მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ბატონი გოგა ვარ, შენი დედას შ…." - მაღალჩინოსნის ხულიგნობა
"მე ბატონი გოგა ვარ, შენი დედას შ…." - მაღალჩინოსნის ხულიგნობა

"მე ბა­ტო­ნი გოგა ვარ... ფე­ხე­ბი არა­ვინ მომ­ჭა­მოს… ქა­ლის უკან ამო­ფა­რე­ბუ­ლი ხარ… გა­ი­კი­თხე ჩემი სა­ხე­ლი… შენი დე­დას შ…." - ამ­ბობს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გოგა (გი­ორ­გი) ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ვი­დე­ოთ­ვალ­მა 2014 წლის 30 იან­ვარს და­ა­ფიქ­სი­რა. სწო­რედ ამ დღეს უნდა გა­ნე­ხი­ლა სა­სა­მარ­თლოს, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი მო­ად­გი­ლის, ნი­კო­ლოზ ფი­ჩხა­ი­ას ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის საქ­მე.

ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, რეს­ტო­რან "ნა­ჭარ­მა­გე­ვი­დან" გა­მო­სულ ნი­კო­ლოზ ფი­ჩხა­ი­ას, რო­მელ­საც თან გი­ორ­გი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ახ­ლდა, ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა და მსუ­ბუ­ქად და­შავ­და. საქ­მე­ზე გი­ორ­გი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მთა­ვა­რი მოწ­მეა. ავ­ტო­მან­ქა­ნას კი 17 წლის ახალ­გაზ­რდა მარ­თავ­და.

ვი­დე­ო­ფირ­ზე ჩანს, რომ პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გი­ორ­გი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ფი­ჩხა­ია ცდი­ლო­ბენ, 17 წლის ბრალ­დე­ბუ­ლი, მისი ბიძა და ბე­ბია ცალ­კე გა­იყ­ვა­ნონ "და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად". ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ნონა კირ­თა­ძე მათ­თვის ხე­ლის შეშ­ლას ცდი­ლობ­და. მან ბერ­ძე­ნიშ­ვილს მო­უ­წო­და, შე­ე­წყვი­ტა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­ზე ზე­წო­ლა. იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც ჯერ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არაა გა­მო­ტა­ნი­ლი და არ არის დად­გე­ნი­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მო­ნა­წი­ლე­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბა, მხა­რე­ე­ბი თან­ხის გა­და­ცე­მა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ბრალ­დე­ბის მხა­რე ამ­ბობს, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს მკურ­ნა­ლო­ბის თან­ხა უკვე გა­დას­ცეს, რა­საც მე­ო­რე მხა­რე უარ­ყოფს. ად­ვო­კა­ტის მიერ უკვე გა­და­ცე­მუ­ლი თან­ხის შეხ­სე­ნე­ბა, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს. ამის შემ­დეგ კა­მა­თი ად­ვო­კატ­სა და ბერ­ძე­ნიშ­ვილს შო­რის გრძელ­დე­ბა, მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა კირ­თა­ძეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და გი­ნე­ბას და­უ­წყო.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"მე ბატონი გოგა ვარ, შენი დედას შ…." - მაღალჩინოსნის ხულიგნობა

"მე ბატონი გოგა ვარ, შენი დედას შ…." - მაღალჩინოსნის ხულიგნობა

"მე ბატონი გოგა ვარ... ფეხები არავინ მომჭამოს… ქალის უკან ამოფარებული ხარ… გაიკითხე ჩემი სახელი… შენი დედას შ…." - ამბობს შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი გოგა (გიორგი) ბერძენიშვილი ვიდეოში, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს ვიდეოთვალმა 2014 წლის 30 იანვარს დააფიქსირა. სწორედ ამ დღეს უნდა განეხილა სასამართლოს, ბერძენიშვილისა და მისი მოადგილის, ნიკოლოზ ფიჩხაიას ავტოსაგზაო შემთხვევის საქმე.

ბრალდების მიხედვით, რესტორან "ნაჭარმაგევიდან" გამოსულ ნიკოლოზ ფიჩხაიას, რომელსაც თან გიორგი ბერძენიშვილი ახლდა, ავტომანქანა შეეჯახა და მსუბუქად დაშავდა. საქმეზე გიორგი ბერძენიშვილი მთავარი მოწმეა. ავტომანქანას კი 17 წლის ახალგაზრდა მართავდა.

ვიდეოფირზე ჩანს, რომ პროცესის დაწყებამდე გიორგი ბერძენიშვილი და ნიკოლოზ ფიჩხაია ცდილობენ, 17 წლის ბრალდებული, მისი ბიძა და ბებია ცალკე გაიყვანონ "დასალაპარაკებლად". ბრალდებულის ადვოკატი ნონა კირთაძე მათთვის ხელის შეშლას ცდილობდა. მან ბერძენიშვილს მოუწოდა, შეეწყვიტა მისი დაცვის ქვეშ მყოფებზე ზეწოლა. იმ მომენტში, როდესაც ჯერ სასამართლო გადაწყვეტილება არაა გამოტანილი და არ არის დადგენილი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთა ბრალეულობა, მხარეები თანხის გადაცემაზე საუბრობენ. ბრალდების მხარე ამბობს, რომ დაზარალებულ მაღალჩინოსნებს მკურნალობის თანხა უკვე გადასცეს, რასაც მეორე მხარე უარყოფს. ადვოკატის მიერ უკვე გადაცემული თანხის შეხსენება, ბერძენიშვილის გაღიზიანებას იწვევს. ამის შემდეგ კამათი ადვოკატსა და ბერძენიშვილს შორის გრძელდება, მაღალჩინოსანმა კირთაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გინებას დაუწყო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ