მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გრძნობს მამუკა ლომაშვილი ადამიანის გარდაცვალებას?
როგორ გრძნობს მამუკა ლომაშვილი ადამიანის გარდაცვალებას?

პა­რო­დი­ის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი იმ­დე­ნად გა­ი­ტა­ცა პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­ჩხრე­კა-შე­მეც­ნე­ბამ, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს რა­დი­ო­ში ეზო­თე­რუ­ლი გა­და­ცე­მა და­ა­არ­სა, სა­დაც ყო­ველ კვი­რა ხვდე­ბო­და ამო­უც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რებს, უფო­ლო­გებს, ეზო­თე­რი­კო­სებს, უცხო ცი­ვილ­ზა­ცი­ის სტუ­მარ­თა კონ­ტაქ­ტო­რებს, კლი­ნი­კურ სიკ­ვდილ­გა­მოვ­ლი­ლებს... მა­შინ­ვე გა­მიჩ­ნდა ეჭვი, რომ მა­საც ჰქონ­და შეხ­ვედ­რა ამო­უც­ნობ­თან.

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი როცა და­ვინ­ტე­რეს­დი ამო­უც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბით, სიზ­მრის ახ­სნით, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბით... ჯერ კი­დევ ზღაპ­რე­ბი­დან შე­ვი­ტყვე, რომ არ­სე­ბობ­დნენ ბო­რო­ტი ჯა­დოქ­რე­ბი და კე­თი­ლი ფე­რი­ე­ბი, არ­სე­ბობ­და უჩინ­მა­ჩი­ნის ქუდი, რო­მელ­საც ყვე­ლას გაქ­რო­ბა შე­ეძ­ლო. ზღაპ­რი­დან ვირ­წმუ­ნე, რომ ნატ­ვრის თვა­ლით ყვე­ლა ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი დავ­რწმუნ­დი, რომ ზემგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბო­ბენ, ვი­საც შე­უძ­ლია ას­ტრა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა, არ­სე­ბობს პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ყა­რო, აჩ­რდი­ლე­ბი, მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი და რაც მთა­ვა­რია, სამ­ყა­როს შე­მოქ­მე­დი, რო­მელ­საც ემორ­ჩი­ლე­ბა ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ამ­ქვეყ­ნად. 4-5 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, დედა ეზო­ში იყო ჩა­სუ­ლი, სახ­ლში მარ­ტო ვი­ყა­ვი, სამ­ზა­რე­უ­ლო­დან გა­მო­გორ­და ბურ­თი და შე­მო­გორ­და ჩემს სა­ძი­ნე­ბელ­ში, რა­საც ახ­ლდა გარ­კვე­უ­ლი ხმა­უ­რი, არა­და, ოთახ­ში არა­ვინ იყო. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უხი­ლავ­მა გა­მო­იწ­ვია ჩემი გა­ო­ცე­ბა ბურ­თის შე­მო­გო­რე­ბით. ჩემი აღ­მო­ჩე­ნა დე­და­საც გა­ვან­დე, მაგ­რამ ამა­ზე არა­ვის გა­უ­მახ­ვი­ლე­ბია ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან ეს ფაქ­ტი ბავ­შვის ფან­ტა­ზი­ად ჩათ­ვა­ლეს, მე კი ჯი­უ­ტად მჯე­რო­და, რომ არ­სე­ბობს უჩინ­მა­ჩი­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, თა­ვის ძა­ლა­სა და არ­სე­ბო­ბა­ში და­მარ­წმუ­ნოს და მარ­წმუ­ნებ­და კი­დეც ყო­ველ­თვის. მაქვს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ინ­ტუ­ი­ცია, რო­მე­ლიც არა­სო­დეს მღა­ლა­ტობს. ზე­ძა­ლა მაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კუ­თარ აწ­მყო­სა და მო­მა­ვალ­ზე, ასე­ვე იმ ადა­მი­ან­თა შე­სა­ხებ, ვი­საც ვე­სა­უბ­რე­ბი. რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე ვგრძნობ იმ ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ვინც ადრე უნდა გა­ემ­გზავ­როს. შე­საძ­ლოა, როცა მე მას ვხე­დავ მა­რა­დი­სო­ბის ქვეყ­ნის­კენ მი­მა­ვალს, სა­სიკ­ვდი­ლო არა­ფე­რი სჭირს, ჯან­მრთე­ლა­დაც არის და სი­ცო­ცხლის ეშხში­ცაა შე­სუ­ლი, მაგ­რამ მის დღე­მოკ­ლე­ო­ბას ყო­ველ­თვის ვგრძნობ. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემ­ში ეს უნა­რი ჩა­ვახ­შო, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ. ასე­ვე, ვგრძნობ თუნ­დაც უცხო ქა­ლაქ­ში, როცა ამა თუ იმ სა­დარ­ბა­ზო­დან ცხე­დარს გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის რამ­დენ­ჯერ­მე გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ რო­მე­ლი­მე კორ­პუ­სის წინ და მარ­თლაც და­წყე­ბუ­ლა პრო­ცე­სია.

- გარ­დაც­ვლი­ლის სამ­ყო­ფელს რა ნიშ­ნით ცნობთ?

- სუ­ნით... ვერ გად­მოგ­ცემთ, ეს არ არის უსი­ა­მოვ­ნო სუნი, მაგ­რამ სა­ხელს ვერ ვარ­ქმევ კონ­კრე­ტუ­ლად, რას ჰგავს ის სუნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვგრძნობ გარ­დაც­ვლი­ლის სი­ახ­ლო­ვეს.

- ცნო­ბი­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ ავად იყა­ვით და ექი­მე­ბი დი­აგ­ნოზს ვერ გის­ვამ­დნენ, მა­შინ შენც ხომ არ აღ­მოჩ­ნდი მიღ­მი­ერ სამ­ყა­რო­ში?

- ძა­ლი­ან მძი­მედ ვი­ყა­ვი, ახ­ლობ­ლე­ბი სა­ში­ნელ პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნენ, ყვე­ლას ვამ­შვი­დებ­დი, რომ ცუდი არა­ფე­რი და­მე­მარ­თე­ბო­და. კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი არ გა­მო­მიც­დია, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე ხილ­ვით ვნა­ხე მა­რა­დი­სო­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი ლა­ბი­რინ­თე­ბი, სა­ა­ქაო სა­ზღვარ­საც გავ­ცდი და სა­ზღვრე­ბიც გა­ვი­ა­რე.

- და რა ნა­ხეთ?

- სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი, ზე­ცი­უ­რი ქვე­ყა­ნა, არა­მი­წი­ე­რი სი­ლა­მა­ზე, ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

- ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ნა­ხეთ?

- არა, იმ­ქვეყ­ნად ნაც­ნო­ბე­ბი არ მი­ნა­ხავს, ვნა­ხე ძი­რი­თა­დად ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი და ზე­ბუ­ნებ­რი­ვი არ­სე­ბე­ბი, ან­გე­ლო­ზე­ბი, წმინ­და­ნე­ბიც, ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რე­ბი, ბე­რე­ბი და მო­ნაზვნე­ბი შავი სა­მო­სე­ლით არ იყ­ვნენ შე­მო­სი­ლი, ეც­ვათ ღია შინ­დის­ფე­რი, მე­წა­მუ­ლი და თეთ­რი.

- რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი თუ და­გე­ლა­პა­რა­კათ?

- ერთ წმინ­დან­ში ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი შე­ვი­ცა­ნი, თქმით არა­ფე­რი უთ­ქვამს, მაგ­რამ ისე­თი მო­წყა­ლე თვა­ლით შე­მომ­ხე­და, რომ ვიგ­რძე­ნი ტკი­ვი­ლი წარ­სულს ჩაჰ­ბარ­დე­ბო­და. მარ­თლაც, მე­ო­რე დღეს­ვე წა­მოვ­დე­ქი სა­წო­ლი­დან და ავად­მყო­ფო­ბაც და­მა­ვი­წყდა. სი­სუს­ტე ძა­ლამ შეც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი სცე­ნა­ზე გას­ვლაც შევ­ძე­ლი.

- გინ­დათ თქვათ, რომ რწმე­ნამ გა­და­გარ­ჩი­ნათ?

- მხო­ლოდ და მხო­ლოდ რწმე­ნამ და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით აზ­როვ­ნე­ბამ.

- დე­მო­ნუ­რი ძა­ლე­ბი არ გი­ნა­ხავთ ას­ტრალ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას?

- ას­ტრალ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას არა, ვნა­ხე ხი­ლულ სამ­ყა­რო­ში.

- რო­გორ?

- სხვა­თა შო­რის, "და­მა­ვო­იც" ხში­რად მე­თა­მა­შე­ბა. ჯერ კი­დევ მე-7 კლას­ში ვი­ყა­ვი, ჩემი დახ­რჩო­ბა რომ სცა­და. ჯერ ფე­ხის ხმა გა­ვი­გო­ნე, შემ­დეგ კა­რის შე­მო­ღე­ბის ხმა, გა­ვე­დი კარ­თან და არა­ვინ იყო, შე­მო­ვე­დი, ისევ გა­ვი­გე კა­რის ხმა, ისევ გა­ვე­დი, სი­ცი­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე, ეშ­მა­კი­სე­უ­ლი ხარ­ხა­რი, რა­საც მოჰ­ყვა ყელ­ში წა­ჭე­რა უხი­ლა­ვი ხე­ლის­გან, მინ­დო­და დაყ­ვი­რე­ბა, რომ მშვე­ლე­ლი გა­მომ­ჩე­ნო­და, მაგ­რამ ხმას ვერ ვი­ღებ­დი. გა­და­ვი­წე­რე პირ­ჯვა­რი და და­ვი­წყე აზ­რობ­რი­ვად გუ­ნე­ბა­ში "მა­მაო ჩვე­ნოს" წა­კი­თხვა. რო­გორც კი ლოც­ვა და­ვი­წყე და ჩა­ვამ­თავ­რე, უხი­ლავ­მა ხელი შე­მიშ­ვა, კვლავ გა­ვი­გე კა­რის გა­ჯა­ხუ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში არა­სო­დეს მქო­ნია მარ­ხვის გა­მოც­დი­ლე­ბა, იმ ღა­მეს მე­სიზ­მრა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მე­მარ­ხუ­ლა, დავ­სწრე­ბო­დი წირ­ვა-ლოც­ვას და მი­მე­ღო ზი­ა­რე­ბა.

- ვიცი, რომ მრა­ვა­ლი უცხო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სტუ­მარ­თა კონ­ტაქ­ტორს შეხ­ვედ­რი­ხართ, თქვენ თვი­თო­ნაც თუ გი­ნა­ხავთ ამო?

- მი­ნა­ხავს ამო­ცუ­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი, ზუს­ტად სამ­ჯერ. სწო­რედ ისე­თი ფორ­მის, რო­გო­რიც კონ­ტაქ­ტო­რებს აღუ­წე­რი­ათ ჩემ­თან სა­უბ­რი­სას. სხვა­თა შო­რის, როცა ამო და­მი­ნა­ხავს, გვერ­დით მე­გობ­რე­ბი მყო­ლია და მა­თაც და­უ­ნა­ხავთ. ერთხელ ზე­და­ზენ­ზე ვნა­ხე, ერთხელ - სა­გუ­რა­მო­ში, ერთხე­ლაც - თბი­ლის­ში. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ამო-ს გა­მო­ჩე­ნა ჩემს თვალ­წინ და კონ­ტაქ­ტორ­თან სტუმ­რო­ბის პე­რი­ო­დი ერთხელ ზუს­ტად და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს. სა­გუ­რა­მო­ში და­ვა­ფიქ­სი­რე მისი გა­მო­ჩე­ნის თვე, რი­ცხვი და სა­ა­თი. ჩემს გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა ერ­თმა კონ­ტაქ­ტორ­მა მე­ო­რე დღეს ჩემ­თან და­რე­კა და ამო­უც­ნობ სტუ­მარ­თა შე­სა­ხებ მი­ამ­ბო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვენ ერ­თსა და იმა­ვე დღეს და­ვი­ნა­ხეთ მრგვა­ლი ხო­მალ­დი.

- რას ამ­ბო­ბენ, რა­ტომ ვცდი­ლობთ თქვენ­თან კონ­ტაქტსო?

- მე არა ვარ უფო­ლო­გი და მათ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მაქვს, მე მათ დე­მო­ნურ ძა­ლე­ბად მივჩ­ნევ, თუმ­ცა კონ­ტაქ­ტო­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ისი­ნი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად მო­ვიდ­ნენ, რომ ჩვენ მათ­თან შე­და­რე­ბით გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვართ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სიძ­ნე­ლე­ებ­ში დაგ­ვეხ­მა­რონ. სხვა­თა შო­რის ისე­თი სტუმ­რე­ბიც მყავ­დნენ რა­დი­ო­ში, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ "უცხო სტუმ­რე­ბი" მათ ოჯა­ხებ­ში სტუმ­რო­ბენ პე­რი­ო­დუ­ლად, მათ გვერ­დით სა­უბ­რო­ბენ და ვახ­შმო­ბენ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს არ მი­ირ­თმე­ვენ და არც ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არ­სე­ბობს სტუ­მარ-მას­პინ­ძელს შო­რის, რად­გან ისი­ნი ტე­ლე­პა­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ. სხვა­თა შო­რის, კონ­ტაქ­ტორ­თა შო­რის ბავ­შვე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რად არ ექ­ნე­ბო­დათ იმ­ხე­ლა ფან­ტა­ზია სტუმ­რე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა და მათ­გან მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი რომ შე­ე­თხზათ. ყვე­ლა­ზე საკ­ვირ­ვე­ლი კი ის არის, რომ ბავ­შვებს ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ უცხო სტუმ­რე­ბი და არ ეჩ­ვე­ნე­ბოდ­ნენ მშობ­ლებს. ასე­თი ბავ­შვე­ბი დაჰ­ყავ­დათ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე, ფსი­ქო­ლო­გებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე, მაგ­რამ და­დას­ტურ­და, რომ მათი ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნორ­მა­ში იყო და ბავ­შვე­ბი არა­ფერს იგო­ნებ­დნენ. პირ­ველ ხა­ნებ­ში ში­შით შეხ­ვდნენ არა­მი­წი­ერ სტუმ­რებს, შემ­დეგ კი ქვეც­ნო­ბი­ე­რად ელოდ­ნენ კი­დეც მათ გა­მო­ჩე­ნას.

- რა შე­იც­ვა­ლა ამ ბავ­შვებ­ში "უცხოპ­ლა­ნე­ტელ­თა" გაც­ნო­ბის შემ­დეგ?

- ბევრში არა­ფე­რი, მაგ­რამ იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მათ­მა უც­ნა­ურ­მა სტუმ­რო­ბამ მათ­ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აღ­ვი­ვა.

- მა­გა­ლი­თად?

- ვი­ღა­ცა ხატ­ვის ნი­ჭით და­ჯილ­დოვ­და უეც­რად, ვი­ღა­ცამ სამ­კურ­ნა­ლო რე­ცეპ­ტე­ბი ის­წავ­ლა და დი­აგ­ნოს­ტი­კის უნა­რი მი­ი­ღო, უფო­ლო­გია ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ უფო­ლო­გის სათ­ქმელს მე ვერ ვი­ტყვი, ამი­ტომ ჩემი გა­და­ცე­მის სტუ­მარ­თა მო­ნა­ყო­ლის შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს ყო­ველ­თვის უფო­ლო­გი აკე­თებ­და, თა­ლეს შო­ნი­ას ვაჟი - ერეკ­ლე შო­ნია, რო­მე­ლიც ასე­ვე იყო ხოლ­მე კონ­ტაქ­ტორ­თა პა­რა­ლე­ლუ­რად ჩემი გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი.

- ვინ­მეს უც­ნა­უ­რი თავ­გა­და­სავ­ლის მოწ­მეც ხომ არ გამ­ხდარ­ხართ?

- ჩემს გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად მყავ­და ერთი ზემგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნი, მოხ­და ისე, რომ ჩვენ ერ­თად წა­ვე­დით მან­ქა­ნით წე­რე­თელ­ზე. უცებ მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა და რამ­დე­ნი­მე წუთი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით იყო, შე­მე­შინ­და, რად­გან ჩემს არც ერთ შე­კი­თხვა­ზე არ რე­ა­გი­რებ­და. ჩემ გვერ­დით იჯდა გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი "ძეგლი", და­ახ­ლო­ე­ბით ასე იყო 7-8 წუთი, მე მა­ნამ­დე ენად გა­ვიკ­რი­ფე, თუმ­ცა ამა­ოდ. მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10-12 წუთ­ში მო­ვი­და გონ­ზე და მი­თხრა, რაც შე­ემ­თხვა.

- რა შე­ემ­თხვა?

- წარ­სულ­ში დაბ­რუნ­და, სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში და ის სუ­რა­თი და­ი­ნა­ხა, რაც იმ ად­გი­ლას ხდე­ბო­და გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ოდ­ნენ ფა­ე­ტო­ნით, ჩიხ­ტი­კო­პე­ბი­თა და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­სით. მა­მა­კა­ცე­ბი - ზოგი ჩი­ნოვ­ნი­კის მუნ­დი­რით, ზო­გიც - მისი წო­დე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სით. მა­ღა­ზი­ე­ბის ნაც­ვლად იყო ძვე­ლი დუქ­ნე­ბი, ბრძო­ლი­სა და შრო­მის ია­რაღ­თა სამ­ჭედ­ლო­ე­ბი. ერთი სი­ტყვით, სულ სხვა ად­გი­ლად გა­და­იქ­ცა რამ­დე­ნი­მე წუ­თით წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი. ვერც მან და ვერც მე ვერ ავ­ხსე­ნით, რას ნიშ­ნავ­და ეს ანო­მა­ლია.

- კი­დევ რას მე­ტყვით თქვენს უც­ნა­ურ ნიჭ­ზე?

- კარ­გი იქ­ნე­ბა, არ მქონ­დეს ეს ნიჭი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ვა­ტყობ, უნდა მქონ­დეს თუ არა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ზოგ­ჯერ არ ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას ამ ინ­ტუ­ი­ცი­ას და მას­ზე კარ­გს ვფიქ­რობ, კონ­ტაქ­ტში შევ­დი­ვარ, მაგ­რამ მალე ირ­კვე­ვა, რომ მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი და ამ ადა­მი­ა­ნის­გან თავი შორს უნდა და­მე­ჭი­რა. ტე­ლე­პა­ტი­უ­რა­დაც ვურ­თი­ერ­თობ ადა­მი­ა­ნებ­თან. მე მგო­ნი, ახალ­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს გიყ­ვე­ბით, ყვე­ლა ადა­მი­ან­შია ეს იდუ­მა­ლი ნიჭი. რაც უფრო მე­ტად ვაკ­ვირ­დე­ბი ამო­უც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბის შეც­ნო­ბას, მით უფრო ვა­ღი­ა­რებ ცნო­ბი­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის ფორ­მუ­ლი­რე­ბას. მე ვიცი ის, რომ მე არა­ფე­რი არ ვიცი, რად­გან ღმერ­თის­გან შექ­მნი­ლი სამ­ყა­რო უამ­რავ სა­ი­დუმ­ლო ცოდ­ნას ინა­ხავს და გვიმ­ხელს მხო­ლოდ იმას, რისი ცოდ­ნაც აუ­ცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა.

მაია ია­სეშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ გრძნობს მამუკა ლომაშვილი ადამიანის გარდაცვალებას?

როგორ გრძნობს მამუკა ლომაშვილი ადამიანის გარდაცვალებას?

პაროდიის თეატრის მსახიობი მამუკა ლომაშვილი იმდენად გაიტაცა პარანორმალური მოვლენების გაჩხრეკა-შემეცნებამ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რადიოში ეზოთერული გადაცემა დააარსა, სადაც ყოველ კვირა ხვდებოდა ამოუცნობი მოვლენების შემსწავლელ მეცნიერებს, უფოლოგებს, ეზოთერიკოსებს, უცხო ცივილზაციის სტუმართა კონტაქტორებს, კლინიკურ სიკვდილგამოვლილებს... მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ მასაც ჰქონდა შეხვედრა ამოუცნობთან.

- ძალიან პატარა ვიყავი როცა დავინტერესდი ამოუცნობი მოვლენებით, სიზმრის ახსნით, წინასწარმეტყველებით... ჯერ კიდევ ზღაპრებიდან შევიტყვე, რომ არსებობდნენ ბოროტი ჯადოქრები და კეთილი ფერიები, არსებობდა უჩინმაჩინის ქუდი, რომელსაც ყველას გაქრობა შეეძლო. ზღაპრიდან ვირწმუნე, რომ ნატვრის თვალით ყველა ოცნების ახდენა შესაძლებელია. მოგვიანებით კი დავრწმუნდი, რომ ზემგრძნობიარე ადამიანები ნამდვილად არსებობენ, ვისაც შეუძლია ასტრალური მოგზაურობა, არსებობს პარალელური სამყარო, აჩრდილები, მფარველი ანგელოზები და რაც მთავარია, სამყაროს შემოქმედი, რომელსაც ემორჩილება ყველა და ყველაფერი ამქვეყნად. 4-5 წლის ვიქნებოდი, დედა ეზოში იყო ჩასული, სახლში მარტო ვიყავი, სამზარეულოდან გამოგორდა ბურთი და შემოგორდა ჩემს საძინებელში, რასაც ახლდა გარკვეული ხმაური, არადა, ოთახში არავინ იყო. მივხვდი, რომ რაღაც უხილავმა გამოიწვია ჩემი გაოცება ბურთის შემოგორებით. ჩემი აღმოჩენა დედასაც გავანდე, მაგრამ ამაზე არავის გაუმახვილებია ყურადღება, რადგან ეს ფაქტი ბავშვის ფანტაზიად ჩათვალეს, მე კი ჯიუტად მჯეროდა, რომ არსებობს უჩინმაჩინი, რომელსაც შეუძლია, თავის ძალასა და არსებობაში დამარწმუნოს და მარწმუნებდა კიდეც ყოველთვის. მაქვს ძალიან ძლიერი ინტუიცია, რომელიც არასოდეს მღალატობს. ზეძალა მაწვდის ინფორმაციას საკუთარ აწმყოსა და მომავალზე, ასევე იმ ადამიანთა შესახებ, ვისაც ვესაუბრები. რამდენიმე კვირით ადრე ვგრძნობ იმ ადამიანის გარდაცვალებას, ვინც ადრე უნდა გაემგზავროს. შესაძლოა, როცა მე მას ვხედავ მარადისობის ქვეყნისკენ მიმავალს, სასიკვდილო არაფერი სჭირს, ჯანმრთელადაც არის და სიცოცხლის ეშხშიცაა შესული, მაგრამ მის დღემოკლეობას ყოველთვის ვგრძნობ. ძალიან მინდა, ჩემში ეს უნარი ჩავახშო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ასევე, ვგრძნობ თუნდაც უცხო ქალაქში, როცა ამა თუ იმ სადარბაზოდან ცხედარს გამოასვენებენ. ექსპერიმენტისთვის რამდენჯერმე გავჩერებულვარ რომელიმე კორპუსის წინ და მართლაც დაწყებულა პროცესია.

- გარდაცვლილის სამყოფელს რა ნიშნით ცნობთ?

- სუნით... ვერ გადმოგცემთ, ეს არ არის უსიამოვნო სუნი, მაგრამ სახელს ვერ ვარქმევ კონკრეტულად, რას ჰგავს ის სუნი, რომლის მიხედვითაც ვგრძნობ გარდაცვლილის სიახლოვეს.

- ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინათ ავად იყავით და ექიმები დიაგნოზს ვერ გისვამდნენ, მაშინ შენც ხომ არ აღმოჩნდი მიღმიერ სამყაროში?

- ძალიან მძიმედ ვიყავი, ახლობლები საშინელ პანიკაში ჩავარდნენ, ყველას ვამშვიდებდი, რომ ცუდი არაფერი დამემართებოდა. კლინიკური სიკვდილი არ გამომიცდია, მაგრამ რამდენჯერმე ხილვით ვნახე მარადისობისკენ მიმავალი ლაბირინთები, სააქაო საზღვარსაც გავცდი და საზღვრებიც გავიარე.

- და რა ნახეთ?

- სამუდამო განსასვენებელი, ზეციური ქვეყანა, არამიწიერი სილამაზე, ხილული სამყაროსგან განსხვავებული.

- ნაცნობი ადამიანები თუ ნახეთ?

- არა, იმქვეყნად ნაცნობები არ მინახავს, ვნახე ძირითადად ღვთისმსახურები და ზებუნებრივი არსებები, ანგელოზები, წმინდანებიც, ეკლესიის მსახურები, ბერები და მონაზვნები შავი სამოსელით არ იყვნენ შემოსილი, ეცვათ ღია შინდისფერი, მეწამული და თეთრი.

- რომელიმე მათგანი თუ დაგელაპარაკათ?

- ერთ წმინდანში ღვთისმშობელი მარიამი შევიცანი, თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ ისეთი მოწყალე თვალით შემომხედა, რომ ვიგრძენი ტკივილი წარსულს ჩაჰბარდებოდა. მართლაც, მეორე დღესვე წამოვდექი საწოლიდან და ავადმყოფობაც დამავიწყდა. სისუსტე ძალამ შეცვალა, რამდენიმე დღეში კი სცენაზე გასვლაც შევძელი.

- გინდათ თქვათ, რომ რწმენამ გადაგარჩინათ?

- მხოლოდ და მხოლოდ რწმენამ და დადებითი ემოციებით აზროვნებამ.

- დემონური ძალები არ გინახავთ ასტრალში მოგზაურობისას?

- ასტრალში მოგზაურობისას არა, ვნახე ხილულ სამყაროში.

- როგორ?

- სხვათა შორის, "დამავოიც" ხშირად მეთამაშება. ჯერ კიდევ მე-7 კლასში ვიყავი, ჩემი დახრჩობა რომ სცადა. ჯერ ფეხის ხმა გავიგონე, შემდეგ კარის შემოღების ხმა, გავედი კართან და არავინ იყო, შემოვედი, ისევ გავიგე კარის ხმა, ისევ გავედი, სიცილის ხმა გავიგონე, ეშმაკისეული ხარხარი, რასაც მოჰყვა ყელში წაჭერა უხილავი ხელისგან, მინდოდა დაყვირება, რომ მშველელი გამომჩენოდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. გადავიწერე პირჯვარი და დავიწყე აზრობრივად გუნებაში "მამაო ჩვენოს" წაკითხვა. როგორც კი ლოცვა დავიწყე და ჩავამთავრე, უხილავმა ხელი შემიშვა, კვლავ გავიგე კარის გაჯახუნება. ამ პერიოდში არასოდეს მქონია მარხვის გამოცდილება, იმ ღამეს მესიზმრა, რომ აუცილებლად უნდა მემარხულა, დავსწრებოდი წირვა-ლოცვას და მიმეღო ზიარება.

- ვიცი, რომ მრავალი უცხო ცივილიზაციის სტუმართა კონტაქტორს შეხვედრიხართ, თქვენ თვითონაც თუ გინახავთ ამო?

- მინახავს ამოცუნობი მფრინავი ობიექტი, ზუსტად სამჯერ. სწორედ ისეთი ფორმის, როგორიც კონტაქტორებს აღუწერიათ ჩემთან საუბრისას. სხვათა შორის, როცა ამო დამინახავს, გვერდით მეგობრები მყოლია და მათაც დაუნახავთ. ერთხელ ზედაზენზე ვნახე, ერთხელ - საგურამოში, ერთხელაც - თბილისში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამო-ს გამოჩენა ჩემს თვალწინ და კონტაქტორთან სტუმრობის პერიოდი ერთხელ ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. საგურამოში დავაფიქსირე მისი გამოჩენის თვე, რიცხვი და საათი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთმა კონტაქტორმა მეორე დღეს ჩემთან დარეკა და ამოუცნობ სტუმართა შესახებ მიამბო. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთსა და იმავე დღეს დავინახეთ მრგვალი ხომალდი.

- რას ამბობენ, რატომ ვცდილობთ თქვენთან კონტაქტსო?

- მე არა ვარ უფოლოგი და მათზე განსხვავებული აზრი მაქვს, მე მათ დემონურ ძალებად მივჩნევ, თუმცა კონტაქტორები ამტკიცებენ, რომ ისინი კეთილი საქმეების საკეთებლად მოვიდნენ, რომ ჩვენ მათთან შედარებით განუვითარებელი ცივილიზაციის წარმომადგენლები ვართ. ისინი ცდილობენ, ცხოვრებისეულ სიძნელეებში დაგვეხმარონ. სხვათა შორის ისეთი სტუმრებიც მყავდნენ რადიოში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ "უცხო სტუმრები" მათ ოჯახებში სტუმრობენ პერიოდულად, მათ გვერდით საუბრობენ და ვახშმობენ, თუმცა ყველაფერს არ მიირთმევენ და არც ენობრივი ბარიერი არსებობს სტუმარ-მასპინძელს შორის, რადგან ისინი ტელეპატიურად საუბრობენ. სხვათა შორის, კონტაქტორთა შორის ბავშვებიც იყვნენ, რომლებსაც არანაირად არ ექნებოდათ იმხელა ფანტაზია სტუმრების ჩაცმულობა და მათგან მოყოლილი ამბები რომ შეეთხზათ. ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ ბავშვებს ეკონტაქტებოდნენ უცხო სტუმრები და არ ეჩვენებოდნენ მშობლებს. ასეთი ბავშვები დაჰყავდათ სამედიცინო გამოკვლევებზე, ფსიქოლოგებთან კონსულტაციებზე, მაგრამ დადასტურდა, რომ მათი ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყო და ბავშვები არაფერს იგონებდნენ. პირველ ხანებში შიშით შეხვდნენ არამიწიერ სტუმრებს, შემდეგ კი ქვეცნობიერად ელოდნენ კიდეც მათ გამოჩენას.

- რა შეიცვალა ამ ბავშვებში "უცხოპლანეტელთა" გაცნობის შემდეგ?

- ბევრში არაფერი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათმა უცნაურმა სტუმრობამ მათში ახალი შესაძლებლობები გააღვივა.

- მაგალითად?

- ვიღაცა ხატვის ნიჭით დაჯილდოვდა უეცრად, ვიღაცამ სამკურნალო რეცეპტები ისწავლა და დიაგნოსტიკის უნარი მიიღო, უფოლოგია ძალიან მაინტერესებს, მაგრამ უფოლოგის სათქმელს მე ვერ ვიტყვი, ამიტომ ჩემი გადაცემის სტუმართა მონაყოლის შესახებ კომენტარს ყოველთვის უფოლოგი აკეთებდა, თალეს შონიას ვაჟი - ერეკლე შონია, რომელიც ასევე იყო ხოლმე კონტაქტორთა პარალელურად ჩემი გადაცემის სტუმარი.

- ვინმეს უცნაური თავგადასავლის მოწმეც ხომ არ გამხდარხართ?

- ჩემს გადაცემაში სტუმრად მყავდა ერთი ზემგრძნობიარე ადამიანი, მოხდა ისე, რომ ჩვენ ერთად წავედით მანქანით წერეთელზე. უცებ მანქანა გააჩერა და რამდენიმე წუთი გაქვავებულივით იყო, შემეშინდა, რადგან ჩემს არც ერთ შეკითხვაზე არ რეაგირებდა. ჩემ გვერდით იჯდა გაქვავებული "ძეგლი", დაახლოებით ასე იყო 7-8 წუთი, მე მანამდე ენად გავიკრიფე, თუმცა ამაოდ. მანქანის გაჩერებიდან დაახლოებით 10-12 წუთში მოვიდა გონზე და მითხრა, რაც შეემთხვა.

- რა შეემთხვა?

- წარსულში დაბრუნდა, სხვა განზომილებაში და ის სურათი დაინახა, რაც იმ ადგილას ხდებოდა გასულ საუკუნეებში. ადამიანები დადიოდნენ ფაეტონით, ჩიხტიკოპებითა და ძველი ქართული სამოსით. მამაკაცები - ზოგი ჩინოვნიკის მუნდირით, ზოგიც - მისი წოდებისთვის შესაფერისი მოკრძალებული ტანისამოსით. მაღაზიების ნაცვლად იყო ძველი დუქნები, ბრძოლისა და შრომის იარაღთა სამჭედლოები. ერთი სიტყვით, სულ სხვა ადგილად გადაიქცა რამდენიმე წუთით წერეთლის გამზირი. ვერც მან და ვერც მე ვერ ავხსენით, რას ნიშნავდა ეს ანომალია.

- კიდევ რას მეტყვით თქვენს უცნაურ ნიჭზე?

- კარგი იქნება, არ მქონდეს ეს ნიჭი, მაგრამ ადამიანის დანახვისთანავე ვატყობ, უნდა მქონდეს თუ არა მასთან ურთიერთობა, ზოგჯერ არ ვაქცევ ყურადღებას ამ ინტუიციას და მასზე კარგს ვფიქრობ, კონტაქტში შევდივარ, მაგრამ მალე ირკვევა, რომ მართალი ვიყავი და ამ ადამიანისგან თავი შორს უნდა დამეჭირა. ტელეპატიურადაც ვურთიერთობ ადამიანებთან. მე მგონი, ახალსა და განსაკუთრებულს არაფერს გიყვებით, ყველა ადამიანშია ეს იდუმალი ნიჭი. რაც უფრო მეტად ვაკვირდები ამოუცნობი მოვლენების შეცნობას, მით უფრო ვაღიარებ ცნობილი ფილოსოფოსის ფორმულირებას. მე ვიცი ის, რომ მე არაფერი არ ვიცი, რადგან ღმერთისგან შექმნილი სამყარო უამრავ საიდუმლო ცოდნას ინახავს და გვიმხელს მხოლოდ იმას, რისი ცოდნაც აუცილებლად გვჭირდება.

მაია იასეშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება