პარტნიორები:

    "ნაციონალები" ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის "მსხვილ კორუფციულ სქემას" აქვეყნებენ

    "ნაციონალები" ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის "მსხვილ კორუფციულ სქემას" აქვეყნებენ

    "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის "მსხვილ კორუფციულ სქემას" აქვეყნებს.

    როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ თავის კონტროლს ქვეშ მოაქციეს ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმები და შემმოწმებელი კომპანია.

    "პრემიერის მეუღლის (თამაზაშვილის ქალიშვილის) ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი დაინიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ.

    ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს "სერპანტინმა" (ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარი), მათ შორის 12.5 მილიონი ლარის ტენდერები სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციის მიერ იქნა გამოცხადებული. გარდა ამისა, პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანიასთან გაფორმებული არის რამდენიმე მილიონიანი ხელშეკრულებები.

    კომპანია "სერპანტინის" 51% მფლობელი 65 წლის ქალბატონი თამარ ჯანყარაშვილი, შსს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს გენ. ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დის შვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი.

    აღნიშნულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში მოიგო ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ტენდერები (შედარებისთვის გასული წლების განმავლობაში იგივე ფირმამ 6 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო შეკვეთა შეასრულა ანუ საშუალოდ წელიწადში 20 ჯერ ნაკლები ვიდრე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში).

    კლანმა ზეწოლის შედეგად აიძულა დაგებული საფარის შემმოწმებელი ერთადერთ ფირმა შპს "საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია" ქვეკონტრაქტორად აეყვანა შპს "ვილსფორტ მენეჯმენტი", რომლის ტექნიკური დირექტორი არის ელდარ ხუციაძე, შპს "სერპანტინის" 31% მფლობელის ნუგზარ ხუციაძის მამა.

    "შპს ვილსფორტ მენეჯმენტი"-ის 50%-ის მფლობელი არის აგრეთვე კახა ბაინდურაშვილი, შპს "TV3"-ის თანამფლობელი და ძმები ჩხენკელების ბიზნეს პარტნიორი. აკაკი ჩხენკელი, შსს გენინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანია, ანუ ზვიად ჯანყარაშვილის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად კი პრემიერის კანცელარიის რეგიონული სამსახურის უფროსი. ლაშა ჩხენკელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი, შპს "TV3"-ის თანამფლობელია",-ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა