მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუხროვანის ამბოხის" ექსკლუზიური და დღემდე უცნობი დეტალები
"მუხროვანის ამბოხის" ექსკლუზიური და დღემდე უცნობი დეტალები

გა­სულ კვი­რას სკან­და­ლურ ვი­დე­ო­ფირს, რო­მე­ლიც მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხს შე­ე­ხე­ბო­და, დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა. გან­სა­კუთ­რე­ბით შო­კის მომ­გვრე­ლი იყო ყო­ფილ შს მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი: "ორი გვა­მი მჭირ­დე­ბა, პრე­მია დიდი". ამ ფი­რის გავ­რცე­ლე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრთა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გან­მარ­ტე­ბა მოჰ­ყვა: ერ­თნი აცხა­დებ­დნენ, რომ მე­რა­ბიშ­ვილ­მა ამ­ბო­ხე­ბულ­თა ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა სწო­რად გას­ცა, მე­ო­რე­ნი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი გრუ-ს ორი თა­ნამ­შრომ­ლის გვამს ითხოვ­და.…მან თა­ვად აღ­ნიშ­ნა, თით­ქოს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მრჩევ­ლე­ბი - გრუ-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მოკ­ლეს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა მოხ­და 2009 წლის 5 მა­ისს, სკან­და­ლუ­რი საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა კობა ოთა­ნა­ძე გვე­სა­უბ­რა:

- ჩემ­თვის ეს ფირი კი­დევ ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო იმი­სა, რომ დამ­ნა­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვად შექ­მნა მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ამ­ბო­ხი, სა­დაც ჩვენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიგ­ვა­ღე­ბი­ნეს.…სა­უ­ბე­დუ­როდ, სპექ­ტაკლში "გვა­მე­ბიც დას­ჭირ­დათ" და ამას გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, მე კი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩი.

- თა­ვი­დან და­ვი­წყოთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით მუხ­რო­ვა­ნის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ვე­გეთ, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გეგ­მავ­და. სურ­დათ, შიში იმ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში და­ე­თე­სათ, რომ­ლის მე­თა­უ­რე­ბიც პი­რად სა­უბ­რებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დნენ. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბით 2008 წლის ომის შემ­დგომ იმა­ტა. მე­თა­უ­რე­ბი არ ამარ­თლებ­დნენ, რომ ომის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვან სამ­ხედ­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა იღებ­და. ამ­გვა­რად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის "მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ამ­ბო­ხი" ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და შემ­დეგ ის საჩ­ვე­ნებ­ლად სის­ხლში ჩა­ეხ­შო. ეგო­ნათ, სა­პა­სუ­ხოდ მეტ მორ­ჩი­ლე­ბას მი­ი­ღებ­დნენ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხი 2009 წლის 5 მა­ისს გა­მო­ა­ცხა­დეს. წი­ნა­დღეს რე­ინ­ჯე­რე­ბის ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რის, ლე­ვან ამი­რი­ძის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ვა­ლე­რი ზი­რა­ქაშ­ვი­ლი და ზაზა მუშ­კუ­დი­ა­ნი და­ი­ჭი­რეს, კუდ-ში დიდი ზე­წო­ლის ქვეშ ჰყავ­დათ, ლე­ვან ამი­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას სთხოვ­დნენ. ლე­ვან­მა და­მი­რე­კა, ჩემი ნა­წი­ლი ალ­ყა­შია, ალ­ბათ, ჩემი და­ჭე­რაც უნ­და­თო. ამი­ტომ მე და გია კრი­ა­ლაშ­ვილ­მა მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ ლე­ვა­ნი და მუხ­რო­ვა­ნის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ხელ­მძღვა­ნელ­თან, მა­მუ­კა გორ­გი­აშ­ვილ­თან ერ­თად ავე­დით. გზად ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვუ­რე­კეთ, ერთ-ერთი ნანა ლეჟა­ვა იყო. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­წყო­ბა გვინ­დო­და მუხ­რო­ვან­ში, სა­დაც ლე­ვან­სა და მა­მუ­კას თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ უნდა გა­ე­ცხა­დე­ბი­ნათ. აი, ეს იყო ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი, იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯი იმის­თვის, რომ ლე­ვა­ნი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა. თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დაგ­ვას­წრო და იმა­ვე წუ­თებ­ში გა­მო­ა­ცხა­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ამ­ბოხს ჰქონ­და ად­გი­ლი. მუხ­რო­ვა­ნის ნა­წილ­ში რომ არ ავ­სუ­ლი­ყა­ვით, ამას ვერ გა­ნა­ცხა­დებ­დნენ და, ალ­ბათ, ლე­ვა­ნის და­ჭე­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ

ყვე­ლა­ნი პრო­ვო­კა­ცი­ას წა­მო­ვე­გეთ.

- რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც ლე­ვან ამი­რი­ძე უნდა და­ე­ჭი­რათ? თა­ნაც 2008 წლის მერე უკვე წე­ლი­წა­დი იყო გა­სუ­ლი.

- კარ­გი, და­ვა­ზუს­ტებ, რა გახ­და ამის მი­ზე­ზი და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ამას ლე­ვა­ნიც და­ა­დას­ტუ­რებს, მით უფრო ახლა, როცა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლით პრო­კუ­რა­ტუ­რაც და­ინ­ტე­რეს­და.

გა­იხ­სე­ნეთ, რა სი­ტუ­ა­ცია იყო 2009 წლის მა­ი­სამ­დე, თბი­ლი­სი კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქად იყო გა­დაქ­ცე­უ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მისი გაწ­მენ­და და 26 მა­ი­სის აღ­ლუ­მის ჩა­ტა­რე­ბა სურ­და. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გენშტაბ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა დაშ­ლა-დარ­ბე­ვის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. ლე­ვან ამი­რი­ძემ და მა­მუ­კა გორ­გი­აშ­ვილ­მა ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. მათ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის სწო­რედ ეს უნდა ეთ­ქვათ.

2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ში­ნა­გა­ნი ჯა­რის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­და­ნა­ყო­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­თა­გან ბევ­რს 2009 წლის აქ­ცი­ის დაშ­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღარ სურ­და. სამ­წუ­ხა­როდ, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ნატ­რობ­დნენ, მი­ტინ­გის დარ­ბე­ვა­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან ამის­თვის დიდ პრე­მი­ებს იძ­ლე­ოდ­ნენ.

- ე.ი. ლე­ვან ამი­რი­ძე 2007 წლის ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დაშ­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და?

- ვი­მე­ო­რებ, თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, ლე­ვა­ნი ყვე­ლა­ფერს თა­ვად იტყვის.…

- 2009 წლის 5 მა­ისს გა­მო­ა­ცხა­დეს თუ არა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა ლე­ვან ამი­რი­ძე­სა და მა­მუ­კა გორ­გი­აშ­ვილს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, ჯავ­შან­ტექ­ნი­კაც დაძ­რეს?

- მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­თხზუ­ლი ფარ­სი იყო. ჩვენ მხო­ლოდ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­წყო­ბა და სი­მარ­თლის გახ­მა­უ­რე­ბა გვინ­დო­და. სა­ერ­თოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ მუხ­რო­ვა­ნის ნა­წილ­ში ამ­ბო­ხე­ბის მო­წყო­ბის მიზ­ნით ავე­დით, ყო­ველ­გვარ ლო­გი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ამი­რი­ძის ნა­წი­ლი ორ­თა­ჭა­ლა­ში იყო, სად გა­გო­ნი­ლა, რომ ამ­ბო­ხე­ბის მო­სა­წყო­ბად ორ­თა­ჭა­ლი­დან მუხ­რო­ვან­ში წახ­ვი­დე, შე­ი­ერ­თო იქ სხვა ნა­წი­ლი და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად წა­მოხ­ვი­დე უკან. ეს საქ­მე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე აბ­სურ­დია!

- თქვენს საქ­მე­ში მთა­ვა­რი მოწ­მე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის "დელ­ტას" ყო­ფი­ლი ას­მე­თა­უ­რი გია ღვა­ლა­ძე იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან შეც­ვა­ლა ჩვე­ნე­ბა, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე შსს-ს ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ის ამ­ბო­ხე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. ეს მე­ო­მა­რი კაცი რო­გორ­ღა აი­ძუ­ლეს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ელა­პა­რა­კა?

- თა­ვის დრო­ზე გია ღვა­ლა­ძე ძა­ლი­ან კარ­გი სამ­ხედ­რო იყო, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ რამ­დენ­ჯერ­მე ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რაც ტვინ­თა­ნაც იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თა­ვის ქალა ახა­დეს. რომ და­ე­ლა­პა­რა­კოთ, შე­იძ­ლე­ბა კი­დეც მიხ­ვდეთ, რომ მისი საქ­მე მთლად რიგ­ზე ვერ არის. თა­ვის დრო­ზე სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი რომ ჩა­ერ­თოთ ამ საქ­მე­ში, მას შე­უ­რა­ცხა­და­დაც კი ჩათ­ვლი­და. ღვა­ლა­ძე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ტი­რო­და და ყო­ველ წამს სხვა­დას­ხვა ჩვე­ნე­ბას იძ­ლე­ო­და, მერე ბო­დიშს გვიხ­დი­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში თქვა სრუ­ლი სი­მარ­თლე, როცა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.…შსს-ს ერთი აგენ­ტი ჰყავ­და, ღვა­ლა­ძის ბავ­შვის ნათ­ლია, გვა­რად ხო­მა­სუ­რი­ძე, რომ­ლის სახ­ლშიც კეთ­დე­ბო­და ჩა­ნა­წე­რე­ბი... შე­იძ­ლე­ბა, თა­ვად გია ფან­ტა­ზი­ო­რობ­და რა­ღა­ცას, შე­საძ­ლოა, ის უბ­რა­ლოდ, თა­ვის სურ­ვილს ახ­მო­ვა­ნებ­და. გია ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი და­ნა­ყო­ფის ას­მე­თა­უ­რი იყო და ბო­ლოს სრუ­ლი­ად უყუ­რა­დღე­ბოდ მი­ა­ტო­ვეს.

- მაგ­რამ იმ ჩა­ნა­წერ­ში ამ­ბობს, რომ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს ია­რა­ღი უნდა და­რი­გე­ბო­დათ, ასე­ვე ფული, 50-50 ათა­სი დო­ლა­რი.

- ალ­ბათ, ამით ცდი­ლობ­და, და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ჯერ კი­დევ რა­ღაც შე­ეძ­ლო და სა­ჭი­რო კაცი იყო. გია ჩა­ნა­წერ­ში ამ­ბობ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს ფული არა მაქვს, ვერ და­გი­რი­გებთ, მაგ­რამ მექ­ნე­ბაო. სხვა­თა შო­რის, მას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჰკი­თხეს, ფული სა­ი­დან უნდა გქო­ნო­და, ვის­გან უნდა მი­გე­ღოო და გიამ თქვა, უნდა ავ­სუ­ლი­ყა­ვი კავ­კა­სი­ონ­ზე, სა­დაც რუ­სე­ბის თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რინ­დე­ბო­და და ფულს ჩა­მოყ­რი­დაო. კი­ნა­ღამ დავ­წყდით სი­ცი­ლით. ასე ხარ­ხარ­ში გაგ­ვა­ტა­რე­ბი­ნეს ის 8-9 თვე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე. ამ საქ­მე­ში არ­სე­ბულ ჩვე­ნე­ბებს რომ გა­და­ხე­დოთ, შე­იძ­ლე­ბა ანეკ­დო­ტე­ბა­დაც კი მო­გეჩ­ვე­ნოთ.

- მაგ­რამ თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბე­ბი სხვა სამ­ხედ­რო­ებ­საც ხომ აქვთ მი­ცე­მუ­ლი?

- რო­გორც იცით, ამ საქ­მე­ზე 40 სამ­ხედ­რო და­ა­კა­ვეს, ერთი კი მოკ­ლეს. შე­მო­დი­ო­და პრო­კუ­რო­რი ღა­მის სა­ა­თებ­ში და ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ ეუბ­ნე­ბო­და: 2 წელს ან 4 წელს მოგ­ცემთ, თუ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ათწ­ლი­ა­ნი და უფრო მეტი სას­ჯე­ლი გე­მუქ­რე­ბა­თო... შო­კის მომ­გვრე­ლი იყო, როცა 30 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­მო­მი­ცხა­დეს, მეტს უბ­რა­ლოდ ვერ მო­მის­ჯიდ­ნენ, თო­რემ კი შე­მიკ­რი­ბა პრო­კუ­რორ­მა სას­ჯე­ლის შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით უფრო მე­ტიც. მთა­ვა­რი კი ის არის, რომ არ­სე­ბობს ჩვე­ნი ჩა­ცხრილ­ვის, შემ­დეგ კი ჩემი წა­მე­ბის სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი. თუკი ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათი გა­ნად­გუ­რე­ბა ვერ მო­ას­წრო, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა. გა­სულ კვი­რას ყვე­ლამ იხი­ლა, რომ მთე­ლი ნა­ცე­ლი­ტა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, რაც ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში სირ­ცხვი­ლიც კი არის. სპე­ცო­პე­რა­ცია უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა სპეც­და­ნა­ყოფს, რა ესაქ­მე­ბო­დათ გიგი უგუ­ლა­ვას, ადე­იშ­ვილს ან გივი თარ­გა­მა­ძეს? იგი­ვე ნა­ცე­ლი­ტა ეს­წრე­ბო­და ჩვენს ჩა­ცხრილ­ვა­საც.

5 მა­ისს ხომ გა­მო­ა­ცხა­და ვა­ნომ, რომ გვა­მე­ბი სჭირ­დე­ბო­და და ამის­თვის პრე­მი­ას აწე­სებ­და, ამის შემ­დეგ 15 დღე გვე­ძებ­დნენ...

5 მა­ისს შს სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი ძა­ლოვ­ნებს ჩაჰ­ბარ­დნენ, მათ ლი­დე­რებ­ზე კი (კობა ოთა­ნა­ძე, გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ლე­ვან ამი­რი­ძე) ძებ­ნა გა­მო­ცხად­და. მუხ­რო­ვა­ნის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია ოპე­რა­ტი­უ­ლად, ვერ­ტმფრე­ნე­ბით კონ­ტროლ­დე­ბო­და. სპეც­რაზ­მე­ლე­ბით გა­და­ჭე­დი­ლი იყო იქა­უ­რო­ბა. ჩვენ ბი­ჭე­ბი გა­ვაფრ­თხი­ლეთ, რომ პრო­ვო­კა­ცი­ას არ აჰ­ყო­ლოდ­ნენ და ია­რა­ღის­თვის ხელი არ ეხ­ლოთ. მივ­ხვდით, გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა მი­მალ­ვა იყო.

ყვე­ლა ბი­ლი­კი ზე­პი­რად ვი­ცო­დით. ამი­ტო­მაც მო­ვა­ხერ­ხეთ და მუხ­რო­ვა­ნის ტყი­დან მამ­კო­დის ტყე­ში გა­და­ვე­დით, იქ ვი­მა­ლე­ბო­დით.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"მუხროვანის ამბოხის" ექსკლუზიური და დღემდე უცნობი დეტალები

"მუხროვანის ამბოხის" ექსკლუზიური და დღემდე უცნობი დეტალები

გასულ კვირას სკანდალურ ვიდეოფირს, რომელიც მუხროვანის ამბოხს შეეხებოდა, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. განსაკუთრებით შოკის მომგვრელი იყო ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის სიტყვები: "ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდი". ამ ფირის გავრცელებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა არაერთგვაროვანი განმარტება მოჰყვა: ერთნი აცხადებდნენ, რომ მერაბიშვილმა ამბოხებულთა ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება სწორად გასცა, მეორენი ამტკიცებდნენ, რომ მერაბიშვილი გრუ-ს ორი თანამშრომლის გვამს ითხოვდა.…მან თავად აღნიშნა, თითქოს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მეამბოხეებმა კვალის დაფარვის მიზნით მრჩევლები - გრუ-ს თანამშრომლები მოკლეს.

სინამდვილეში, რა მოხდა 2009 წლის 5 მაისს, სკანდალური საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კობა ოთანაძე გვესაუბრა:

- ჩემთვის ეს ფირი კიდევ ერთი მტკიცებულება იყო იმისა, რომ დამნაშავე ხელისუფლებამ თავად შექმნა მოდელირებული ამბოხი, სადაც ჩვენ მონაწილეობა მიგვაღებინეს.…საუბედუროდ, სპექტაკლში "გვამებიც დასჭირდათ" და ამას გია კრიალაშვილის სიცოცხლე შეეწირა, მე კი სასწაულებრივად გადავრჩი.

- თავიდან დავიწყოთ, როგორ აღმოჩნდით მუხროვანის სამხედრო ნაწილში?

- შეიძლება ითქვას, პროვოკაციაზე წამოვეგეთ, რომელსაც ხელისუფლება გეგმავდა. სურდათ, შიში იმ სამხედრო ნაწილებში დაეთესათ, რომლის მეთაურებიც პირად საუბრებში ხელისუფლებით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. უკმაყოფილებამ განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდგომ იმატა. მეთაურები არ ამართლებდნენ, რომ ომის დროს მნიშვნელოვან სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ელიტა იღებდა. ამგვარად, ხელისუფლებისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო საზოგადოებისთვის "მოდელირებული ამბოხი" ეჩვენებინა და შემდეგ ის საჩვენებლად სისხლში ჩაეხშო. ეგონათ, საპასუხოდ მეტ მორჩილებას მიიღებდნენ.

მოგეხსენებათ, მუხროვანის ამბოხი 2009 წლის 5 მაისს გამოაცხადეს. წინადღეს რეინჯერების ბატალიონის მეთაურის, ლევან ამირიძის დაქვემდებარებაში მყოფი ვალერი ზირაქაშვილი და ზაზა მუშკუდიანი დაიჭირეს, კუდ-ში დიდი ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ, ლევან ამირიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. ლევანმა დამირეკა, ჩემი ნაწილი ალყაშია, ალბათ, ჩემი დაჭერაც უნდათო. ამიტომ მე და გია კრიალაშვილმა მოვინახულეთ ლევანი და მუხროვანის სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელთან, მამუკა გორგიაშვილთან ერთად ავედით. გზად ჟურნალისტებს დავურეკეთ, ერთ-ერთი ნანა ლეჟავა იყო. პრესკონფერენციის მოწყობა გვინდოდა მუხროვანში, სადაც ლევანსა და მამუკას თანამდებობების დატოვების შესახებ უნდა გაეცხადებინათ. აი, ეს იყო ჩვენი პროტესტი, იძულებითი ნაბიჯი იმისთვის, რომ ლევანი გადაგვერჩინა. თუმცა ხელისუფლებამ დაგვასწრო და იმავე წუთებში გამოაცხადა, რომ შეიარაღებულ ამბოხს ჰქონდა ადგილი. მუხროვანის ნაწილში რომ არ ავსულიყავით, ამას ვერ განაცხადებდნენ და, ალბათ, ლევანის დაჭერით შემოიფარგლებოდნენ. ამიტომაც ვამბობ, რომ

ყველანი პროვოკაციას წამოვეგეთ.

- რაღა მაინცდამაინც ლევან ამირიძე უნდა დაეჭირათ? თანაც 2008 წლის მერე უკვე წელიწადი იყო გასული.

- კარგი, დავაზუსტებ, რა გახდა ამის მიზეზი და თუ საჭირო იქნება, ამას ლევანიც დაადასტურებს, მით უფრო ახლა, როცა გავრცელებული ვიდეომასალით პროკურატურაც დაინტერესდა.

გაიხსენეთ, რა სიტუაცია იყო 2009 წლის მაისამდე, თბილისი კარვების ქალაქად იყო გადაქცეული. ხელისუფლებას მისი გაწმენდა და 26 მაისის აღლუმის ჩატარება სურდა. თავდაცვის სამინისტროს გენშტაბმა აქციის მონაწილეთა დაშლა-დარბევის ბრძანება გასცა. ლევან ამირიძემ და მამუკა გორგიაშვილმა ამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მათ ჟურნალისტებისთვის სწორედ ეს უნდა ეთქვათ.

2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში თავდაცვის სამინისტროს და შინაგანი ჯარის თითქმის ყველა ქვედანაყოფი მონაწილეობდა, რომელთაგან ბევრს 2009 წლის აქციის დაშლაში მონაწილეობა აღარ სურდა. სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნატრობდნენ, მიტინგის დარბევაში მიეღოთ მონაწილეობა, რადგან ამისთვის დიდ პრემიებს იძლეოდნენ.

- ე.ი. ლევან ამირიძე 2007 წლის ნოემბრის აქციის დაშლაში მონაწილეობდა?

- ვიმეორებ, თუ პროკურატურა ამ საქმით დაინტერესდება, ლევანი ყველაფერს თავად იტყვის.…

- 2009 წლის 5 მაისს გამოაცხადეს თუ არა დაუმორჩილებლობა ლევან ამირიძესა და მამუკა გორგიაშვილს დაქვემდებარებულმა სამხედროებმა, ჯავშანტექნიკაც დაძრეს?

- მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ყველაფერი ტყუილი და ხელისუფლების შეთხზული ფარსი იყო. ჩვენ მხოლოდ პრესკონფერენციის მოწყობა და სიმართლის გახმაურება გვინდოდა. საერთოდ, სააკაშვილის განცხადება, რომ მუხროვანის ნაწილში ამბოხების მოწყობის მიზნით ავედით, ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება. ამირიძის ნაწილი ორთაჭალაში იყო, სად გაგონილა, რომ ამბოხების მოსაწყობად ორთაჭალიდან მუხროვანში წახვიდე, შეიერთო იქ სხვა ნაწილი და დემონსტრაციულად წამოხვიდე უკან. ეს საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდია!

- თქვენს საქმეში მთავარი მოწმე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის "დელტას" ყოფილი ასმეთაური გია ღვალაძე იყო. მოგვიანებით მან შეცვალა ჩვენება, მაგრამ თავის დროზე შსს-ს ვიდეომასალაში ის ამბოხების ორგანიზების დეტალებზე საუბრობს. ეს მეომარი კაცი როგორღა აიძულეს, რომ ეს ყველაფერი ელაპარაკა?

- თავის დროზე გია ღვალაძე ძალიან კარგი სამხედრო იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ რამდენჯერმე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, რაც ტვინთანაც იყო დაკავშირებული, თავის ქალა ახადეს. რომ დაელაპარაკოთ, შეიძლება კიდეც მიხვდეთ, რომ მისი საქმე მთლად რიგზე ვერ არის. თავის დროზე სამედიცინო ექსპერტი რომ ჩაერთოთ ამ საქმეში, მას შეურაცხადადაც კი ჩათვლიდა. ღვალაძე სასამართლო პროცესებზე ტიროდა და ყოველ წამს სხვადასხვა ჩვენებას იძლეოდა, მერე ბოდიშს გვიხდიდა. ბოლო პერიოდში თქვა სრული სიმართლე, როცა გაათავისუფლეს.…შსს-ს ერთი აგენტი ჰყავდა, ღვალაძის ბავშვის ნათლია, გვარად ხომასურიძე, რომლის სახლშიც კეთდებოდა ჩანაწერები... შეიძლება, თავად გია ფანტაზიორობდა რაღაცას, შესაძლოა, ის უბრალოდ, თავის სურვილს ახმოვანებდა. გია ერთ-ერთი უძლიერესი დანაყოფის ასმეთაური იყო და ბოლოს სრულიად უყურადღებოდ მიატოვეს.

- მაგრამ იმ ჩანაწერში ამბობს, რომ ამბოხებულებს იარაღი უნდა დარიგებოდათ, ასევე ფული, 50-50 ათასი დოლარი.

- ალბათ, ამით ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ჯერ კიდევ რაღაც შეეძლო და საჭირო კაცი იყო. გია ჩანაწერში ამბობდა, ჯერჯერობით, ეს ფული არა მაქვს, ვერ დაგირიგებთ, მაგრამ მექნებაო. სხვათა შორის, მას სასამართლო პროცესზე ჰკითხეს, ფული საიდან უნდა გქონოდა, ვისგან უნდა მიგეღოო და გიამ თქვა, უნდა ავსულიყავი კავკასიონზე, სადაც რუსების თვითმფრინავი მოფრინდებოდა და ფულს ჩამოყრიდაო. კინაღამ დავწყდით სიცილით. ასე ხარხარში გაგვატარებინეს ის 8-9 თვე სასამართლო პროცესებზე. ამ საქმეში არსებულ ჩვენებებს რომ გადახედოთ, შეიძლება ანეკდოტებადაც კი მოგეჩვენოთ.

- მაგრამ თქვენს წინააღმდეგ ჩვენებები სხვა სამხედროებსაც ხომ აქვთ მიცემული?

- როგორც იცით, ამ საქმეზე 40 სამხედრო დააკავეს, ერთი კი მოკლეს. შემოდიოდა პროკურორი ღამის საათებში და ყველას სათითაოდ ეუბნებოდა: 2 წელს ან 4 წელს მოგცემთ, თუ დანაშაულს აღიარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ათწლიანი და უფრო მეტი სასჯელი გემუქრებათო... შოკის მომგვრელი იყო, როცა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა გამომიცხადეს, მეტს უბრალოდ ვერ მომისჯიდნენ, თორემ კი შემიკრიბა პროკურორმა სასჯელის შეკრებითობის პრინციპით უფრო მეტიც. მთავარი კი ის არის, რომ არსებობს ჩვენი ჩაცხრილვის, შემდეგ კი ჩემი წამების სკანდალური ვიდეოფირები. თუკი ყოფილმა ხელისუფლებამ მათი განადგურება ვერ მოასწრო, აუცილებლად გასაჯაროვდება. გასულ კვირას ყველამ იხილა, რომ მთელი ნაცელიტა ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რაც ნორმალურ ქვეყანაში სირცხვილიც კი არის. სპეცოპერაცია უნდა ჩაეტარებინა სპეცდანაყოფს, რა ესაქმებოდათ გიგი უგულავას, ადეიშვილს ან გივი თარგამაძეს? იგივე ნაცელიტა ესწრებოდა ჩვენს ჩაცხრილვასაც.

5 მაისს ხომ გამოაცხადა ვანომ, რომ გვამები სჭირდებოდა და ამისთვის პრემიას აწესებდა, ამის შემდეგ 15 დღე გვეძებდნენ...

5 მაისს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამბოხებულები ძალოვნებს ჩაჰბარდნენ, მათ ლიდერებზე კი (კობა ოთანაძე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე) ძებნა გამოცხადდა. მუხროვანის მთელი ტერიტორია ოპერატიულად, ვერტმფრენებით კონტროლდებოდა. სპეცრაზმელებით გადაჭედილი იყო იქაურობა. ჩვენ ბიჭები გავაფრთხილეთ, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ და იარაღისთვის ხელი არ ეხლოთ. მივხვდით, გადარჩენის ერთადერთი გზა მიმალვა იყო.

ყველა ბილიკი ზეპირად ვიცოდით. ამიტომაც მოვახერხეთ და მუხროვანის ტყიდან მამკოდის ტყეში გადავედით, იქ ვიმალებოდით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა