ჯგუფი The Shin და მარიკო ებრალიძე საქართველოს 59-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენენ, - საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება 2013 წლის "ევროვიზიის" ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა გაახმოვანეს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს უფლება გამოიყენა და საქართველოს წარმომადგენელი შიდაშესარჩევი, ეროვნული კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელა.
ჯგუფი The Shin და მარიკო ებრალიძე 59-ე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებენ.