Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში უცხოპლანეტელთა არსებობას სპეციალისტები ადასტურებენ
საქართველოში უცხოპლანეტელთა არსებობას სპეციალისტები ადასტურებენ

"ამ უზარ­მა­ზა­რი გა­ლაქ­ტი­კე­ბის სის­ტე­მა­ზე ჩვენ მხო­ლოდ მცი­რე­დი ვი­ცით, ამი­ტომ ნუ ვი­ტყვით, რომ ჩვენ გარ­და არა­ვინ არ­სე­ბობს" - ას­ტრო­ლო­გი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი ამ­ბობს, რომ რო­გორც კე­თი­ლი, ასე­ვე ბო­რო­ტი არა­მი­წი­ე­რი არ­სე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც იმ­ყო­ფე­ბი­ან, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი მათ ხში­რად ვერ ამ­ჩნე­ვენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვა 70-იანი წლე­ბი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­სა­ბა­მი­სად, დაგ­რო­ვე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლაც.

რო­გორც უფო­ლო­გი ერეკ­ლე შო­ნია "რე­ზო­ნანსთან" ამ­ბობს, არ­სე­ბობს ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მტკი­ცედ და­ვა­დას­ტუ­როთ მათი არ­სე­ბო­ბა. მისი თქმით, შორი კონ­ტაქ­ტის 80 შემ­თხვე­ვა არ­სე­ბობს, თუმ­ცა არა­მი­წი­ე­რი არ­სე­ბე­ბი ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნებ­თან ახლო კონ­ტაქტსაც ამ­ყა­რე­ბენ. ამი­ტომ ჩვენ­თან მათი ათა­სო­ბით აღ­წე­რი­ლო­ბა ინა­ხე­ბა. ისი­ნი სხვა­დას­ხვა კა­ნის ფე­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბე­ბი არი­ან, ზო­გი­ერ­თი და­ბა­ლია, ზოგი კი სამ მეტრზე მა­ღა­ლი.

ას­ტრო­ლო­გი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან ახლო კონ­ტაქტს ადას­ტუ­რებს და ამ­ბობს, რომ სამ­ყა­რო­ში უამ­რა­ვი არ­სე­ბაა, რომ­ლებ­საც ჩვენ არ ვიც­ნობთ, თუმ­ცა ისი­ნი დრო­დად­რო კონ­ტაქ­ტზე გა­მო­დი­ან და ამის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თიც გვაქვს.

"ამ თე­მა­ზე თა­ლეს შო­ნია მუ­შა­ობ­და, სწო­რედ მას­თან ერ­თად რუს­თავ­ში ერთ-ერთ უცხოპ­ლა­ნე­ტელს შევ­ხვდი, ფან­ტას­ტი­კუ­რი შეხ­ვედ­რა იყო, მე ჩემი თვა­ლით ვი­ხი­ლე სა­ო­ცა­რი აღ­ნა­გო­ბის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ორ მეტრზე მა­ღა­ლი იყო და კან­ზე მომ­წვა­ნო ელე­მენ­ტე­ბი ჰქონ­და.

"მახ­სოვს, მან თქვა, რომ მოვა დრო და თქვენც გახ­დე­ბით აქა­ურ­თათ­ვის უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი, დე­და­მი­წა თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპს ამო­წუ­რავს და თქვენ უკვე სხვა სამ­ყა­რო­ში მოხ­ვალთ. სწო­რედ ასე ვი­ყა­ვით ჩვენც.

"იყო პე­რი­ო­დი, როცა ჩვენც ვცხოვ­რობ­დით დე­და­მი­წა­ზე, მაგ­რამ გა­და­ვე­დით სხვა გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზე და ამის­თვის სა­ჭი­რო იყო სხვა პლა­ნე­ტა­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რა­საც სხვა­ნა­ი­რი სხე­უ­ლი, სხვა­ნა­ი­რი სუნ­თქვის პრინ­ცი­პე­ბი სჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ გან­ვსხვავ­დე­ბით გა­რეგ­ნუ­ლად თქვენ­გა­ნო.

"ასე­ვე არი­ან ჩვენ­ზე მა­ღა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სუ­ლე­ბი და და­ბა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წა­ზე ჩვენს მერე მოვ­ლენ. სამ­ყა­რო­ში ძა­ლი­ან დიდი გრა­და­ცი­აა. ამ უზარ­მა­ზა­რი გა­ლაქ­ტი­კე­ბის სის­ტე­მა­ზე ჩვენ მხო­ლოდ მცი­რე­დი ვი­ცით. ამი­ტომ ნუ ვი­ტყვით, რომ ჩვენ გარ­და არა­ვინ არ­სე­ბობს.

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მე­სა­მე გან­ზო­მი­ლე­ბი­დან, რო­მელ­შიც ჩვენ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით, მე­ო­თხე გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­ვა, ის სა­ოც­რე­ბებს და­ი­ნა­ხავს, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვერ­დით არის და ჩვენ ვერ აღ­ვიქ­ვამთ. მა­გა­ლი­თად, ით­ვლე­ბა, რომ ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დის ქვეშ უზარ­მა­ზა­რი ქა­ლა­ქე­ბია, მაგ­რამ ჩვენ მე­სა­მე გან­ზო­მი­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ქვებს ვხე­დავთ, მე­ო­თხე გან­ზო­მი­ლე­ბა კი ადა­მი­ანს აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, კე­დელ­ში გა­ვი­დეს და მის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლე და­ი­ნა­ხოს.

"მეც­ნი­ე­რე­ბამ რა­საც მი­აგ­ნო, მხო­ლოდ იმ ჩარ­ჩო­ებ­ში ვართ მოქ­ცე­უ­ლი. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი სამ­ყა­რო­სე­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი გა­იხ­სნე­ბა", - ამ­ბობს ცა­გა­რე­ლი და დას­ძენს, რომ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა გრა­და­ცია არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად იუ­პი­ტე­რი­ა­ნე­ლე­ბი და მარ­სი­ა­ნე­ლე­ბი. თუმ­ცა მარ­სი­ა­ნე­ლე­ბი უფრო აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე იუ­პი­ტე­რი­ა­ნე­ლე­ბი.

"მე მახ­სოვს, ბა­ტო­ნი თა­ლე­სიც კი გვაფრ­თხი­ლებ­და, რომ მარ­სი­ა­ნე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­შიშ­ნი იყ­ვნენ. თუმ­ცა თუ პრაქ­ტი­კა არ გაქვთ, მათი გა­მოც­ნო­ბა ძნე­ლია, მათ იუ­პი­ტე­რი­ა­ნე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კა­ნის ფერი აქვთ, არ არი­ან მომ­წვა­ნო ელე­მენ­ტე­ბის კა­ნის მა­ტა­რე­ბელ­ნი. მათ­თან ცოტა სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან ისი­ნი ადა­მი­ა­ნებ­ზე გარ­კვე­ულ ექ­სპე­რი­მენ­ტებს აწარ­მო­ე­ბენ. იუ­პი­ტე­რი­ე­ნე­ლე­ბი კი პი­რი­ქით, გვეხ­მა­რე­ბი­ან და გვი­ცა­ვენ, მათ შო­რის, მარ­სი­ა­ნე­ლე­ბის შე­მო­ტე­ვის­გა­ნაც".

რო­დე­საც ქვე­ყა­ნას უბე­დუ­რე­ბა ელო­დე­ბა, ისი­ნი ცის კა­ბა­დონ­ზე გროვ­დე­ბი­ან. რო­გორც ცა­გა­რელ­მა თქვა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს არ­ნა­ხუ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბის უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი იყო, რაც საბ­ჭო­თა გე­ნერ­ლებ­მაც კი აღ­წე­რეს, თუმ­ცა ამ დრომ­დე ეს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო.

კოტე ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც უფო­ლო­გი­ით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­დის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ 1990-იან წლებ­ში მათი გა­მო­ჩე­ნის შან­სი უფრო დიდი იყო, ვიდ­რე ახლა.

"ჩემს სახ­ლთან არის მო­დე­ლი, სა­დაც უცხოპ­ლა­ნე­ტელ­თა ხო­მალ­დე­ბი ჯდე­ბოდ­ნენ, გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ ეს ად­გი­ლი მათ ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ. 1990 წელს დე­და­ჩემ­მა და­ი­ნა­ხა მათი ხო­მალ­დი. თუმ­ცა კარ­გა ხა­ნია ჩვენ მსგავ­სი აღა­რა­ფე­რი გვი­ნა­ხავს", - ამ­ბობს ჯა­ფა­რი­ძე.

რო­გორც ერეკ­ლე შო­ნია ამ­ბობს, 1990-1991 წლებ­ში უცხოპ­ლა­ნე­ტელ­თა ათა­სო­ბით შორი და ახლო კონ­ტაქ­ტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და.

"და­ახ­ლო­ე­ბით 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში არა­მი­წი­ე­რი არ­სე­ბე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დე­ბულ­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თბი­ლის­ში, ვი­ნა­ი­დან სოფ­ლე­ბი და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი იყო.

"რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო პე­რი­ოდს, 2 წლის წინ სა­მეგ­რე­ლოს რა­ი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო, როცა არ იცოდ­ნენ, რა ფე­ნო­მე­ნა­ლურ მოვ­ლე­ნას­თან ჰქონ­დათ საქ­მე და კონ­ტაქ­ტში შეს­ვლი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი ქვებს ეს­როდ­ნენ. ახლა ქარ­თლი გახ­და გარ­კვე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრი.

"სო­ფელ ზღუ­დერ­ში ბრა­ხუ­ნი და ნგრე­ვის ხმა ის­მო­და. ოჯა­ხის წევ­რებ­მა კი არ იცოდ­ნენ, რა ხდე­ბო­და და და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი და მე­ზობ­ლე­ბი ში­შის ქვეშ ცხოვ­რობ­დნენ. მე­ო­რე სო­ფელ­ში ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, სო­ფელ ტყვი­ავ­ში იხა­ტე­ბა ჯვრე­ბი, ეცხა­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს გარ­კვე­უ­ლი არ­სე­ბე­ბი. უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბა, თუმ­ცა არ ვი­ცით ჯერ, ეს რა მოვ­ლე­ნაა, არ შეგ­ვიძ­ლია, რომ ეს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს მი­ვა­წე­როთ.

"სა­წყის ეტაპ­ზე, როცა მსგავ­სი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა გა­მოვ­ლინ­დე­ბა, არ ვამ­ბობთ, რას­თან გვაქვს საქ­მე, რად­გან ადა­მი­ა­ნი ზემგრძნო­ბი­ა­რეა და მას შე­უძ­ლია გარ­დაც­ვლი­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის წა­კი­თხვა, ამი­ტომ არ ვი­ცით, ეს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლია თუ სხვა რამ.

"1989 წელს ხო­მალდმა სა­გუ­რა­მოს ტყეს გა­და­უფ­რი­ნა და კვა­ლი და­ტო­ვა, ხე­ე­ბის მასა დამ­ტვრე­უ­ლი და ჭვარტლმიფ­რქვე­უ­ლი იყო. თუ არ ჩავ­თვლით ასეთ ძლი­ერ შემ­თხვე­ვებს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ახლო კონ­ტაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც არა­მი­წი­ერ არ­სე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 80 შო­რე­უ­ლი კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, სა­დაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვნა­ხოთ გა­წყვე­ტი­ლი ხე­ე­ბი, ხში­რი შემ­თხვე­ვაა, როცა ცაზე და­ი­ნა­ხეს მა­ნა­თო­ებ­ლი სხე­უ­ლი, თუმ­ცა გა­მოკ­ვლე­ვი­სას ეს არა­ფერს არ იძ­ლე­ვა, ვი­ნა­ი­დან ის შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის მიერ აღ­ქმუ­ლი ვარ­სკვლა­ვი ან მი­წი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტის კვა­ლი იყოს.

"მე ვა­ერ­თი­ა­ნებ შო­რე­ულ და ახლო კონ­ტაქ­ტებს, რად­გან ფარ­თო მოკ­ვლე­ვა­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს ერ­თმა­ნეთ­თა­ნაა კავ­შირ­ში, ანუ ერთ ის­ტო­რი­ას შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ჰქონ­დეს. დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გვაქვს ბაზა, რო­მელ­ზეც შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ და დე­ტა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს მი­ვამ­სგავ­სოთ, მა­გა­ლი­თად, ერ­თმა­ნეთს ჰგავს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლის გა­მო­ჩე­ნის და გაქ­რო­ბის დე­ტა­ლე­ბი.

"ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სხვა­დას­ხვა გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ში სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ყო­ლი ერ­თმა­ნეთს წა­ა­გავს, არა­მი­წი­ე­რის ქცე­ვას და ხო­მალდს თით­ქმის ერთი და იმა­ვე­ნა­ი­რად აღ­წე­რენ. ასე­ვე ემ­თხვე­ვა სა­ურ­თი­ერ­თო­ბო ენაც. ახლო კონ­ტაქ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი ქარ­თულ ენა­ზე მე­ტყვე­ლე­ბენ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ უცხოპ­ლა­ნე­ტელ­თა საკ­ვლე­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია და მათ ჩვენს და­სა­ხე­ლე­ბას არ­ქმევ­დნენ, მაგ­რამ მერე, რო­გორც ჩანს, ვერ იმუ­შა­ვეს და გა­ჩერ­დნენ, რად­გან ამ სფე­რო­ში და­ფი­ნან­სე­ბა არ არის.

"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს ვი­ნა­ხავთ და როცა ამის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებთ. ჩვე­ნი წვლი­ლი რომ შე­ვი­ტა­ნოთ ამ სფე­რო­ში, სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ ვა­კე­თებთ ფილ­მებს და სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ებს ვუშ­ვებთ. თუ კონ­ტაქ­ტი ხდე­ბა, ად­გილ­ზე ჩავ­დი­ვართ და მეტ-ნაკ­ლე­ბად ვიკ­ვლევთ, მაგ­რამ უსახ­სრო­ბის გამო იმის მე­ა­თე­დი კეთ­დე­ბა, რაც სა­ჭი­როა.

"ჩვენ მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­კი­თხვას, მათ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მას და დაკ­ვირ­ვე­ბას ვახ­დენთ, რომ­ლებ­საც არა­მი­წი­ერ არ­სე­ბებ­თან ახლო ან შორი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დათ. ადრე ამ სა­კი­თხში ჩარ­თუ­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შა­კი, ფსი­ქო­ლო­გი, კეთ­დე­ბო­და სის­ხლის ანა­ლი­ზი და ა.შ. გა­აჩ­ნია, რა სა­ხის შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე, როცა კონ­ტაქ­ტის დროს ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა ხდე­ბა და ადა­მი­ანს ამის კვა­ლი რჩე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა ხდე­ბა სა­ჭი­რო.

"არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ხო­მალდმა ჭვარტლი მი­აფ­რქვია ხე­ებს, ჭვარტლის გა­მოკ­ვლე­ვა კი მე­ტა­ლურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ხდე­ბო­და. კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ოჯახს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი მცე­ნა­რე ჰქონ­და, რო­მელ­საც ბო­ტა­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტი იკ­ვლევ­და.

"და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, სა­დაც არა­ფე­რი უნდა ჩა­მო­ვარ­დნი­ლი­ყო, ფურ­ცელ­ზე ან კედ­ლებ­ზე იწე­რე­ბო­და წარ­წე­რე­ბი და წე­რი­ლო­ბი­თი ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცია ჩნდე­ბო­და. ამ წე­რი­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა ფსი­ქო­ლო­გის მიერ ხდე­ბო­და, რო­მე­ლიც იკ­ვლევ­და, თუ რო­გო­რი ტი­პის არ­სე­ბას შე­ეძ­ლო ამის და­წე­რა.

"კვლე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მრა­ვალ­მხრი­ვი, რად­გა­ნაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბი­თა და ამ ხალ­ხთან მხო­ლოდ ურ­თი­ერ­თო­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით.

"მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა არის ორ­მა­გი, დიდი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი სწავ­ლო­ბენ ამას და გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი აქვთ კვლე­ვა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ამ კვლე­ვის შე­დე­გებს იყე­ნე­ბენ ტექ­ნი­კა­ში. მე­ო­რე მიდ­გო­მის თა­ნახ­მად, ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის ფილ­მი, რო­მე­ლიც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­ზეა შექ­მნი­ლი, რე­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი­და­ნაა აღე­ბუ­ლი", - გვი­თხრა ერეკ­ლე შო­ნი­ამ.

1991 წლი­დან არ­სე­ბობს სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექტ-ასო­ცი­ა­ცია "ადა­მი­ა­ნი-გა­რე­მო უფო­ლოგ­თან", რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი უფო­ლო­გი ერეკ­ლე შო­ნი­აა. მან ეს ასო­ცი­ა­ცია 1990-იან წლებ­ში გა­ნა­ახ­ლა, მა­ნამ­დე კი მა­მა­მი­სი, ფი­ზი­კო­სი თა­ლეს შო­ნია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მელ­საც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან პირ­და­პი­რი კავ­ში­რი ჰქონ­და.

სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

რეალობა
6

მაგრამ, ნურც იმას ვიტყვით რომ ჩვენს გარდა სხვაგანაც არსებობს ცივილიზაციაო, ვინ იცის აბა, ნახე?.. არა ხო?......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოში უცხოპლანეტელთა არსებობას სპეციალისტები ადასტურებენ

საქართველოში უცხოპლანეტელთა არსებობას სპეციალისტები ადასტურებენ

"ამ უზარმაზარი გალაქტიკების სისტემაზე ჩვენ მხოლოდ მცირედი ვიცით, ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ გარდა არავინ არსებობს" - ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ როგორც კეთილი, ასევე ბოროტი არამიწიერი არსებები საქართველოშიც იმყოფებიან, თუმცა ადამიანები მათ ხშირად ვერ ამჩნევენ.

საქართველოში უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული კვლევა 70-იანი წლებიდან მიმდინარეობს, შესაბამისად, დაგროვებულია გარკვეული მასალაც.

როგორც უფოლოგი ერეკლე შონია "რეზონანსთან" ამბობს, არსებობს ფაქტები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, რომ მტკიცედ დავადასტუროთ მათი არსებობა. მისი თქმით, შორი კონტაქტის 80 შემთხვევა არსებობს, თუმცა არამიწიერი არსებები ზოგჯერ ადამიანებთან ახლო კონტაქტსაც ამყარებენ. ამიტომ ჩვენთან მათი ათასობით აღწერილობა ინახება. ისინი სხვადასხვა კანის ფერის მქონე ადამიანის მსგავსი არსებები არიან, ზოგიერთი დაბალია, ზოგი კი სამ მეტრზე მაღალი.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი უცხოპლანეტელებთან ახლო კონტაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ სამყაროში უამრავი არსებაა, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ, თუმცა ისინი დროდადრო კონტაქტზე გამოდიან და ამის უამრავი მაგალითიც გვაქვს.

"ამ თემაზე თალეს შონია მუშაობდა, სწორედ მასთან ერთად რუსთავში ერთ-ერთ უცხოპლანეტელს შევხვდი, ფანტასტიკური შეხვედრა იყო, მე ჩემი თვალით ვიხილე საოცარი აღნაგობის პიროვნება, რომელიც ორ მეტრზე მაღალი იყო და კანზე მომწვანო ელემენტები ჰქონდა.

"მახსოვს, მან თქვა, რომ მოვა დრო და თქვენც გახდებით აქაურთათვის უცხოპლანეტელები, დედამიწა თავის განვითარების ეტაპს ამოწურავს და თქვენ უკვე სხვა სამყაროში მოხვალთ. სწორედ ასე ვიყავით ჩვენც.

"იყო პერიოდი, როცა ჩვენც ვცხოვრობდით დედამიწაზე, მაგრამ გადავედით სხვა განვითარების დონეზე და ამისთვის საჭირო იყო სხვა პლანეტარული განვითარება, რასაც სხვანაირი სხეული, სხვანაირი სუნთქვის პრინციპები სჭირდებოდა, ამიტომ განვსხვავდებით გარეგნულად თქვენგანო.

"ასევე არიან ჩვენზე მაღალი განვითარების სულები და დაბალი განვითარების სულები, რომლებიც დედამიწაზე ჩვენს მერე მოვლენ. სამყაროში ძალიან დიდი გრადაციაა. ამ უზარმაზარი გალაქტიკების სისტემაზე ჩვენ მხოლოდ მცირედი ვიცით. ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ გარდა არავინ არსებობს.

"როდესაც ადამიანი მესამე განზომილებიდან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, მეოთხე განზომილებაში გადავა, ის საოცრებებს დაინახავს, რომლებიც ჩვენ გვერდით არის და ჩვენ ვერ აღვიქვამთ. მაგალითად, ითვლება, რომ ეგვიპტის პირამიდის ქვეშ უზარმაზარი ქალაქებია, მაგრამ ჩვენ მესამე განზომილებიდან მხოლოდ ქვებს ვხედავთ, მეოთხე განზომილება კი ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, კედელში გავიდეს და მის მიღმა არსებული სიცოცხლე დაინახოს.

"მეცნიერებამ რასაც მიაგნო, მხოლოდ იმ ჩარჩოებში ვართ მოქცეული. თუმცა ადამიანებისთვის ძალიან ბევრი სამყაროსეული საიდუმლოებები გაიხსნება", - ამბობს ცაგარელი და დასძენს, რომ უცხოპლანეტელების სხვადასხვა გრადაცია არსებობს, მაგალითად იუპიტერიანელები და მარსიანელები. თუმცა მარსიანელები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე იუპიტერიანელები.

"მე მახსოვს, ბატონი თალესიც კი გვაფრთხილებდა, რომ მარსიანელები ადამიანებისთვის საშიშნი იყვნენ. თუმცა თუ პრაქტიკა არ გაქვთ, მათი გამოცნობა ძნელია, მათ იუპიტერიანელებისგან განსხვავებული კანის ფერი აქვთ, არ არიან მომწვანო ელემენტების კანის მატარებელნი. მათთან ცოტა სიფრთხილეა საჭირო, რადგან ისინი ადამიანებზე გარკვეულ ექსპერიმენტებს აწარმოებენ. იუპიტერიენელები კი პირიქით, გვეხმარებიან და გვიცავენ, მათ შორის, მარსიანელების შემოტევისგანაც".

როდესაც ქვეყანას უბედურება ელოდება, ისინი ცის კაბადონზე გროვდებიან. როგორც ცაგარელმა თქვა, მეორე მსოფლიო ომის დროს არნახულად დიდი რაოდენობის უცხოპლანეტელი იყო, რაც საბჭოთა გენერლებმაც კი აღწერეს, თუმცა ამ დრომდე ეს გასაიდუმლოებული იყო.

კოტე ჯაფარიძე, რომელიც უფოლოგიით არის დაინტერესებული, თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ 1990-იან წლებში მათი გამოჩენის შანსი უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლა.

"ჩემს სახლთან არის მოდელი, სადაც უცხოპლანეტელთა ხომალდები ჯდებოდნენ, გადმოცემით ვიცი, რომ ეს ადგილი მათ ძალიან მოსწონდათ. 1990 წელს დედაჩემმა დაინახა მათი ხომალდი. თუმცა კარგა ხანია ჩვენ მსგავსი აღარაფერი გვინახავს", - ამბობს ჯაფარიძე.

როგორც ერეკლე შონია ამბობს, 1990-1991 წლებში უცხოპლანეტელთა ათასობით შორი და ახლო კონტაქტების შემთხვევები დაფიქსირდა.

"დაახლოებით 90-იანი წლების დასაწყისში არამიწიერი არსებები ძალიან აქტიურად იყვნენ მთელ საქართველოში მოდებულნი, განსაკუთრებით კი თბილისში, ვინაიდან სოფლები დაცარიელებული იყო.

"რაც შეეხება ბოლო პერიოდს, 2 წლის წინ სამეგრელოს რაიონში რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა არ იცოდნენ, რა ფენომენალურ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე და კონტაქტში შესვლისას ადამიანები ქვებს ესროდნენ. ახლა ქართლი გახდა გარკვეული მოვლენების ეპიცენტრი.

"სოფელ ზღუდერში ბრახუნი და ნგრევის ხმა ისმოდა. ოჯახის წევრებმა კი არ იცოდნენ, რა ხდებოდა და დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში ოჯახი და მეზობლები შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ. მეორე სოფელში ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა, სოფელ ტყვიავში იხატება ჯვრები, ეცხადებათ ადამიანებს გარკვეული არსებები. უცნაური ამბები ხდება, თუმცა არ ვიცით ჯერ, ეს რა მოვლენაა, არ შეგვიძლია, რომ ეს უცხოპლანეტელებს მივაწეროთ.

"საწყის ეტაპზე, როცა მსგავსი ფენომენალური მოვლენა გამოვლინდება, არ ვამბობთ, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ადამიანი ზემგრძნობიარეა და მას შეუძლია გარდაცვლილებში ინფორმაციის წაკითხვა, ამიტომ არ ვიცით, ეს უცხოპლანეტელია თუ სხვა რამ.

"1989 წელს ხომალდმა საგურამოს ტყეს გადაუფრინა და კვალი დატოვა, ხეების მასა დამტვრეული და ჭვარტლმიფრქვეული იყო. თუ არ ჩავთვლით ასეთ ძლიერ შემთხვევებს, ძალიან საინტერესოა ახლო კონტაქტები, რომელიც არამიწიერ არსებასთან ურთიერთობას გულისხმობს.

"საქართველოში უკვე 80 შორეული კონტაქტის შემთხვევაა აღმოჩენილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ გაწყვეტილი ხეები, ხშირი შემთხვევაა, როცა ცაზე დაინახეს მანათოებლი სხეული, თუმცა გამოკვლევისას ეს არაფერს არ იძლევა, ვინაიდან ის შეიძლება ადამიანის მიერ აღქმული ვარსკვლავი ან მიწიდან გაშვებული რაკეტის კვალი იყოს.

"მე ვაერთიანებ შორეულ და ახლო კონტაქტებს, რადგან ფართო მოკვლევამაც აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ერთმანეთთანაა კავშირში, ანუ ერთ ისტორიას შეიძლება სხვადასხვანაირი გამოვლინება ჰქონდეს. დაგროვებული გვაქვს ბაზა, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და დეტალები ერთმანეთს მივამსგავსოთ, მაგალითად, ერთმანეთს ჰგავს უცხოპლანეტელის გამოჩენის და გაქრობის დეტალები.

"ასევე საინტერესოა, რომ სხვადასხვა გეოგრაფიულ არეში სხვადასხვა ადამიანის მონაყოლი ერთმანეთს წააგავს, არამიწიერის ქცევას და ხომალდს თითქმის ერთი და იმავენაირად აღწერენ. ასევე ემთხვევა საურთიერთობო ენაც. ახლო კონტაქტის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ უცხოპლანეტელები ქართულ ენაზე მეტყველებენ.

"საქართველოში იყო რამდენიმე მცდელობა, რომ გაეკეთებინათ უცხოპლანეტელთა საკვლევი ორგანიზაცია და მათ ჩვენს დასახელებას არქმევდნენ, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ვერ იმუშავეს და გაჩერდნენ, რადგან ამ სფეროში დაფინანსება არ არის.

"ჩვენ საქართველოში უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ შემთხვევებს ვინახავთ და როცა ამის გაანალიზების შესაძლებლობა გვექნება, მუშაობას დავიწყებთ. ჩვენი წვლილი რომ შევიტანოთ ამ სფეროში, სამ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ ფილმებს და საგაზეთო სტატიებს ვუშვებთ. თუ კონტაქტი ხდება, ადგილზე ჩავდივართ და მეტ-ნაკლებად ვიკვლევთ, მაგრამ უსახსრობის გამო იმის მეათედი კეთდება, რაც საჭიროა.

"ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანების გამოკითხვას, მათთვის მიმართულების მიცემას და დაკვირვებას ვახდენთ, რომლებსაც არამიწიერ არსებებთან ახლო ან შორი კონტაქტი ჰქონდათ. ადრე ამ საკითხში ჩართული იყო სამედიცინო მუშაკი, ფსიქოლოგი, კეთდებოდა სისხლის ანალიზი და ა.შ. გააჩნია, რა სახის შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა კონტაქტის დროს ოპერაციის გაკეთება ხდება და ადამიანს ამის კვალი რჩება, სამედიცინო გამოკვლევა ხდება საჭირო.

"არის შემთხვევები, როცა ხომალდმა ჭვარტლი მიაფრქვია ხეებს, ჭვარტლის გამოკვლევა კი მეტალურგიის ინსტიტუტში ხდებოდა. კონტაქტის შემთხვევაში ოჯახს უცხოპლანეტელის მიერ ნაჩუქარი მცენარე ჰქონდა, რომელსაც ბოტანიკის ინსტიტუტი იკვლევდა.

"დახურულ სივრცეში, სადაც არაფერი უნდა ჩამოვარდნილიყო, ფურცელზე ან კედლებზე იწერებოდა წარწერები და წერილობითი ხასიათის ინფორმაცია ჩნდებოდა. ამ წერილების გამოკვლევა ფსიქოლოგის მიერ ხდებოდა, რომელიც იკვლევდა, თუ როგორი ტიპის არსებას შეეძლო ამის დაწერა.

"კვლევა შესაძლებელია მრავალმხრივი, რადგანაც ამის საშუალება არ გვაქვს, მასალის შეგროვებითა და ამ ხალხთან მხოლოდ ურთიერთობით შემოვიფარგლებით.

"მსოფლიო პრაქტიკა არის ორმაგი, დიდი სახელმწიფოები სწავლობენ ამას და გასაიდუმლოებული აქვთ კვლევა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კვლევის შედეგებს იყენებენ ტექნიკაში. მეორე მიდგომის თანახმად, ბოლო პერიოდში გადაღებული ყველა ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც უცხოპლანეტელებზეა შექმნილი, რეალური კონტაქტებიდანაა აღებული", - გვითხრა ერეკლე შონიამ.

1991 წლიდან არსებობს სამეცნიერო პროექტ-ასოციაცია "ადამიანი-გარემო უფოლოგთან", რომლის ხელმძღვანელი უფოლოგი ერეკლე შონიაა. მან ეს ასოციაცია 1990-იან წლებში განაახლა, მანამდე კი მამამისი, ფიზიკოსი თალეს შონია ხელმძღვანელობდა, რომელსაც უცხოპლანეტელებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა.

სალომე აბულაძე

გაზეთი "რეზონანსი"

"ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაუგია..." - ვინ იყო 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც ზესტაფონში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს COVID-19  გადატანილი აქვს" - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე?

"რეალისტები თუ ვიქნებით, უახლოეს დღეებში, საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინები საქართველოს ვერ ექნება" - ბიძინა კულუმბეგოვი