ბიძინა ივანიშვილს ქართულ მედიასაშუალებებს შორის ყველაზე მეტად "პალიტრა მედია" მოსწონს

ბიძინა ივანიშვილს ქართულ მედიასაშუალებებს შორის ყველაზე მეტად "პალიტრა მედია" მოსწონს

ყველაზე ძალიან "პალიტრა ჯგუფი" მომწონს, თუ გნებავთ მისი ისტორიიდან გამომდინარე, - ამის შესახებ არასამათვრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც დაუსვეს კითხვა, რომელ მედიასაშუალებას მიიჩნევს ყველაზე მაღალი სტანდარტის მქონედ.

"მე ყველაზე ძალიან "პალიტრა ჯგუფი" მომწონს, თუ გნებავთ მისი ისტორიიდან გამომდინარე. მათ იბრძოლეს და ძალიან ბევრი გააკეთეს. ძალიან ბევრს ცდილობენ, იგივე "კვირის პალიტრა". მე პირადად, როდესაც ვახერხებდი და ინფორმაციის მიღების სურვილი მქონდა, ხშირად ვსარგებლობდი "კვირის პალიტრით", თუმცა ამით სხვა მედიასაშუალებები არ უნდა დავჩაგროთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია