პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინმემ აგვიხსნას, რას ნიშნავს, "ევროვიზიის" ფორმატი?" - მარიკო ებრალიძის პროდიუსერის პასუხი კრიტიკოსებს
"ვინმემ აგვიხსნას, რას ნიშნავს, "ევროვიზიის" ფორმატი?" - მარიკო ებრალიძის პროდიუსერის პასუხი კრიტიკოსებს

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, "ევ­რო­ვი­ზია 2014"-ზე სა­ქარ­თვე­ლოს მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე და ჯგუ­ფი "შინ" წა­რად­გენს. მა­რი­კოს ვო­კა­ლურ მო­ნა­ცე­მებს არა­ვინ აპ­რო­ტეს­ტებს, მაგ­რამ მისი მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კა მა­ინც გა­ის­მის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სის­თვის ის შე­სა­ფე­რი­სი კან­დი­და­ტუ­რა არ არის. ეს მა­შინ, რო­დე­საც ჯერ არც კომ­პო­ზი­ცი­აა ცნო­ბი­ლი, რი­თაც მუ­სი­კო­სე­ბი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე წარ­დგე­ბი­ან, არც კოს­ტი­უ­მე­ბი და არც - სცე­ნოგ­რა­ფია...

"ამ­ბე­ბი.გე" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის პრო­დი­უ­სერს, ნა­თია უზ­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- რა კრი­ტე­რი­უ­მით შე­ირჩნენ კონ­კურ­სან­ტე­ბი და გა­მარ­ჯვე­ბის რა შან­სი აქვთ?

- შან­სებ­ზე ლა­პა­რა­კი რთუ­ლია. "ევ­რო­ვი­ზია" არის კონ­კურ­სი, რო­მელ­ზეც წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გათ­ვლი, რად­გა­ნაც მას თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტე­ბი ჰყავს. ასე­ვე ის არის დიდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ, რო­მელ­საც 300-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია უყუ­რებს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" და ქვეყ­ნის იქ წარ­დგე­ნა უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის, რად­გა­ნაც მუ­სი­კო­სი ქვე­ყა­ნას რეკ­ლა­მას უწევს. რაც შე­ე­ხე­ბა "შინს" და მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძეს, ისი­ნი შე­არ­ჩია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის საპ­რო­დი­უ­სე­რო ჯგუფ­მა. ბევ­რი კარ­გი მომ­ღე­რა­ლი გვყავს და ყვე­ლას სურს, ამ დიდ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­ჩე­ვა­ნი "შინ­სა" და მა­რი­კო ებ­რა­ლიძ­ზე გა­კეთ­და იმი­ტომ, რომ ამ ჯგუფს ევ­რო­პა­ში იც­ნო­ბენ. გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი აქვთ ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი ჯა­ზუ­რი ელე­მენ­ტე­ბით და ძა­ლი­ან მოს­წონთ ისი­ნი უცხო­ეთ­ში.

- ე.ი. მა­რი­კო და ჯგუ­ფი "შინ" სცე­ნა­ზე ერ­თად გა­მოვ­ლენ?

- კი, და ასე გა­მო­ცხად­დე­ბა - "შინ" და მა­რი­კო"...

- მა­რი­კო ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლია, ჩვენ­ში ტაშს უკ­რა­ვენ, თუმ­ცა არ­სე­ბობს ეჭვი, რომ შე­სა­ფე­რი­სი კან­დი­და­ტუ­რა ანუ "ევ­რო­ვი­ზი­ის" "ფორ­მა­ტი" არ არის. რას იტყვი?

- რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც არის, იმ­დე­ნი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს. მოდი, ნუ გა­ვუს­წრებთ მო­ვე­ნებს და და­ვე­ლო­დოთ 8 მა­ისს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წარ­სდგე­ბა. კრი­ტი­კა­ზე ად­ვი­ლი არა­ფე­რია. დღე­ვან­დე­ლი "ევ­რო­ვი­ზი­ის" სლო­გა­ნი არის: "შე­მოგ­ვი­ერ­თდით" და იქ­ნებ ცოტა ხანს კრი­ტი­კის­გან თავი შე­ვი­კა­ვოთ? შე­მოგ­ვი­ერ­თდით და გა­ვერ­თი­ან­დეთ "I არხზე" და მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ "შინს" და მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძეს. მაგ­რამ ეს არ არის მხო­ლოდ "I არ­ხის" პრო­ექ­ტი. მომ­ღე­რა­ლი ქვე­ყა­ნას წა­რად­გენს. უხერ­ხუ­ლია, რო­დე­საც უცხო­ე­ლი არ გაკ­რი­ტი­კებს, მოს­წონ­ხარ, რომ კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი გა­კეთ­და და სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თვე­ლე­ბი გაკ­რი­ტი­კე­ბენ. ამას­თან, ცოტა გულ­სატ­კე­ნიც არის.

- მოყ­ვა­რეს პირ­ში უძ­რა­ხეო... ხომ გა­გი­გო­ნია?

- კი, თუმ­ცა ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა ყვე­ლას­გან მი­სა­ღე­ბია. მა­შინ, რო­დე­საც არც სიმ­ღე­რა, არც სცე­ნოგ­რა­ფია და კოს­ტი­უ­მე­ბი არ არის და და­სა­ხე­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, წი­ნას­წა­რი კრი­ტი­კა ნა­ად­რე­ვია.

"ევ­რო­ვი­ზია", ვი­მე­ო­რებ, არის კონ­კურ­სი, რო­მელ­ზეც წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გათ­ვლი. მთა­ვა­რია უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თვე­ლებ­მა დაგ­ვი­მე­სი­ჯონ და მხარ­ში დაგ­ვიდ­გნენ. თვი­თონ ჟი­უ­რის­გან ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი გვაქვს ხოლ­მე, გვაკ­ლია ესე­მე­სე­ბი. წელს პირ­ვე­ლად ხდე­ბა, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ის" ჟი­უ­რის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. შან­სე­ბი იმი­სა, რომ ჟი­უ­რი მა­ღალ ქუ­ლას მოგ­ვცემს, ალ­ბათ უფრო დი­დია. ამას თუ და­ე­მა­ტე­ბა ესემ­სე­ბიც და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ეს იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო რამ.

ასე რომ, ვი­ღებთ ყვე­ლა­ნა­ირ კრი­ტი­კას, ჯან­საღს და ობი­ექ­ტურს. მზად ვართ, ყვე­ლა კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხოთ. კრი­ტი­კა­ზე ად­ვი­ლი არა­ფე­რია, უბ­რა­ლოდ, ისი­ნი, ვინც გვაკ­რი­ტი­კე­ბენ, და­ა­სა­ბუ­თონ, რა­ტომ აკ­რი­ტი­კე­ბენ მა­რი­კოს. რომ ამ­ბო­ბენ, "ევ­რო­ვი­ზი­ის" "ფორ­მა­ტი" არ არი­სო, იქ­ნებ ვინ­მემ მი­თხრას, რა არის "ევ­რო­ვი­ზი­ის" "ფორ­მა­ტი"? ამ კონ­კუსს ფორ­მა­ტი არ აქვს. შე­იძ­ლე­ბა ერთ წელს ერთი მო­ე­წო­ნოთ, მე­ო­რე წელს - მე­ო­რე...

- კომ­პო­ზი­ცი­ას "შინი" შექ­მნის?

- კი და ხვა­ლი­დან მა­რი­კო "სკა­ი­პით" და­ი­წყებს "შინ­თან" მუ­შა­ო­ბას. მო­გეხ­სე­ბეთ, ჯგუ­ფი ახლა გერ­მა­ნი­ა­შია. მას შემ­დეგ, რაც სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა მზად, მა­რი­კო მის ჩა­სა­წე­რად გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა და კომ­პო­ზი­ცი­ას მათ­თან ერ­თად ჩა­წერს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 10 დღით ჩა­მოვ­ლენ აქ და და­ძა­ბულ გრა­ფიკ­ში მო­უ­წევთ მუ­შა­ო­ბა.

ჯგუ­ფი The Shin და მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს 59-ე ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე წა­რად­გე­ნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღეს, 2013 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" ქარ­თველ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სოფო გე­ლო­ვან­მა და ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა გა­ახ­მო­ვა­ნეს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა წელს უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ში­და­შე­სარ­ჩე­ვი, ეროვ­ნუ­ლი კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შე და­ა­სა­ხე­ლა. ჯგუ­ფი The Shin და მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე 59-ე ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ სა­ღა­მო­ზე იმ­ღე­რე­ბენ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

"ვინმემ აგვიხსნას, რას ნიშნავს, "ევროვიზიის" ფორმატი?" - მარიკო ებრალიძის პროდიუსერის პასუხი კრიტიკოსებს

"ვინმემ აგვიხსნას, რას ნიშნავს, "ევროვიზიის" ფორმატი?" - მარიკო ებრალიძის პროდიუსერის პასუხი კრიტიკოსებს

როგორც ცნობილი გახდა, "ევროვიზია 2014"-ზე საქართველოს მარიკო ებრალიძე და ჯგუფი "შინ" წარადგენს. მარიკოს ვოკალურ მონაცემებს არავინ აპროტესტებს, მაგრამ მისი მისამართით კრიტიკა მაინც გაისმის, რომ აღნიშნული კონკურსისთვის ის შესაფერისი კანდიდატურა არ არის. ეს მაშინ, როდესაც ჯერ არც კომპოზიციაა ცნობილი, რითაც მუსიკოსები აუდიტორიის წინაშე წარდგებიან, არც კოსტიუმები და არც - სცენოგრაფია...

"ამბები.გე" საზოგადოებრივი მაუწყებლის "ევროვიზიის" კონკურსის პროდიუსერს, ნათია უზნაძეს დაუკავშირდა.

- რა კრიტერიუმით შეირჩნენ კონკურსანტები და გამარჯვების რა შანსი აქვთ?

- შანსებზე ლაპარაკი რთულია. "ევროვიზია" არის კონკურსი, რომელზეც წინასწარ ვერაფერს გათვლი, რადგანაც მას თავისი ფავორიტები ჰყავს. ასევე ის არის დიდი სატელევიზიო შოუ, რომელსაც 300-მილიონიანი აუდიტორია უყურებს.  მონაწილეობა "ევროვიზიაზე" და ქვეყნის იქ წარდგენა უკვე მნიშვნელოვანი რამ არის, რადგანაც მუსიკოსი ქვეყანას რეკლამას უწევს. რაც შეეხება "შინს" და მარიკო ებრალიძეს, ისინი შეარჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა. ბევრი კარგი მომღერალი გვყავს და ყველას სურს, ამ დიდ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევანი "შინსა" და მარიკო ებრალიძზე გაკეთდა იმიტომ, რომ ამ ჯგუფს ევროპაში იცნობენ. გათანამედროვებული აქვთ ქართული ფოლკლორი ჯაზური ელემენტებით და ძალიან მოსწონთ ისინი უცხოეთში.

- ე.ი. მარიკო და ჯგუფი "შინ" სცენაზე ერთად გამოვლენ?

- კი, და ასე გამოცხადდება - "შინ" და მარიკო"...

- მარიკო ნიჭიერი მომღერალია, ჩვენში ტაშს უკრავენ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შესაფერისი კანდიდატურა ანუ "ევროვიზიის" "ფორმატი" არ არის. რას იტყვი?

- რამდენი ადამიანიც არის, იმდენი მოსაზრება არსებობს. მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვენებს და დაველოდოთ 8 მაისს, როდესაც საქართველო "ევროვიზიაზე" წარსდგება. კრიტიკაზე ადვილი არაფერია. დღევანდელი "ევროვიზიის" სლოგანი არის: "შემოგვიერთდით" და იქნებ ცოტა ხანს კრიტიკისგან თავი შევიკავოთ? შემოგვიერთდით და გავერთიანდეთ "I არხზე" და მხარი დავუჭიროთ "შინს" და მარიკო ებრალიძეს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ "I არხის" პროექტი. მომღერალი ქვეყანას წარადგენს. უხერხულია, როდესაც უცხოელი არ გაკრიტიკებს, მოსწონხარ, რომ კარგი არჩევანი გაკეთდა და საქართველო, ქართველები გაკრიტიკებენ. ამასთან, ცოტა გულსატკენიც არის.

- მოყვარეს პირში უძრახეო... ხომ გაგიგონია?

- კი, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა ყველასგან მისაღებია. მაშინ, როდესაც არც სიმღერა, არც სცენოგრაფია და კოსტიუმები არ არის და დასახელებულები არიან მხოლოდ მონაწილეები, წინასწარი კრიტიკა ნაადრევია.

"ევროვიზია", ვიმეორებ, არის კონკურსი, რომელზეც წინასწარ ვერაფერს გათვლი. მთავარია უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა დაგვიმესიჯონ და მხარში დაგვიდგნენ. თვითონ ჟიურისგან ყოველთვის მაღალი ქულები გვაქვს ხოლმე, გვაკლია ესემესები. წელს პირველად ხდება, რომ "ევროვიზიის" ჟიურის ვინაობა ცნობილია. შანსები იმისა, რომ ჟიური მაღალ ქულას მოგვცემს, ალბათ უფრო დიდია. ამას თუ დაემატება ესემსებიც და უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა, ეს იქნება საუკეთესო რამ.

ასე რომ, ვიღებთ ყველანაირ კრიტიკას, ჯანსაღს და ობიექტურს. მზად ვართ, ყველა კითხვას ვუპასუხოთ. კრიტიკაზე ადვილი არაფერია, უბრალოდ, ისინი, ვინც გვაკრიტიკებენ, დაასაბუთონ, რატომ აკრიტიკებენ მარიკოს. რომ ამბობენ, "ევროვიზიის" "ფორმატი" არ არისო, იქნებ ვინმემ მითხრას, რა არის "ევროვიზიის" "ფორმატი"? ამ კონკუსს ფორმატი არ აქვს. შეიძლება ერთ წელს ერთი მოეწონოთ, მეორე წელს - მეორე...

- კომპოზიციას "შინი" შექმნის?

- კი და ხვალიდან მარიკო "სკაიპით" დაიწყებს "შინთან" მუშაობას. მოგეხსებეთ, ჯგუფი ახლა გერმანიაშია. მას შემდეგ, რაც სიმღერა იქნება მზად, მარიკო მის ჩასაწერად გერმანიაში გაემგზავრება და კომპოზიციას მათთან ერთად ჩაწერს. მოგვიანებით, 10 დღით ჩამოვლენ აქ და დაძაბულ გრაფიკში მოუწევთ მუშაობა.

ჯგუფი The Shin და მარიკო ებრალიძე საქართველოს 59-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს,  2013 წლის "ევროვიზიის" ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა გაახმოვანეს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს უფლება გამოიყენა და საქართველოს წარმომადგენელი შიდაშესარჩევი, ეროვნული კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელა. ჯგუფი The Shin და მარიკო ებრალიძე 59-ე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებენ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება