საქართველოს საავტომობილო გზებზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები მოქმედებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სასადილო-თელავის (კმ28-კმ65) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვაზიანი-შუამთის (კმ32-კმ56) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ლახამულა-კალა (კმ102-კმ182) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ102-კმ138 (ლახამულა-მესტია) თავისუფალია, ხოლო მესტია-კალა (კმ138-კმ182) დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ102 მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.