პირველად საქართველოში, სწავლა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად

პირველად საქართველოში, სწავლა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად

"ბრიტანული ცენტრი" უკვე 10 წელია, რაც ამიერკავკასიის მასშტაბით ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს. "ბრიტანული ცენტრი" ინგლისის ქალანის ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ერთადერთი სკოლაა რეგიონში. ცენტრი ინოვაციური და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდების დანერგვით საქართველოს მოსახლეობას უმაღლესი ხარისხის ინგლისური ენის კურსებით მუდმივად უზრუნველყოფს, თუმცა ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არ შემოიფარგლება და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წამყვან საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობაა.

"ბრიტანული ცენტრის" საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო მგელაძის ინფორმაციით, "ბრიტანული ცენტრი" თანამშრომლობს და საქართველოში წარმოადგენს ისეთი წამყვანი ბრიტანული სკოლების პარტნიორს, რომელთა სწავლების უმაღესი ხარისხი აღიარებულია Quality English, Education UK, British Council, English UK, Education UK, Private Further Education და სხვა სწავლების დონის განმსაზღვრელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

"გამომდინარე იქედან, რომ "ბრიტანული ცენტრი" თავისი საქმიანობის ფარგლებში მუდამ ორიენტირებულია ხარისხზე, უნდა აღინიშნოს, რომ დიდ ბრიტანეთში არსებული ასობით სკოლიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი სწავლების უმაღლესი ხარისხის გამო მსოფლიო მასშტაბით სარგებლობენ საუკეთესო რეპუტაციით. ყველა ჩვენ პარტნიორ სკოლაში ინგლისური ენის სწავლება მიმდინარეობს Quality English (The Best of Independent English Language Schools) მიერ აღიარებული უმაღლესი სტანდარტის მქონე კომპლექსური სასწავლო პროგრამებით", - ამბობს ნინო მგელაძე.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სკოლები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით. სკოლებში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი კლუბები, რაც ხელს უწყობს სწავლების და ენის პრაქტიკის გაღრმავებას, ტარდება ყოველდღიური საღამოს აქტივობები, ასევე სკოლების მიერ ხდება სხვადასხვა ექსკურსიების ორგანიზება დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყებში.

"ბრიტანული ცენტრის" პარტნიორი სკოლები მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს, მათი მოთხოვნილებების შესაბამისად სთავაზობენ მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს, როგორიცაა:

• ზოგადი ინგლისური კურსები

• სემესტრული და აკადემიური პროგრამები

• საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები

• ბიზნეს და პროფესიული ინგლისურის კურსები

• ოჯახური პროგრამები

• თინეიჯერებისთვის განკუთვნილი პროგრამები

• პროგრამა - შობა და ახალი წელი ლონდონში

• ინდივიდუალლური სწავლების კურსები, სხვადასხვა მიმართულებებით და სხვა.

გასულ წელს ინგლისში იმყოფებოდა სტუდენტი ნანა ამირანაშვილი.

"ჩემთვის ინგლისში გატარებული სამკვირიანი საზაფხულო კურსი იყო დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. საგრძნობლად დავხვეწე ინგლისური და გავიუმჯობესე ენის ცოდნა, შევიძინე მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აუცილებლად უნდა აღვნიშნო სკოლის კომფორტული და სასიამოვნო გარემო და მუდამ მსმენელებზე მზრუნავი მასწავლებლები და თანამშრომლები", - იხსენებს ნანა ამირანაშვილი.

ჩერჩილის სკოლაში სწავლით კმაყოფილია სტუდენტი ადელინა ფარადიანი.

"ძალიან მომეწონა ჩერჩილის სკოლა. ყველა ცდილობდა დახმარებას თუ რაიმე გაუგებარი იყო. ძალიან საინტერესო გაკვეთილები გვქონდა, გაკვეთილზე არამხოლოდ ინგლისურს ვსწავლობდით, არამედ ინგლისურ კულტურას ვეცნობოდით, რაც საგაკვეთილო პროცესს საინტერესოს ხდიდა. ინგლისურის გაკვეთილების შემდეგ შეგვეძლო ინტერნეტით სარგებლობა სკოლის შენობაში ან Rozetta Stone - ის პროგრამის გამოყენება, რომელიც ეხმარება მსმენელს ინგლისურის ათვისებაში. ძალიან კარგ ინგლისურ ოჯახში ვცხოვრობდი, საინტერესო გამოცდილება იყო კორეელ და იტალიელ სტუდენტებთან ერთ ოჯახში ცხოვრება. მასპინძელი ყოველთვის ცდილობდა ბევრი ესაუბრა ჩვენთან ინგლისურად. შაბათ - კვირას ექსკურსიებზე დავდიოდით, ბევრი ლამაზი და საინტერესო ადგილი ვნახეთ", - იხსენებს ადელინა ფარადიანი.

ამასთან, როგორც ბრიტანული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო მგელაძე ამბობს, მათი პარტნიორი ბრიტანული სკოლები ზრდასრულების გარდა, რვიდან ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ბავშვებს სთავაზობენ ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლებს. აღნიშნული კურსები ტარდება დიდი ბიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ სკოლებში, სადაც ფუნქციონირებს ბავშვებისთვის სპეციალურად შემუშავებული მრავალფეროვანი სასწავლო-შემეცნებითი, გასართობი და სპორტული პროგრამები (ცურვა, ცხენოსნობა, ფეხბურთი, კალათბურთი, გოლფი.), საღამოს საათებში ეწყობა თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი თამაშები და საბავშვო დისკოთეკები. ასევე, კვირაში 2-ჯერ ეწყობა შემეცნებით ექსკურსიები სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში. სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების უსაფრთხოებას. სკოლების ტერიტორია დაცულია და უცხო პირები არ დაიშვებიან.

"ბრიტანულ ცენტრში" განმარტავენ, რომ ბრიტანეთის უდიდეს სკოლებთან თანამშრომლობა ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ინგლისური ენის ცოდნა გაიღრმაონ და პრაქტიკაში გადაიტანონ. აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ხელს უწობს ქართული კულტურის ექსპორტს და მულტი-ეროვნულ საზოგადოებებში ჩვენი ქვეყნის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ცენტრს შემდეგ მისამართებზე:

რუსთაველის 36; ტელ.: 2989999; 2933878

აღმაშენებლის 189; ტელ.: 2941111; 2952222

ფალიაშვილის 60; ტელ.: 2221915

პეკინის 7/9; ტელ.: 2332557; 2514143 ან ეწვიონ ცენტრის ვებ-გვერდს www.britishcentre.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი