მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა კოზაკოვა: "არ მინდა რუსეთი"
მანანა კოზაკოვა: "არ მინდა რუსეთი"

ცნო­ბილ მსა­ხი­ობ მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვას ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი არ უთ­ქვამს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოს. მას თურ­მე არც ის მოს­წონს, როცა მისი კო­ლე­გე­ბი სა­ხალ­ხოდ გა­მო­დი­ან და მსგავს გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ რამ­დე­ნი­მე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა მა­ინც გაგ­ვი­ზი­ა­რა.

- პო­ლი­ტი­კა არ მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი. მა­ინ­ტე­რე­სებს ისე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქეს. უბ­რა­ლოდ, ამ სფე­რო­ში პრინ­ცი­პუ­ლად არ ვე­რე­ვი.

- მა­შინ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გექ­ნე­ბათ.

- სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხმობ­დი, როცა გი­თხა­რი, პო­ლი­ტი­კა­ში არ ვე­რე­ვი-მეთ­ქი. არ ვთვლი სა­ჭი­როდ, რომ მსა­ხი­ობ­მა და ზო­გა­დად, ხე­ლო­ვან­მა ადა­მი­ან­მა ხმა­მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი უნდა გა­ა­კე­თოს. შე­საძ­ლოა, ამ მოვ­ლე­ნებ­ში ჩარ­თუ­ლი ვიყო, ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სშიც გახ­ლდეთ, გან­ვიც­დი­დე ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას, ვფიქ­რობ­დე ამ სფე­რო­ზე და ოჯახ­ში ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვსა­უბ­რობ­დეთ და ვკა­მა­თობ­დეთ კი­დეც, მაგ­რამ ჩემი აზ­რის სა­ჯა­როდ და­ფიქ­სი­რე­ბას სა­ჭი­როდ არ ვთვლი. არ მი­ვიჩ­ნევ თავს ისე კომ­პე­ტენ­ტუ­რად, რომ რა­ი­მე­ზე აზრი გა­მოვ­თქვა. ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე გული ძა­ლი­ან შემ­ტკი­ვა. ვთვლი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­დაც სა­ჭი­რო­ზე მე­ტად არი­ან ჩარ­თულ­ნი. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად იც­ვლი­ან აზრს. გა­და­დი­ან ერთი პარ­ტი­ი­დან მე­ო­რე­ში, რაც ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მი­სა­ღე­ბი არ არის. მი­მაჩ­ნია, რომ ეს პრო­ფე­სი­ე­ბი საკ­მა­ოდ შორს არის ერ­თმა­ნე­თის­გან. არ მი­წყი­ნონ ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ როცა ხე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა­ში ერ­თვე­ბა, ეს მის ნა­მოღ­ვა­წარ­საც ვნებს და - ხალ­ხსაც. რად­გან ხალ­ხი რა ემო­ცი­ა­საც იღებს ლექ­სი­დან თუ მო­თხრო­ბი­დან, მსგავს ემო­ცი­ას პო­ლი­ტი­კი­დან ვე­რა­სო­დეს მი­ი­ღებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მო­ნაკ­ლი­სი არ­სე­ბობს, მაგ­რამ მე მათ რი­ცხვს არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი.

- იმ ადა­მი­ან­თა რი­ცხვს თუ მი­ე­კუთ­ვნე­ბით, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ხში­რად იც­ვლის და ხან ერთი გუნ­დი მოს­წონს, ხა­ნაც - მე­ო­რე?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რომ ამა თუ იმ გუნ­დზე აზრი შე­გეც­ვა­ლოს. სწო­რედ ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს. ვთქვათ, მომ­წონ­და ერთი პარ­ტია, არ­ჩევ­ნებ­ში მათ ხმაც მი­ვე­ცი, მაგ­რამ მერე ამ პარ­ტი­ამ სა­ში­ნე­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა, ან უშ­ვებ­და ამ შეც­დო­მას, მე კი გულ­წრფე­ლად მჯე­რო­და. უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში, რამ­დე­ნი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა გვქო­ნია. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჩემს მე­გობ­რებ­თან სა­უბ­რი­სას, ვა­ღი­ა­რებ, რომ შევ­ცდი, მაგ­რამ როცა სა­ჯა­როდ ვარ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბებს და თუ ის პარ­ტია რა­ღა­ცა­ში შეც­დე­ბა, ჩემი მხრი­დან მერე ამის აღი­ა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა. პი­რი­ქით, უნდა ვე­ცა­დო, რომ და­ვიც­ვა. თუ ვი­ცავ, ე.ი. ვა­მარ­თლებ და თუ ვა­მარ­თლებ, მათი მიმ­დე­ვა­რი ვხდე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ არ მინ­და, რომ სა­კუ­თა­რი აზრი ხმა­მაღ­ლა გა­მოვ­თქვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი გა­მაჩ­ნია. ამ ეტაპ­ზე კი შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ნამ­დვი­ლად არ მინ­და, რომ ჩვე­ნი გზა დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თის­კენ მი­დი­ო­დეს. ამის თქმის უფ­ლე­ბა, მე ყვე­ლა­ზე მე­ტად მაქვს, რად­გან ჩემი და-ძმა იქ ცხოვ­რობს, მაგ­რამ მათ თა­ვად არ მოს­წონთ ასე­თი რუ­სე­თი. ყვე­ლა­ნი ოპო­ზი­ცი­ურ მი­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. უფრო სხვა სა­მა­გა­ლი­თო ქვეყ­ნე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს. რუ­სე­თი არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც "შვი­ლი" არ უყ­ვარს. სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს სას­ტი­კად რომ ექ­ცე­ვა, არ შე­იძ­ლე­ბა, სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რი იყოს. სა­კუ­თარ ხალ­ხს კურსკი და ბეს­ლა­ნი მო­უ­წყო და სხვა ქვეყ­ნე­ბი­სად­მი კარ­გი რო­გორ იქ­ნე­ბა?

- ამ პა­სუ­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­საც აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებთ თვალ­ყურს...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებ. ახლა იქ საკ­მა­ოდ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ ხალ­ხი და­ი­ღა­ლა, არ უნ­დათ რუ­სეთ­თან მე­გობ­რო­ბა, რად­გან ისი­ნი ჭა­ობ­ში არი­ან. ყველ­გან კო­რუფ­ცია და კრი­მი­ნა­ლია. ის პრო­ცე­სი, რაც ახლა იქ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხალ­ხის და­პი­რის­პი­რე­ბას, სა­მო­ქა­ლა­ქო ომს ვგუ­ლის­ხმობ, ქვე­ყა­ნას უკან ხევს, მაგ­რამ ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის იბ­რძვი­ან. ამი­ტომ მათ მხარს ვუ­ჭერ და ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ.

- იქ­ნებ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზეც გვი­თხრათ რა­ი­მე?

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ საკ­მა­ოდ ცოტა დრო გა­ვი­და და რთუ­ლია რა­მე­ზე ლა­პა­რა­კი. ჩა­საფ­რე­ბის პო­ლი­ტი­კით გან­წყო­ბი­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ. მი­მაჩ­ნია, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს უნდა ვა­ცა­დოთ. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე რომ შე­მო­ვი­დეს, ვე­რა­ფერს გა­ი­გებს კი არა, იტყვის, ეს რა სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბაო. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ვადა და დრო აქვს. ვნა­ხოთ, რას იზა­მენ. კი ბა­ტო­ნო, ლა­რის კურ­სი საგ­რძნობ­ლად და­ვარ­და, მაგ­რამ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ად­რეც ყო­ფი­ლა. ეკო­ნო­მი­კა საკ­მა­ოდ ცვა­ლე­ბა­დია, მთა­ვა­რია, ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნოს... ღმერ­თმა ქნას, რომ მათ ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლონ.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მანანა კოზაკოვა: "არ მინდა რუსეთი"

მანანა კოზაკოვა: "არ მინდა რუსეთი"

ცნობილ მსახიობ მანანა კოზაკოვას ინტერვიუზე უარი არ უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ცდილობს, პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავოს. მას თურმე არც ის მოსწონს, როცა მისი კოლეგები სახალხოდ გამოდიან და მსგავს განცხადებებს აკეთებენ. მიუხედავად ამისა, ქალბატონმა მანანამ რამდენიმე საკუთარი მოსაზრება მაინც გაგვიზიარა.

- პოლიტიკა არ მაინტერესებს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მაინტერესებს ისე, როგორც ამ ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეს. უბრალოდ, ამ სფეროში პრინციპულად არ ვერევი.

- მაშინ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება გექნებათ.

- სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა გითხარი, პოლიტიკაში არ ვერევი-მეთქი. არ ვთვლი საჭიროდ, რომ მსახიობმა და ზოგადად, ხელოვანმა ადამიანმა ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები უნდა გააკეთოს. შესაძლოა, ამ მოვლენებში ჩართული ვიყო, ყველაფრის საქმის კურსშიც გახლდეთ, განვიცდიდე ამა თუ იმ მოვლენას, ვფიქრობდე ამ სფეროზე და ოჯახში ამ ყველაფერზე ვსაუბრობდეთ და ვკამათობდეთ კიდეც, მაგრამ ჩემი აზრის საჯაროდ დაფიქსირებას საჭიროდ არ ვთვლი. არ მივიჩნევ თავს ისე კომპეტენტურად, რომ რაიმეზე აზრი გამოვთქვა. ჩემს ქვეყანაზე გული ძალიან შემტკივა. ვთვლი, რომ პოლიტიკაში ხელოვანი ადამიანები ისედაც საჭიროზე მეტად არიან ჩართულნი. პოლიტიკოსები საკმაოდ ხშირად იცვლიან აზრს. გადადიან ერთი პარტიიდან მეორეში, რაც ხელოვანი ადამიანებისგან მისაღები არ არის. მიმაჩნია, რომ ეს პროფესიები საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან. არ მიწყინონ ჩემმა კოლეგებმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა ხელოვანი პოლიტიკაში ერთვება, ეს მის ნამოღვაწარსაც ვნებს და - ხალხსაც. რადგან ხალხი რა ემოციასაც იღებს ლექსიდან თუ მოთხრობიდან, მსგავს ემოციას პოლიტიკიდან ვერასოდეს მიიღებს. რასაკვირველია, გამონაკლისი არსებობს, მაგრამ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები.

- იმ ადამიანთა რიცხვს თუ მიეკუთვნებით, რომელიც პოლიტიკურ შეხედულებებს ხშირად იცვლის და ხან ერთი გუნდი მოსწონს, ხანაც - მეორე?

- ჩვეულებრივი ამბავია, რომ ამა თუ იმ გუნდზე აზრი შეგეცვალოს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საჯარო განცხადებებს თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ვთქვათ, მომწონდა ერთი პარტია, არჩევნებში მათ ხმაც მივეცი, მაგრამ მერე ამ პარტიამ საშინელი შეცდომა დაუშვა, ან უშვებდა ამ შეცდომას, მე კი გულწრფელად მჯეროდა. უახლოეს წარსულში, რამდენი მსგავსი შემთხვევა გვქონია. ამ ყველაფერზე ჩემს მეგობრებთან საუბრისას, ვაღიარებ, რომ შევცდი, მაგრამ როცა საჯაროდ ვარ რომელიმე პარტიის გულშემატკივარი, ვაკეთებ განცხადებებს და თუ ის პარტია რაღაცაში შეცდება, ჩემი მხრიდან მერე ამის აღიარება საკმაოდ რთული იქნება. პირიქით, უნდა ვეცადო, რომ დავიცვა. თუ ვიცავ, ე.ი. ვამართლებ და თუ ვამართლებ, მათი მიმდევარი ვხდები. სწორედ ამიტომ არ მინდა, რომ საკუთარი აზრი ხმამაღლა გამოვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე საკუთარი აზრი გამაჩნია. ამ ეტაპზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენი გზა დღევანდელი რუსეთისკენ მიდიოდეს. ამის თქმის უფლება, მე ყველაზე მეტად მაქვს, რადგან ჩემი და-ძმა იქ ცხოვრობს, მაგრამ მათ თავად არ მოსწონთ ასეთი რუსეთი. ყველანი ოპოზიციურ მიტინგში მონაწილეობენ. უფრო სხვა სამაგალითო ქვეყნები მაინტერესებს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც "შვილი" არ უყვარს. საკუთარ მოქალაქეებს სასტიკად რომ ექცევა, არ შეიძლება, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისადმი ლოიალური იყოს. საკუთარ ხალხს კურსკი და ბესლანი მოუწყო და სხვა ქვეყნებისადმი კარგი როგორ იქნება?

- ამ პასუხიდან გამომდინარე, ალბათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც აქტიურად ადევნებთ თვალყურს...

- რასაკვირველია, ყველაფერს ვუყურებ. ახლა იქ საკმაოდ რთული სიტუაციაა, მაგრამ ხალხი დაიღალა, არ უნდათ რუსეთთან მეგობრობა, რადგან ისინი ჭაობში არიან. ყველგან კორუფცია და კრიმინალია. ის პროცესი, რაც ახლა იქ მიმდინარეობს, ხალხის დაპირისპირებას, სამოქალაქო ომს ვგულისხმობ, ქვეყანას უკან ხევს, მაგრამ ისინი თავისუფლებისა და ქვეყნის განვითარებისთვის იბრძვიან. ამიტომ მათ მხარს ვუჭერ და ძალიან ვგულშემატკივრობ.

- იქნებ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც გვითხრათ რაიმე?

- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საკმაოდ ცოტა დრო გავიდა და რთულია რამეზე ლაპარაკი. ჩასაფრების პოლიტიკით განწყობილი ნამდვილად არ ვარ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს უნდა ვაცადოთ. ნებისმიერი ადამიანი ჩვენი სპექტაკლის რეპეტიციაზე რომ შემოვიდეს, ვერაფერს გაიგებს კი არა, იტყვის, ეს რა საშინელება ხდებაო. ყველაფერს თავისი ვადა და დრო აქვს. ვნახოთ, რას იზამენ. კი ბატონო, ლარის კურსი საგრძნობლად დავარდა, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ადრეც ყოფილა. ეკონომიკა საკმაოდ ცვალებადია, მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ აქედან გამოსავალი მოძებნოს... ღმერთმა ქნას, რომ მათ ყველაფერი შეძლონ.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება