მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიმს აპატურაი - ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს
ჯეიმს აპატურაი - ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს

თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქარ­თვე­ლებ­მა და რუ­სებ­მა უკეთ გა­უ­გონ ერ­თმა­ნეთს, ეს ყვე­ლას­თვის სა­სარ­გებ­ლოა და ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნამ­დვი­ლად კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჯე­იმს აპა­ტუ­რა­იმ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სპორ­ტი ყო­ველ­თვის არის პო­ლი­ტი­კის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

"იმ ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, დიპ­ლო­მა­ტი­ის ან სამ­ხედ­რო სფე­რო­ში არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, ეს შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ რჩე­ბა ძლი­ე­რი. ის ფაქ­ტი, რომ ნატო-ს სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტი ეწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ზუს­ტად სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის დროს, შე­იძ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ სოჭთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლი არ არის, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არის გზავ­ნი­ლი, რომ ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს და ეს არ შე­იც­ვლე­ბა. თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოლიმ­პი­ა­და­ში იძ­ლე­ვა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქარ­თვე­ლებ­მა და რუ­სებ­მა უკეთ გა­უ­გონ ერ­თმა­ნეთს, ეს ყვე­ლას­თვის სა­სარ­გებ­ლოა და ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნამ­დვი­ლად კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. რო­გორც კა­ნა­დე­ლი, არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ჰყავს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ჰო­კე­ის გუნ­დი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ", - გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის შე­ფა­სე­ბით, ახა­ლი მთავ­რო­ბის მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც "არც ისე ახა­ლია", კარ­გია.

ჯე­იმს აპა­ტუ­რაი მი­იჩ­ნევს, რომ წინა მთავ­რო­ბის მიდ­გო­მის­გან ის ფუნ­და­მენ­ტუ­რად არ გან­სხვავ­დე­ბა.

"ეს არის მყა­რად დგო­მა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე, რა­საც ჩვენ პა­ტივს ვცემთ და მხარს ვუ­ჭერთ და ასე­ვე რუ­სეთ­თან უკე­თე­სი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბა. ეს ორი რამ ერ­თმა­ნე­თის სა­პი­რის­პი­რო არ არის. ჩვენ ამის გვჯე­რა, ასე­ვე გვსურს ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, მაგ­რამ ნა­ტოს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა არის ის, რაც დამ­ფუძ­ნე­ბელ ქარ­ტი­ა­ში წე­რია და ეს არ შე­იც­ვლე­ბა. ქარ­თველ ხალ­ხს შე­უძ­ლია, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოს. კი­თხვე­ბი არის მხო­ლოდ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დის და რო­გორ და ეს დიდ­წი­ლად ას­პი­რანტ ქვე­ყა­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე, რომ ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მიჰ­ყვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რებს და ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის სხდო­მა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ჯე­იმს აპა­ტუ­რა­ის თქმით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შე­უძ­ლია, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იყოს.

"პრე­მი­ერს შე­უძ­ლია, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იყოს. ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა წლი­ურ ეროვ­ნულ გეგ­მა­ზე ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია. ასე რომ, ვფიქ­რობ, ელ­ჩებს ექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი, მო­ის­მი­ნონ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს მზა­დე­ბა. თქვენ წინ გე­ლო­დე­ბათ ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი. ვი­სა­უბ­რებთ ავ­ღა­ნე­თის მო­მა­ვალ­ზე, ნატო-ს სა­მიტ­ზე. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ლე­გი­ტი­მუ­რია, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კონ­კრე­ტულ წინ­გა­დად­გმულ ნა­ბიჯს ელო­დეს. რა ფორ­მას მი­ი­ღებს ეს, არ ვიცი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია ნა­თე­ლია – მან გა­ა­ტა­რა რე­ფორ­მე­ბი, შე­აქვს წვლი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ა­ში და ელ­ჩებ­მა ეს იცი­ან", - აღ­ნიშ­ნა აპა­ტუ­რა­იმ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ჯეიმს აპატურაი - ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს

ჯეიმს აპატურაი - ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს

თუ საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართველებმა და რუსებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, ეს ყველასთვის სასარგებლოა და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მხრიდან მონაწილეობა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სპორტი ყოველთვის არის პოლიტიკისგან განცალკევების შესაძლებლობა.

"იმ ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, დიპლომატიის ან სამხედრო სფეროში არ თანამშრომლობენ, ეს შეხვედრის შესაძლებლობაა. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რჩება ძლიერი. ის ფაქტი, რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა საქართველოს ზუსტად სოჭის ოლიმპიადის დროს, შეიძლება უშუალოდ სოჭთან დაკავშირებული პოლიტიკური გზავნილი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის გზავნილი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ეს არ შეიცვლება. თუ საქართველოს მონაწილეობა ოლიმპიადაში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართველებმა და რუსებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, ეს ყველასთვის სასარგებლოა და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მხრიდან მონაწილეობა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო. როგორც კანადელი, არ ვარ დარწმუნებული, ჰყავს თუ არა საქართველოს ჰოკეის გუნდი, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, ახალი მთავრობის მიდგომა, რომელიც "არც ისე ახალია", კარგია.

ჯეიმს აპატურაი მიიჩნევს, რომ წინა მთავრობის მიდგომისგან ის ფუნდამენტურად არ განსხვავდება.

"ეს არის მყარად დგომა ევროატლანტიკურ გზაზე, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ და ასევე რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების მცდელობა. ეს ორი რამ ერთმანეთის საპირისპირო არ არის. ჩვენ ამის გვჯერა, ასევე გვსურს ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის ის, რაც დამფუძნებელ ქარტიაში წერია და ეს არ შეიცვლება. ქართველ ხალხს შეუძლია, ამაში დარწმუნებული იყოს. კითხვები არის მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, როდის და როგორ და ეს დიდწილად ასპირანტ ქვეყანაზეა დამოკიდებული. ასე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მიმართულებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიჰყვება", - განაცხადა აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრებს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასაც გამოეხმაურა.

ჯეიმს აპატურაის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს.

"პრემიერს შეუძლია, თავდაჯერებული იყოს. ჩვენი მოსაზრება წლიურ ეროვნულ გეგმაზე ძალიან პოზიტიურია. ასე რომ, ვფიქრობ, ელჩებს ექნებათ სურვილი, მოისმინონ როგორ მიმდინარეობს მზადება. თქვენ წინ გელოდებათ ადგილობრივი არჩევნები. ვისაუბრებთ ავღანეთის მომავალზე, ნატო-ს სამიტზე. ვფიქრობ, ძალიან ლეგიტიმურია, ქართველი ხალხი კონკრეტულ წინგადადგმულ ნაბიჯს ელოდეს. რა ფორმას მიიღებს ეს, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს პოზიცია ნათელია – მან გაატარა რეფორმები, შეაქვს წვლილი საერთაშორისო მისიაში და ელჩებმა ეს იციან", - აღნიშნა აპატურაიმ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა