არ­სე­ბობს თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­რე­ბის NGO-ს შექ­მ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა

არ­სე­ბობს თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­რე­ბის NGO-ს შექ­მ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­მო­ცი­ან წლებ­ში მსოფ­ლიო, კა­ი­ფის ბუ­რუს­ში გახ­ვე­ულ­მა, ვარ­დის­ფერ­მინი­ა­ნი სათ­ვა­ლე­ე­ბი­დან მომ­ზი­რალ­მა ჰი­პებ­მა და­იპყ­რეს. XXI სა­უ­კუ­ნეს სხვა დამ­პყ­რო­ბე­ლი ჰყავს. ეს არ არის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და არც ფე­რად­მინი­ა­ნი სათ­ვა­ლე, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბას უკე­თეს ფე­რებ­ში და­გა­ნახ­ვებს. მას "ფე­ის­ბუ­კი" ჰქვია და ერ­თ­გ­ვა­რი სამ­ყა­როა ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­შიც ჩვე­ნი ანუ ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი ნა­წი­ლი "ბი­ნად­რობს". ყა­ვა "ფე­ის­ბუკ­ში", ლან­ჩი "ფე­ის­ბუკ­ში", პა­ე­მა­ნი, ვი­ზი­ტი ექიმ­თან, ხორ­ბ­ლი­სა თუ შაქ­რის ლერ­წ­მის მო­სავ­ლის აღე­ბა, აღ­სა­რე­ბა მოძღ­ვარ­თან - "ფე­ის­ბუკ"-აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს. ჩე­მი სა­მუ­შა­ოს დი­დი ნა­წი­ლიც "ფე­ის­ბუკ­ში" მზად­დე­ბა (დი­დი მად­ლო­ბა მას ამის­თ­ვის). მოკ­ლედ, უამ­რავ კარგ რა­მეს აკე­თებს, მაგ­რამ მა­ინც ნარ­კო­ტი­კია. რა­ტომ?

ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით და თვი­თონ­ვე მიხ­ვ­დე­ბით: ჩე­მი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ბო­ლო ერ­თი წე­ლია, თით­ქ­მის ყო­ველ­დღე "ფე­ის­ბუკ­ში" ვხვდე­ბი, ვე­სა­უბ­რე­ბი, ჩა­ის მი­ვირ­თ­მევ შო­კო­ლა­დის ნამ­ცხ­ვარ­თან და ა.შ., ერთ რი­გით "ფე­ის­ბუკ"-დღეს მიყ­ვე­ბა: იცი, გუ­შინ ისე ჩა­ვერ­თე "ფე­ის­ბუკ­ში" გა­მარ­თულ პო­ლე­მი­კა­ში გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე, რომ ვერც კი შე­ვამ­ჩ­ნიე, გვერ­დით მდგო­მი ჩე­მი შვი­ლი, რო­მე­ლიც თურ­მე სა­პირ­ფა­რე­შო­ში გა­ყო­ლას მთხოვ­და. აზ­რ­ზე რომ მო­ვე­დი, უკ­ვე გვი­ა­ნი იყო: ის წყლით სავ­სე ჭი­ქას კომ­პი­უ­ტე­რის კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე უმოწყა­ლოდ ას­ხამ­და.

მთე­ლი ეს ამ­ბა­ვი კი ჩემს მო­რიგ მოგ­ზა­უ­რო­ბას მო­ვა­ყო­ლე ოფის­ში, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით ორი ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ჭი­ან­ჭ­ვე­ლა­სა­ვით შრო­მობს, რა­თა ჩვე­ნი "ფე­ის­ბუკ­ში" ყოფ­ნა ბევ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დოს. სა­უ­ბა­რია "ფე­ის­ბუ­კის" შტაბ­ბი­ნა­ზე, რო­მე­ლიც ოფი­სი კი არა, პა­ტა­რა ქა­ლა­ქია, სა­დაც თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი არა მარ­ტო მუ­შა­ო­ბენ, არა­მედ ცხოვ­რო­ბენ კი­დეც.

გზას, რო­მელ­საც ოფის­ში მივ­ყა­ვართ, სიმ­ბო­ლუ­რად - ჰა­კე­რის გზა ეწო­დე­ბა, ხო­ლო მო­ე­დანს, სა­დაც ოფი­სის მთა­ვა­რი შე­ნო­ბაა გან­თავ­სე­ბუ­ლი - ჰა­კე­რე­ბის მო­ე­და­ნი. შტაბ­ბი­ნა სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბით ცხოვ­რობს. მა­თი ავ­ტო­რი ცუ­კერ­ბერ­გია, რო­მელ­მაც არა მარ­ტო უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, არა­მედ სა­კუ­თა­რი ქა­ლაქ-ოფი­სის სა­ხით, ნამ­დ­ვი­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი სა­ხელ­წი­ფო შექ­მ­ნა.

ეს სა­ო­ცა­რი ად­გი­ლი კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში მდე­ბა­რე­ობს, ქა­ლაქ - მენ­ლო-პარ­კ­ში. ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თო­ბი, რო­მელ­ზეც შტაბ­ბი­ნაა გან­თა­ვე­ბუ­ლი, 150 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია. ის უფ­რო სა­კუ­რორ­ტო ად­გილს მო­გა­გო­ნებთ, ვიდ­რე ოფისს. იქ ყვე­ლა­ფე­რია იმის­თ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა მოწყე­ნი­ლო­ბა არ იგ­რ­ძ­ნოს, - სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზი­დან დაწყე­ბუ­ლი, სა­თა­მა­შო ავ­ტო­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი (გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა). "ფე­ის­ბუკ­ლენ­დ­ში" (მო­დი, ასე და­ვარ­ქ­ვათ) ვი­ღა­ცა ბავ­შ­ვებს ასე­ირ­ნებს, ვი­ღა­ცა კი უბ­რა­ლოდ ის­ვე­ნებს, ვი­ღა­ცა მუ­შა­ობს. ნე­ბის­მი­ერ თა­ნამ­შ­რო­მელს შე­უძ­ლია აქ ოჯა­ხის წევ­რის ან მე­გობ­რის მოყ­ვა­ნა.

რო­გორც ყვე­ლა ქა­ლაქ­ში, "ფე­ის­ბუკ­ლენ­დის" ქუ­ჩებ­შიც უამ­რა­ვი კა­ფე და რეს­ტო­რა­ნია, ოღონდ ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით - თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის ისი­ნი უფა­სოა.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, "ფე­ის­ბუ­კის" შტაბ­ბი­ნა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. რო­გორ ვი­პო­ვოთ ჩვენ­თ­ვის სა­ჭი­რო პი­როვ­ნე­ბა ამ­დენ ხალ­ხ­ში?.. ცუ­კერ­ბერ­გ­მა ამა­ზეც იზ­რუ­ნა: კედ­ლებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ მო­ნი­ტორ­ზე აკ­რეფთ სა­ჭი­რო სა­ხელ­სა და გვარს, რის შემ­დე­გაც ეკ­რან­ზე გა­მო­ი­სა­ხე­ბა რუ­კა, რო­მე­ლიც თქვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ოფის­ში ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ოთა­ხია - ეს ხის სა­ამ­ქ­როა. გა­გიკ­ვირ­დათ? ცუ­კერ­ბერგს მი­აჩ­ნია, რომ ხის­გან სხვა­დას­ხ­ვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თე­ბის გა­კე­თე­ბა, გან­ტ­ვირ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

- გინ­დათ, ჩემს ვე­ლო­სი­პედს გათხო­ვებთ? - შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ უმალ "ფე­ის­ბუ­კე­ლე­ბი", რა­თა ოფის­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­გი­ად­ვილ­დეთ. დი­ახ, აქ ვე­ლო­სი­პე­დი პო­პუ­ლა­რუ­ლი სატ­რან­ს­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაა. მი­სი პარ­კი­რე­ბა პირ­და­პირ სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ოფი­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე არის ერ­თი შუ­შის ოთა­ხი, რომ­ლის კარ­ზეც მი­უ­ჭე­დე­ბი­ათ აბ­რა და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით - ჰა­კე­რი. აბა, თუ მიხ­ვ­დე­ბით, ვის ეკუთ­ვ­ნის ეს ოთა­ხი? ვის და - თვით ცუ­კერ­ბერგს. არა, მის­თ­ვის სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა არ გა­ბე­დოთ: ბოსს არ უყ­ვარს, რო­დე­საც მის შუ­შე­ბი­ან კა­ბი­ნეტ­თან ჩავ­ლი­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის სტუმ­რე­ბი მის და­ნახ­ვა­ზე ფო­ტო­ა­პა­რატს იმარ­ჯ­ვე­ბენ.

"ფე­ის­ბუკ­ლენ­დ­ში" უამ­რა­ვი ბა­რია. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, აქ და­ლე­ვა "მო­სუ­ლა". ამას არა­ვინ აგიკ­რ­ძა­ლავთ. მთა­ვა­რია, ზედ­მე­ტი არ მო­გი­ვი­დეთ.

ის-ის იყო, ჭი­ქა მო­ვი­მარ­ჯ­ვე, რა­თა უფა­სო კოქ­ტე­ი­ლი და­მე­გე­მოვ­ნე­ბი­ნა, რომ "ფე­ის­ბუკ"-სიღ­რ­მი­დან გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლის ხმა მო­მეს­მა, რა­მაც ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად სა­კუ­თარ გვერ­დ­ზე გად­მო­მის­რო­ლა. ვი­რი იყო. საბ­რა­ლო, თა­ვი­სი ძმო­ბი­ლის კვალს გაჰ­ყ­ვა, რო­მელ­მაც დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­იყ­ვა­ნა და ერთ-ერთ სა­შა­ურ­მეს­თან მი­იყ­ვა­ნა. რა­ო­დენ დი­დი იყო სა­ხედ­რის გა­ო­ცე­ბა, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი თა­ნა­მოძ­მე სა­შა­ურ­მე ჯოხ­ზე ნა­კუ­წე­ბად ქცე­უ­ლი და ჩა­მოც­მუ­ლი იხი­ლა. იქ­ვე ვი­ღა­ცამ სუ­რა­თი გა­და­უ­ღო გან­ც­ვიფ­რე­ბულ პი­რუტყვს და "გა­ა­ფე­ის­ბუ­კა". ვი­ღაც კი უზარ­მა­ზა­რი და­ნით გა­მო­ე­კი­და, - ამას რას ვხე­დავ, სა­შა­ურ­მე ხორ­ცი სა­კუ­თა­რი ფე­ხით მობ­რ­ძა­ნე­ბუ­ლაო!.. "ვა­მო­ნი­ტო­რებ" კვი­რის "ფე­ის­ბუ­კის" ლი­დერ ფო­ტოს და ამ სა­ცო­და­ვი პი­რუტყ­ვის დაც­ვის "ენ­ჯე­ოს" შექ­მ­ნის სე­რი­ო­ზულ სა­ჭი­რო­ე­ბას ვხე­დავ. არ ვხუმ­რობ. ანეკდოტების გმი­რო­ბა არ აკ­მა­რეს სა­ცო­დავს, შა­ურ­მა­დაც აქ­ცი­ეს.

შემ­დე­გი ამ­ბა­ვი კი ბი­ჭუ­ნა­ზეა, რო­მელ­მაც "ფე­ის­ბუკ­ში" გულ­გ­რი­ლი არა­ვინ და­ტო­ვა, მათ შო­რის მეც. იმ იმე­დით, რომ თქვენც სიმ­პა­თი­ით გა­ნიმ­ს­ჭ­ვა­ლე­ბით მის მი­მართ, გი­ზი­ა­რებთ:

ბა­ჩო წიკ­ლა­უ­რი გუ­და­მაყ­რის სო­ფელ მა­ქარ­თის დაწყე­ბი­თი სკო­ლის მე­ოთხე კლას­ში სწავ­ლობს. არა მხო­ლოდ კლას­ში, არა­მედ სკო­ლა­შიც - ერ­თა­დერ­თი მოს­წავ­ლეა. ბი­ჭუ­ნას არც კლა­სე­ლი ჰყავს, არც - სკო­ლე­ლი, სა­მა­გი­ე­როდ, ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს!..

- ბა­ჩო, რომ გითხ­რან, აჰა, სა­ნატ­რე­ლი ნო­უტ­ბუ­კი, ცირ­კ­ში ხში­რად ივ­ლი, თე­ატ­რ­საც ნა­ხავ და ყვე­ლა სურ­ვი­ლი აგის­რულ­დე­ბა, ოღონდ გუ­და­მაყ­რი­დან უნ­და აიყა­რო და ქა­ლაქ­ში წახ­ვი­დეო, რას იზამ?

- არ წა­ვალ. აქ უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე ქა­ლაქ­ში.

- რა არის მე­ტი?

- მთე­ბი - მშვი­დი და ძლი­ე­რი... ვუ­ყუ­რებ და ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ მეც მთა ვარ, ოღონდ პა­ტა­რა, და თუ აქე­დან წა­ვალ, დი­დი ვერ გა­ვიზ­რ­დე­ბი. მთე­ბი არ ტო­ვე­ბენ თა­ვი­ანთ ად­გილს. თუ და­ტო­ვე­ბენ, ჩა­მო­იქ­ცე­ვი­ან...

- ვინ უნ­და გა­მოხ­ვი­დე დი­დო­ბა­ში?

- ჯა­რის­კა­ცი.

- რად გინ­და ჯა­რის­კა­ცო­ბა? უნ­და იომო?

- მარ­ტო ომის­თ­ვის უნ­და იყო ჯა­რის­კა­ცი? და­ვი­ცავ ამ მთებს და მთელ გუ­და­მა­ყარს, მე­საზღ­ვ­რე ვიქ­ნე­ბი.

- საზღ­ვა­რი რა არის?

- ეზოს ღო­ბე­სა­ვით არის, მაგ­რამ ღო­ბე შე­იძ­ლე­ბა, მო­შა­ლო, საზღ­ვარს კი ვერ მოშ­ლი.

- რა­ტომ?

- საზღ­ვა­რი შენს სამ­შობ­ლოს იცავ­სო, მა­მამ თქვა, ღო­ბე კი - ეზოს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ძმას გა­უ­ყო...

მო­მა­ვალ Facebook მო­ნი­ტო­რამ­დე.

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია