პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტექნიკური მარილის" სკანდალი - კორუფციული გარიგება და გზებზე გაფლანგული 322 000 ლარი?!
"ტექნიკური მარილის" სკანდალი - კორუფციული გარიგება და გზებზე გაფლანგული 322 000 ლარი?!

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" ფი­ნან­სურ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას სწავ­ლობს. პრე­სა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა "ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის" სკან­და­ლით და­ინ­ტე­რეს­და, მაგ­რამ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში "ვერ­სი­ას" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათ "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი­დან" აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სა­ხის ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი ამო­ი­ღეს. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ, უშუ­ა­ლოდ, რა ტი­პის დარ­ღვე­ვებს სწავ­ლო­ბენ "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში". გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებ­სა და "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" შე­საძ­ლო ფი­ნან­სურ დარ­ღვე­ვებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია

სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა "მო­ამ­ბეს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მე­რი­ის შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუფს", კომ­პა­ნია "ნე­ნემ" სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის" შე­ძე­ნა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნია "ნე­ნეს" "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­მა" მო­უ­ლოდ­ნე­ლად კონ­ტრაქ­ტი შე­უ­წყვი­ტა, რის გა­მოც ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნა.

ტენ­დე­რი 2013 წელს, 7 000 ტონა "ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის" შე­ძე­ნა­ზე გა­მო­ცხად­და. გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ში შპს "ნე­ნეს" 1 ტონა მა­რი­ლი 114 ლა­რად უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნა. "მო­ამ­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ამ "თბილ­სერ­ვის ჯგუფს" "ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი" ერთი დღის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, ანუ 2013 წლის 5 დე­კემ­ბრის ნაც­ვლად, 6 დე­კემ­ბერს მი­ა­წო­და.

ამის შემ­დეგ, "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­მა", პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის წე­სით, კონ­ტრაქ­ტი ორ კომ­პა­ნი­ას­თან - PSP 40-სა და ინდმე­წარ­მე ჯე­მალ ბე­რი­ძეს­თან გა­ა­ფორ­მა, რომ­ლებ­მაც 1 ტონა "ტექ­ნი­კურ მა­რილ­ში", 114-ის ნაც­ვლად, 160 ლარი მო­ი­თხო­ვეს. შპს "ნე­ნეს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა, რად­გან ახალ კონ­ტრაქ­ტორს ჯე­მალ ბე­რი­ძეს, მა­რი­ლის მი­წო­დე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­მა" მხო­ლოდ ჯა­რი­მა და­ა­კის­რა და ახა­ლი მიმ­წო­დებ­ლე­ბის­თვის კონ­ტრაქ­ტე­ბი არ შე­უ­წყვე­ტია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ საქ­მით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტიც და­ინ­ტე­რეს­და. გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შპს "ნე­ნეს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ "ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის" შეს­ყიდ­ვის ტენ­დე­რი კომ­პა­ნი­ამ და­ბა­ლი ფა­სის შე­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! შე­დე­გად მო­ი­გო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტენ­დე­რის სა­ერ­თო ფასი 800 000 ლარი იყო და "ნე­ნეს" 7 000 ტონა "ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი" უნდა შე­მო­ე­ტა­ნა. კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მი­წო­დე­ბა 2013 წლის დე­კემ­ბრი­დან, 2014 წლის თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, შპს "ნე­ნემ" "ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის" მი­წო­დე­ბა ერთი დღით და­აგ­ვი­ა­ნა. მარ­თა­ლია, კომ­პა­ნი­ის 10 მან­ქა­ნა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­და, მაგ­რამ დაც­ვამ უკან გა­მო­აბ­რუ­ნა. "ნე­ნეს" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა კი "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" უფ­რო­სის, თორ­ნი­კე ში­ო­ლაშ­ვი­ლის წე­რი­ლი მი­ი­ღეს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის გამო გა­წყვი­ტეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­მა" პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ორ კომ­პა­ნი­ას­თან ისევ 7 000 ტონა "ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის" შეს­ყიდ­ვა­ზე გა­ა­ფორ­მა. თუ "ნე­ნეს" 1 ტონა მა­რი­ლი 114 ლა­რად უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნა, ორ კომ­პა­ნი­ას "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი" 160 ლარ­ზე გა­უ­რიგ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, ფა­სებს შო­რის სხვა­ო­ბა 322 000 ლარი და­ფიქ­სირ­და.

"ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი" ძი­რი­თა­დად თურ­ქე­თი­დან, ირა­ნი­დან და ეგ­ვიპ­ტი­დან შე­მო­აქვთ და დიდ­თოვ­ლო­ბის დროს, გზე­ბის გა­საწ­მენ­დად იყე­ნე­ბენ. ორი­ო­დე დღის წინ, თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში, მხო­ლოდ ერთ ღა­მე­ში, გზებ­ზე 600 ტონა "ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი" და­ყა­რეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერთ ღა­მე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 75-მდე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

5 000 000 ლარი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბის­თვის

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" საქ­მი­ა­ნო­ბით ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ჯერ კი­დევ ორი წლის წინ, 2012 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და­ინ­ტე­რეს­და. "ვერ­სი­ა­ში" დე­ტა­ლუ­რად ვწერ­დით ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­საქ­მე­ბის სკან­და­ლის შე­სა­ხებ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2009 წლის 31 დე­კემ­ბერს, შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ხუ­ჭუ­ამ, მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლის (მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვიცე-მე­რად და­ი­ნიშ­ნა) და­ვა­ლე­ბით, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ფორ­მა­ლუ­რად შექ­მნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც ორი წლის მან­ძილ­ზე, ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის 764 აქ­ტი­ვის­ტი ფიქ­ტი­უ­რად და­ა­საქ­მეს. თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან კი ხელ­ფა­სის სა­ხით 5 245 945 ლარი გა­მო­უყ­ვეს.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ამ საქ­მის მოკ­ვლე­ვა 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­წყო, 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში კი და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" ხელ­მძღვა­ნე­ლი თორ­ნი­კე ში­ო­ლაშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გი­ორ­გი ხუ­ჭუა და თბი­ლი­სის ვიცე-მერი, ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 5 245 945 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე და­ი­წყო და გა­ირ­კვა, რომ 2010 წლის 6 აგ­ვის­ტოს, "თბი­ლი­სერ­ვის ჯგუ­ფის" საშ­ტა­ტო გან­რი­გი და სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი, თბი­ლი­სის მერ­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ და­ამ­ტკი­ცა. შე­სა­ბა­მი­სად, გიგი უგუ­ლა­ვას, ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც 9-დან 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი" 2006 წლის 18 დე­კემ­ბერ­საა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თზე: თბი­ლი­სი, კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლი 67. საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო და­სუფ­თა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვაა, შპს-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია თბი­ლი­სის მე­რია. 2010 წლის 22 ნო­ემ­ბრამ­დე, "თბილ­სერ­ვის ჯგუფს" გი­ორ­გი ხუ­ჭუა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­რი­ღი­დან დღემ­დე კი ამ სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თორ­ნი­კე ში­ო­ლაშ­ვი­ლია.

რო­გორც ჩანს, "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის უკვე გახ­მა­უ­რე­ბულ ძველ და ახალ ცოდ­ვებს სხვა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ღვე­ვე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა. ამას არც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში უარ­ყო­ფენ, რად­გან სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი­დან" ყვე­ლა სა­ხის ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი ამო­ი­ღეს. მე­ტიც, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ საქ­მე მხო­ლოდ "ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის" სკან­დალს არ ეხე­ბა. სა­უ­ბა­რია სხვა სა­ხის ფი­ნან­სურ დარ­ღვე­ვებ­ზეც, რის შე­სა­ხე­ბაც დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­ავ­რცე­ლე­ბენ.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ტექნიკური მარილის" სკანდალი - კორუფციული გარიგება და გზებზე გაფლანგული 322 000 ლარი?!

"ტექნიკური მარილის" სკანდალი - კორუფციული გარიგება და გზებზე გაფლანგული 322 000 ლარი?!

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს "თბილსერვის ჯგუფის" ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება "ტექნიკური მარილის" სკანდალით დაინტერესდა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში "ვერსიას" განუცხადეს, რომ მათ "თბილსერვის ჯგუფიდან" აბსოლუტურად ყველა სახის ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურში არ აკონკრეტებენ, უშუალოდ, რა ტიპის დარღვევებს სწავლობენ "თბილსერვის ჯგუფში". გამოძიების შედეგებსა და "თბილსერვის ჯგუფის" შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური რამდენიმე დღეში გაავრცელებს.

გამოძიების ოფიციალური ვერსია

საინფორმაციო გამოშვება "მოამბეს" ინფორმაციით, თბილისის მერიის შპს "თბილსერვის ჯგუფს", კომპანია "ნენემ" სასამართლოში უჩივლა. გავრცელებული ინფორმაციით, "ტექნიკური მარილის" შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ნენეს" "თბილსერვის ჯგუფმა" მოულოდნელად კონტრაქტი შეუწყვიტა, რის გამოც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

ტენდერი 2013 წელს, 7 000 ტონა "ტექნიკური მარილის" შეძენაზე გამოცხადდა. გამარჯვებულ კომპანიაში შპს "ნენეს" 1 ტონა მარილი 114 ლარად უნდა მიეწოდებინა. "მოამბის" ინფორმაციით, კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფს" "ტექნიკური მარილი" ერთი დღის დაგვიანებით, ანუ 2013 წლის 5 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს მიაწოდა.

ამის შემდეგ, "თბილსერვის ჯგუფმა", პირდაპირი შესყიდვის წესით, კონტრაქტი ორ კომპანიასთან - PSP 40-სა და ინდმეწარმე ჯემალ ბერიძესთან გააფორმა, რომლებმაც 1 ტონა "ტექნიკურ მარილში", 114-ის ნაცვლად, 160 ლარი მოითხოვეს. შპს "ნენეს" წარმომადგენლების ინფორმაციით, საქმეში კორუფციული ინტერესები იკვეთება, რადგან ახალ კონტრაქტორს ჯემალ ბერიძეს, მარილის მიწოდების დაგვიანების გამო, "თბილსერვის ჯგუფმა" მხოლოდ ჯარიმა დააკისრა და ახალი მიმწოდებლებისთვის კონტრაქტები არ შეუწყვეტია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმით შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტიც დაინტერესდა. გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს.

შპს "ნენეს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ტექნიკური მარილის" შესყიდვის ტენდერი კომპანიამ დაბალი ფასის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შედეგად მოიგო. მათივე ინფორმაციით, ტენდერის საერთო ფასი 800 000 ლარი იყო და "ნენეს" 7 000 ტონა "ტექნიკური მარილი" უნდა შემოეტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწოდება 2013 წლის დეკემბრიდან, 2014 წლის თებერვლის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შპს "ნენემ" "ტექნიკური მარილის" მიწოდება ერთი დღით დააგვიანა. მართალია, კომპანიის 10 მანქანა დანიშნულების ადგილზე გამოცხადდა, მაგრამ დაცვამ უკან გამოაბრუნა. "ნენეს" ხელმძღვანელებმა კი "თბილსერვის ჯგუფის" უფროსის, თორნიკე შიოლაშვილის წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულება ვადის გადაცილების გამო გაწყვიტეს. რამდენიმე დღეში, "თბილსერვის ჯგუფმა" პირდაპირი მიყიდვის წესით, ხელშეკრულება ორ კომპანიასთან ისევ 7 000 ტონა "ტექნიკური მარილის" შესყიდვაზე გააფორმა. თუ "ნენეს" 1 ტონა მარილი 114 ლარად უნდა მიეწოდებინა, ორ კომპანიას "თბილსერვის ჯგუფი" 160 ლარზე გაურიგდა. საერთო ჯამში, ფასებს შორის სხვაობა 322 000 ლარი დაფიქსირდა.

"ტექნიკური მარილი" ძირითადად თურქეთიდან, ირანიდან და ეგვიპტიდან შემოაქვთ და დიდთოვლობის დროს, გზების გასაწმენდად იყენებენ. ორიოდე დღის წინ, თბილისის სხვადასხვა უბანში, მხოლოდ ერთ ღამეში, გზებზე 600 ტონა "ტექნიკური მარილი" დაყარეს. მიუხედავად ამისა, ერთ ღამეში დაახლოებით, 75-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

5 000 000 ლარი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის

"თბილსერვის ჯგუფის" საქმიანობით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2012 წლის შემოდგომაზე დაინტერესდა. "ვერსიაში" დეტალურად ვწერდით ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაქმების სკანდალის შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს, შპს "თბილსერვის ჯგუფის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის (მოგვიანებით, ვიცე-მერად დაინიშნა) დავალებით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ფორმალურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც ორი წლის მანძილზე, ყოფილი მმართველი პარტიის 764 აქტივისტი ფიქტიურად დაასაქმეს. თბილისის ბიუჯეტიდან კი ხელფასის სახით 5 245 945 ლარი გამოუყვეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმის მოკვლევა 2012 წლის ნოემბერში დაიწყო, 2013 წლის თებერვალში კი დაკითხვაზე დაიბარეს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი თორნიკე შიოლაშვილი, ყოფილი უფროსი გიორგი ხუჭუა და თბილისის ვიცე-მერი, ტარიელ ხიზანეიშვილი. გამოძიება დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო და გაირკვა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილისერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ დაამტკიცა. შესაბამისად, გიგი უგულავას, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წარუდგინეს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

შპს "თბილსერვის ჯგუფი" 2006 წლის 18 დეკემბერსაა რეგისტრირებული მისამართზე: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 67. საქმიანობის სფერო დასუფთავებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაა, შპს-ს დამფუძნებელია თბილისის მერია. 2010 წლის 22 ნოემბრამდე, "თბილსერვის ჯგუფს" გიორგი ხუჭუა ხელმძღვანელობდა. ხოლო აღნიშნული თარიღიდან დღემდე კი ამ სამსახურის უფროსი თორნიკე შიოლაშვილია.

როგორც ჩანს, "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელების უკვე გახმაურებულ ძველ და ახალ ცოდვებს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი დარღვევებიც დაემატება. ამას არც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უარყოფენ, რადგან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა "თბილსერვის ჯგუფიდან" ყველა სახის ფინანსური დოკუმენტები ამოიღეს. მეტიც, საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე მხოლოდ "ტექნიკური მარილის" სკანდალს არ ეხება. საუბარია სხვა სახის ფინანსურ დარღვევებზეც, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უმოკლეს ვადებში გაავრცელებენ.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია