Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''თუკი ''სუხიშვილები არის ''ადიდასი, დანარჩენი ყველა ''ადიბასები'' არიან
''თუკი ''სუხიშვილები არის ''ადიდასი, დანარჩენი ყველა ''ადიბასები'' არიან

ფო­ცხიშ­ვი­ლე­ბის გვა­რი დიდი ხა­ნია, ქარ­თულ ცეკ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ან­სამ­ბლ "მე­ტეხს" ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დროს სა­ხელ­მწი­ფომ და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­წყვი­ტა და მას მერე სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად არი­ან. ამას წი­ნათ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გუ­რამ ოდი­შა­რი­ას მო­ად­გი­ლემ სა­ინ­ტე­რე­სო პა­რა­ლე­ლი მო­უყ­ვა­ნა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა შე­ი­ნა­ხოს სა­კუ­თა­რი თავი ხე­ლო­ვან­მა. "ცეკ­ვის აკა­დე­მი­ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ გელა ფო­ცხიშ­ვილს ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ თქვენს სფე­რო­ში სა­სი­კე­თოდ რა შე­იც­ვა­ლა?

- თა­ვი­დან­ვე ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ, რო­მე­ლიც ხალ­ხზე იზ­რუ­ნებს. ეს ქვე­ყა­ნა ჩვენ გვე­კუთ­ვნის და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ხალ­ხს უნდა ემ­სა­ხუ­რონ. პრინ­ციპ­ში, უკე­თე­სო­ბის­კენ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. შე­მიძ­ლია, ისიც ვთქვა, რომ ცოტა უკე­თე­სო­ბა ამ კუ­თხით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს უფრო იყო. მგო­ნია, რომ მთე­ლი კულ­ტუ­რის სფე­რო კო­მუ­ნის­ტუ­რი, ძვე­ლი, საბ­ჭო­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის­კენ წა­ვი­და. არ ვიცი, სხვა რო­გორ ხე­დავს, მაგ­რამ ჩვე­ნი ოჯა­ხი 1962 წლი­დან არის ამ სფე­რო­ში და ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბი უფრო უა­რე­სო­ბის­კენ წა­ვი­და. არა მგო­ნია, რომ ჩვე­ნი ან­სამ­ბლი ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი იყოს. სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვად უნდა გა­მოთ­ქვას ასე­თი და­სის და­ფი­ნან­სე­ბის სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დიდი ბრი­ტა­ნე­თის, გერ­მა­ნი­ის ყვე­ლა ცენ­ტრა­ლურ თე­ატ­რში გა­მო­ვი­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ განა იმი­ტომ, რომ პრო­დუქ­ტი არ არის, უბ­რა­ლოდ, ბა­ზა­რი არ გვი­წყობს ხელს. გვაქვს ფი­ლარ­მო­ნი­ის დარ­ბა­ზი, რომ­ლის და­ქი­რა­ვე­ბა კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა ჯდე­ბა. რამ­დე­ნი კონ­ცერ­ტი უნდა გა­მარ­თოს დას­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ მთე­ლი წელი იარ­სე­ბოს?

- დღეს რო­მე­ლი ცეკ­ვის ან­სამ­ბლე­ბი იღე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან?

- "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი, "ერი­სი­ო­ნი, "რუს­თა­ვი, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ან­სამ­ბლიც. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ან­სამ­ბლებ­თან ერ­თად ჩვენც ვი­ყა­ვით სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­დნენ კონ­ცერ­ტებს სა­ზღვრებს გა­რეთ და დღე­საც ასე გრძელ­დე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი და­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბას იღე­ბენ, ვერ სცდე­ბი­ან გარ­კვე­ულ ჩარ­ჩო­ებს, თუმ­ცა ეს მათი მე­ნე­ჯმენ­ტის, მარ­კე­ტინ­გი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის პრობ­ლე­მაა. ჩვენ­ნა­ირ ის­ტო­რი­ულ დასს კი ასე არ უნდა უჭირ­დეს.

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან ვის შეხ­ვდით?

- ბა­ტონ მი­რი­ან ოდი­შა­რი­ას, ხან მი­რი­ანს ეძა­ხი­ან, ხან გუ­რამს. ღი­მი­ლით, სი­ცი­ლით, ხარ­ხა­რით მიგ­ვი­ღო, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო. გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თა თა­ვის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვილ­თან. მან კი გვი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სე­ბით იწყე­ბაო. მოგ­ვიყ­ვა­ნა ასე­თი მა­გა­ლი­თი, რომ ფილმში "ჯაზ­ში მხო­ლოდ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან" თურ­მე ორ­კესტრი თა­ვად ირ­ჩენს თავს და გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ასე იყოს (იღი­მის). სულ მიკ­ვირ­და, ასე რა­ტომ არ ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა, ჩვენ არ ვართ ამე­რი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვართ. ახა­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი გვაქვს მზად, მაგ­რამ ვერ ვა­კე­თებთ. თუკი თან­ხე­ბი არ გექ­ნე­ბა, რომც გათ­ვა­ლო, ერთხელ წა­ა­გებ, ორ­ჯერ, სახ­ლს გა­ყი­დი, კარს, ნა­ბადს და ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ბი. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ თქვენს ღვაწლს, მაგ­რამ არაო, გვი­თხრა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

სულ იმას ვფიქ­რობ­დით, რომ რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს უჭირ­და, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით უნდა გაგ­ვე­ტა­ნა თავი. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, როცა და­ფი­ნან­სე­ბა შეგ­ვი­წყვი­ტეს, გა­მო­ვი­ა­რეთ შე­ვარ­დნა­ძის ეპო­ქა, რო­დე­საც ხალ­ხს ხელ­ფა­სე­ბი არ ეძ­ლე­ო­და და ჩვენ რა უნდა მოგ­ვე­თხო­ვა? სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს კი კეთ­დე­ბო­და უფრო მეტი რამ, მაგ­რამ ცოტა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და კულ­ტუ­რის სფე­რო და სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. მცი­რე ხნის წინ მო­ვი­და მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც წინა სამს ლან­ძღავ­და, მაგ­რამ ხომ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რის­თვის მო­დი­ხარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში? ამ­ხე­ლა დასი თუ უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რას აკე­თებს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო?

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''თუკი ''სუხიშვილები არის ''ადიდასი, დანარჩენი ყველა ''ადიბასები'' არიან

''თუკი ''სუხიშვილები არის ''ადიდასი, დანარჩენი ყველა ''ადიბასები'' არიან

ფოცხიშვილების გვარი დიდი ხანია, ქართულ ცეკვას ემსახურება. ანსამბლ ''მეტეხს" ზვიად გამსახურდიას დროს სახელმწიფომ დაფინანსება შეუწყვიტა და მას მერე საკუთარი თავის იმედად არიან. ამას წინათ კულტურის სამინისტროში გურამ ოდიშარიას მოადგილემ საინტერესო პარალელი მოუყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეინახოს საკუთარი თავი ხელოვანმა. ''ცეკვის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელ გელა ფოცხიშვილს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თქვენს სფეროში სასიკეთოდ რა შეიცვალა?

- თავიდანვე ვიტყვი, რომ ყველა მთავრობის მხარდამჭერი ვარ, რომელიც ხალხზე იზრუნებს. ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და თანამდებობის პირები ხალხს უნდა ემსახურონ. პრინციპში, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. შემიძლია, ისიც ვთქვა, რომ ცოტა უკეთესობა ამ კუთხით წინა ხელისუფლების დროს უფრო იყო. მგონია, რომ მთელი კულტურის სფერო კომუნისტური, ძველი, საბჭოური მმართველობისკენ წავიდა. არ ვიცი, სხვა როგორ ხედავს, მაგრამ ჩვენი ოჯახი 1962 წლიდან არის ამ სფეროში და ჩვენი საქმეები უფრო უარესობისკენ წავიდა. არა მგონია, რომ ჩვენი ანსამბლი ხელწამოსაკრავი იყოს. სახელმწიფომ თავად უნდა გამოთქვას ასეთი დასის დაფინანსების სურვილი, რომელიც დიდი ბრიტანეთის, გერმანიის ყველა ცენტრალურ თეატრში გამოვიდა. საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს, მაგრამ განა იმიტომ, რომ პროდუქტი არ არის, უბრალოდ, ბაზარი არ გვიწყობს ხელს. გვაქვს ფილარმონიის დარბაზი, რომლის დაქირავება კოლოსალური თანხა ჯდება. რამდენი კონცერტი უნდა გამართოს დასმა საქართველოში, რომ მთელი წელი იარსებოს?

- დღეს რომელი ცეკვის ანსამბლები იღებენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან?

- ''სუხიშვილები, ''ერისიონი, ''რუსთავი, ასევე რეგიონებში არსებული რამდენიმე ანსამბლიც. ზემოთ ჩამოთვლილ ანსამბლებთან ერთად ჩვენც ვიყავით სახელმწიფო ანსამბლებს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ კონცერტებს საზღვრებს გარეთ და დღესაც ასე გრძელდება. დანარჩენი დასები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, ვერ სცდებიან გარკვეულ ჩარჩოებს, თუმცა ეს მათი მენეჯმენტის, მარკეტინგისა და შემოქმედების პრობლემაა. ჩვენნაირ ისტორიულ დასს კი ასე არ უნდა უჭირდეს.

- კულტურის სამინისტროდან ვის შეხვდით?

- ბატონ მირიან ოდიშარიას, ხან მირიანს ეძახიან, ხან გურამს. ღიმილით, სიცილით, ხარხარით მიგვიღო, ყველაფერი კარგად იქნებაო. გადაგვამისამართა თავის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილთან. მან კი გვითხრა, ყველაფერი ფინანსებით იწყებაო. მოგვიყვანა ასეთი მაგალითი, რომ ფილმში ''ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" თურმე ორკესტრი თავად ირჩენს თავს და გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოშიც ასე იყოს (იღიმის). სულ მიკვირდა, ასე რატომ არ ხდება ჩვენს ქვეყანაშიო. წარმოიდგინეთ, რა მაგალითი მოიყვანა, ჩვენ არ ვართ ამერიკაში, საქართველოში ვართ. ახალი სპექტაკლები გვაქვს მზად, მაგრამ ვერ ვაკეთებთ. თუკი თანხები არ გექნება, რომც გათვალო, ერთხელ წააგებ, ორჯერ, სახლს გაყიდი, კარს, ნაბადს და ქუჩაში დარჩები. ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს ღვაწლს, მაგრამ არაო, გვითხრა კულტურის მინისტრის მოადგილემ.

სულ იმას ვფიქრობდით, რომ რადგან საქართველოს უჭირდა, საკუთარი ძალებით უნდა გაგვეტანა თავი. ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, როცა დაფინანსება შეგვიწყვიტეს, გამოვიარეთ შევარდნაძის ეპოქა, როდესაც ხალხს ხელფასები არ ეძლეოდა და ჩვენ რა უნდა მოგვეთხოვა? სააკაშვილის დროს კი კეთდებოდა უფრო მეტი რამ, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა კულტურის სფერო და სხვა პრიორიტეტები გამოიკვეთა. მცირე ხნის წინ მოვიდა მთავრობა, რომელიც წინა სამს ლანძღავდა, მაგრამ ხომ უნდა გააცნობიერო, რისთვის მოდიხარ ხელისუფლებაში? ამხელა დასი თუ უკმაყოფილოა, რას აკეთებს კულტურის სამინისტრო?

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება