პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ
აშშ-ის ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ

3 თე­ბერ­ვალს, შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ორი ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი შე­მო­ვი­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, Arleigh Burke-ის კლა­სის სა­ეს­კად­რო ნაღ­მო­სა­ნი USS Ramage და სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მე-6 ფლო­ტის ფლაგ­მა­ნი ხო­მალ­დი Mount Whitney გეზს სო­ჭის­კენ აი­ღე­ბენ. ორი­ვე ხო­მალ­დის ბორტზე 600-მდე ამე­რი­კე­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თი იმ­ყო­ფე­ბა.

ამავდრო­უ­ლად ვრცელ­დე­ბა ინფრო­მა­ცია, რომ სო­ჭამ­დე ხო­მალ­დე­ბი უკ­რა­ი­ნის სა­ნა­პი­როს­კენ გა­ე­მარ­თე­ბი­ან.

ინ­ფორ­მა­ცია შავ ზღვა­ში ამე­რი­კუ­ლი ხო­მალ­დე­ბის შე­საძ­ლო შე­მოს­ვლის შე­სა­ხებ 20 იან­ვარს გავ­რცელ­და. მა­შინ პენ­ტა­გონ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, თავ­დაც­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში რუ­სუ­ლი მხა­რის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით და მოს­კო­ვის­გან შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­და­დე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამე­რი­კა მზა­დაა სო­ჭის ნა­პი­რე­ბის­კენ ხო­მალ­დე­ბი გაგ­ზავ­ნოს.

სა­ეს­კად­რო ნაღ­მო­სა­ნი USS Ramage აშშ-ს ფლოტ­ში 1995 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბა. 154 მ-ის სიგ­რძის ხო­მალ­დის არ­სე­ნალ­ში ფრთო­სა­ნი, სა­ზე­ნი­ტო და ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტე­ბი, სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რი, ტორ­პე­დო­ე­ბი და შვე­ულმფრე­ნი შე­დის. რაც შე­ე­ხე­ბა ფლაგ­მანს "მა­უნტ უიტ­ნის", ის მე-6 ფლო­ტის სა­კო­მან­დო ხო­მალ­დია და იტა­ლი­ა­ში ბა­ზი­რებს. 2008 წე­ლის აგ­ვის­ტო­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს, ხო­მალდმა ფოთ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა.

ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას მსოფ­ლიო სიფრ­თხი­ლით უყუ­რებს. ამე­რი­კე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფომ კერ­ძო კომ­პა­ნია Global Rescue და­ი­ქი­რა­ვა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად სპორ­ტსმე­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვა.

სო­ჭის ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 7 თე­ბერ­ვალს და­ი­წყე­ბა და 23 რი­ცხვამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ news.rambler.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

აშშ-ის ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ

აშშ-ის ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ

3 თებერვალს, შავი ზღვის აკვატორიაში ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა. სავარაუდოდ, Arleigh Burke-ის კლასის საესკადრო ნაღმოსანი USS Ramage და საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ფლაგმანი ხომალდი Mount Whitney გეზს სოჭისკენ აიღებენ. ორივე ხომალდის ბორტზე 600-მდე ამერიკელი საზღვაო ქვეითი იმყოფება.

ამავდროულად ვრცელდება ინფრომაცია, რომ სოჭამდე ხომალდები უკრაინის სანაპიროსკენ გაემართებიან.

ინფორმაცია შავ ზღვაში ამერიკული ხომალდების შესაძლო შემოსვლის შესახებ 20 იანვარს გავრცელდა. მაშინ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სფეროში რუსული მხარისთვის დახმარების გაწევის მიზნით და მოსკოვისგან შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ამერიკა მზადაა სოჭის ნაპირებისკენ ხომალდები გაგზავნოს.

საესკადრო ნაღმოსანი USS Ramage აშშ-ს ფლოტში 1995 წლიდან იმყოფება. 154 მ-ის სიგრძის ხომალდის არსენალში ფრთოსანი, საზენიტო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, საარტილერიო დანადგარი, ტორპედოები და შვეულმფრენი შედის. რაც შეეხება ფლაგმანს "მაუნტ უიტნის", ის მე-6 ფლოტის საკომანდო ხომალდია და იტალიაში ბაზირებს. 2008 წელის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ხომალდმა ფოთში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა.

ტერორისტული აქტების საშიშროების გამო, სოჭის ოლიმპიადას მსოფლიო სიფრთხილით უყურებს. ამერიკელი სპორტსმენების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფომ კერძო კომპანია Global Rescue დაიქირავა, რომელმაც ყველაფერთან ერთად სპორტსმენების ევაკუაციის გეგმა შეიმუშავა.

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს დაიწყება და 23 რიცხვამდე გაგრძელდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ news.rambler.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე