მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ
რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ

ადი­გენ­ში, თორ­ნი­კე ერის­თა­ვის N18-ში მდე­ბა­რე სა­ბავ­შვო ბა­ღის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ნა­წი­ლი 26 დე­კემ­ბერს ჩა­მო­ინ­გრა. ამ დროს ბავ­შვე­ბი უკვე სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზე იყ­ვნენ. "ეს რომ სხვა დროს მომ­ხდა­რი­ყო, და­ვი­ღუ­პე­ბო­დით. გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ში, ჩრდი­ლი იყო და ბავ­შვე­ბი სულ მაგ ად­გილ­ზე გროვ­დე­ბოდ­ნენ სა­თა­მა­შოდ", - ამ­ბობს ერთ-ერთი აღ­საზ­რდე­ლის დედა.

შემ­თხვე­ვამ­დე, შე­ნო­ბის­თვის ბზა­რიც კი არა­ვის შე­უ­ტყვია. სა­ბავ­შვო ბა­ღის სტან­დარ­ტუ­ლი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც არა­ერთ ჯგუფს იტევ­და, 1980 წელს აშენ­და. მას არც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა ჰქონ­და გა­სუ­ლი და არც ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი იყო. ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბას მე­სა­მე (მძი­მე) ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა და მისი სა­ერ­თო ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. "ჩა­მო­ინ­გრა ღია ტე­რა­სის მეშ­ვი­დე და მერ­ვე მა­ლებს შო­რის მზი­დი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი. ძი­რი­თა­დად მი­ზე­ზი სა­ხუ­რა­ვის ხის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის და რკ/ბე­ტო­ნის სვე­ტე­ბის ცვე­თის შე­დე­გია" , - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

ადი­გე­ნის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში გა­მო­სა­ვალს ეძე­ბენ, ამ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა სა­ხი­ფა­თოა, ახა­ლი ბა­ღის ასა­შე­ნებ­ლად ფი­ნა­ნა­სე­ბი არ აქვთ. ალ­ტე­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ი­ძი­ეს, ერ­თა­დერ­თი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც და­ბა­ში გა­მო­ი­ნა­ხა, ყო­ფი­ლი რეს­ტორ­ნის შე­ნო­ბაა, ბე­ტო­ნის ია­ტა­კით. ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რის, ნატო სი­ნა­უ­რი­ძის თქმით, შე­ნო­ბა მშობ­ლებ­თან და გამ­გე­ბელ­თან ერ­თად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და მხო­ლოდ საკ­რე­ბუ­ლოს თან­ხმო­ბა­ღაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გივი ენ­დე­ლა­ძე აცხა­დებს, რომ მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბავ­შვებს ბე­ტო­ნი­ან შე­ნო­ბა­ში ვერ შე­უშ­ვე­ბენ. 

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ

რესტორნის შენობა დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ

ადიგენში, თორნიკე ერისთავის N18-ში მდებარე საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობის ნაწილი 26 დეკემბერს ჩამოინგრა. ამ დროს ბავშვები უკვე საახალწლო არდადეგებზე იყვნენ. "ეს რომ სხვა დროს მომხდარიყო, დავიღუპებოდით. განსაკუთრებით ზაფხულში, ჩრდილი იყო და ბავშვები სულ მაგ ადგილზე გროვდებოდნენ სათამაშოდ", - ამბობს ერთ-ერთი აღსაზრდელის დედა.

შემთხვევამდე, შენობისთვის ბზარიც კი არავის შეუტყვია. საბავშვო ბაღის სტანდარტული შენობა, რომელიც არაერთ ჯგუფს იტევდა, 1980 წელს აშენდა. მას არც ექსპლუატაციის ვადა ჰქონდა გასული და არც ამორტიზებული იყო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობას მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანება აღენიშნება და მისი საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. "ჩამოინგრა ღია ტერასის მეშვიდე და მერვე მალებს შორის მზიდი კონსტრუქციები. ძირითადად მიზეზი სახურავის ხის კონსტრუქციული ელემენტების და რკ/ბეტონის სვეტების ცვეთის შედეგია" , - ნათქვამია დასკვნაში.

ადიგენის თვითმმართველობაში გამოსავალს ეძებენ, ამ შენობაში შესვლა სახიფათოა, ახალი ბაღის ასაშენებლად ფინანასები არ აქვთ. ალტენატიული ფართი ჯერჯერობით ვერ მოიძიეს, ერთადერთი შენობა, რომელიც დაბაში გამოინახა, ყოფილი რესტორნის შენობაა, ბეტონის იატაკით. ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატო სინაურიძის თქმით, შენობა მშობლებთან და გამგებელთან ერთად დაათვალიერეს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობაღაა საჭირო. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე აცხადებს, რომ მშობლების თანხმობის მიუხედავად, ბავშვებს ბეტონიან შენობაში ვერ შეუშვებენ. 

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა