როგორ მოვუაროთ თავს, გავხდეთ გაზაფხულისთვის, გავიმკვრივოთ სხეული, გავეცნოთ საგაზაფხულო მოდის ტენდენციებს... ამ ყველაფერზე პასუხს "და ქალი" გაგცემთ:
ია ბერიაშვილის ბლოგში ავტორი საუკეთესო დაქალზე ქასტინგს აცხადებს! ეს ხუმრობა არ არის! თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გოგონა, რომელსაც ჩვენს ჟურნალისტთან დამეგობრება სურს, ძალიან სახალისო პოსტში წაიკითხეთ.
როგორ დავძლიოთ კომპლექსები?
ამ შემთხვევაში თეა ინასარიძე გაგიზიარებთ თავის გამოცდილებას. თუკი სკოლაც და უნივერსიტეტიც წარმატებით დაამთავრეთ, შედეგად კი არც ერთი დღე არ გიმუშავიათ და მზრუნველი მეოჯახის სტატუსი გაკომპლექსებთ, შეიტყვეთ როგორ გათავისუფლდეთ ყოველდღიური ერთფეროვნებისგან.
ელენ დეჯენერესი კი ცხოვრებას შოუს უწოდებს
ეს მასალა აუცილებლად წაიკითხეთ წინა პოსტის შემდეგ... აქ ელენის ცხოვრების ყველაზე საინტერესო დეტელებია მოთხრობილი. ეს ქალი ხომ თავისი ენერგიულობითა და მიზანსწრაფულობით ყველასთვის მისაბაძი მაგალითია.
"სიკვდილის კოცნა" და კლეოპატრას საიდუმლო
პომადა დღეს ნებისმიერი ქალის კოსმეტიკის აუცილებელი ატრიბუტია,…მაგრამ ალბათ წარმოდგენაც არ გაქვთ, სად და როგორ დაამზადეს პირველად ტუჩის საცხი... ამ პატარა "საიდუმლოს" ჩვენ გაგიმხელთ.
ქალის ხასიათი დაბადების თვეების მიხედვით
იცოდით რომ ხასიათი თვეებთან იყო დაკავშირებული? ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამართლებს…ამას გარდა ნომერში თებერვლის ვრცელ ჰოროსკოპს და სილამაზის კალენდარს იხილავთ. ასე, რომ არ დაგეგმოთ კოსმეტიკური პროცედურები მანამ, სანამ "და ქალის" სილამაზის კალენდარში არ ჩაიხედავთ.
სიზმარში ნანახი საბედოები
ალბათ ბავშვებოში ნებისმიერ ჩვენგანს უჭამია მარილია კვერები საბედოების დასიზმრების "პერსპექტივით".… "და ქალის" დაქალის ბლოგში, სწორედ ამის შესახებ იხალისებთ...
არ გამოგრჩეთ ახალი ნომერი და ნუ ჩაგაგდებთ ცუდი ამინდები დეპრესიაში, ერთად გავიფერადოთ თებერვალი.