სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Facebook-მა და Google-მა აშშ-ს სპეცსამსახურების მოთხოვნების გასაჯაროება დაიწყეს
Facebook-მა და Google-მა აშშ-ს სპეცსამსახურების მოთხოვნების გასაჯაროება დაიწყეს

ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა Facebook-მა, Microsoft-მა, Yahoo!-მ და Google-მა აშშ-ს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან მომ­ხმა­რე­ბელ­თა პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყეს.

Microsoft-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო­უ­რი დაზ­ვერ­ვის საქ­მი­ა­ნო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სუ­ლი წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში 15-16 ათას აკა­უნტს შე­ე­ხო. Gooogle-მა 9-10 ათა­სი მსგავ­სი მი­მარ­თვის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, ხოლო Facebook-ის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი 5-6 ათას შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ინ­ტე­რე­სეს. მი­მარ­თვე­ბით რე­კორდსმე­ნი Yahoo!-ს სერ­ვი­სე­ბი გახ­და -მას 30 000-ჯერ მი­მარ­თეს. ამას­თან, მო­თხოვ­ნა ეხე­ბო­და არა მხო­ლოდ სა­ფოს­ტო ყუ­თე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას, არა­მედ ფო­ტო­სერ­ვი­სებ­საც.

ადრე მსხვილ­მა ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა სა­სა­მარ­თლოს თხოვ­ნით მი­მარ­თეს, მათ­თვის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ, რომ კლი­ენ­ტე­ბის­თვის აშშ-ს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან მას­შტა­ბუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნათ. კერ­ძოდ, ისი­ნი ითხოვ­დნენ სა­სა­მარ­თლოს მიერ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი მი­მარ­თვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აკა­უნ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სა­ტა­ტის­ტი­კის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რო­მელ­თაც სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხოთ.

ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ იან­ვარ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ზე ნე­ბარ­თვა გას­ცა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ИТАР-ТАСС-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

Facebook-მა და Google-მა აშშ-ს სპეცსამსახურების მოთხოვნების გასაჯაროება დაიწყეს

Facebook-მა და Google-მა აშშ-ს სპეცსამსახურების მოთხოვნების გასაჯაროება დაიწყეს

ამერიკულმა კომპანიებმა Facebook-მა, Microsoft-მა, Yahoo!-მ და Google-მა აშშ-ს სპეცსამსახურების მხრიდან მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მოთხოვნების რაოდენობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყეს.

Microsoft-ის ინფორმაციით, უცხოური დაზვერვის საქმიანობის ზედამხედველობის სპეციალური სასამართლოს გადაწყვეტილება გასული წლის პირველ ნახევარში 15-16 ათას აკაუნტს შეეხო. Gooogle-მა 9-10 ათასი მსგავსი მიმართვის შესახებ განაცხადა, ხოლო Facebook-ის მომხმარებლებმა სპეცსამსახურები 5-6 ათას შემთხვევაში დააინტერესეს. მიმართვებით რეკორდსმენი Yahoo!-ს სერვისები გახდა -მას 30 000-ჯერ მიმართეს. ამასთან, მოთხოვნა ეხებოდა არა მხოლოდ საფოსტო ყუთების შემადგენლობას, არამედ ფოტოსერვისებსაც.

ადრე მსხვილმა ტელეკომუნიკაციურმა კომპანიებმა სასამართლოს თხოვნით მიმართეს, მათთვის უფლება მიეცათ, რომ კლიენტებისთვის აშშ-ს სამართალდამცავ ორგანოებთან მასშტაბური თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მიმართვების რაოდენობის და ასევე მომხმარებლების აკაუნტების რაოდენობის სატატისტიკის გამოქვეყნებას, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხოთ.

ქვეყნის მთავრობამ იანვარში ინფორმაციის ზოგიერთი ნაწილის გასაჯაროებაზე ნებართვა გასცა.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს