პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ქეცბაიას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ხელფასს აღარ გადაუხდის
თემურ ქეცბაიას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ხელფასს აღარ გადაუხდის

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, თე­მურ ქეც­ბა­ი­ა­სა და მისი შტა­ბის ხელ­ფასს სა­ხელ­მწი­ფო აღარ გა­და­იხ­დის. ამის შე­სა­ხებ გა­ზე­თი "ლელო" წერს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს თან­ხა წლი­უ­რად 2,52 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ თან­ხას აქამ­დე სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იხ­დი­და.

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მწვრთნელს ანა­ზღა­უ­რე­ბას ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია გა­და­უხ­დის.

სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სამ­წვრთნე­ლო შტა­ბის­თვის მო­სახ­მა­რი თან­ხა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე კლუ­ბებს და­უ­რიგ­დე­ბათ.

რო­გორც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­სა­ტა­შე, ოთარ გი­ორ­გა­ძე აცხა­დებს, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ხელ­ფასს 2015 წლის ბო­ლომ­დე გა­და­უხ­დის.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმას, შე­უმ­ცირ­დე­ბა თუ არა მთა­ვარ მწვრთნელს ანა­ზღა­უ­რე­ბა, ამა­ზე გან­ცხა­დე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­კეთ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გა­ძემ.

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ეკა კვი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტროს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ რამ­დენ­ჯერ­მე მის­წე­რა წე­რი­ლი, რომ სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ხა­და ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ხელ­ფა­სი.

"ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფე­დე­რა­ცი­ას მივ­წე­რეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი, რომ სა­მი­ნის­ტროს მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნია მწვრთნე­ლის­თვის მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­და, მით უფრო - ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ასე­თი შე­დე­გე­ბის ფონ­ზე.

რე­კო­მენ­და­ცია იყო, ხომ არ აჯო­ბებ­და, ეს თან­ხა მოხ­მა­რე­ბო­და ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბას, ბავ­შვთა ფეხ­ბურთს, რე­გი­ო­ნებს, ანუ ფეხ­ბურ­თის სა­ფუძ­ვლე­ბის გამ­ყა­რე­ბას. ცხა­დია, სა­ჭი­რო იყო და­ფი­ნან­სე­ბის დე­ტა­ლუ­რი გა­წე­რა, მაგ­რამ ისე არა, რო­გორც ადრე ხდე­ბო­და.

ფე­დე­რა­ცია რომ ითხოვს მწვრთნე­ლის ხელ­ფასს, ეს სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი სახ­სრე­ბია, სა­მი­ნის­ტრო კი ვალ­დე­ბუ­ლია, ის აზ­რი­ა­ნად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გან­კარ­გოს.

ამ მი­მო­წე­რის შემ­დეგ, 4 თე­ბერ­ვალს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ თა­ვად გა­და­წყვი­ტა, ნაკ­რე­ბის მწვრთნელს ხელ­ფა­სი აუ­ნა­ზღა­უ­როს, ხოლო მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სახ­სრე­ბი ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატს მო­ახ­მა­როს", - გა­ნა­ცხა­და ეკა კვი­ტაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თემურ ქეცბაიას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ხელფასს აღარ გადაუხდის

თემურ ქეცბაიას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ხელფასს აღარ გადაუხდის

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასა და მისი შტაბის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის. ამის შესახებ გაზეთი "ლელო" წერს.

არსებული ინფორმაციით, ეს თანხა წლიურად 2,52 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ თანხას აქამდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო იხდიდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მწვრთნელს ანაზღაურებას ფეხბურთის ფედერაცია გადაუხდის.

სახელმწიფოს მიერ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მოსახმარი თანხა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დაურიგდებათ.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე, ოთარ გიორგაძე აცხადებს, ფეხბურთის ფედერაცია თემურ ქეცბაიას ხელფასს 2015 წლის ბოლომდე გადაუხდის.

"რაც შეეხება იმას, შეუმცირდება თუ არა მთავარ მწვრთნელს ანაზღაურება, ამაზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება", - აღნიშნა გიორგაძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ეკა კვიტაშვილის განცხადებით, სამინისტროს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენჯერმე მისწერა წერილი, რომ სამინისტროს გადაეხადა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი.

"ამასთან დაკავშირებით, ფედერაციას მივწერეთ ოფიციალური პასუხი, რომ სამინისტროს მიუღებლად მიაჩნია მწვრთნელისთვის მაღალი ანაზღაურების გადახდა, მით უფრო - ეროვნული ნაკრების ასეთი შედეგების ფონზე.

რეკომენდაცია იყო, ხომ არ აჯობებდა, ეს თანხა მოხმარებოდა ასაკობრივი ნაკრებების მომზადებას, ბავშვთა ფეხბურთს, რეგიონებს, ანუ ფეხბურთის საფუძვლების გამყარებას. ცხადია, საჭირო იყო დაფინანსების დეტალური გაწერა, მაგრამ ისე არა, როგორც ადრე ხდებოდა.

ფედერაცია რომ ითხოვს მწვრთნელის ხელფასს, ეს სახელმწიფოს კუთვნილი სახსრებია, სამინისტრო კი ვალდებულია, ის აზრიანად და მიზანმიმართულად განკარგოს.

ამ მიმოწერის შემდეგ, 4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთის ფედერაციამ თავად გადაწყვიტა, ნაკრების მწვრთნელს ხელფასი აუნაზღაუროს, ხოლო მისთვის განკუთვნილი სახსრები ეროვნულ ჩემპიონატს მოახმაროს", - განაცხადა ეკა კვიტაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია