მასტერის ახალი სიყვარული - რატომ გადაიღო რეპერმა განსხვავებული კლიპი?

მასტერის ახალი სიყვარული - რატომ გადაიღო რეპერმა განსხვავებული კლიპი?

თოვლმა რეპერ მასტერს (გიორგი პავლიაშვილი) ერთი იდეის განხორციელების საშუალება მისცა, - თავადვე გადაიღო საკუთარი ახალი კლიპი და ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში ("ფეისბუქზე") განათავსა. ვიდეორგოლი უამრავმა ადამიანმა ნახა...

მასტერი:

- როდესაც ჩემს კლიპს ვიღებ, როგორც მუსიკალურ პროდუქტს, მისთვის (მუსკას, ტექსტს, არანჟირებას, მიქსინგს და მასტერინგს) ყველაფერს თავად ვაკეთებ. მის მუსიკალურ მხარესაც მთლიანად ვუზრუნველყოფ... სცენარს ვწერ, ვიდეორგოლის პერსონაჟსაც მე ვირჩევ, გადაღებულს ვამონტაჟებ... ერთხელ ჟურნალისტმა მკითხა, - ოპერატორიც თქვენ ხართო? ალბათ, არ იცოდა, ოპერატორის საქმიანობა რას ნიშნავს... კლიპის ასე გადაღება ბევრ თანხას მიზოგავს და აქედან გამომდინარე, ვცდილობ, ნაკლები ხარჯი მქონდეს...

- მოკლედ, შენი ყველა ვიდეორგოლი შენივე გადაღებულია?

- კი, თითქმის სულ ჩემი გადაღებულია. ამ კონკრეტული სიმღერისთვისაც მარტივად გადასაღები კადრები მოვიფიქრე, რომ დიდი ხარჯი არ მქონოდა.

- სად გადაიღე ეს ულამაზესი კადრები?

- კლიპის გადაღებები ოქროყანასა და თიანეთში მიმდინარეობდა და ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ ყველას ძალიან მოეწონა ის ადგილები და მეკითხებიან, თუ სად არის გადაღებული? ოპერატორი გივი მაღრაძე გახლდათ, უნიჭიერესი ახალგაზრდა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. გადაღება დღის 12 საათზე დავიწყეთ და 6-7 საათი მიმდინარეობდა... იმავე საღამოს, სახლში რომ მივედი, "ჩავუჯექი" და დილის 5 საათამდე ვამონტაჟებდი... სხვათა შორის ისეთი პრობლემა შემექმნა, რასაც აქამდე არ შევჯახებივარ.

- რას გულისხმობ?

- ეს გამოიხატება ლამაზი კადრების ამორჩევაში, იმდენად ბევრი იყო ლამაზი და ესთეტიკური კადრი, რომ მეორე კლიპსაც ეყოფოდა... ძლივს გადავარჩიე, მით უმეტეს, კადრები, სადაც მარიამი მონაწილეობდა. სიმღერაც ძალიან განსხვავებულია, როგორც ამბობენ, ცოტა - "არარეპერულიც". გარკვეულწილად მეც დავეთანხმები, კომპოზიციას მისამღერიც არ აქვს. მიდის მხოლოდ მუსიკაა. ვიტყოდი, რომ ეს ჩემი გამორჩეული ნამუშევარია, წინამორბედებს არ ჰგავს. 48 საათში კლიპს 6000-მდე ნახვა ჰქონდა, რაც ძალიან კარგი შედეგია...

- ამ კლიპში შენ და მხოლოდ ერთი გოგონა, - მარიამი მონაწილეობთ. რას გვეტყვი მასზე?

- სასურველია, მარიამს თავად ჰკითხოთ...

- შენი ახალი ვიდეორგოლი არც ერთ სატელევიზიო შოუში არ მიიტანე. რატომ?

- სატელევიზიო შოუებში იმიტომ არ მივიტანე, რომ "ჩემი ტელევიზია" "ფეისბუქის" ჩემი პირადი გვერდია, სადაც 20.000-მდე მსმენელი და მაყურებელი მყავს და თან, მათგან უარის მოსმენაც აღარ მინდა...

მოგვიანებით მარიამ ღარიბაშვილს დავუკავშირდით, რომელიც რეპერის ვიდეორგოლის ერთადერი პერსონაჟია...

- როგორ აღმოჩნდი მასტერის ვიდეორგოლში?

- მე და გიორგი ახლო მეგობრები ვართ. მითხრა, რომ ჩემი კლიპში გადაღება უნდოდა და მეც დავთანხმდი.

- რას გვეტყვი შენს მეგობარზე?

- ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარეა... მუშაობის დროს სიმკაცრე არ გამოუვლენია, ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვიმუშავეთ.

- კომპოზიცია, რომელსაც ის მღერის, არის სიყვარულზე... რეალურად შეყვარებულებიც ხომ არ ხართ?

- არა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოგებრები ვართ, ახლო და კარგი მეგობრები...

- შენი თავი მეტად რომ გაგვაცნო?

- ამჟამად ვმღერი, ვცეკვავ და ვსწავლობ. ჩემი ვოკალის პედაგოგია ნანა დაუშვილი. მიმღერია კონცერტებზე, ფესტივალზე და ივენთებზე. ვარ აბიტურიენტი, თეატრალურ უნივერსიტეტში მინდა სწავლის გაგრძელება...

ლალი ფაცია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება