Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში, რომელიც ყალბ საკრედიტო ბარათებს ამზადებდა
დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში, რომელიც ყალბ საკრედიტო ბარათებს ამზადებდა

შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ერთი წევ­რი - 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზუ­რაბ კ. ყალ­ბი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, ხოლო და­ნარ­ჩენ ორი წევ­რი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბას გა­და­ე­ცა.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 2013 წლის სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბრის თვე­ებ­ში ზუ­რაბ კ-მ, მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი, აშშ-ში მცხოვ­რე­ბი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლის დახ­მა­რე­ბი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ყალ­ბი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბი და­ამ­ზა­და. ზუ­რაბ კ-მ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სხვა თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად მო­ახ­დი­ნა.

შსს-ს ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დი­ოდ­ნენ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში, ყალ­ბი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბით ყი­დუ­ლობ­დნენ სხვა­დას­ხვა ნივთს, რო­მელ­საც შემ­დგომ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში­ვე ყიდ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას ყალ­ბი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბით გა­ნაღ­დე­ბუ­ლი თან­ხა, პორ­ტა­ტი­უ­ლი და პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ასე­ვე, ბა­რა­თის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს.

გა­მო­ძი­ე­ბა ყალ­ბი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თის ჯგუ­ფუ­რად დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 18-210-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა"ქვე­პუნ­ქტით.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში, რომელიც ყალბ საკრედიტო ბარათებს ამზადებდა

დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში, რომელიც ყალბ საკრედიტო ბარათებს ამზადებდა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი - 1971 წელს დაბადებული ზურაბ კ. ყალბი საკრედიტო ბარათის დამზადება-გამოყენების ბრალდებით დააკავეს, ხოლო დანარჩენ ორი წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებას გადაეცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში ზურაბ კ-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი, აშშ-ში მცხოვრები თანამზრახველის დახმარებითა და სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით, ყალბი საკრედიტო ბარათები დაამზადა. ზურაბ კ-მ გაყალბებული საკრედიტო ბარათების რეალიზაცია თურქეთის რესპუბლიკაში სხვა თანამზრახველებთან ერთად მოახდინა.

შსს-ს ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პერიოდულად ჩადიოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც სხვადასხვა ქალაქში, სავაჭრო ობიექტებში, ყალბი საკრედიტო ბარათებით ყიდულობდნენ სხვადასხვა ნივთს, რომელსაც შემდგომ თურქეთის რესპუბლიკაშივე ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ყალბი საკრედიტო ბარათებით განაღდებული თანხა, პორტატიული და პერსონალური კომპიუტერები, ასევე, ბარათის დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყალბი საკრედიტო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 18-210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ