პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 თებერვლამდე საქართველოში კვლავ ძლიერი ყინვები შენარჩუნდება - ამინდის ვრცელი პროგნოზი
6 თებერვლამდე საქართველოში კვლავ ძლიერი ყინვები შენარჩუნდება - ამინდის ვრცელი პროგნოზი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყინ­ვე­ბი 10 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ­მა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თბი­ლის­ში წუ­ხელ 14 გრა­დუ­სი ყინ­ვა და­ფიქ­სირ­და. ამა­ღა­მაც იგი­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ანუ -14 გრა­დუ­სი. დღის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღე­საც ნულ გრა­დუს­ზე და­ბა­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ხვა­ლი­დან დღი­სით თბი­ლი­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +2;+3 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, 10 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით თბი­ლის­ში ღა­მით კვლავ ყინ­ვე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

10 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით, ასე­ვე ღა­მით ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის ბარ­ში -20-15 გრა­დუ­სამ­დე.

ამას­თან, სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, მარ­ნე­ულ­ში გა­სულ ღა­მით -18 გრა­დუ­სი ყინ­ვა და­ფიქ­სირ­და. -12-15 გრა­დუ­სი ყინ­ვა იქ­ნე­ბა ღა­მით კა­ხეთ­ში და ქვე­მო ქარ­თლშიც; მთა­ში -20 გრა­დუ­სი; მა­ღალმთა­ში კი -23-28 გრა­დუ­სი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღი­სით ბარ­ში -5;0. ხოლო მა­ღალმთა­ში -9;-4 იქ­ნე­ბა.

6 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყინ­ვე­ბი შე­სუს­ტდე­ბა. თბი­ლის­ში ღა­მით ყინ­ვა -7-8; ბარ­ში -15 გრა­დუ­სამ­დე შე­სუს­ტდე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი, შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ყინ­ვე­ბი იქ­ნე­ბა, სა­ნა­პი­რო ზოლ­ში კი ღა­მი­თაც ტემ­პე­რა­ტუ­რა ნულ გრა­დუს­ზე მეტი იქ­ნე­ბა. ბა­თუმ­ში ღა­მით +2;+3 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში ამა­ღამ და ხვალ -2;-8 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. ხვალ დღი­სით +2;+7გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. მთა­ში სა­შუ­ა­ლოდ ღა­მით -13 ხოლო მა­ღალმთა­ში -18 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. ამას­თან, მთა­ში დღი­სით -5;0, ხოლო მა­ღალმთა­ში -7;-2 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

ასე­ვე, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს, დღის ბო­ლომ­დე დას­ვლე­თის ძლი­ე­რი ქარი ჩად­გე­ბა, რომ­ლის სიჩ­ქა­რე წამ­ში 28 მეტრს შე­ად­გენს.

იხი­ლეთ ამინ­დის პროგ­ნო­ზი Dari.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

6 თებერვლამდე საქართველოში კვლავ ძლიერი ყინვები შენარჩუნდება - ამინდის ვრცელი პროგნოზი

6 თებერვლამდე საქართველოში კვლავ ძლიერი ყინვები შენარჩუნდება - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველოში ყინვები 10 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, თბილისში წუხელ 14 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. ამაღამაც იგივე ტემპერატურაა მოსალოდნელი, ანუ -14 გრადუსი. დღის ტემპერატურა დღესაც ნულ გრადუსზე დაბალი იქნება, თუმცა ხვალიდან დღისით თბილიში ჰაერის ტემპერატურა +2;+3 გრადუსამდე მოიმატებს. აღნიშნულის მიუხედავად, 10 თებერვლის ჩათვლით თბილისში ღამით კვლავ ყინვები შენარჩუნდება.

10 თებერვლის ჩათვლით, ასევე ღამით ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის ბარში -20-15 გრადუსამდე.

ამასთან, სინოპტიკოსების მონაცემებით, მარნეულში გასულ ღამით -18 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. -12-15 გრადუსი ყინვა იქნება ღამით კახეთში და ქვემო ქართლშიც; მთაში -20 გრადუსი; მაღალმთაში კი -23-28 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ბარში -5;0. ხოლო მაღალმთაში -9;-4 იქნება.

6 თებერვლის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში ყინვები შესუსტდება. თბილისში ღამით ყინვა -7-8; ბარში -15 გრადუსამდე შესუსტდება.

დასავლეთ საქართველოში კი, შედარებით დაბალი ყინვები იქნება, სანაპირო ზოლში კი ღამითაც ტემპერატურა ნულ გრადუსზე მეტი იქნება. ბათუმში ღამით +2;+3 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ამაღამ და ხვალ -2;-8 გრადუსი იქნება. ხვალ დღისით +2;+7გრადუსი დაფიქსირდება. მთაში საშუალოდ ღამით -13 ხოლო მაღალმთაში -18 გრადუსი დაფიქსირდება. ამასთან, მთაში დღისით -5;0, ხოლო მაღალმთაში -7;-2 გრადუსი იქნება.

ასევე, დასავლეთ საქართველოში დღეს, დღის ბოლომდე დასვლეთის ძლიერი ქარი ჩადგება, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრს შეადგენს.

იხილეთ ამინდის პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია