პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი და ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მო­აზ­როვ­ნე
გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი და ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მო­აზ­როვ­ნე

კლუბ­ში "რა? სად? რო­დის?" 1993 წლი­დან თა­მა­შობს, მაგ­რამ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მა­შებ­ში მა­ნამ­დე იყო ჩარ­თუ­ლი, სა­ნამ ეს კლუ­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და. ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა დრო­ის, ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მო­აზ­როვ­ნეა. არა­ერ­თ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს "რა? სად? რო­დის?" პირ­ვე­ლი მა­გის­ტ­რი. ალ­ბათ მი­მიხ­ვ­დით, ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი გი­ორ­გი ბაქ­რა­ძე გახ­ლავთ. ე­როვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ერთ პა­ტა­რა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ "თა­მაშ­ზე" სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხ­მ­და.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- წიგ­ნებ­თან "მე­გობ­რო­ბა" რო­გორ და­იწყეთ?

- ბავ­შ­ვო­ბი­დან აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი ვი­ყა­ვი. ეს "საქ­მე" რომ და­ვი­წყე, 4 წლი­საც კი არ ვი­ყა­ვი. იმ ბავ­შ­ვ­თა კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბო­დი, რომ­ლებ­საც მშობ­ლე­ბი წიგ­ნებს ძა­ლით აკი­თხე­ბენ.

- დღეს რას კი­თხუ­ლობთ?

- ერ­თ­დ­რო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წიგნს ვკი­თხუ­ლობ. ერ­თი - ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რი­საა. მათ ბი­ოგ­რა­ფი­ებს ვეც­ნო­ბი, ვინც ამე­რი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას მო­ა­წე­რა ხე­ლი. მე­ო­რე - დე­ტექ­ტი­ვია, მე­სა­მე - მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში მომ­ხ­დარ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­ზეა.

- რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ერ­თ­დ­რო­უ­ლად კითხ­ვა ჩვე­ვად გვაქვს?

- დი­ახ. წა­კი­თხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ იშ­ვი­ა­თად ვუბ­რუნ­დე­ბი.

- ალ­ბათ გა­მო­ნაკ­ლი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც არ­სე­ბობს.

- რა თქმა უნ­და, ბავ­შ­ვო­ბა­ში დი­უ­მას "სა­მი მუშ­კე­ტე­რი" ორ­ჯერ წა­ვი­კი­თხე. ბორ­ხე­სის ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც არა­ერ­თხელ მივ­ბ­რუ­ნე­ბი­ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პო­ე­ზია. კარ­გი ლექ­სი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, მაგ­რამ ზე­პი­რად ბევ­რი ლექ­სი არ ვი­ცი.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავთ?

- შე­იძ­ლე­ბა ნა­თხო­ვა­რი წიგ­ნის დაბ­რუ­ნე­ბა დამ­ვი­წყე­ბია, მაგ­რამ არას­დ­როს მო­მი­პა­რავს. რო­ცა მახ­სენ­დე­ბა, მფლო­ბელს გვი­ან, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად ვუბ­რუ­ნებ.

- თქვენ­თ­ვის მო­უ­პა­რავთ?

- კი (ი­ცი­ნის).

- არ ბრაზ­დე­ბით?

- რა თქმა უნ­და, სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დით?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი ასარ­ჩე­ვია. (პა­უ­ზის შემ­დეგ) დე­ტექ­ტი­ვე­ბის გმირ­თან, ნი­რო ვულ­ფ­თან. სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია.

- რით არის სა­ინ­ტე­რე­სო?

- ჭკვი­ა­ნია, გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, სახ­ლი­დან გას­ვ­ლა არ უყ­ვარს. მოკ­ლედ, ჩემ­ნა­ი­რია.

- სახ­ლი­დან გას­ვ­ლა თქვენც არ გიყ­ვართ?

- მთლად ჩემ­ნა­ი­რიც არაა, მაგ­რამ ჩვენ შო­რის მსგავ­სე­ბებს ვხე­დავ. კი­დევ ერ­თი სა­ერ­თო თვი­სე­ბა გვაქვს - ორი­ვეს ლუ­დი გვიყ­ვარს.

- ეს გე­ნი­ა­ლუ­რი გერ­მა­ნე­ლი ფი­ზი­კო­სი 1863 წელს ტექ­ნი­კუ­რი სკო­ლი­დან იმის გა­მო გა­რი­ცხეს, რომ არ და­ას­მი­ნა თა­ნა­კურ­სე­ლი, რო­მელ­მაც მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­კა­ტუ­რა და­ხა­ტა.

- რენ­ტ­გე­ნი.

- "ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­თხო­ვებს ქოლ­გას კარგ ამინ­დ­ში და წა­გარ­თ­მევს მა­შინ, რო­ცა წვიმს" - რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს ახა­სი­ა­თებ­და ასე მარკ ტვე­ნი?

- კრი­ტი­კო­სებს.

- ცდე­ბით.

- ბან­კი­რებს ხომ არა?

- რა თქმა უნ­და. რას გვას­წავ­ლის იტა­ლი­უ­რი ან­და­ზა, - "არ გა­ე­კი­დო არც ქალს და არც ტრამ­ვა­ის, აუცი­ლებ­ლად..."

- "...მო­ვა შემ­დე­გი".

- ეს ცნო­ბი­ლი ინ­გ­ლი­სე­ლი მოღ­ვა­წე მე­მუა­რებ­ში წერ­და, რომ მშობ­ლე­ბი მას არას­დ­როს მიჰ­ფე­რე­ბი­ან. სა­მა­გი­ე­როდ, ძი­ძას აღ­მერ­თებ­და და სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში, წლე­ბის მან­ძილ­ზე, მი­სი სუ­რა­თი ეკი­და. და­ა­სა­ხე­ლეთ, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩერ­ჩილ­ზე.

- ჩერ­ჩი­ლი ამ­ბობ­და: "კო­მუ­ნის­ტი ეს არის ... რო­ცა იგი პირს აღებს, ვერ გა­არ­კ­ვევთ, გა­ღი­მე­ბას ცდი­ლობს თუ შენს გა­და­სან­ს­ვ­ლას". და­ა­სა­ხე­ლეთ გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი სიტყ­ვა.

- ნი­ანგს ადა­რებ­და.

- "ჩვენ, ძვე­ლებ­მა, ახ­ლა კა­ლა­მი ძირს უნ­და დავ­ს­დ­ვათ, გზა კი ვა­ჟას და­ვუთ­მოთ" - ეს სიტყ­ვე­ბი ილი­ამ მას შემ­დეგ თქვა, რაც ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ი­კი­თხა. რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი?

- "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი".

- ცდე­ბით, ილი­ა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა "მო­ხუ­ცის ნათ­ქ­ვამს" მო­უხ­დე­ნია. რუს მწე­რალს, ან­ტონ ჩე­ხოვს ფა­ნე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი არ­მია ჰყავ­და. რას ეძახ­დ­ნენ მათ რუ­სეთ­ში?

- მგო­ნი, ვი­ცო­დი, უნ­და გა­ვიხ­სე­ნო. (პა­უ­ზის შემ­დეგ) "ან­ტო­ნოვ­კებს".

- ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი სა­კუ­თარ თავს ბედ­ნი­ე­რე­ბის ქმარს ეძახ­და, ხო­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბას...

- მა­მას, შვილს...

- მის საყ­ვა­რელს. "პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვოც­ნე­ბობ­დი, კოს­მო­ნავ­ტი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ამას საკ­მა­ოდ ბევ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სჭირ­დე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ გავ­ხ­დი პრე­ზი­დენ­ტი". ამე­რი­კის რო­მე­ლი პრე­ზი­დენ­ტია ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი?

- ჯორჯ ბუ­ში.

- რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი ამ­ბობ­და: "ან­გე­ლო­ზი მკარ­ნა­ხობს, თო­რემ ლექ­სე­ბის წე­რის­თ­ვის, სად მცა­ლიაო?"

- გა­ლაკ­ტი­ო­ნი. ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბი­დან გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის პო­ე­ზია გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა შო­თა რუს­თა­ველ­ზე.

- "შე­ნა ხარ ჩე­მი ჯილ­დოც, სას­ჯე­ლიც,/ გულ­ზე ახ­ლოს ხარ და ღმერ­თ­ზე ზე­მოთ,/ ჩე­მო ტან­ჯუ­ლო, ჩე­მო მტან­ჯ­ვე­ლო,/ და­უ­ლე­ვე­ლო სამ­შობ­ლოვ ჩე­მო!/ შენ­თან ვარ, მაგ­რამ მა­ინც და­გე­ძებ,/ რო­გორც და­ე­ძებს საჭ­მელს მში­ე­რი/ და ამ პა­ტა­რა მი­წის ნაგ­ლეჯ­ზე შე­მაძ­რ­წუ­ნებ­ლად ვარ ბედ­ნი­ე­რი" - ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- ოთარ ჭი­ლა­ძე.

- ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ძლი­ე­რი არ ვარ.

- რა გვა­რი იყო ნა­პო­ლე­ო­ნის ქარ­თ­ვე­ლი პი­რა­დი მცვე­ლი რუს­ტა­მი?

- არ მახ­სოვს.

- რაზ­მა­ძე. 1911 წელს ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის "ჯო­კონ­და" მო­ი­პა­რეს. ერთ-ერთ ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლად ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვა­რი იყო მიჩ­ნე­უ­ლი. რო­მე­ლი მხატ­ვა­რი?

- პაბ­ლო პი­კა­სო.

- რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა გი­ორ­გი სა­ა­კა­ძეს მე­ფე ლუ­არ­სა­ბის კარ­ზე?

- (ფიქ­რობს)

- ისი­ნი ხომ ნა­თე­სა­ვე­ბიც იყ­ვ­ნენ.

- ეგ ვი­ცი. გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ნა­თე­სა­ვი მეც ვარ. ბე­ბი­ას დე­და თარ­ხან-მო­უ­რა­ვი იყო, თარ­ხან-მო­უ­რა­ვე­ბი კი მი­სი შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. გი­ორ­გი მე­ფის კარ­ზე მო­უ­რა­ვი იყო.

- ძველ იუდე­ვე­ლებ­ში არ­სე­ბობ­და ჩვე­უ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი თა­ვი­ანთ ცოდ­ვებს სიმ­ბო­ლუ­რად თხას აჰ­კი­დებ­დ­ნენ და უდაბ­ნო­ში გ­ზავ­ნიდ­ნენ. ამ წეს-ჩვე­უ­ლე­ბის თა­ნახ­მად, თით­ქოს ცოდ­ვე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბოდ­ნენ. აქე­დან წარ­მო­იშ­ვა გა­მოთ­ქ­მა...

- "გან­ტე­ვე­ბის ვა­ცი".

- და­ა­სა­ხე­ლეთ თა­რი­ღი ავ­ს­ტ­რია-უნ­გ­რე­თის იმ­პე­რი­ის ერ­ცჰერ­ცო­გის ფრანც ფერ­დი­ნან­დის სა­რა­ე­ვო­ში მკვლე­ლო­ბი­სა, რაც იქ­ცა I მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის სა­ბა­ბად.

- 1914 წლის 28 ივ­ნი­სი. ფრანც ფერ­დი­ნან­დის მკვლე­ლი გავ­რი­ლო პრინ­ცი­პი გახ­ლ­დათ.

- სა­მე­ფო არ­წი­ვი მთელ ცხოვ­რე­ბას ერთ პარ­ტ­ნი­ორ­თან ატა­რებს. კი­დევ რას არ იც­ვ­ლის იგი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ბუ­დეს.

- ცნო­ბი­ლი ფი­ზი­კო­სი, ნილს ბო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი იყო. რო­მე­ლი ქვეყ­ნის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და ის მე­კა­რედ?

- და­ნი­ის ნაკ­რებ­ში.

- რა ერ­ქ­ვა ჩუქ­ჩე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს, რო­მე­ლიც ირ­მის ტყა­ვე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი?

- ია­რან­გი.

- ეს­კი­მო­სე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს, რო­მელ­საც ყი­ნუ­ლის აგუ­რე­ბის­გან აშე­ნე­ბენ?

- იგ­ლუ.

- რამ­დენ სან­ტი­მეტრს უდ­რის 1 იარ­დი?

- 91 სან­ტი­მეტ­რის ტო­ლია.

- ლუ­დი რომ გიყ­ვართ, გა­სა­გე­ბია, ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­დან კი­დევ რო­მელ სა­ხე­ო­ბას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ღვი­ნო და ვის­კიც მიყ­ვარს.

- რას ნიშ­ნავს სიტყ­ვა "ვის­კი" ქარ­თუ­ლად?

- სი­ცოცხ­ლის წყალს.

- ერთ-ერთ გა­ლე­რე­ა­ში დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი პორ­ტ­რეტს უყუ­რებს და ამ­ბობს, - ამ სუ­რათ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი კა­ცის მა­მა მა­მა­ჩე­მის სი­მამ­რია. რა იქ­ნე­ბა მის­თ­ვის პორ­ტ­რეტ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი?

- (ფიქ­რობს) გთხოვთ, კითხ­ვა გა­მი­მე­ო­რეთ. (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) ბი­ძა გა­მო­დის.

- თუ ღა­მის 12 სა­ათ­ზე კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მაა, შეგ­ვიძ­ლია თუ არა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ 48 სა­ა­თის შემ­დეგ კაშ­კა­შა მზი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა?

- ისევ ღა­მე იქ­ნე­ბა და არა მზე.

- "ეს გახ­ლავთ სტი­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სა, რა დრო­საც მთავ­რო­ბა აწ­ვ­დის ან ცდი­ლობს მი­ა­წო­დოს ხალ­ხს ილუ­ზია იმი­სა, თით­ქოს ქვეყ­ნის ბა­ტონ-პატ­რო­ნი თა­ვად ხალ­ხი იყოს". რის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და ამ სიტყ­ვებს მუ­სო­ლი­ნი?

- დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

- "ქარ­თ­ვე­ლებს უყ­ვართ სტუ­მა­რი, სტუმ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა მა­თი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ღირ­სე­ბა­თა­გა­ნია. გარ­და უცხო­ე­ლე­ბი­სად­მი მა­თი ბუ­ნებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ჩვე­ნით, რად­გან ჩვენ ქარ­თუ­ლი ენა შე­ვის­წავ­ლეთ და მათ სა­ნა­ხა­ვად მი­ვე­დით. გუ­ლი­თად და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ შეხ­ვედ­რებს გვი­წყობ­დ­ნენ და ეს შეხ­ვედ­რე­ბი გვი­ნა­ზღა­უ­რებ­დ­ნენ იმ დიდ ცდა­სა და მძი­მე სა­ა­თებს, რაც მა­თი ენი­სა და ქარ­თუ­ლი ზმნის შეს­წავ­ლას მო­ვან­დო­მეთ... ქარ­თუ­ლი ენა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ემორ­ჩი­ლე­ბა რიტ­მ­სა და რით­მას, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თით­ქ­მის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბით მე­ლექ­სე­ა", - ვკი­თხუ­ლობთ ინ­გ­ლი­სე­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გის მო­გო­ნე­ბებ­ში. და­ა­სა­ხე­ლეთ ეს პი­როვ­ნე­ბა.

- მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პი.

- ისა­აკ ნი­უ­ტო­ნის 300 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­უშ­ვეს სა­ფოს­ტო მარ­კა. რა იყო მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი?

- ნი­უ­ტო­ნის ვაშ­ლი.

- ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ხე ამ ცხო­ვე­ლის დარ­გუ­ლია - ოდეს­ღაც და­მა­ლა კა­კა­ლი და შემ­დეგ მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­ა­ვიწყ­და. რო­მელ ცხო­ველ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ციყ­ვ­ზე.

- დე­მეტ­რე I, ალექ­სან­დ­რე I (დი­დი), თე­ი­მუ­რაზ I, ერეკ­ლე II. ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან, რო­მე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მე­ფე არ აღ­კ­ვე­ცი­ლა ბე­რად?

- ერეკ­ლე II.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლეთ ნიც­შეს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ცი­რე კი არა, მე­გობ­რო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს უიღ­ბ­ლო..."

- "...უიღ­ბ­ლო ქორ­წი­ნე­ბას".

მო­ამ­ზა­და თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძემ

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი და ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მო­აზ­როვ­ნე

გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი და ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მო­აზ­როვ­ნე

კლუბ­ში "რა? სად? რო­დის?" 1993 წლი­დან თა­მა­შობს, მაგ­რამ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მა­შებ­ში მა­ნამ­დე იყო ჩარ­თუ­ლი, სა­ნამ ეს კლუ­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და. ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა დრო­ის, ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მო­აზ­როვ­ნეა. არა­ერ­თ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს "რა? სად? რო­დის?" პირ­ვე­ლი მა­გის­ტ­რი. ალ­ბათ მი­მიხ­ვ­დით, ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი გი­ორ­გი ბაქ­რა­ძე გახ­ლავთ. ე­როვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კის სა­კითხებ­ში ერთ პა­ტა­რა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ "თა­მაშ­ზე" სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხ­მ­და.

პრეამბულის მაგიერ

- წიგ­ნებ­თან "მე­გობ­რო­ბა" რო­გორ და­იწყეთ?

- ბავ­შ­ვო­ბი­დან აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი ვი­ყა­ვი. ეს "საქ­მე" რომ და­ვიწყე, 4 წლი­საც კი არ ვი­ყა­ვი. იმ ბავ­შ­ვ­თა კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბო­დი, რომ­ლებ­საც მშობ­ლე­ბი წიგ­ნებს ძა­ლით აკითხე­ბენ.

- დღეს რას კითხუ­ლობთ?

- ერ­თ­დ­რო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წიგნს ვკითხუ­ლობ. ერ­თი - ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რი­საა. მათ ბი­ოგ­რა­ფი­ებს ვეც­ნო­ბი, ვინც ამე­რი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას მო­ა­წე­რა ხე­ლი. მე­ო­რე - დე­ტექ­ტი­ვია, მე­სა­მე - მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში მომ­ხ­დარ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­ზეა.

- რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ერ­თ­დ­რო­უ­ლად კითხ­ვა ჩვევად გვაქვს?

- დი­ახ. წა­კითხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ იშ­ვი­ა­თად ვუბ­რუნ­დე­ბი.

- ალ­ბათ გა­მო­ნაკ­ლი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც არ­სე­ბობს.

- რა თქმა უნ­და, ბავ­შ­ვო­ბა­ში დი­უ­მას "სა­მი მუშ­კე­ტე­რი" ორჯერ წა­ვი­კითხე. ბორ­ხე­სის ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც არა­ერ­თხელ მივ­ბ­რუ­ნე­ბი­ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პო­ე­ზია. კარ­გი ლექ­სი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, მაგ­რამ ზე­პი­რად ბევ­რი ლექ­სი არ ვი­ცი.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავთ?

- შე­იძ­ლე­ბა ნათხო­ვა­რი წიგ­ნის დაბ­რუ­ნე­ბა დამ­ვიწყე­ბია, მაგ­რამ არას­დ­როს მო­მი­პა­რავს. რო­ცა მახ­სენ­დე­ბა, მფლო­ბელს გვი­ან, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად ვუბ­რუ­ნებ.

- თქვენ­თ­ვის მო­უ­პა­რავთ?

- კი (ი­ცი­ნის).

- არ ბრაზ­დე­ბით?

- რა თქმა უნ­და, სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დით?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი ასარ­ჩე­ვია. (პა­უ­ზის შემ­დეგ) დე­ტექ­ტი­ვე­ბის გმირ­თან, ნი­რო ვულ­ფ­თან. სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია.

- რით არის სა­ინ­ტე­რე­სო?

- ჭკვი­ა­ნია, გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, სახ­ლი­დან გას­ვ­ლა არ უყ­ვარს. მოკ­ლედ, ჩემ­ნა­ი­რია.

- სახ­ლი­დან გას­ვ­ლა თქვენც არ გიყ­ვართ?

- მთლად ჩემ­ნა­ი­რიც არაა, მაგ­რამ ჩვენ შო­რის მსგავ­სე­ბებს ვხე­დავ. კი­დევ ერ­თი სა­ერ­თო თვი­სე­ბა გვაქვს - ორი­ვეს ლუ­დი გვიყ­ვარს.

- ეს გე­ნი­ა­ლუ­რი გერ­მა­ნე­ლი ფი­ზი­კო­სი 1863 წელს ტექ­ნი­კუ­რი სკო­ლი­დან იმის გა­მო გა­რიცხეს, რომ არ და­ას­მი­ნა თა­ნა­კურ­სე­ლი, რო­მელ­მაც მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­კა­ტუ­რა და­ხა­ტა.

- რენ­ტ­გე­ნი.

- "ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გათხო­ვებს ქოლ­გას კარგ ამინ­დ­ში და წა­გარ­თ­მევს მა­შინ, რო­ცა წვიმს" - რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს ახა­სი­ა­თებ­და ასე მარკ ტვე­ნი?

- კრი­ტი­კო­სებს.

- ცდე­ბით.

- ბან­კი­რებს ხომ არა?

- რა თქმა უნ­და. რას გვას­წავ­ლის იტა­ლი­უ­რი ან­და­ზა, - "არ გა­ე­კი­დო არც ქალს და არც ტრამ­ვა­ის, აუცი­ლებ­ლად..."

- "...მო­ვა შემ­დე­გი".

- ეს ცნო­ბი­ლი ინ­გ­ლი­სე­ლი მოღ­ვა­წე მე­მუა­რებ­ში წერ­და, რომ მშობ­ლე­ბი მას არას­დ­როს მიჰ­ფე­რე­ბი­ან. სა­მა­გი­ე­როდ, ძი­ძას აღ­მერ­თებ­და და სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში, წლე­ბის მან­ძილ­ზე, მი­სი სუ­რა­თი ეკი­და. და­ა­სა­ხე­ლეთ, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩერ­ჩილ­ზე.

- ჩერ­ჩი­ლი ამ­ბობ­და: "კო­მუ­ნის­ტი ეს არის ... რო­ცა იგი პირს აღებს, ვერ გა­არ­კ­ვევთ, გა­ღი­მე­ბას ცდი­ლობს თუ შენს გა­და­სან­ს­ვ­ლას". და­ა­სა­ხე­ლეთ გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი სიტყ­ვა.

- ნი­ანგს ადა­რებ­და.

- "ჩვენ, ძვე­ლებ­მა, ახ­ლა კა­ლა­მი ძირს უნ­და დავ­ს­დ­ვათ, გზა კი ვა­ჟას და­ვუთ­მოთ" - ეს სიტყ­ვე­ბი ილი­ამ მას შემ­დეგ თქვა, რაც ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ი­კითხა. რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი?

- "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი".

- ცდე­ბით, ილი­ა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა "მო­ხუ­ცის ნათ­ქ­ვამს" მო­უხ­დე­ნია. რუს მწე­რალს, ან­ტონ ჩე­ხოვს ფა­ნე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი არ­მია ჰყავ­და. რას ეძახ­დ­ნენ მათ რუ­სეთ­ში?

- მგო­ნი, ვი­ცო­დი, უნ­და გა­ვიხ­სე­ნო. (პა­უ­ზის შემ­დეგ) "ან­ტო­ნოვ­კებს".

- ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი სა­კუ­თარ თავს ბედ­ნი­ე­რე­ბის ქმარს ეძახ­და, ხო­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბას...

- მა­მას, შვილს...

- მის საყ­ვა­რელს. "პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვოც­ნე­ბობ­დი, კოს­მო­ნავ­ტი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ამას საკ­მა­ოდ ბევ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სჭირ­დე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ გავ­ხ­დი პრე­ზი­დენ­ტი". ამე­რი­კის რო­მე­ლი პრე­ზი­დენ­ტია ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი?

- ჯორჯ ბუ­ში.

- რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი ამ­ბობ­და: "ან­გე­ლო­ზი მკარ­ნა­ხობს, თო­რემ ლექ­სე­ბის წე­რის­თ­ვის, სად მცა­ლიაო?"

- გა­ლაკ­ტი­ო­ნი. ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბი­დან გალაკტიონ ტა­ბი­ძის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის პო­ე­ზია გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა შო­თა რუს­თა­ველ­ზე.

- "შე­ნა ხარ ჩე­მი ჯილ­დოც, სას­ჯე­ლიც,/ გულ­ზე ახ­ლოს ხარ და ღმერ­თ­ზე ზე­მოთ,/ ჩე­მო ტან­ჯუ­ლო, ჩე­მო მტან­ჯ­ვე­ლო,/ და­უ­ლე­ვე­ლო სამ­შობ­ლოვ ჩე­მო!/ შენ­თან ვარ, მაგ­რამ მა­ინც და­გე­ძებ,/ რო­გორც და­ე­ძებს საჭ­მელს მში­ე­რი/ და ამ პა­ტა­რა მი­წის ნაგ­ლეჯ­ზე შე­მაძ­რ­წუ­ნებ­ლად ვარ ბედ­ნი­ე­რი" - ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- ოთარ ჭი­ლა­ძე.

- ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ძლი­ე­რი არ ვარ.

- რა გვა­რი იყო ნა­პო­ლე­ო­ნის ქარ­თ­ვე­ლი პი­რა­დი მცვე­ლი რუს­ტა­მი?

- არ მახ­სოვს.

- რაზ­მა­ძე. 1911 წელს ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის "ჯო­კონ­და" მო­ი­პა­რეს. ერთ-ერთ ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლად ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვა­რი იყო მიჩ­ნე­უ­ლი. რო­მე­ლი მხატ­ვა­რი?

- პაბ­ლო პი­კა­სო.

- რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა გი­ორ­გი სა­ა­კა­ძეს მე­ფე ლუ­არ­სა­ბის კარ­ზე?

- (ფიქ­რობს)

- ისი­ნი ხომ ნა­თე­სა­ვე­ბიც იყ­ვ­ნენ.

- ეგ ვი­ცი. გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ნა­თე­სა­ვი მეც ვარ. ბე­ბი­ას დე­და თარ­ხან-მო­უ­რა­ვი იყო, თარ­ხან-მო­უ­რა­ვე­ბი კი მი­სი შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. გი­ორ­გი მე­ფის კარ­ზე მო­უ­რა­ვი იყო.

- ძველ იუდე­ვე­ლებ­ში არ­სე­ბობ­და ჩვე­უ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი თა­ვიანთ ცოდ­ვებს სიმ­ბო­ლუ­რად თხას აჰ­კი­დებ­დ­ნენ და უდაბ­ნო­ში გ­ზავ­ნიდ­ნენ. ამ წეს-ჩვე­უ­ლე­ბის თა­ნახ­მად, თით­ქოს ცოდ­ვე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბოდ­ნენ. აქე­დან წარ­მო­იშ­ვა გა­მოთ­ქ­მა...

- "გან­ტე­ვე­ბის ვა­ცი".

- და­ა­სა­ხე­ლეთ თა­რი­ღი ავ­ს­ტ­რია-უნ­გ­რე­თის იმ­პე­რი­ის ერცჰერ­ცო­გის ფრანც ფერ­დი­ნან­დის სა­რა­ე­ვო­ში მკვლე­ლო­ბი­სა, რაც იქ­ცა I მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბის სა­ბა­ბად.

- 1914 წლის 28 ივ­ნი­სი. ფრანც ფერ­დი­ნან­დის მკვლე­ლი გავ­რი­ლო პრინ­ცი­პი გახ­ლ­დათ.

- სა­მე­ფო არ­წი­ვი მთელ ცხოვ­რე­ბას ერთ პარ­ტ­ნი­ორ­თან ატა­რებს. კი­დევ რას არ იც­ვ­ლის იგი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ბუ­დეს.

- ცნო­ბი­ლი ფი­ზი­კო­სი, ნილს ბო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი იყო. რო­მე­ლი ქვეყ­ნის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და ის მე­კა­რედ?

- და­ნი­ის ნაკ­რებ­ში.

- რა ერ­ქ­ვა ჩუქ­ჩე­ბის საცხოვ­რე­ბელ სახლს, რო­მე­ლიც ირ­მის ტყა­ვე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი?

- იარან­გი.

- ეს­კი­მო­სე­ბის საცხოვ­რე­ბელ სახლს, რო­მელ­საც ყი­ნუ­ლის აგუ­რე­ბის­გან აშე­ნე­ბენ?

- იგ­ლუ.

- რამ­დენ სან­ტი­მეტრს უდ­რის 1 იარ­დი?

- 91 სან­ტი­მეტ­რის ტო­ლია.

- ლუ­დი რომ გიყ­ვართ, გა­სა­გე­ბია, ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­დან კი­დევ რო­მელ სა­ხე­ო­ბას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ღვი­ნო და ვის­კიც მიყ­ვარს.

- რას ნიშ­ნავს სიტყ­ვა "ვის­კი" ქარ­თუ­ლად?

- სი­ცოცხ­ლის წყალს.

- ერთ-ერთ გა­ლე­რე­ა­ში დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი პორ­ტ­რეტს უყუ­რებს და ამ­ბობს, - ამ სუ­რათ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი კა­ცის მა­მა მა­მა­ჩე­მის სი­მამ­რია. რა იქ­ნე­ბა მის­თ­ვის პორ­ტ­რეტ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი?

- (ფიქ­რობს) გთხოვთ, კითხ­ვა გა­მი­მე­ო­რეთ. (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) ბი­ძა გა­მო­დის.

- თუ ღა­მის 12 სა­ათ­ზე კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მაა, შეგ­ვიძ­ლია თუ არა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ 48 სა­ა­თის შემ­დეგ კაშ­კა­შა მზი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა?

- ისევ ღა­მე იქ­ნე­ბა და არა მზე.

- "ეს გახ­ლავთ სტი­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სა, რა დრო­საც მთავ­რო­ბა აწ­ვ­დის ან ცდი­ლობს მი­ა­წო­დოს ხალხს ილუ­ზია იმი­სა, თით­ქოს ქვეყ­ნის ბა­ტონ-პატ­რო­ნი თა­ვად ხალ­ხი იყოს". რის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და ამ სიტყ­ვებს მუ­სო­ლი­ნი?

- დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

- "ქარ­თ­ვე­ლებს უყ­ვართ სტუ­მა­რი, სტუმ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა მა­თი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ღირ­სე­ბა­თა­გა­ნია. გარ­და უცხო­ე­ლე­ბი­სად­მი მა­თი ბუ­ნებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ჩვე­ნით, რად­გან ჩვენ ქარ­თუ­ლი ენა შე­ვის­წავ­ლეთ და მათ სა­ნა­ხა­ვად მი­ვე­დით. გუ­ლი­თად და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ შეხ­ვედ­რებს გვიწყობ­დ­ნენ და ეს შეხ­ვედ­რე­ბი გვი­ნაზღა­უ­რებ­დ­ნენ იმ დიდ ცდა­სა და მძი­მე სა­ა­თებს, რაც მა­თი ენი­სა და ქარ­თუ­ლი ზმნის შეს­წავ­ლას მო­ვან­დო­მეთ... ქარ­თუ­ლი ენა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ემორ­ჩი­ლე­ბა რიტ­მ­სა და რით­მას, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თით­ქ­მის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბით მე­ლექ­სე­ა", - ვკითხუ­ლობთ ინ­გ­ლი­სე­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გის მო­გო­ნე­ბებ­ში. და­ა­სა­ხე­ლეთ ეს პი­როვ­ნე­ბა.

- მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პი.

- ისა­აკ ნი­უ­ტო­ნის 300 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­უშ­ვეს სა­ფოს­ტო მარ­კა. რა იყო მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი?

- ნი­უ­ტო­ნის ვაშ­ლი.

- ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ხე ამ ცხო­ვე­ლის დარ­გუ­ლია - ოდეს­ღაც და­მა­ლა კა­კა­ლი და შემ­დეგ მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­ა­ვიწყ­და. რო­მელ ცხო­ველ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ციყ­ვ­ზე.

- დე­მეტ­რე I, ალექ­სან­დ­რე I (დი­დი), თე­ი­მუ­რაზ I, ერეკ­ლე II. ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან, რო­მე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მე­ფე არ აღ­კ­ვე­ცი­ლა ბე­რად?

- ერეკ­ლე II.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლეთ ნიც­შეს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ცი­რე კი არა, მე­გობ­რო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს უიღ­ბ­ლო..."

- "...უიღ­ბ­ლო ქორ­წი­ნე­ბას".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია