პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ებრძვიან უცხოეთში ქართველ კანონიერ ქურდებს - რაზე აიყვანეს კიევში ''ყურშა''
როგორ ებრძვიან უცხოეთში ქართველ კანონიერ ქურდებს - რაზე აიყვანეს კიევში ''ყურშა''

ბოლო პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი გა­მოდ­გა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლე­ბის­თვის. სხვა კრი­მი­ნა­ლებ­თან ერ­თად, არც ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა და­ვი­წყე­ბი­ათ. ამ სფე­რო­ში კი, ვის­თვის სამ­წუ­ხა­როდ და ვის­თვის - სა­ბედ­ნი­ე­როდ, კვლავ უდა­ოდ ლი­დე­რო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი.

23 იან­ვარს მოს­კოვ­ში და­ი­ჭი­რეს ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ოთარ ტო­ტო­ჩია, მეტ­სა­ხე­ლად "ბა­ტია". მას ყალ­ბი რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი ჰქონ­და თან. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მალე გა­არ­კვი­ეს, რომ ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ქურ­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვი. ამ მო­მენ­ტში მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღიძ­რა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, თუმ­ცა ძი­ე­ბას იმე­დი აქვს, რომ სხვა ბრალ­დე­ბე­ბიც ამო­ტივ­ტივ­დე­ბა.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში კი­ევ­ში აიყ­ვა­ნეს ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ქურ­დი, წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო რეს­პექ­ტა­ბე­ლურ­მა BMW-მ, რომ­ლი­თაც ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. მგზავ­რებს შო­რის უკ­რა­ი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამო­იც­ნეს მათი "ძვე­ლი ნაც­ნო­ბი", 39 წლის პო­ლი­კარ­პე ჯა­ნე­ლი­ძე, რო­მე­ლიც შარ­შან სექ­ტემ­ბერ­ში იქნა დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნი­დან. მე­ო­რე მგზავ­რი აღ­მოჩ­ნდა 41 წლის "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ვლა­დი­მერ ჯა­ვა­ხა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად ყურ­შა ან ვა­ლე­რა კუ­ტა­ის­კი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი სა­ხე­ლი ცნო­ბი­ლია, ჯა­ვა­ხა­ძე ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობს და თით­ქმის არ ჩანს გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად არ ჩა­ვარ­დნია ხელ­ში მი­ლი­ცი­ას ე.წ. ოდე­სის სხოდ­კის შემ­დეგ (1998 წელს). გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სწო­რედ ყურ­შამ "მო­ნათ­ლა" 2002 წელს პო­ლი­კარ­პე.

თვით ჯა­ვა­ხა­ძის კო­რო­ნა­ცია კი 39 ცნო­ბი­ლი ქუ­თა­ი­სე­ლი ქურ­დის დათო სე­ბის­კვე­რა­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის 39 წლის ვაჟი ვა­ლე­რი, ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და მან­ქა­ნა­ში ქურ­დე­ბის აყ­ვა­ნის მო­მენ­ტში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ის მო­მა­ვა­ლი ქურ­დია, რო­მე­ლიც ამ ტი­ტულ­ზე აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას და კო­რო­ნა­ცი­ას ელის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ ებრძვიან უცხოეთში ქართველ კანონიერ ქურდებს - რაზე აიყვანეს კიევში ''ყურშა''

როგორ ებრძვიან უცხოეთში ქართველ კანონიერ ქურდებს - რაზე აიყვანეს კიევში ''ყურშა''

ბოლო პერიოდი განსაკუთრებით აქტიური გამოდგა დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლებისთვის. სხვა კრიმინალებთან ერთად, არც ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყებიათ. ამ სფეროში კი, ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის - საბედნიეროდ, კვლავ უდაოდ ლიდერობენ ქართველები.

23 იანვარს მოსკოვში დაიჭირეს ე.წ. კანონიერი ქურდი ოთარ ტოტოჩია, მეტსახელად ''ბატია''. მას ყალბი რუსული პასპორტი ჰქონდა თან. სამართალდამცველებმა მალე გაარკვიეს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდია საქართველოში, რამდენჯერმე ნასამართლევი. ამ მომენტში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე, თუმცა ძიებას იმედი აქვს, რომ სხვა ბრალდებებიც ამოტივტივდება.

ამავე პერიოდში კიევში აიყვანეს ერთდროულად რამდენიმე ქურდი, წარმოშობით ქუთაისელები. სამართალდამცველების ყურადღება მიიპყრო რესპექტაბელურმა BMW-მ, რომლითაც ქუთაისელები გადაადგილდებოდნენ. მგზავრებს შორის უკრაინელმა სამართალდამცველებმა ამოიცნეს მათი ''ძველი ნაცნობი'', 39 წლის პოლიკარპე ჯანელიძე, რომელიც შარშან სექტემბერში იქნა დეპორტირებული უკრაინიდან. მეორე მგზავრი აღმოჩნდა 41 წლის ''კანონიერი ქურდი'' ვლადიმერ ჯავახაძე, მეტსახელად ყურშა ან ვალერა კუტაისკი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ცნობილია, ჯავახაძე ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს და თითქმის არ ჩანს გახმაურებულ საქმეებში. ფაქტობრივად არ ჩავარდნია ხელში მილიციას ე.წ. ოდესის სხოდკის შემდეგ (1998 წელს). გავრცელებული მონაცემებით, სწორედ ყურშამ ''მონათლა'' 2002 წელს პოლიკარპე.

თვით ჯავახაძის კორონაცია კი 39 ცნობილი ქუთაისელი ქურდის დათო სებისკვერაძის სახელს უკავშირდება, რომლის 39 წლის ვაჟი ვალერი, ასევე იმყოფებოდა მანქანაში ქურდების აყვანის მომენტში. აღმოჩნდა, რომ ის მომავალი ქურდია, რომელიც ამ ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას და კორონაციას ელის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია