საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გეგმავდა სააკაშვილი აფხაზეთში ომის დაწყებას - 2008 წლის საიდუმლო თათბირის დეტალები
როგორ გეგმავდა სააკაშვილი აფხაზეთში ომის დაწყებას - 2008 წლის საიდუმლო თათბირის დეტალები

"დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2008 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ღა­მის 01:00 სა­ათ­ზე, სო­ხუ­მამ­დე მის­ვლის გეგ­მა გა­აც­ნეს. მი­სი­ვე თქმით, სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ თათ­ბირს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის თით­ქმის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ეს­წრე­ბო­და და ამ ფაქტს არა ერთი მოწ­მე ოფი­ცე­რი ჰყავს.

2008 წლის აპ­რილ­ში აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის გეგ­მა­ზე ბურ­ჯა­ნა­ძემ "ტე­ლე­ი­მე­დის" გა­და­ცე­მა­ში "პო­ლი­ტი­კის დრო" ისა­უბ­რა.

ბურ­ჯა­ნა­ძე ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მოწ­მე­თა შო­რის ქვეყ­ნის მა­შინ­დელ პირ­ველ პი­რებს სა­ა­კაშ­ვილს, მე­რა­ბიშ­ვილს, ბო­კე­რი­ას, ტყე­შე­ლაშ­ვილს, ლო­მა­ი­ას, ვა­შა­ძეს და კე­ზე­რაშ­ვილს ასა­ხე­ლებს.

რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის და ბეჟუ­აშ­ვი­ლი ომის და­წყე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ, გიგა ბო­კე­რია კი, "ბოლო ხმა­ზე აღფ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი გაყ­ვი­რო­და: "კარ­ტა ბელე გვაქვს და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვი­წყოთ ომი აფხა­ზეთ­შიო".

"ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა რუ­სეთ­მა აფხა­ზეთ­ში სარ­კი­ნიგ­ზო ჯა­რე­ბი შე­იყ­ვა­ნა და აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა და­ი­წყეს. ეს ფაქ­ტი არ მო­მი­ყო­ლია მა­ნამ, სა­ნამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი თა­ვი­სი სიბ­რიყ­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა არ და­ი­წყო. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ნა­ი­რი იარ­ლი­ყი მო­მა­წე­რა და სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე მი­წო­და, მაგ­რამ არ მინ­დო­და ქვე­ყა­ნა დაგ­ვე­ზა­რა­ლე­ბი­ნა და ვინ­მეს­თვის იმის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი მი­მე­ცა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აპ­რილ­შიც კი ომის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ეს თა­ვად სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში და ამის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მეხ­სნა ხელი, და­ვა­დას­ტუ­რე და უფრო გახ­სნი­ლად შე­მიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კო, რომ დიახ, ამ ფაქტს ად­გი­ლი ჰქონ­და. არ­სე­ბობ­და კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე გა­მაც­ნეს. ეს იყო სო­ხუ­მამ­დე მის­ვლის გეგ­მა. ამას ეს­წრე­ბო­და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა, მაგ­რამ სო­ხუმს იქით და­ნარ­ჩე­ნი აფხა­ზე­თი სა­ა­კაშ­ვილს და მის მე­გობ­რებს არ აინ­ტე­რე­სებ­დათ. სწო­რედ მა­შინ შედ­გა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი სა­ა­კაშ­ვილ­სა და პუ­ტინს შო­რის, რო­მე­ლიც ასე­ვე პირ­ვე­ლად სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ახ­მო­ვა­ნა და არა მე. ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს ვეს­წრე­ბო­დი და ის ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით შედ­გა. სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა კი­დეც, რომ სწო­რედ მა­შინ უთხრა პუ­ტინ­მა, რომ თუ შენ ომს და­ი­წყებ, იქ დგა­ნან ჩვე­ნი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი, და­ვა­მარ­ცხებ შენს ჯარს, ვცნობ აფხე­ზეთს და სამ­ხეთ ოსეთს და და­გიშ­ლი ქვე­ყა­ნა­სო", - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

"დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ამ თე­მა­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა შე­უძ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

როგორ გეგმავდა სააკაშვილი აფხაზეთში ომის დაწყებას - 2008 წლის საიდუმლო თათბირის დეტალები

როგორ გეგმავდა სააკაშვილი აფხაზეთში ომის დაწყებას - 2008 წლის საიდუმლო თათბირის დეტალები

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2008 წლის გაზაფხულზე მას თავდაცვის სამინისტროში, ღამის 01:00 საათზე, სოხუმამდე მისვლის გეგმა გააცნეს. მისივე თქმით, სამინისტროში გამართულ თათბირს გენერალური შტაბის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა და ამ ფაქტს არა ერთი მოწმე ოფიცერი ჰყავს.

2008 წლის აპრილში აფხაზეთის მიმართულებით საომარი მოქმედებების დაწყების გეგმაზე ბურჯანაძემ "ტელეიმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" ისაუბრა.

ბურჯანაძე ასეთი გადაწყვეტილების მოწმეთა შორის ქვეყნის მაშინდელ პირველ პირებს სააკაშვილს, მერაბიშვილს, ბოკერიას, ტყეშელაშვილს, ლომაიას, ვაშაძეს და კეზერაშვილს ასახელებს.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ის და ბეჟუაშვილი ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, გიგა ბოკერია კი, "ბოლო ხმაზე აღფთოვანებული გაყვიროდა: "კარტა ბელე გვაქვს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო".

"ეს ის პერიოდი იყო, როცა რუსეთმა აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა დაიწყეს. ეს ფაქტი არ მომიყოლია მანამ, სანამ ამაზე საუბარი თავისი სიბრიყვით სააკაშვილმა არ დაიწყო. წინა ხელისუფლებამ ყველანაირი იარლიყი მომაწერა და სამშობლოს მოღალატე მიწოდა, მაგრამ არ მინდოდა ქვეყანა დაგვეზარალებინა და ვინმესთვის იმის თქმის საფუძველი მიმეცა, რომ საქართველო აპრილშიც კი ომისთვის ემზადებოდა. ეს თავად სააკაშვილმა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში და ამის შემდეგ, ბუნებრივია, გამეხსნა ხელი, დავადასტურე და უფრო გახსნილად შემიძლია ვილაპარაკო, რომ დიახ, ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა. არსებობდა კონკრეტული გეგმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ღამის პირველ საათზე გამაცნეს. ეს იყო სოხუმამდე მისვლის გეგმა. ამას ესწრებოდა გენერალური შტაბის შემადგენლობა, მაგრამ სოხუმს იქით დანარჩენი აფხაზეთი სააკაშვილს და მის მეგობრებს არ აინტერესებდათ. სწორედ მაშინ შედგა სატელეფონო საუბარი სააკაშვილსა და პუტინს შორის, რომელიც ასევე პირველად სააკაშვილმა გაახმოვანა და არა მე. ამ სატელეფონო საუბარს ვესწრებოდი და ის ჩემი ინიციატივით შედგა. სააკაშვილმა გაიხსენა კიდეც, რომ სწორედ მაშინ უთხრა პუტინმა, რომ თუ შენ ომს დაიწყებ, იქ დგანან ჩვენი სამშვიდობო ძალები, დავამარცხებ შენს ჯარს, ვცნობ აფხეზეთს და სამხეთ ოსეთს და დაგიშლი ქვეყანასო", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ პროკურატურას ამ თემაზე გამოძიების დაწყება შეუძლია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა