Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარა ჯესიკა პარკერი, შესაძლოა, Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდეს
სარა ჯესიკა პარკერი, შესაძლოა, Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდეს

ანა ვინ­ტუ­რის პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ, ჟურ­ნალ Vogue-ის რე­დაქ­ტო­რი, შე­საძ­ლოა, მსა­ხი­ო­ბი სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი გახ­დეს. ამის შე­სა­ხებ და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს.

ამ ვერ­სი­ა­ში საღი აზრი დევს. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ამ პრო­ფე­სი­ას სარა ყურ­მოკ­ვრით არ იც­ნობს - მან სე­რი­ალ "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" ჟურ­ნა­ლის­ტი ქა­ლის როლი შე­ას­რუ­ლა, რო­მე­ლიც "ვო­გის­თვის" წერს. სხვა მხრივ, ეს ერ­თა­დერ­თი გა­მოც­დი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც 48 წლის მსა­ხი­ობს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში აქვს.

თა­ვად სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი ახა­ლი პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რებს არ ადას­ტუ­რებს. იგი სამ შვილს ზრდის და სამ­სა­ხი­ო­ბო საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მაგ­რამ სარა არ მა­ლავს, რომ იგი ანა ვინ­ტურ­თან მრა­ვა­ლი წე­ლია მე­გობ­რობს. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამ მე­გობ­რო­ბით აიხ­სნე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მისი არა­ერ­თი ფოტო.

Vogue-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჭო­რე­ბის უარ­ყო­ფას არ ჩქა­რო­ბენ. რე­დაქ­ცი­ა­ში ბევ­რი თვლის, რომ ასე­თი ვა­რი­ან­ტი სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია. ვინ­ტურს, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რის პოსტს უკვე მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნეა იკა­ვებს, არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი Vogue-ის ტი­პის პრი­ა­ლა ჟურ­ნა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ თვი­სე­ბას ფლობს. ანა ვინ­ტუ­რი 64 წლი­საა და პენ­სი­ა­ზე გას­ვლას აპი­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სარა ჯესიკა პარკერი, შესაძლოა, Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდეს

სარა ჯესიკა პარკერი, შესაძლოა, Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდეს

ანა ვინტურის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ჟურნალ Vogue-ის რედაქტორი, შესაძლოა, მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი გახდეს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

ამ ვერსიაში საღი აზრი დევს. თუნდაც იმიტომ, რომ ამ პროფესიას სარა ყურმოკვრით არ იცნობს - მან სერიალ "სექსი დიდ ქალაქში" ჟურნალისტი ქალის როლი შეასრულა, რომელიც "ვოგისთვის" წერს. სხვა მხრივ, ეს ერთადერთი გამოცდილებაა, რომელიც 48 წლის მსახიობს ჟურნალისტიკაში აქვს.

თავად სარა ჯესიკა პარკერი ახალი პროფესიის ათვისების შესახებ ჭორებს არ ადასტურებს. იგი სამ შვილს ზრდის და სამსახიობო საქმიანობით არის დაკავებული. მაგრამ სარა არ მალავს, რომ იგი ანა ვინტურთან მრავალი წელია მეგობრობს. შესაძლოა, სწორედ ამ მეგობრობით აიხსნება პოპულარული ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებული მისი არაერთი ფოტო.

Vogue-ის წარმომადგენლები ჭორების უარყოფას არ ჩქარობენ. რედაქციაში ბევრი თვლის, რომ ასეთი ვარიანტი სრულიად შესაძლებელია. ვინტურს, რომელიც ჟურნალის რედაქტორის პოსტს უკვე მეოთხედი საუკუნეა იკავებს, არაერთხელ უთქვამს, რომ სარა ჯესიკა პარკერი Vogue-ის ტიპის პრიალა ჟურნალის ხელმძღვანელობისთვის ყველა აუცილებელ თვისებას ფლობს. ანა ვინტური 64 წლისაა და პენსიაზე გასვლას აპირებს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება