პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოან როულინგი ნანობს, რომ ჰარი პოტერი და ჰერმიონა გრეინჯერი არ შეაუღლა
ჯოან როულინგი ნანობს, რომ ჰარი პოტერი და ჰერმიონა გრეინჯერი არ შეაუღლა

ჯოან რო­უ­ლინ­გმა აღი­ა­რა, რომ თა­ვი­დან ჰარი პო­ტე­რი­სა და ჰერ­მი­ო­ნა გრე­ინ­ჯე­რის შე­უღ­ლე­ბას გეგ­მავ­და და ნა­ნობს, რომ ბოლო წიგნ­ში ჰერ­მი­ო­ნა და რონ უიზ­ლი და­ა­ქორ­წი­ნა. ჟურ­ნალ Wonderland-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში რო­უ­ლინ­გმა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შეც­დო­მა უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და ჰერ­მი­ო­ნა და ჰარი ერ­თად დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

გარ­და ამი­სა, მწე­რალ­მა ივა­რა­უ­და, რომ ჰა­რი­სა და მის ერ­თგულ მე­გო­ბარ რონ უიზ­ლის, რო­მელ­თა­ნაც მან რო­მა­ნი გა­ა­ბა, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ოჯა­ხის ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბო­დათ.

რო­უ­ლინ­გმა თა­ვი­სი წიგ­ნის ფა­ნებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და. მან ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ "ეს არ­ჩე­ვა­ნი პი­რა­დი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­ა­კე­თა".

ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მსა­ხი­ო­ბი ემა უოტ­სო­ნიც იღებ­და, რო­მელ­მაც წიგ­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბულ ფილმში ჰერ­მი­ო­ნა გრე­ინ­ჯე­რის როლი შე­ას­რუ­ლა. უოტ­სო­ნი რო­უ­ლინ­გის აზრს იზი­ა­რებს: "ვფიქ­რობ ბევრ გულ­შე­მატ­კი­ვარს ეს­მის ეს და უკ­ვირს - ნამ­დვი­ლად შეძ­ლებ­და თუ არა რონი მის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას".

ჯოან რო­უ­ლინ­გი ამ­ჟა­მად ჰარი პო­ტერ­ზე თე­ატ­რა­ლურ დად­გმა­ზე მუ­შა­ობს.

სი­უ­ჟე­ტით, რო­მა­ნის ფი­ნალ­ში ჰარი პო­ტე­რი ცო­ლად რო­ნის დას, ჯი­ნის ირ­თავს, მათ სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, ხოლო რონ­სა და ჰერ­მი­ო­ნას - ორი.

რო­უ­ლინ­გმა ახალ­გაზ­რდა ჯა­დო­ქარ ჰარი პო­ტერ­ზე შვი­დი რო­მა­ნი და­წე­რა, რომ­ლე­ბიც 1997-2007 წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. წიგ­ნე­ბის 400 მლნ ეგ­ზემპლა­რი გა­მო­ვი­და და მსოფ­ლი­ოს 65 ენა­ზე ითარ­გმნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Sunday Times-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ჯოან როულინგი ნანობს, რომ ჰარი პოტერი და ჰერმიონა გრეინჯერი არ შეაუღლა

ჯოან როულინგი ნანობს, რომ ჰარი პოტერი და ჰერმიონა გრეინჯერი არ შეაუღლა

ჯოან როულინგმა აღიარა, რომ თავიდან ჰარი პოტერისა და ჰერმიონა გრეინჯერის შეუღლებას გეგმავდა და ნანობს, რომ ბოლო წიგნში ჰერმიონა და რონ უიზლი დააქორწინა. ჟურნალ Wonderland-თან ინტერვიუში როულინგმა ამ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა ჰერმიონა და ჰარი ერთად დარჩენილიყვნენ.

გარდა ამისა, მწერალმა ივარაუდა, რომ ჰარისა და მის ერთგულ მეგობარ რონ უიზლის, რომელთანაც მან რომანი გააბა, რეალურ ცხოვრებაში ოჯახის ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდებოდათ.

როულინგმა თავისი წიგნის ფანებს ბოდიში მოუხადა. მან ასევე დასძინა, რომ "ეს არჩევანი პირადი მიზეზების გამო გააკეთა".

ინტერვიუში მონაწილეობას მსახიობი ემა უოტსონიც იღებდა, რომელმაც წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმში ჰერმიონა გრეინჯერის როლი შეასრულა. უოტსონი როულინგის აზრს იზიარებს: "ვფიქრობ ბევრ გულშემატკივარს ესმის ეს და უკვირს - ნამდვილად შეძლებდა თუ არა რონი მის გაბედნიერებას".

ჯოან როულინგი ამჟამად ჰარი პოტერზე თეატრალურ დადგმაზე მუშაობს.

სიუჟეტით, რომანის ფინალში ჰარი პოტერი ცოლად რონის დას, ჯინის ირთავს, მათ სამი შვილი შეეძინათ, ხოლო რონსა და ჰერმიონას - ორი.

როულინგმა ახალგაზრდა ჯადოქარ ჰარი პოტერზე შვიდი რომანი დაწერა,  რომლებიც 1997-2007 წლებში გამოქვეყნდა. წიგნების 400 მლნ ეგზემპლარი გამოვიდა და მსოფლიოს 65 ენაზე ითარგმნა.

მომზადებულია The Sunday Times-ის მიხედვით.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეხუთე თავი)

25 მაისს სერია "ქართველი მეფეების" 30-ე ტომი "კვირიკე III" გამოიცემა

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეოთხე თავი)