სოჭი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 7 თებერვალს უმასპინძლებს. თუმცა, დღემდე არსებობს ეჭვები, ნამდვილად მზადაა თუ არა ქალაქი ტურისტებისა და ჟურნალისტების მისაღებად.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეპორტიორმა ადგილობრივი სასტუმროების ნომრები წინასწარ დაჯავშნა, თუმცა ზოგიერთი მათგანი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა - მედიისთვის განკუთვნილი 9 სასტუმროდან სტუმრების მისაღებად მზად მხოლოდ 6-ია. სასტუმროები ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. თუ სტუმარს გაუმართლა და ონკანში წყალი დახვდა, სასიხარულოდ საქმე ნამდვილად არ აქვს, რადგანაც სასმელად უვარგისია. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ სასტუმროს ნომრებში მუშები დადიან და ჯერ კიდევ მუშაობენ.
შეწუხებულმა ჟურნალისტებმა "ტვიტერში" პოსტები დაწერეს, სადაც სასტუმროებში არსებულ ვითარებას აღწერენ:
"CNN-მა 5 თვის წინ 11 ოთახი დაჯავშნა. მხოლოდ 1 ნომერია ვარგისი", - წერს ჟურნალისტი ჰარი რიკი.
როგორც ტვიტერში ჟურნალისტების პოსტებიდან ირკვევა, სასტუმროებში არ არის გათბობა და ინტერნეტი. ზოგიერთ ნომერში არ არის იატაკი, მაგრამ მაგიდაზე ვლადიმერ პუტინის პორტრეტი დევს. ტუალეტის კარს ინგლისურ და რუსულ ენაზე აწერია: "გთხოვთ, უნიტაზში ქაღალდს ნუ ჩააგდებთ".
მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით.
იხილეთ ასევე: რისი გაკეთება არ შეიძლება სოჭის სასტუმროს სააბაზანოში