სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემიკო ჭიჭინაძეს წიგნის მაღაზიაში სიარულის აზარტი აქვს
თემიკო ჭიჭინაძეს წიგნის მაღაზიაში სიარულის აზარტი აქვს

მსა­ხი­ობ თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძეს პოე­ზია უყ­ვარს და ხში­რად კი­თხუ­ლობს. ასე­ვე ინ­ტე­რეს­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით და მის­თვის უკვე ნაც­ნობ ავ­ტო­რებ­საც ხში­რად უბ­რუნ­დე­ბა. შე­უძ­ლია, ნა­წარ­მო­ებს კომ­პი­უ­ტერ­ში გა­ეც­ნოს, მაგ­რამ მის­თვის წიგნს უფრო სხვა "მუ­ღა­მი" და "იდუ­მა­ლე­ბა" აქვს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად მოს­წონ­და არა­ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, მათ შო­რის დ"არ­ტა­ნი­ა­ნი, ჰოლ­დენ კოლ­ფილ­დი, ხოლო დონ კი­ხო­ტი დღემ­დე მის საყ­ვა­რელ გმი­რად რჩე­ბა. ამ­ბობს, რომ წიგ­ნებ­ზე ყო­ველ­თვის გუ­ლით ლა­პა­რა­კობს და ეს მისი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი თე­მაა...

- ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პო­ე­ზი­ი­სად­მი ტრა­ფა­რე­ტუ­ლი მიდ­გო­მაა. ზო­გი­ერ­თმა ადა­მი­ან­მა ერთი პო­ე­ტის რამ­დე­ნი­მე სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ლექ­სი იცის და ჰგო­ნია, რომ იმ პო­ე­ტის პო­ე­ზი­ას იც­ნობს. ვთქვათ, თუნ­დაც გე­ნი­ოს გა­ლა­კტი­ონს, მაგ­რამ მას მხო­ლოდ "მე და ღამე" არ და­უ­წე­რია. ლექ­სი პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბაა და ისი­ნი ეტა­პობ­რი­ვად, წლე­ბის მი­ხედ­ვით რომ და­ა­ლა­გო, მიხ­ვდე­ბი, რა გა­ი­ა­რა და რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბო­და ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი.

- თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში, ალ­ბათ, უმ­თავ­რე­სად პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა გი­წევ­დათ...

- დიახ. ბა­ტო­ნი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის­გან მკაც­რი და­ვა­ლე­ბა გვქონ­და, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად თითო პი­ე­სა გვე­კი­თხა. გვე­უბ­ნე­ბო­და, პი­ე­სებს ახლა თუ არ წა­ი­კი­თხავთ, მერე სა­ერ­თოდ აღარ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით, არა­და, მსა­ხი­ო­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­ე­სე­ბის ცოდ­ნაო. ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 30 პი­ე­სას ნამ­დვი­ლად ვერ ვკი­თხუ­ლობ­დი, მთლად ასე ბე­ჯი­თა­დაც ნუ გა­მო­მიყ­ვანთ (იღი­მის), მაგ­რამ სტუ­დენ­ტო­ბის დროს, ბა­ტო­ნი გი­გას და­ვა­ლე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი პი­ე­სა მაქვს წა­კი­თხუ­ლი. სხვა­თა შო­რის, შემ­დეგ ეს ჩვე­ვა­ში გა­და­მი­ვი­და და ახ­ლაც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკი­თხუ­ლობ ჩემ­თვის ახალ დრა­მა­ტურ­გებს.

- უწინ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბო­და ამა თუ იმ ავ­ტო­რის წიგ­ნის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას...

- დიახ, გან­სა­კუთ­რე­ბით მათი, ვინც არ იყ­ვნენ პო­პუ­ლის­ტუ­რი რე­ჟი­მის იდე­ო­ლო­გე­ბი. იყო პე­რი­ო­დი, როცა წიგ­ნი ჩემი ხე­ლით ამი­კინ­ძავს. ნა­წარ­მო­ე­ბებს სხვა­დას­ხვა ჟურ­ნა­ლი­დან ვაგ­რო­ვებ­დით. ძი­რი­თა­დად ეს იყო "ინას­ტრან­ნა­ია ლი­ტე­რა­ტუ­რა", სა­დაც იბეჭ­დე­ბო­და ისე­თი შე­მოქ­მე­დე­ბა, რომ­ლის შოვ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­წევ­და ფურ­ცლე­ბის ამო­ხე­ვა და ბო­ლოს წიგ­ნად ვკინ­ძავ­დით. დღემ­დე მაქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი რამ­დე­ნი­მე ასე­თი წიგ­ნი. მათ მუ­ყა­ო­ზე გა­დაკ­რულ ბორ­დოს­ფერ ყდას ვუ­კე­თებ­დი. წიგ­ნე­ბის თხო­ვე­ბაც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ხდე­ბო­და და ამ­გვა­რად ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და. ასე მაქვს წა­კი­თხუ­ლი "დოქ­ტო­რი ჟი­ვა­გო". წიგ­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­გებ­რუ­ნე­ბი­ნა დათ­ქმულ დროს, რად­გან შემ­დეგ სხვაც იყო რიგ­ში. სა­ერ­თოდ, ჩვე­ვად მაქვს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა არა­ფე­რი ვი­ყი­დო, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვათ­ვა­ლი­ე­რო, ხან­და­ხან რა­მეს გა­მო­ვა­ყო­ლებ ხოლ­მე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

თემიკო ჭიჭინაძეს წიგნის მაღაზიაში სიარულის აზარტი აქვს

თემიკო ჭიჭინაძეს წიგნის მაღაზიაში სიარულის აზარტი აქვს

მსახიობ თემიკო ჭიჭინაძეს პოეზია უყვარს და ხშირად კითხულობს. ასევე ინტერესდება თანამედროვე მწერლების შემოქმედებით და მისთვის უკვე ნაცნობ ავტორებსაც ხშირად უბრუნდება. შეუძლია, ნაწარმოებს კომპიუტერში გაეცნოს, მაგრამ მისთვის წიგნს უფრო სხვა ''მუღამი'' და ''იდუმალება'' აქვს. წლების განმავლობაში გამორჩეულად მოსწონდა არაერთი პერსონაჟი, მათ შორის დ"არტანიანი, ჰოლდენ კოლფილდი, ხოლო დონ კიხოტი დღემდე მის საყვარელ გმირად რჩება. ამბობს, რომ წიგნებზე ყოველთვის გულით ლაპარაკობს და ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი თემაა...

- ხშირ შემთხვევაში პოეზიისადმი ტრაფარეტული მიდგომაა. ზოგიერთმა ადამიანმა ერთი პოეტის რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილი ლექსი იცის და ჰგონია, რომ იმ პოეტის პოეზიას იცნობს. ვთქვათ, თუნდაც გენიოს გალაკტიონს, მაგრამ მას მხოლოდ ''მე და ღამე'' არ დაუწერია. ლექსი პოეტის ცხოვრებაა და ისინი ეტაპობრივად, წლების მიხედვით რომ დაალაგო, მიხვდები, რა გაიარა და როგორ ყალიბდებოდა ესა თუ ის ადამიანი.

- თეატრალურ ინსტიტუტში, ალბათ, უმთავრესად პროფესიული ლიტერატურის კითხვა გიწევდათ...

- დიახ. ბატონი გიგა ლორთქიფანიძისგან მკაცრი დავალება გვქონდა, რომ ყოველდღიურად თითო პიესა გვეკითხა. გვეუბნებოდა, პიესებს ახლა თუ არ წაიკითხავთ, მერე საერთოდ აღარ დაინტერესდებით, არადა, მსახიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია პიესების ცოდნაო. ახლა რომ ვიხსენებ, თვის განმავლობაში 30 პიესას ნამდვილად ვერ ვკითხულობდი, მთლად ასე ბეჯითადაც ნუ გამომიყვანთ (იღიმის), მაგრამ სტუდენტობის დროს, ბატონი გიგას დავალებით, ძალიან ბევრი პიესა მაქვს წაკითხული. სხვათა შორის, შემდეგ ეს ჩვევაში გადამივიდა და ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ჩემთვის ახალ დრამატურგებს.

- უწინ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ამა თუ იმ ავტორის წიგნის ხელში ჩაგდებას...

- დიახ, განსაკუთრებით მათი, ვინც არ იყვნენ პოპულისტური რეჟიმის იდეოლოგები. იყო პერიოდი, როცა წიგნი ჩემი ხელით ამიკინძავს. ნაწარმოებებს სხვადასხვა ჟურნალიდან ვაგროვებდით. ძირითადად ეს იყო ''ინასტრანნაია ლიტერატურა'', სადაც იბეჭდებოდა ისეთი შემოქმედება, რომლის შოვნა შეუძლებელი იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში გვიწევდა ფურცლების ამოხევა და ბოლოს წიგნად ვკინძავდით. დღემდე მაქვს შემონახული რამდენიმე ასეთი წიგნი. მათ მუყაოზე გადაკრულ ბორდოსფერ ყდას ვუკეთებდი. წიგნების თხოვებაც ძალიან აქტიურად ხდებოდა და ამგვარად ხელიდან ხელში გადადიოდა. ასე მაქვს წაკითხული ''დოქტორი ჟივაგო''. წიგნი აუცილებლად უნდა დაგებრუნებინა დათქმულ დროს, რადგან შემდეგ სხვაც იყო რიგში. საერთოდ, ჩვევად მაქვს წიგნის მაღაზიებში სიარული. შეიძლება არაფერი ვიყიდო, მაგრამ აუცილებლად უნდა დავათვალიერო, ხანდახან რამეს გამოვაყოლებ ხოლმე.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს