმ­ცა ისიც უნ­და ვთქვათ, რომ "მო­ქა­ლა­ქეს" სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის ფლან­გ­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა ელო­დე­ბა.

დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორი ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­ი­ცავს. რო­დე­საც ივა­ნიშ­ვილ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში წას­ვ­ლის თა­ო­ბა­ზე გა­ნაცხა­და, ბევრ მათ­გან­ში გაჩ­ნ­და მო­ლო­დი­ნი, რომ მათ­თ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი წყა­რო გაჩ­ნ­დე­ბო­და. რო­გორც პირ­ვე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან გა­მოჩ­ნ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს მოქ­მე­დ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბთან არ გეგ­მავს ფი­ნან­სუ­რი კუთხით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. გარ­და ამი­სა, უკ­ვე მოქ­მედ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა მი­ი­ღეს მძლავ­რი კონ­კუ­რენ­ტი "მო­ქა­ლა­ქის" სა­ხით და მი­ი­ღე­ბენ მო­მა­ვალ­ში იმ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის სა­ხით, რო­მელ­თა და­­არ­სე­ბა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი ხელს შე­უწყობს. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ამან უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და შე­საძ­ლოა,

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­თი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტად იქ­ც­ნენ ­(ა­მის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი მა­შინ გაჩ­ნ­და, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ივა­ნიშ­ვილ­მა არა­სამ­თავ­რო­ბოს შექ­მ­ნა და­აა­ნონ­სა).

კი­დევ ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა ორ­განი­ზა­ცი­ამ უნ­და და­იც­ვან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დის­ტან­ცია და იქ­ც­ნენ მთავ­რო­ბის ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტურ და პი­რუთ­ვ­ნელ კრი­ტი­კო­სე­ბად, რა­საც ელის სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბიც ნამ­დ­ვი­ლად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე. სხვა­თა შო­რის, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მას ლა­მის კვლავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის როლ­ში მო­უხ­და ყოფ­ნა და პა­სუ­ხის გა­ცე­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კითხ­ვებ­ზე იმ პე­რი­ოდ­ში მომ­ხ­დარ ამ­ბებ­ზეც, რო­დე­საც ის უკ­ვე აღარ იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. საქ­მე ისაა, რომ დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მოხ­ვედ­რა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. შე­სა­ბა­მი­სად, იმა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა ობი­ექ­ტუ­რი "მო­ქა­ლა­ქე" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გეგ­მავს.

ერ­თი სა­კითხიც: რო­დე­საც ჯე­რი ახალ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფუძ­ნე­ბა­ზე, მათ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მმარ­თ­ვე­ლი რგო­ლის შერ­ჩე­ვა­ზე თუ სხვა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე მიდ­გე­ბა, ალ­ბათ, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, გაჩ­ნ­დეს ეჭ­ვე­ბი და­ფი­ნან­სე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბა­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ივა­ნიშ­ვი­ლის ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა გა­რან­ტია, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით კითხ­ვე­ბი არ გაჩ­ნ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინგს - ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ობი­ექ­ტუ­რო­ბას­თან და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით "მო­ქა­ლა­ქეს" კითხ­ვე­ბი ექ­ნე­ბა, გა­ააქ­ტი­უ­რე­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მი­სი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კრი­ტი­კას. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას ექ­ს­პერ­ტ­თა ნა­წილ­ზეც, რო­მ­ლე­ბიც ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ წა­სა­ხა­ლი­სე­ბელ­თა სი­ა­ში არ აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან.

ასე­ვე, ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, შე­ტე­ვას პო­ლი­ტი­კუ­რი ფლან­გი­და­ნაც უნ­და ელო­დოს. კერ­ძოდ, ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თ­ნა­ი­რად აკ­რი­ტი­კებს რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ისე სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რ პარ­ტი­ებს. ასე რომ, "მო­ქა­ლა­ქის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი უნ­და ელო­დოს, რომ თი­თო­ე­ულ მის ნა­ბიჯს რბი­ლად რომ ვთქვათ, კრი­ტი­კა მოჰ­ყ­ვე­ბა რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან", ისე სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან.

კი­დევ მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვის ჩა­მოთ­ვ­ლა შეგ­ვიძ­ლია, თუმ­ცა მათ­გან უმ­თავ­რე­სი, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბაა. თუ "მო­ქა­ლა­ქე" ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას გა­უმ­კ­ლავ­და, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნამ­დ­ვი­ლად მოხ­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო ევო­ლუ­ცია, რაც ქვე­ყა­ნას ნამ­დ­ვი­ლად წა­ად­გე­ბა.

სან­დ­რო თვალ­ჭ­რე­ლი­ძე, ექ­ს­პერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კითხებ­ში: ჩე­მი აზ­რით, პირ­ვე­ლად ქარ­თულ სივ­რ­ცე­ში გა­მოჩ­ნ­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გრან­ტებს კი არ იღებს, არა­მედ თვი­თონ გას­ცემს, გარ­კ­ვე­ულ პრო­ექ­ტებს და­ა­ფი­ნან­სებს სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით; ამ თვალ­საზ­რი­სით, ეს არის პირ­ვე­ლი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გა­ა­კე­თებს არა იმას, რა­საც დო­ნო­რი უკ­ვე­თს, არა­მედ იმას, რა­საც თვი­თონ ჩათ­ვ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, სა­ჭი­როდ. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის, ვინც თავს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, ვა­ლია, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მხარ­ში ამო­ვუდ­გეთ.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე­ (ექ­ს­პერ­ტი): წი­ნას­წარ უფ­რო დი­დი მო­ლო­დი­ნი მქონ­და, ვიდ­რე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი იდე­ე­ბი იყო, ამ იდე­ებ­ზე ივა­ნიშ­ვილს ად­რეც უსა­უბ­რია. Aასევე ვე­ლო­დი, რომ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ჯგუ­ფის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გე­ბო­და და არა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რაც მე­ტი პროგ­ნო­ზი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და. გა­მო­იკ­ვე­თა გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კითხე­ბი, რაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მარ­თ­ლაც პრობ­ლე­მუ­რია, მათ შო­რის მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინ­გ­თან, ექ­ს­პერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეს. ჩე­მი აზ­რით, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია მე­დია ნაკ­ლე­ბად ყვი­თე­ლი იყოს, შე­უძ­ლია თვი­თონ შექ­მ­ნას გა­ზე­თი თუ სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­ვე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გაზ­რ­დას შე­უწყოს ხე­ლი, ეს ექ­ს­პერ­ტებ­საც ეხე­ბა. თუ ახა­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის გაზ­რ­და სურთ, შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, სტი­პენ­დი­ე­ბის და­ნიშ­ვ­ნაა სა­ჭი­რო ან ეგებ სას­წავ­ლო ცენ­ტ­რის გახ­ს­ნა იგეგ­მე­ბა? Mმიუხედავად ამი­სა, ივა­ნიშ­ვი­ლის შე­მოს­ვ­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში ახა­ლი იმ­პულ­სის მიმ­ცე­მი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, გა­უ­ჭირ­დე­ბა აქ ისე­თი­ვე უპი­რო­ბო ლი­დე­რი იყოს, რო­გორც პო­ლი­ტი­კა­ში.

კახა კა­ხიშ­ვი­ლი: კარ­გია, რომ რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ე­მა­ტე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს; იქ­ნე­ბა თუ არა "მო­ქა­ლა­ქე" ქმე­დი­თი, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ობი­ექ­ტუ­რად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად შე­ა­ფა­სოს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორ ანა­ლიზს, ხედ­ვას შეს­თა­ვა­ზებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვილს უნ­და კარ­გი გა­ა­კე­თოს ქვეყ­ნის­თ­ვის, თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­სას გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა