ამერიკის არმიის ჯავშანსატანკო და თვლიანი ტექნიკის კვლევისა და წარმოების საინჟინრო ცენტრმა სრულიად ავტონომიური ავტოკოლონა გამოსცადა. ავტოკოლონის შემადგენლობაში შემავალი განსხვავებული ტიპის ყველა სატვირთო მანქანა კომპიუტერით იმართებოდა. განცხადებას ამის შესახებ ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ი ავრცელებს. გამოცდა ტეჰასის შტატში, "ფორტ-ფუდის" ბაზაზე გაიმართა. ავტოკოლონამ დამოუკიდებლად წინასწარ განსაზღვრული მარშრუტი გაიარა.
გამოცდის მსვლელობისას, ავტოკოლონას რამდენიმე დაბრკოლება უნდა გადაელახა. მათ შორის გზაჯვარედინები, შემხვედრ გზაზე მოძრავი ავტომობილები და ქვეით მოსიარულეთა გადასასვლელები.
ავტომობილების ავტონომიურ (მძროლის გარეშე) გადაადგილების სისტემებზე ამერიკის არმია და საზღვაო ქვეითები ერთობლივად მუშაობენ. საჭიროების შემთხვევაში, სისტემის მორგება, აშშ-ს შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში არსებულ ნებისმიერი ტიპის ავტომობილზე შეიძლება. მის შემადგენლობაში რადარები, GPS ნავიგატორი, გამომთვლელი მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფიის ბლოკი შედის.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.